სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა
შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ კლუ­ბი "ხიდი" 10 000 ლა­რით და­ა­ჯა­რი­მა და და­ლუ­ქა.ინ­სპექ­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა კლუ­ბი გა­სულ ღა­მეს და­ა­ჯა­რი­მეს, ხოლო მისი და­ლუქ­ვა ცოტა ხნის წინ გან­ხორ­ცი­ელ­და.

შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის გან­ცხა­დე­ბით, მათი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სას კლუბ­ში აკ­რძა­ლუ­ლი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა.

„მიმ­დი­ნა­რე წლის 3-4 დე­კემ­ბერს შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სას კლუბ „ხიდ­ზე“ აკ­რძა­ლუ­ლი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის ფაქ­ტი გა­მო­ავ­ლი­ნა, რის გა­მოც კლუ­ბი და­ლუ­ქა და და­ა­ჯა­რი­მა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექ­სის შე­სა­ბა­მი­სად.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შრო­მის ინ­სპექ­ცი­ის მხრი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია არა­ერ­თგზის იქნა გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი, მა­სობ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი ღო­ნის­ძი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აკ­რძალ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვი­ნა­ი­დან 1-ელი დე­კემ­ბრი­დან ამოქ­მე­დე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის N322 დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მა­სობ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა კვლავ აკ­რძალ­ვად რჩე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კლუ­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ მხედ­ვე­ლო­ბა­ში არ მი­ი­ღო აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბა და ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ეპიდსი­ტუ­ა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად, ორ­გა­ნი­ზე­ბა გა­უ­წია მა­სობ­რივ გა­სარ­თობ ღო­ნის­ძი­ე­ბას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­რე­მო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შრო­მის ინ­სპექ­ცი­ამ მი­ი­ღო ობი­ექ­ტის და­ლუქ­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და და­ა­ჯა­რი­მა 10 000 ლა­რით.

აქვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ „მწვა­ნე ზო­ნე­ბის“ კონ­ცეფ­ცი­ის შექ­მნის მიზ­ნით ღა­მის კლუ­ბე­ბის ეტა­პობ­რივ ჩარ­თვას­თან და­კავ­ში­რე­ბით შრო­მის ინ­სპექ­ცია, მე­რი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხუ­რებ­თან ერ­თად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს უსაფრ­თხო პრო­ტო­კო­ლის შექ­მნის სა­კი­თხებ­ზე, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა სექ­ტო­რის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­ნახ­ლე­ბა.

შრო­მის ინ­სპექ­ცია აქ­ტი­უ­რად გა­ნაგ­რძობს მო­ნი­ტო­რინგს მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, რო­გორც მწვა­ნე ზო­ნე­ბის უსაფრ­თხო კონ­ცეფ­ცი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის კუ­თხით, ასე­ვე ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს აკ­რძა­ლუ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის ფაქ­ტებს“,- ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა

შრომის ინსპექციამ კლუბი "ხიდი" 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.ინსპექციის თანამშრომლებმა კლუბი გასულ ღამეს დააჯარიმეს, ხოლო მისი დალუქვა ცოტა ხნის წინ განხორციელდა.

შრომის ინსპექციის განცხადებით, მათი ზედამხედველობისას კლუბში აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა.

„მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს შრომის ინსპექციამ ზედამხედველობისას კლუბ „ხიდზე“ აკრძალული გასართობი ღონისძიების ფაქტი გამოავლინა, რის გამოც კლუბი დალუქა და დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ შრომის ინსპექციის მხრიდან აღნიშნული ორგანიზაცია არაერთგზის იქნა გაფრთხილებული, მასობრივი გასართობი ღონისძიების განხორციელების აკრძალვასთან დაკავშირებით, ვინაიდან 1-ელი დეკემბრიდან ამოქმედებული ცვლილებების მიუხედავად იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ საქართველოს მთავრობის N322 დადგენილების შესაბამისად, მასობრივი გასართობი თუ სოციალური ღონისძიებების განხორციელება კვლავ აკრძალვად რჩება.

მიუხედავად ამისა, კლუბის ხელმძღვანელობამ მხედველობაში არ მიიღო აღნიშნული გარემოება და ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, ორგანიზება გაუწია მასობრივ გასართობ ღონისძიებას.

აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო ობიექტის დალუქვის გადაწყვეტილება და დააჯარიმა 10 000 ლარით.

აქვე აღსანიშნავია, რომ „მწვანე ზონების“ კონცეფციის შექმნის მიზნით ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.

შრომის ინსპექცია აქტიურად განაგრძობს მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც მწვანე ზონების უსაფრთხო კონცეფციის მონიტორინგის კუთხით, ასევე ზედამხედველობას უწევს აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამოვლენის ფაქტებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.