კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოვუწოდებთ კვების ობიექტებს, არ გაუკეთოთ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს COVID ტესტი" - რა განცხადებას ავრცელებს შრომის ინსპექცია
"მოვუწოდებთ კვების ობიექტებს, არ გაუკეთოთ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს COVID ტესტი" - რა განცხადებას ავრცელებს შრომის ინსპექცია

შრო­მის ინ­სპექ­ცია კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ვი­საც არ აქვს “მწვა­ნე სტა­ტუ­სი”, რეს­ტო­რან­ში დაშ­ვე­ბამ­დე უშუ­ა­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ სწრაფ ტეს­ტი­რე­ბას, რის შემ­დგო­მაც მოხ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის ობი­ექ­ტზე დაშ­ვე­ბა.

შრო­მის ინ­სპექ­ცია მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მის ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტებს, არ შე­ვიდ­ნენ შეც­დო­მა­ში და არ გა­მო­ი­ყე­ნონ სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბის მსგავ­სი მე­თო­დი.

"რო­გორც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, პირ­ვე­ლი დე­კემ­ბრი­დან “იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის შე­სა­ხებ”სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის N322 დად­გე­ნი­ლე­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის უსაფრ­თხოდ ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის მიზ­ნით მომ­ხმა­რე­ბელ­თათ­ვის მწვა­ნე პას­პორ­ტე­ბის კონ­ცეფ­ცია ამოქ­მედ­და.

პირს მწვა­ნე სტა­ტუ­სი აქვს, თუ იგი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია სრუ­ლად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს 72-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის PCR-ტეს­ტი ან 24-სა­ა­თი­ა­ნი ვა­ლი­დუ­რო­ბის ან­ტი­გენ-ტეს­ტი, ან გა­და­ტა­ნი­ლი აქვს კო­რო­ნა­ვირუ­სი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მხრი­დან მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში აქ­ტი­უ­რად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ ვი­საც არ აქვს “მწვა­ნე სტა­ტუ­სი”, რეს­ტო­რან­ში დაშ­ვე­ბამ­დე უშუ­ა­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფს მათ სწრაფ ტეს­ტი­რე­ბას, რის შემ­დგო­მაც მოხ­დე­ბა მომ­ხმა­რებ­ლის ობი­ექ­ტზე დაშ­ვე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სის მი­წო­დე­ბა.

შრო­მის ინ­სპექ­ცია გან­მარ­ტავს და მო­უ­წო­დებს შე­სა­ბა­მის ბიზ­ნეს სუ­ბი­ექ­ტებს, არ შე­ვიდ­ნენ შეც­დო­მა­ში და არ გა­მო­ი­ყე­ნონ სერ­ვი­სის შე­თა­ვა­ზე­ბის მსგავ­სი მე­თო­დი, ვი­ნა­ი­დან კო­ვიდ ტეს­ტის აღე­ბა­ზე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა, მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­სა და ნე­ბარ­თვის მქო­ნე პირს/ლა­ბო­რა­ტო­რი­ას, გა­აჩ­ნია და მსგავ­სი ტეს­ტი­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა არ შე­იძ­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ნე­ბის­მი­ე­რი პი­რის მიერ",- აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მწვანე პასპორტი- იდიოტიზმის ზენიტია
2

ამ შრომის ინსპექციაში ერთს მაინც არ უყრია თავში რამე? სწრაფი ტესტები აფთიაქში იყოდება ჩვეულებრივად და მის გაკეთებას დიდი პროფესორობა არ ჭირდება, სხვა შემთხვევაა სისტემაში შედეგის ატვირთვა სტატუსის დასადასტურებლად, 

beso
4

„Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების 8.09 მილიარდზე მეტი დოზა გამოიყენეს“>>>>>>>>>>>>შედეგი!? სეზონურ ვირუსებთან შეხებას ფაუჩი კი არა დეფორესტ ჯარვისი სჭირდება. ერთხელ მაინც ახსენა საქჟურნალისტიკამ, რომ ამერიკა (მოსკოვი, რომელმაც ვაქცინის შექმნა ამერიკას დაასწრო, ხოლო უკან მას ჩინეთი მიყვებოდა, ხოლო ჩინეთმა ორთავეს ვირუსის შეხების მონიტორინგის სისტემა შექმნა და ეს ტექნოლოგიური თამაშობანია, ხოლო ადამიანს სეზონურ ვირუსებთან აქვს შეხება გაურკვევლობის პრაქტიკაში, რასაც ის ათეული ათასლეულების უკან იცნობდა. ღმერთმა დასწყევლოს ამის მაკეთებლობა), დიახ ამერიკა ეს კაცთა მკვლელობის ქვეყანას წარმოადგენს(როდისმე განიხილეთ ნაციონალური კოვიდპოლიტიკის შედეგები და ეს შენი პასპორტია და იარე ამ მიწაზე ამ პასპორტით კაცთა მკვლელისა და ერის დაცემისა. ამის მაკეთებლობა ხარ შენ და ეს კონკრეტიკაა ცალსახაობის დანახვაში. გიხაროდეთ! მიდით, თქვე ნანა აფეთქებულებო, თქვენ რაღამ უნდა შეგაჩეროთ, მიდით წყვიადში ჩამარხვამდე, მიდით), ხოლო ფაუჩისტობა ეს ადამიანის მკვლელობაა.

 

ავტორი:

"მოვუწოდებთ კვების ობიექტებს, არ გაუკეთოთ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს COVID ტესტი" - რა განცხადებას ავრცელებს შრომის ინსპექცია

"მოვუწოდებთ კვების ობიექტებს, არ გაუკეთოთ მწვანე სტატუსის არმქონე პირებს COVID ტესტი" - რა განცხადებას ავრცელებს შრომის ინსპექცია

შრომის ინსპექცია კვების ობიექტების ფუნქციონირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადების თანახმად, მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს “მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება.

შრომის ინსპექცია მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, პირველი დეკემბრიდან “იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ”საქართველოს მთავრობის N322 დადგენილებით განსაზღვრული საქმიანობების უსაფრთხოდ ფუნქციონირების მიზნით მომხმარებელთათვის მწვანე პასპორტების კონცეფცია ამოქმედდა.

პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.

საზოგადოებრივი კვების ობიექტების მხრიდან მიმდინარე დღეებში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვისაც არ აქვს “მწვანე სტატუსი”, რესტორანში დაშვებამდე უშუალოდ ადმინისტრაცია უზრუნველყოფს მათ სწრაფ ტესტირებას, რის შემდგომაც მოხდება მომხმარებლის ობიექტზე დაშვება და შესაბამისი სერვისის მიწოდება.

შრომის ინსპექცია განმარტავს და მოუწოდებს შესაბამის ბიზნეს სუბიექტებს, არ შევიდნენ შეცდომაში და არ გამოიყენონ სერვისის შეთავაზების მსგავსი მეთოდი, ვინაიდან კოვიდ ტესტის აღებაზე უფლებამოსილება, მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციისა და ნებართვის მქონე პირს/ლაბორატორიას, გააჩნია და მსგავსი ტესტირების უზრუნველყოფა არ შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერი პირის მიერ",- აღნიშნულია განცხადებაში