სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი
"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი

პეტ­რე კოლ­ხი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და მე­დი­ა­შიც ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ხილ­ვა­დი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რია. რამ­დე­ნი­მე თვის წინ პეტ­რე კოლ­ხმა ოჯა­ხის­გან მო­შო­რე­ბით, მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ­ჩია და ერ­თაწ­მინ­და­ში და­სახ­ლდა. რო­გორც ამ­ბობს, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ მარ­ტო ყოფ­ნა სჭირ­დე­ბო­და.

თუმ­ცა სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის თქმით, ოჯა­ხი მის წას­ვლას ვერ შე­ე­გუა და დრო­ის დიდ ნა­წილს, მისი შვი­ლე­ბი სწო­რედ ერ­თაწ­მინ­და­ში, მა­მას­თან ატა­რებ­დნენ.

"ვერ შე­ე­გუა ოჯა­ხი. ვერც მარ­ტო ვერ ვარ, უმე­ტე­სად იქ არი­ან ჩემი შვი­ლე­ბი. არ გა­მო­მი­ვი­და გაქ­ცე­ვა. მეც ჩა­მოვ­დი­ვარ და ისი­ნიც ჩა­მო­დი­ან. ან სად შე­იძ­ლე­ბა გა­ექ­ცე 6 შვილს? მარ­ტო ყოფ­ნა მიყ­ვარს, რად­გან ბევ­რს ვწერ. ერ­თაწ­მინ­და­ში ყოფ­ნა ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა არამ­ხო­ლოდ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ში, ლექ­სე­ბის წე­რა­შიც. უკე­თე­სად ვლო­ცუ­ლობ.

ხში­რად სა­კუ­თა­რი თა­ვის­გა­ნაც გავ­დი­ვარ. არ მიყ­ვარს ერთი და იგი­ვე სი­ტუ­ა­ცია. ნინო (მე­უღ­ლე) ჩემ­ზე ძლი­ე­რია, პე­და­გო­გია და ხმა­ურს მიჩ­ვე­უ­ლია სკო­ლა­შიც, სახ­ლშიც. მე ბავ­შვე­ბის ჭი­ჭყინს დი­დად ვერ ვი­ტან, ვიღ­ლე­ბი, ფსი­ქი­კა ად­ვი­ლად მეღ­ლე­ბა და მერე ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ, ძა­ლი­ან რთუ­ლია მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯახ­ში სიმ­შვი­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნო. მყავს 2 გო­გო­ნა და 4 ბიჭი" - ამ­ბობს პეტ­რე კოლ­ხი "ფა­რულ კონ­ვერ­ტში" სა­უბ­რი­სას.

სა­სუ­ლი­ე­რო ასე­ვე ისა­უბ­რა მისი ჩაც­მის სტილ­ზე და აღ­ნიშ­ნა, რომ ანა­ფო­რებს ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი უკე­რა­ვენ, თუმ­ცა ამა­ში მის­გან თან­ხას არ იღე­ბენ.

"მიყ­ვარს კოპ­წი­ა­ო­ბა. მე რომ მო­მა­კე­რეს წო­დე­ბა, რომ "ბრენ­დო­მა­ნი" ვარ, ამა­ზე საპ­რე­ტენ­ზიო არა­ფე­რი მაქვს, მაგ­რამ ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უყ­ვართ ჩაც­მა, იმათ ვი­სიც ნაკ­ლე­ბად ჩანს. ეს პი­ჯა­კი ნანა მელ­ქა­ძემ შე­მი­კე­რა, ანა­ფო­რა და­თუ­ნა სუ­ლი­კაშ­ვილ­მა. ავ­თან­დი­ლი შარ­ვალს მი­კე­რავს ხოლ­მე. ვფიქ­რობ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­უ­წეს­რი­გე­ბე­ლია, ის არც სა­კუ­თარ თავს სცემს პა­ტივს და არც სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ფეხ­საც­მე­ლებს ხან ვყი­დუ­ლობ, ხან ვი­კე­რავ. დიდი გარ­დე­რო­ბი მაქვს, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­მა შვი­ლებ­მა წა­მარ­თვეს. რომ ამ­ბო­ბენ, რომ სათ­ვა­ლე­ე­ბის დიდი კო­ლექ­ცია მაქვს, ასე არ არის. სათ­ვა­ლე­ე­ბი მაქვს 12 ცალი. მაქვს 6 ანა­ფო­რა, მა­ნა­ნა მა­ნი­ას­თან ვი­კე­რავ, თან­ხას არ მარ­თმევს" - ჰყვე­ბა სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

მან ასე­ვე ისა­უბ­რა ქა­ლიშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ ფო­ტოს გამო კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ახ­ვი­ეს.

"2013 წელი იყო. ოჯახ­თან ერ­თად წა­ლენ­ჯი­ხა­ში ვის­ვე­ნებ­დი. პირ­ვე­ლად მო­უნ­და მა­რი­ამს, ჩემ­თვის ეთხო­ვა, რომ შენს და­დე­ბულ ფო­ტოს მეტი ნახ­ვა ექ­ნე­ბა და იქ­ნებ და­მი­დო ფოტო შენს "ფე­ის­ბუქ­ზეო". მდი­ნა­რეს­თან იყო სვე­ლი ტუ­ნი­კით. მე­ო­რედ მოს­ვლა ატყდა. ერთი თვე ყვე­ლა ბრუნ­ვა­ში გვატ­რი­ა­ლებ­დნენ მთელ ოჯახს. მათ შო­რის ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი, რომ­ლებ­მაც თა­ვა­დაც არ იცოდ­ნენ მათი შვი­ლე­ბი რას აკე­თებ­დნენ. არც არას­დროს ვე­ტყვი ამას მათ.

იმ­დე­ნი გა­უ­კე­თეს ჩემს შვილს, რომ ეკ­ლე­სია და ანა­ფო­რა შე­ა­ძუ­ლეს... ბევ­რჯერ უთ­ქვამს ჩემ­თვის, გა­ი­ხა­დე ანა­ფო­რა და წა­მო­დი ამ სიბ­ნე­ლი­და­ნო. ბევ­რმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა დაგ­ვწყევ­ლა კი­დეც, ამის გამო ბო­დი­შიც არ მო­უხ­დი­ათ. ჩემს შვილს გული მო­უკ­ლეს. ამი­ტომ ასე­თი ფა­რი­სევ­ლე­ბის­გან აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს ეკ­ლე­სია.

მა­რი­ა­მი ჩემ­სა­ვით რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სუ­ლის ადა­მი­ა­ნია და ის თა­ვის სათ­ქმელს ყო­ველ­თვის იტყვის. ის გა­თხოვ­და ისე, რომ ჯვა­რი არ და­ი­წე­რა. ეს უკვე დიდი პრო­ტეს­ტი იყო იქი­დან გა­მო­ყო­ლი­ლი. უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვი­ლი ჰყავთ. ეს ის თე­მაა, რო­მელ­ზეც დღეს ბო­ლო­ჯერ ვსა­უბ­რობ" - ამ­ბობს პეტ­რე კოლ­ხი.

მკითხველის კომენტარები / 71 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
1

ფარულ კონვერტში ია ფარულვასთან რამ მიგიყვანათ მამაო?სხვა რაღაცეებს არ შევეხები ყველაფერი ისედაც გასაგებია.

მარკი
2

თვითონაც არ იცის ერია თუ ბერი.შენ კაი კაცო თუ მარტოობა გინდოდა რას მოეკიდე ცოლშვილს.მერე მიატოვე და ესაა სულიერება?შენ თვითონ ხარ გზააბნეული და ვერ გაგიგია რა გინდა.სხვისი რა ბრალია?მაგრამ ოჯახის წინაშე არ ხარ მართალი ისევ სულიერებიდან და მორალიდან გამომდინარე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი

"ჩემს შვილს ეკლესია შეაძულეს... ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა, მარიამი რომ ჯვრისწერის გარეშე გათხოვდა, ეს იყო დიდი პროტესტი" - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მედიაშიც ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი სასულიერო პირია. რამდენიმე თვის წინ პეტრე კოლხმა ოჯახისგან მოშორებით, მარტო ცხოვრება არჩია და ერთაწმინდაში დასახლდა. როგორც ამბობს, გადაწყვეტილების მიზეზი ის არის, რომ მარტო ყოფნა სჭირდებოდა.

თუმცა სასულიერო პირის თქმით, ოჯახი მის წასვლას ვერ შეეგუა და დროის დიდ ნაწილს, მისი შვილები სწორედ ერთაწმინდაში, მამასთან ატარებდნენ.

"ვერ შეეგუა ოჯახი. ვერც მარტო ვერ ვარ, უმეტესად იქ არიან ჩემი შვილები. არ გამომივიდა გაქცევა. მეც ჩამოვდივარ და ისინიც ჩამოდიან. ან სად შეიძლება გაექცე 6 შვილს? მარტო ყოფნა მიყვარს, რადგან ბევრს ვწერ. ერთაწმინდაში ყოფნა ძალიან დამეხმარა არამხოლოდ წიგნის გამოცემაში, ლექსების წერაშიც. უკეთესად ვლოცულობ.

ხშირად საკუთარი თავისგანაც გავდივარ. არ მიყვარს ერთი და იგივე სიტუაცია. ნინო (მეუღლე) ჩემზე ძლიერია, პედაგოგია და ხმაურს მიჩვეულია სკოლაშიც, სახლშიც. მე ბავშვების ჭიჭყინს დიდად ვერ ვიტან, ვიღლები, ფსიქიკა ადვილად მეღლება და მერე ვერაფერს ვაკეთებ, ძალიან რთულია მრავალშვილიან ოჯახში სიმშვიდე შეინარჩუნო. მყავს 2 გოგონა და 4 ბიჭი" - ამბობს პეტრე კოლხი "ფარულ კონვერტში" საუბრისას.

სასულიერო ასევე ისაუბრა მისი ჩაცმის სტილზე და აღნიშნა, რომ ანაფორებს ცნობილი დიზაინერები უკერავენ, თუმცა ამაში მისგან თანხას არ იღებენ.

"მიყვარს კოპწიაობა. მე რომ მომაკერეს წოდება, რომ "ბრენდომანი" ვარ, ამაზე საპრეტენზიო არაფერი მაქვს, მაგრამ ჩემზე ნაკლებად არ უყვართ ჩაცმა, იმათ ვისიც ნაკლებად ჩანს. ეს პიჯაკი ნანა მელქაძემ შემიკერა, ანაფორა დათუნა სულიკაშვილმა. ავთანდილი შარვალს მიკერავს ხოლმე. ვფიქრობ ადამიანი, რომელიც მოუწესრიგებელია, ის არც საკუთარ თავს სცემს პატივს და არც საზოგადოებას. ფეხსაცმელებს ხან ვყიდულობ, ხან ვიკერავ. დიდი გარდერობი მაქვს, მაგრამ ყველაფერი ჩემმა შვილებმა წამართვეს. რომ ამბობენ, რომ სათვალეების დიდი კოლექცია მაქვს, ასე არ არის. სათვალეები მაქვს 12 ცალი. მაქვს 6 ანაფორა, მანანა მანიასთან ვიკერავ, თანხას არ მართმევს" - ჰყვება სასულიერო პირი.

მან ასევე ისაუბრა ქალიშვილთან დაკავშირებითაც, რომელიც წლების წინ ფოტოს გამო კრიტიკის ქარცეცხლში გაახვიეს.

"2013 წელი იყო. ოჯახთან ერთად წალენჯიხაში ვისვენებდი. პირველად მოუნდა მარიამს, ჩემთვის ეთხოვა, რომ შენს დადებულ ფოტოს მეტი ნახვა ექნება და იქნებ დამიდო ფოტო შენს "ფეისბუქზეო". მდინარესთან იყო სველი ტუნიკით. მეორედ მოსვლა ატყდა. ერთი თვე ყველა ბრუნვაში გვატრიალებდნენ მთელ ოჯახს. მათ შორის ის სასულიერო პირები, რომლებმაც თავადაც არ იცოდნენ მათი შვილები რას აკეთებდნენ. არც არასდროს ვეტყვი ამას მათ.

იმდენი გაუკეთეს ჩემს შვილს, რომ ეკლესია და ანაფორა შეაძულეს... ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის, გაიხადე ანაფორა და წამოდი ამ სიბნელიდანო. ბევრმა სასულიერო პირმა დაგვწყევლა კიდეც, ამის გამო ბოდიშიც არ მოუხდიათ. ჩემს შვილს გული მოუკლეს. ამიტომ ასეთი ფარისევლებისგან აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ეკლესია.

მარიამი ჩემსავით რევოლუციური სულის ადამიანია და ის თავის სათქმელს ყოველთვის იტყვის. ის გათხოვდა ისე, რომ ჯვარი არ დაიწერა. ეს უკვე დიდი პროტესტი იყო იქიდან გამოყოლილი. უყვართ ერთმანეთი, ანგელოზივით შვილი ჰყავთ. ეს ის თემაა, რომელზეც დღეს ბოლოჯერ ვსაუბრობ" - ამბობს პეტრე კოლხი.