საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური" - კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს უმასპინძლა
"ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური" - კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს უმასპინძლა

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა ილია მე­ო­რემ მღვდელმთავ­რებ­თან და სამ­ღვდე­ლო­ე­ბას­თან ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი, ქ-ნი კელი დეგ­ნა­ნი და მისი თან­მხლე­ბი პი­რე­ბი მი­ი­ღო. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ქალ­ბა­ტონ­მა ელჩმა მის უწ­მინ­დე­სო­ბას აღ­საყ­დრე­ბი­დან 44-ე წლის იუ­ბი­ლე მი­უ­ლო­ცა

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ის ელჩმა ხაზი გა­უს­ვა კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არქ ილია II-ის როლს ქარ­თვე­ლი ერის ცხოვ­რე­ბა­ში, ერი­სა, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლად მრა­ვალ­რე­ლი­გი­უ­რი და მრა­ვა­ლეთ­ნი­კუ­რი ქვე­ყა­ნაა.

"ბედ­ნი­ე­რია ერი, რო­დე­საც ეკ­ლე­სი­ას ჰყავს ასე­თი ბრძე­ნი მე­თა­უ­რი“, - დას­ძი­ნა მან.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა აღ­ნიშ­ნა, რომ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის მე­გობ­რო­ბას უკვე მრა­ვა­ლი წლის ის­ტო­რია აქვს და ეს უნდა გაგ­რძელ­დეს. ამას­თან ელჩს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სა­ქარ­თვე­ლოს მხარ­და­ჭე­რის­თვის, ასე­ვე ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის ძეგ­ლე­ბის აღ­დგე­ნა­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის.

"თა­ვის მხრივ ქალ­ბა­ტონ­მა კელი დეგ­ნან­მა ხაზი გა­უს­ვა იმ ფაქტს, რომ მათ­თვის დიდი პა­ტი­ვია წვლი­ლი შე­ი­ტა­ნონ ისე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კულ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბის გა­დარ­ჩე­ნა­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა გე­ლა­თი­სა და ჯვრის მო­ნას­ტრე­ბი.

მან ბრძა­ნა ისიც, რომ მო­მა­ვალ წელს სრულ­დე­ბა 30 წელი სა­ქარ­თვე­ლო­სა და აშშ-ს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის და­წყე­ბი­დან და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გეგ­მავს სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბას.

შეხ­ვედ­რის და­სას­რულს მის­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ ელჩს მი­ლოც­ვის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და ბედ­ნი­ე­რი შობა-ახა­ლი წელი უსურ­ვა”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მათე ბიჭი
0

აღმაშფოთებელია ქ-ნი დეგნანის პასაჟები ივანიშვილისა და პატრიარქის მიმართ.

ალბათб რომ შეეძლოს ოცნების წევრიც გახდებოდა. ამაზრზენია იმაზე ფიქრი, რომ ივანიშვილის მილიარდებმა მოსჭრა თვალი. ვაი მაშინ ჩვენს პატრონს, ვიღასი იმედი გვქონდეს?

დეა
0

...არა და გასულ წლებში,კვლევები რომ ქვეყნდებოდა შეშფოთებულები იყვნენ ჩვენი ე.წ მეგობრები ეკლესიას რომ ხალხში ყველაზე დიდი ნდობა ჰქონდა! მიაღწიეს რასაც მიაღწიეს-ზოგიერთი ვაი მღვდელმსახურის ხელშეწყობით და ახალგაზრდობაში უნდობლობის დათესვით! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური" - კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს უმასპინძლა

"ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური" - კათოლიკოს-პატრიარქმა კელი დეგნანს უმასპინძლა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ქ-ნი კელი დეგნანი და მისი თანმხლები პირები მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქალბატონმა ელჩმა მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44-ე წლის იუბილე მიულოცა

საპატრიარქოს ინფორმაციით, აშშ-ის ელჩმა ხაზი გაუსვა კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის როლს ქართველი ერის ცხოვრებაში, ერისა, რომელიც ისტორიულად მრავალრელიგიური და მრავალეთნიკური ქვეყანაა.

"ბედნიერია ერი, როდესაც ეკლესიას ჰყავს ასეთი ბრძენი მეთაური“, - დასძინა მან.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას უკვე მრავალი წლის ისტორია აქვს და ეს უნდა გაგრძელდეს. ამასთან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენაში შეტანილი წვლილისთვის.

"თავის მხრივ ქალბატონმა კელი დეგნანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მათთვის დიდი პატივია წვლილი შეიტანონ ისეთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლების გადარჩენაში, როგორებიცაა გელათისა და ჯვრის მონასტრები.

მან ბრძანა ისიც, რომ მომავალ წელს სრულდება 30 წელი საქართველოსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დაწყებიდან და ამასთან დაკავშირებით გეგმავს სხვადასხვა აქტივობის განხორციელებას, მათ შორის, საქართველოს რეგიონებში მოგზაურობას.

შეხვედრის დასასრულს მისმა უწმინდესობამ ელჩს მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა და ბედნიერი შობა-ახალი წელი უსურვა”, - ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.