პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეუღლე ბრაზილიელი მყავს, ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერის ხმა გადის"- ქართველი საოპერო მომღერლის ბრაზილიური ცხოვრება და წარმატებული კარიერა
"მეუღლე ბრაზილიელი მყავს, ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერის ხმა გადის"- ქართველი საოპერო მომღერლის ბრაზილიური ცხოვრება და წარმატებული კარიერა

"გულ­წრფე­ლად გთხოვთ, ამ ფილ­მს ძი­ლის წინ არ უყუ­როთ" - ასე გვი­თხრა ქარ­თველ­მა სა­ო­პე­რო მომ­ღე­რალ­მა გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილ­მა... იგი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­იჩ­ნევს იმ ფაქტს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გაჟ­ღერ­და მისი ხმა ამ სა­უნ­დტრე­კის სა­შუ­ა­ლე­ბით!

"ერთ დღე­საც სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გა­სულ ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ალ­ში ქარ­თვე­ლი ტე­ნო­რის სა­უნ­დტრე­კი აჟ­ღერ­დე­ბა, ვინ იცის" - ამ­ბობს იგი და ბრა­ზი­ლი­ა­ში წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­სა და ბედ­ნი­ერ ცხოვ­რე­ბა­ზე თა­ვად გვი­ამ­ბობს".

გი­ორ­გი გე­ლაშ­ვი­ლი:

- ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, ტე­ნო­რი გახ­ლა­ვართ... 2014 წლი­დან ბრა­ზი­ლი­ა­ში ვცხოვ­რობ და ვმოღ­ვა­წე­ობ, კერ­ძოდ სე­ა­რას შტატ­ში , ქა­ლაქ - ფორ­ტა­ლე­ზა­ში. მყავს ბრა­ზი­ლი­ე­ლი მე­უღ­ლე - ლი­ა­ნა ფო­ტე­ლე­სი და 7 წლის ვაჟი - ლუკა. რაც შე­ე­ხე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში ცხოვ­რე­ბას. მინ­და გი­თხრათ, რომ ძა­ლი­ან გა­მი­ად­ვილ­და აქ ყოფ­ნა. ბრა­ზი­ლი­ე­ლე­ბი ტო­ლე­რან­ტი, უკონ­ფლიქ­ტო, უშუ­ა­ლო და თა­ვი­სუ­ფა­ლი ხალ­ხია. მათ­თან კონ­ტაქ­ტში იმ­დე­ნად ად­ვი­ლად შეხ­ვალ, დიდი ხნის მე­გობ­რე­ბი გე­გო­ნე­ბი­ან. ასე რომ, 7 წლის მან­ძილ­ზე ერთხე­ლაც არ მიგ­რძვნია, რომ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ვარ! ყო­ველ­თვის დიდი სურ­ვი­ლი მაქვს სა­ნა­პი­რო­ზე გა­სე­ირ­ნე­ბის, რა­საც შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ვა­ხერ­ხებ.

ძა­ლი­ან მიყ­ვარს ზღვა, ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს ვპო­უ­ლობ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ხე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნი ვარ და ბუ­ნე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მი­ზი­დავს. ჩვენ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში ვმუ­შა­ობთ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია, ჩემს შვილ­თან რომ დიდ დროს ვა­ტა­რებ! ლუკა კარ­გად თა­მა­შობს ფეხ­ბურთს, რაც გა­საკ­ვი­რი არ­ცაა ნა­ხევ­რად ბრა­ზი­ლი­ე­ლის­გან. მინ­და გი­თხრათ, რომ მეც საკ­მა­ოდ კარ­გად ვთა­მა­შობ­დი... ლუ­კას სამ­სა­ხი­ო­ბო და ცეკ­ვის ნი­ჭიც აქვს, მოკ­ლედ კარ­გად ფლობს თა­ვის სხე­ულს. ჩემი მე­უღ­ლე მომ­ღე­რა­ლი, პრო­ფე­სო­რი გახ­ლავთ. ულა­მა­ზე­სი და უძ­ლი­ე­რე­სი, ხმა აქვს. უზო­მოდ შრო­მის მოყ­ვა­რუ­ლია. შე­უძ­ლია შე­ვი­დეს სტუ­დი­ა­ში და მრა­ვა­ლი სა­ა­თის მან­ძილ­ზე ვო­კალ­ზე იმე­ცა­დი­ნოს. მის გრა­ფიკს პი­ა­ნის­ტე­ბის სა­მუ­შაო პრო­ცესს შე­ვა­და­რებ­დი, რო­მე­ლიც მრა­ვა­ლი სა­ა­თის მან­ძილ­ზე გრძელ­დე­ბა კარ­გი შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად! ასე რომ, ჩვე­ნი ოჯა­ხი­დან სულ სიმ­ღე­რის ხმა გა­დის. ხუმ­რო­ბით ვი­ტყო­დი, ქედს ვიხ­რი მე­ზობ­ლე­ბის წი­ნა­შე.

- ბრა­ზი­ლი­ა­ში დიდი წარ­მა­ტე­ბე­ბი გქონ­დათ, ქარ­თულ დღე­ებ­ზე ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბაც თქვენ მო­გან­დეს...

- რაც შე­ე­ხე­ბა ბრა­ზი­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე­ო­ბას, ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე მი­მიწ­ვი­ეს ერთ-ერთ კონ­ცერ­ტზე სამ­ღე­რად, სა­დაც შე­ვას­რუ­ლე ჯუ­ზე­პე ვერ­დის ოპე­რა რი­გო­ლე­ტო­დან - ჰერ­ცო­გის სიმ­ღე­რა " Lá donna è móbile" და ასე­ვე ჩემ­თვის ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი შუ­ბერ­ტის „ავე მა­რია". შემ­დე­გი ეტა­პი იყო გამ­გზავ­რე­ბა სხვა შტატ­ში, სა­ო­პე­რო სტუ­დი­ა­ში, სა­დაც დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მი­ვი­ღე დიდ ხე­ლო­ვა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. რო­გო­რიც მა­გა­ლი­თად, არის იტა­ლი­ე­ლი რე­ჟი­სო­რი სტე­ფა­ნო ვი­ზი­ო­ლი და ასე­ვე ამე­რი­კე­ლი სოპ­რა­ნო - სინ­ტია ლა­უ­რენ­სი.

ერთი თვის მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ მი­ვი­ღეთ დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა და ასე­ვე ვიმ­ღე­რეთ სა­ო­პე­რო წარ­მოდ­გე­ნებ­ში. შემ­დე­გი ნა­ბი­ჯე­ბი იყო კონ­კურ­სებ­ზე გამ­გზავ­რე­ბა. პირ­ვე­ლი იყო ქ. სან პა­უ­ლო­ში "მა­რია კა­ლა­სის" კონ­კურ­სი, რა­საც მოჰ­ყვა მექ­სი­კა­ში "ლი­ნუს ლერ­ნე­რის" კონ­კურ­სზე მიწ­ვე­ვა. ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლურ ეტაპ­ზე ვიმ­ღე­რე და ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. შემ­დეგ იტა­ლი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სში ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი, ვერ­დის ოპე­რა­ში "ბალ­მას­კა­რა­დი" რი­კარ­დოს რო­ლის შე­სას­რუ­ლებ­ლად.

ასე­ვე ვარ პე­და­გო­გი და ჩემ­და სა­სი­ხა­რუ­ლოდ, ბევ­რი ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი და მუ­სი­კო­სი გახ­და ჩემი მოს­წავ­ლე. აქე­დან და­ი­წყო ჩემი ურ­თი­ერ­თო­ბა სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლურ პრო­ექ­ტებ­თან! მაგ: ქ. გუ­ა­რა­მი­რა­გას ცნო­ბილ ჯაზ-ფეს­ტი­ვალ­თან, არა­ერ­თი კონ­ცერ­ტი ხე­ლოვ­ნე­ბის ცენ­ტრ "Dragão do mar" სიმ­ფო­ნი­ურ თუ ფი­ლარ­მო­ნი­ულ ორ­კესტრებ­თან კონ­ცერ­ტე­ბი. ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­ექ­ტი იყო: " Cenas de Ópera". მე და ჩემ­მა მომ­ღე­რალ­მა მე­გობ­რებ­მა მო­ვი­გეთ და­ფი­ნან­სე­ბა 3 თვი­ან პრო­ექტ კონ­კურ­სში და შევ­ქმე­ნით სა­ო­პე­რო სპექ­ტაკ­ლი, სა­დაც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ რე­ჟი­სო­რე­ბი, პი­ა­ნის­ტე­ბი და მომ­ღერ­ლე­ბი. სამი თვის მან­ძილ­ზე დავ­დგით და წარვსდე­ქით მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე ერთ-ერთ ცნო­ბილ თე­ატ­რში. პან­დე­მი­ამ სამ­წუ­ხა­როდ, დიდი ხნის მან­ძილ­ზე გაგ­ვა­ჩე­რა, მაგ­რამ ახლა ნელ-ნელა ვუბ­რუნ­დე­ბით ჩვე­ულ რიტმს, რაც ძა­ლი­ან მა­ხა­რებს!

- გვი­ამ­ბეთ ფილ­მის შე­სა­ხებ...

- რაც შე­ე­ხე­ბა ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ პრო­ექტს, რა­საც ჰქვია სრულ­მეტ­რა­ჟი­ა­ნი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მის­თვის სა­უნ­დტრე­კის ჩა­წე­რა, ასე და­ი­წყო: ჩემი მოს­წავ­ლე და დღეს უკვე მე­გო­ბა­რი, ცნო­ბი­ლი ბრა­ზი­ლი­ე­ლი მუ­სი­კო­სი, კომ­პო­ზი­ტო­რი, მომ­ღე­რა­ლი ერთ მშვე­ნი­ერ დღეს მო­ვი­და ჩემს სტუ­დი­ა­ში გაკ­ვე­თილ­ზე და შე­მომ­თა­ვა­ზა ფილ­მის­თვის სა­უნ­დტრე­კის ჩა­წე­რა. მო­მა­ს­მე­ნი­ნა მი­სი­ვე შექ­მნი­ლი მე­ლო­დია, რა­ზეც ხმა უნდა დაგ­ვე­დო. ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და დავ­თან­ხმდი ამ გა­მოწ­ვე­ვა­ზე! მისი სა­ხე­ლი არის ფერ­ნან­დო კა­ტა­ტაო, რო­მელ­საც ჰყავს ბრა­ზი­ლი­უ­რი ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი რო­კის ჯგუ­ფი" Cidadão instigado" საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი სან პა­უ­ლო­ში და ასე­ვე მის მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ ფორ­ტა­ლე­ზა­ში.

მე­ლო­დია შე­ვის­წავ­ლე და სტუ­დი­ა­ში ჩა­წე­რის დღეც დად­გა. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღე გა­მოდ­გა ჩემ­თვის და და­უ­ვი­წყა­რიც. სა­სი­ა­მოვ­ნო, სა­ინ­ტე­რე­სო და ასე­ვე ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო მი­სია მერ­გო წი­ლად! გე­ტყვით, რომ არ იყო ძა­ლი­ან ად­ვი­ლი ამ რთუ­ლი ამო­ცა­ნის შეს­რუ­ლე­ბა, ჩემ­თვის გან­სხვა­ვე­ბულ მუ­სი­კა­ლურ ჟანრ­ში ძა­ლე­ბის მო­სინ­ჯვა. თუმ­ცა სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­მაჩ­ნდა ეს ყვე­ლა­ფე­რი, რაც შე­ე­ხე­ბო­და ფილ­მის სი­უ­ჟეტს, სა­დაც ჩემი ხმა უნდა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო . ჩა­წე­რის დროს სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მომ­ცა კომ­პო­ზი­ტორ­მა და მი­თხრა, რომ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვე­თი ჩა­მე­წე­რა ჩემი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით. ჩემ­და სა­ბედ­ნი­ე­როდ, ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნათ და ასე მოხ­ვდა ჩემი ხმა ბრა­ზი­ლი­ურ, საკ­მა­ოდ ცნო­ბილ ფილმში...

ფილ­მის პრე­მი­ე­რას დიდი ინ­ტე­რე­სით ვე­ლო­დი. შემ­დეგ იყო 30 სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე გამ­გზავ­რე­ბა ამ ფილ­მის. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ მი­ვიჩ­ნიე ის ფაქ­ტი, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქვეყ­ნის კი­ნო­თე­ატ­რებ­ში გაჟ­ღერ­და ჩემი ხმა ამ სა­უნ­დტრე­კის სა­შუ­ა­ლე­ბით! ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჟან­რია და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვე­ლო­დე­ბი შემ­დეგ შე­მო­თა­ვა­ზე­ბებს. ერთ დღე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­სულ ბრა­ზი­ლი­ურ სე­რი­ალ­ში ქარ­თვე­ლი ტე­ნო­რის სა­უნ­დტრე­კი აჟ­ღერ­დე­ბა, ვინ იცის...

ფილმმა წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია მრა­ვალ სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე, მათ შო­რის BFI ლონ­დო­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, ბრუკ­ლი­ნის სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ფილ­მე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე - სა­უ­კე­თე­სო ფილ­მი­სა და სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სო­რის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი - ლუ­კას კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლი (LFF) და ბუ­ე­ნოს აი­რე­სის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი კი­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, ეროვ­ნუ­ლი ტე­რო­რი Canibais-ის კლუ­ბი...

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
КАМАРЕЛЛИ
0

...ბედნიერი წყვილი - რაც მთავარია!!

opera man
3

ისე კი ვეძებდი ინტერნეტში ბრაზილიაში წამყვან ტენორს გიორგი გელაშვილს, მაგრამ ვერაფერი ვერ ვნახე. იქნებ დადოთ ბმული

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მეუღლე ბრაზილიელი მყავს, ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერის ხმა გადის"- ქართველი საოპერო მომღერლის ბრაზილიური ცხოვრება და წარმატებული კარიერა

"მეუღლე ბრაზილიელი მყავს, ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერის ხმა გადის"- ქართველი საოპერო მომღერლის ბრაზილიური ცხოვრება და წარმატებული კარიერა

"გულწრფელად გთხოვთ, ამ ფილმს ძილის წინ არ უყუროთ" - ასე გვითხრა ქართველმა საოპერო მომღერალმა გიორგი გელაშვილმა... იგი ძალიან საინტერესოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კინოთეატრებში გაჟღერდა მისი ხმა ამ საუნდტრეკის საშუალებით!

"ერთ დღესაც საქართველოს კინოთეატრებში გასულ ბრაზილიურ სერიალში ქართველი ტენორის საუნდტრეკი აჟღერდება, ვინ იცის" - ამბობს იგი და ბრაზილიაში წარმატებულ კარიერასა და ბედნიერ ცხოვრებაზე თავად გვიამბობს".

გიორგი გელაშვილი:

- ქართველი ემიგრანტი, ოპერის მომღერალი, ტენორი გახლავართ... 2014 წლიდან ბრაზილიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, კერძოდ სეარას შტატში , ქალაქ - ფორტალეზაში. მყავს ბრაზილიელი მეუღლე - ლიანა ფოტელესი და 7 წლის ვაჟი - ლუკა. რაც შეეხება ბრაზილიაში ცხოვრებას. მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიადვილდა აქ ყოფნა. ბრაზილიელები ტოლერანტი, უკონფლიქტო, უშუალო და თავისუფალი ხალხია. მათთან კონტაქტში იმდენად ადვილად შეხვალ, დიდი ხნის მეგობრები გეგონებიან. ასე რომ, 7 წლის მანძილზე ერთხელაც არ მიგრძვნია, რომ უცხო ქვეყანაში ვარ! ყოველთვის დიდი სურვილი მაქვს სანაპიროზე გასეირნების, რასაც შეძლებისდაგვარად ვახერხებ.

ძალიან მიყვარს ზღვა, ეს ის ადგილია, სადაც სულიერ სიმშვიდეს ვპოულობ. მოგეხსენებათ, ხელოვანი ადამიანი ვარ და ბუნებასთან ურთიერთობა ძალიან მიზიდავს. ჩვენდა საბედნიეროდ, სახლის პირობებში ვმუშაობთ და ძალიან მიხარია, ჩემს შვილთან რომ დიდ დროს ვატარებ! ლუკა კარგად თამაშობს ფეხბურთს, რაც გასაკვირი არცაა ნახევრად ბრაზილიელისგან. მინდა გითხრათ, რომ მეც საკმაოდ კარგად ვთამაშობდი... ლუკას სამსახიობო და ცეკვის ნიჭიც აქვს, მოკლედ კარგად ფლობს თავის სხეულს. ჩემი მეუღლე მომღერალი, პროფესორი გახლავთ. ულამაზესი და უძლიერესი, ხმა აქვს. უზომოდ შრომის მოყვარულია. შეუძლია შევიდეს სტუდიაში და მრავალი საათის მანძილზე ვოკალზე იმეცადინოს. მის გრაფიკს პიანისტების სამუშაო პროცესს შევადარებდი, რომელიც მრავალი საათის მანძილზე გრძელდება კარგი შედეგის მისაღწევად! ასე რომ, ჩვენი ოჯახიდან სულ სიმღერის ხმა გადის. ხუმრობით ვიტყოდი, ქედს ვიხრი მეზობლების წინაშე.

- ბრაზილიაში დიდი წარმატებები გქონდათ, ქართულ დღეებზე ჰიმნის შესრულებაც თქვენ მოგანდეს...

- რაც შეეხება ბრაზილიაში მოღვაწეობას, ჩამოსვლისთანავე მიმიწვიეს ერთ-ერთ კონცერტზე სამღერად, სადაც შევასრულე ჯუზეპე ვერდის ოპერა რიგოლეტოდან - ჰერცოგის სიმღერა " Lá donna è móbile" და ასევე ჩემთვის ძალიან საყვარელი შუბერტის „ავე მარია". შემდეგი ეტაპი იყო გამგზავრება სხვა შტატში, საოპერო სტუდიაში, სადაც დიდი გამოცდილება მივიღე დიდ ხელოვანებთან ურთიერთობაში. როგორიც მაგალითად, არის იტალიელი რეჟისორი სტეფანო ვიზიოლი და ასევე ამერიკელი სოპრანო - სინტია ლაურენსი.

ერთი თვის მუშაობის შემდეგ მივიღეთ დიდი გამოცდილება და ასევე ვიმღერეთ საოპერო წარმოდგენებში. შემდეგი ნაბიჯები იყო კონკურსებზე გამგზავრება. პირველი იყო ქ. სან პაულოში "მარია კალასის" კონკურსი, რასაც მოჰყვა მექსიკაში "ლინუს ლერნერის" კონკურსზე მიწვევა. ნახევარფინალურ ეტაპზე ვიმღერე და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა. შემდეგ იტალიის საერთაშორისო კონკურსში ვიყავი მიწვეული, ვერდის ოპერაში "ბალმასკარადი" რიკარდოს როლის შესასრულებლად.

ასევე ვარ პედაგოგი და ჩემდა სასიხარულოდ, ბევრი ცნობილი მომღერალი და მუსიკოსი გახდა ჩემი მოსწავლე. აქედან დაიწყო ჩემი ურთიერთობა სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებთან! მაგ: ქ. გუარამირაგას ცნობილ ჯაზ-ფესტივალთან, არაერთი კონცერტი ხელოვნების ცენტრ "Dragão do mar" სიმფონიურ თუ ფილარმონიულ ორკესტრებთან კონცერტები. ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო: " Cenas de Ópera". მე და ჩემმა მომღერალმა მეგობრებმა მოვიგეთ დაფინანსება 3 თვიან პროექტ კონკურსში და შევქმენით საოპერო სპექტაკლი, სადაც ჩართულები იყვნენ რეჟისორები, პიანისტები და მომღერლები. სამი თვის მანძილზე დავდგით და წარვსდექით მაყურებლის წინაშე ერთ-ერთ ცნობილ თეატრში. პანდემიამ სამწუხაროდ, დიდი ხნის მანძილზე გაგვაჩერა, მაგრამ ახლა ნელ-ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ რიტმს, რაც ძალიან მახარებს!

- გვიამბეთ ფილმის შესახებ...

- რაც შეეხება ამ არაჩვეულებრივ პროექტს, რასაც ჰქვია სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის საუნდტრეკის ჩაწერა, ასე დაიწყო: ჩემი მოსწავლე და დღეს უკვე მეგობარი, ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი ერთ მშვენიერ დღეს მოვიდა ჩემს სტუდიაში გაკვეთილზე და შემომთავაზა ფილმისთვის საუნდტრეკის ჩაწერა. მომასმენინა მისივე შექმნილი მელოდია, რაზეც ხმა უნდა დაგვედო. ძალიან გამიხარდა და დავთანხმდი ამ გამოწვევაზე! მისი სახელი არის ფერნანდო კატატაო, რომელსაც ჰყავს ბრაზილიური ალტერნატიული როკის ჯგუფი" Cidadão instigado" საკმაოდ ცნობილი სან პაულოში და ასევე მის მშობლიურ ქალაქ ფორტალეზაში.

მელოდია შევისწავლე და სტუდიაში ჩაწერის დღეც დადგა. ძალიან ემოციური დღე გამოდგა ჩემთვის და დაუვიწყარიც. სასიამოვნო, საინტერესო და ასევე ძალიან საპასუხისმგებლო მისია მერგო წილად! გეტყვით, რომ არ იყო ძალიან ადვილი ამ რთული ამოცანის შესრულება, ჩემთვის განსხვავებულ მუსიკალურ ჟანრში ძალების მოსინჯვა. თუმცა საოცრად საინტერესოდ მიმაჩნდა ეს ყველაფერი, რაც შეეხებოდა ფილმის სიუჟეტს, სადაც ჩემი ხმა უნდა გაჟღერებულიყო . ჩაწერის დროს სრული თავისუფლება მომცა კომპოზიტორმა და მითხრა, რომ პატარა მონაკვეთი ჩამეწერა ჩემი ინტერპრეტაციით. ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან მოეწონათ და ასე მოხვდა ჩემი ხმა ბრაზილიურ, საკმაოდ ცნობილ ფილმში...

ფილმის პრემიერას დიდი ინტერესით ველოდი. შემდეგ იყო 30 საერთაშორისო კინოფესტივალზე გამგზავრება ამ ფილმის. ძალიან საინტერესოდ მივიჩნიე ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის კინოთეატრებში გაჟღერდა ჩემი ხმა ამ საუნდტრეკის საშუალებით! ძალიან საინტერესო ჟანრია და სიამოვნებით ველოდები შემდეგ შემოთავაზებებს. ერთ დღესაც საქართველოში გასულ ბრაზილიურ სერიალში ქართველი ტენორის საუნდტრეკი აჟღერდება, ვინ იცის...

ფილმმა წარმატებას მიაღწია მრავალ საერთაშორისო ფესტივალზე, მათ შორის BFI ლონდონის კინოფესტივალზე, ბრუკლინის საშინელებათა ფილმების ფესტივალზე - საუკეთესო ფილმისა და საუკეთესო რეჟისორის გამარჯვებული - ლუკას კინოფესტივალი (LFF) და ბუენოს აირესის დამოუკიდებელი კინოს საერთაშორისო ფესტივალი, ეროვნული ტერორი Canibais-ის კლუბი...