საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველად საქართველოში „ლიტერატურული ბოქსის“ გამოწერას შეძლებთ! - რას აღმოაჩენთ მასში
00:00 / 00:00

მთელ მსოფ­ლი­ო­ში სულ უფრო და უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა ე.წ. Gift Box-ების გა­მო­წე­რა, რომ­ლის ბევ­რნა­ი­რი სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს. მისი მთა­ვა­რი არსი - სი­ურპრი­ზის და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის ელე­მენ­ტია, რაც მომ­ხმა­რე­ბელს ძა­ლი­ან იზი­დავს. არა­ვინ იცის წი­ნას­წარ, რა ამო­უ­ვა გა­მო­წე­რილ სა­სა­ჩუქ­რე ყუთ­ში.სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს უკვე შე­უძ­ლია გა­მო­ი­წე­როს „ლიტ­ბოქ­სი“. ეს არის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ყუთი, რომ­ლის გა­მო­წე­რის შემ­დეგ, ყო­ველ­თვი­უ­რად, მი­თი­თე­ბულ მი­სა­მარ­თზე მი­ი­ღებთ სა­სა­ჩუქ­რე ყუთს, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ორი წიგ­ნი და სხვა­დას­ხვა სა­ჩუქ­რე­ბი.

litbox.ge-ს სა­იტ­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის შემ­დეგ, გა­მო­წე­რის მო­მენ­ტში სა­ჭი­როა აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი ჟან­რი, რათა ყუთ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი წიგ­ნე­ბი თქვენს გე­მოვ­ნე­ბას და ინ­ტე­რე­სებს მო­ერ­გოს. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ შე­არ­ჩი­ოთ მხატ­ვრუ­ლი, შე­მეხ­ნე­ბი­თი, სა­ბავ­შვო ან სე­რი­უ­ლი სა­ხის წიგ­ნე­ბი. ერთი „ლიტ­ბოქ­სის“ ღი­რე­ბუ­ლე­ბა - 20 ლა­რია. მისი გა­მო­წე­რის გა­უქ­მე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი ნე­ბის­მი­ერ მო­მენ­ტში იქ­ნე­ბა, რად­გან რე­გის­ტრა­ცი­ი­სას არ იღებთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, რომ გა­მომ­წე­რი გარ­კვე­უ­ლი ხან­გრძლი­ვო­ბით იქ­ნე­ბით.

იმას, თუ რო­მე­ლი წიგ­ნე­ბი უნდა ჩა­ი­დოს თქვენ­თვის გან­კუთ­ვნილ სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თებ­ში, ე.წ. „მრჩევ­ლე­ბი“ გა­და­წყვე­ტენ, რომ­ლე­ბიც ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და სხვა­დას­ხვა სფე­რო­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი არი­ან. მრჩევ­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ, რომ წიგ­ნე­ბი არა მარ­ტო სა­ინ­ტე­რე­სო, არა­მედ სა­სარ­გებ­ლოც იყოს და ად­რე­სატ­ზე მაქ­სი­მა­ლუ­რი ეფექ­ტი და დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნონ.

“მსოფ­ლი­ო­ში ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია სხვა­დას­ხვა სა­სა­ჩუქ­რე ყუ­თე­ბის გა­მო­წე­რის მი­მარ­თუ­ლე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით, კოს­მე­ტი­კის ყუ­თე­ბის. ამი­ტომ ვი­ფიქ­რე, რომ წიგ­ნე­ბით სავ­სე ყუთი სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და ყვე­ლას­თვის. „ლიტ­ბოქ­სის“ იდე­ა­ზე რამ­დე­ნი­მე წელი ვფიქ­რობ­დი და წელს შე­ვუ­დე­ქით მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი წიგ­ნე­ბის არ­ჩე­ვაა და იმის­თვის, რომ ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრო­ცე­სი სწო­რად და ნა­ყო­ფი­ე­რად წა­რი­მარ­თოს, დახ­მა­რე­ბა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს - მწერ­ლებს, ფსი­ქო­ლო­გებს და სხვა სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტებს ვთხო­ვეთ. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად შეხ­ვდნენ „ლიტ­ბოქ­სის“ იდე­ას. მრჩევ­ლო­ბას გვი­წე­ვენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვისი რჩე­ვაც ნამ­დვი­ლად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი და და­სა­ფა­სე­ბე­ლია“ - თა­მუ­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი, ლიტ­ბოქ­სის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

„ლიტ­ბოქ­სის“ სა­შუ­ა­ლე­ბით არა მხო­ლოდ სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ჩუ­ქარს გა­უ­კე­თებთ სა­კუ­თარ თავს (რა­ტო­მაც არა?), მე­გო­ბარს ან ახ­ლო­ბელს, არა­მედ და­ზო­გავთ ბი­უ­ჯეტს და დროს. თქვენ სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად მი­ი­ღებთ თვე­ში 2 წიგნს და სა­ჩუ­ქარს, საკ­მა­ოდ ბი­უ­ჯე­ტუ­რი თან­ხით.

„ლიტ­ბოქ­სი“ გან­კუთ­ვნი­ლია ყვე­ლას­თვის. თქვენ შე­გიძ­ლი­ათ აირ­ჩი­ოთ რო­გორც მხატ­ვრუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის, ისე შე­მეც­ნე­ბი­თი და სა­ბავ­შო ბოქ­სი.„ ლიტ­ბოქ­სი“ დავ­ყა­ვით ჟან­რე­ბად და გა­მოვ­ყა­ვით ცალ­კე სა­ბავ­შვო ხაზი, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ კი­დევ იყო­ფა ასა­კობ­რივ კა­ტე­გო­რი­ე­ბად. სა­ბავ­შვო „ლიტ­ბოქ­სი“ბავ­შვს წიგნს და კი­თხვას უფრო შე­აყ­ვა­რებს, რად­გან ის სა­ჩუქ­რის და სი­ურპრი­ზის ემო­ცი­ის შემ­ქმნე­ლია. წიგ­ნი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რა­მაა. მას­თან ერ­თად ვიზ­რდებთ, ვი­თარ­დე­ბით, ვერ­თო­ბით, ვმოგ­ზა­უ­რობთ სხვა­დას­ხვა ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში. „ლიტ­ბოქ­სი“ სი­ურპრი­ზის და მო­ლო­დი­ნის ეფექტს ბევ­რად სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის წიგ­ნე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცესს. წელს თბი­ლი­სი წიგ­ნე­ბის დე­და­ქა­ლა­ქია და მი­ხა­რია, რომ სწო­რედ 2021 წელს მო­ვას­წა­რით პრო­ქ­ტის ჩაშ­ვე­ბა. ამ პრო­ექ­ტით ხელს შე­ვუ­წყობთ წიგ­ნის გავ­რცე­ლე­ბას და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას“. - თა­მუ­ნა როს­ტი­აშ­ვი­ლი.

რო­დე­საც გა­ა­ფორ­მებთ გა­მო­წე­რას, „ლიტ­ბოქსს“ ყო­ველ­თვი­უ­რად მი­ი­ღებთ, მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ პირ­ვე­ლი ყუ­თის მი­ღე­ბის შემ­დგომ მიმ­დი­ნა­რე თვის 30 რი­ცხვამ­დე გა­ა­უქ­მებთ გა­მო­წე­რას, შემ­დე­გი თვის „ლიტ­ბოქსს“ აღარ მი­ი­ღებთ. გა­მო­წე­რა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს ყო­ვე­ლი თვის 30 რი­ცხვამ­დე, რომ „ლიტ­ბოქ­სი“ მომ­დევ­ნო თვის 7 - 10 რი­ცხვში მი­ი­ღოთ.

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბოქ­სი ასე­ვე ძა­ლი­ან კარ­გი სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რიც იქ­ნე­ბა. მისი გა­მო­წე­რა სა­იტ­ზე უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია!გა­მო­ი­წე­რეთ „ლიტ­ბოქ­სი“ და იმოგ­ზა­უ­რეთ ლი­ტე­რა­ტუ­რის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში!

ავტორი:

პირველად საქართველოში „ლიტერატურული ბოქსის“ გამოწერას შეძლებთ! - რას აღმოაჩენთ მასში

პირველად საქართველოში „ლიტერატურული ბოქსის“ გამოწერას შეძლებთ! - რას აღმოაჩენთ მასში

მთელ მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ე.წ. Gift Box-ების გამოწერა, რომლის ბევრნაირი სახეობა არსებობს. მისი მთავარი არსი - სიურპრიზის და მოულოდნელობის ელემენტია, რაც მომხმარებელს ძალიან იზიდავს. არავინ იცის წინასწარ, რა ამოუვა გამოწერილ სასაჩუქრე ყუთში.საქართველოში პირველად, ნებისმიერ მსურველს უკვე შეუძლია გამოიწეროს „ლიტბოქსი“. ეს არის ლიტერატურული ყუთი, რომლის გამოწერის შემდეგ, ყოველთვიურად, მითითებულ მისამართზე მიიღებთ სასაჩუქრე ყუთს, რომელშიც მოთავსებული იქნება ორი წიგნი და სხვადასხვა საჩუქრები.

litbox.ge-ს საიტზე დარეგისტრირების შემდეგ, გამოწერის მომენტში საჭიროა აირჩიოთ სასურველი ჟანრი, რათა ყუთში აღმოჩენილი წიგნები თქვენს გემოვნებას და ინტერესებს მოერგოს. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ მხატვრული, შემეხნებითი, საბავშვო ან სერიული სახის წიგნები. ერთი „ლიტბოქსის“ ღირებულება - 20 ლარია. მისი გამოწერის გაუქმება შესაძლებელი ნებისმიერ მომენტში იქნება, რადგან რეგისტრაციისას არ იღებთ ვალდებულებას, რომ გამომწერი გარკვეული ხანგრძლივობით იქნებით.

იმას, თუ რომელი წიგნები უნდა ჩაიდოს თქვენთვის განკუთვნილ სასაჩუქრე ყუთებში, ე.წ. „მრჩევლები“ გადაწყვეტენ, რომლებიც ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროების სპეციალისტები არიან. მრჩევლები უზრუნველყოფენ, რომ წიგნები არა მარტო საინტერესო, არამედ სასარგებლოც იყოს და ადრესატზე მაქსიმალური ეფექტი და დიდი შთაბეჭდილება მოახდინონ.

“მსოფლიოში ძალიან აქტუალურია სხვადასხვა სასაჩუქრე ყუთების გამოწერის მიმართულება. განსაკუთრებით, კოსმეტიკის ყუთების. ამიტომ ვიფიქრე, რომ წიგნებით სავსე ყუთი საინტერესო იქნებოდა ყველასთვის. „ლიტბოქსის“ იდეაზე რამდენიმე წელი ვფიქრობდი და წელს შევუდექით მის განხორციელებას. ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი წიგნების არჩევაა და იმისთვის, რომ ეს მნიშვნელოვანი პროცესი სწორად და ნაყოფიერად წარიმართოს, დახმარება ლიტერატურული წრეების წარმომადგენლებს - მწერლებს, ფსიქოლოგებს და სხვა სფეროს სპეციალისტებს ვთხოვეთ. სხვათა შორის, ძალიან პოზიტიურად შეხვდნენ „ლიტბოქსის“ იდეას. მრჩევლობას გვიწევენ ის ადამიანები, ვისი რჩევაც ნამდვილად მნიშნელოვანი და დასაფასებელია“ - თამუნა როსტიაშვილი, ლიტბოქსის დამფუძნებელი.

„ლიტბოქსის“ საშუალებით არა მხოლოდ სასიამოვნო საჩუქარს გაუკეთებთ საკუთარ თავს (რატომაც არა?), მეგობარს ან ახლობელს, არამედ დაზოგავთ ბიუჯეტს და დროს. თქვენ სახლიდან გაუსვლელად მიიღებთ თვეში 2 წიგნს და საჩუქარს, საკმაოდ ბიუჯეტური თანხით.

„ლიტბოქსი“ განკუთვნილია ყველასთვის. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც მხატვრული ლიტერატურის, ისე შემეცნებითი და საბავშო ბოქსი.„ ლიტბოქსი“ დავყავით ჟანრებად და გამოვყავით ცალკე საბავშვო ხაზი, რომელიც თავის მხრივ კიდევ იყოფა ასაკობრივ კატეგორიებად. საბავშვო „ლიტბოქსი“ბავშვს წიგნს და კითხვას უფრო შეაყვარებს, რადგან ის საჩუქრის და სიურპრიზის ემოციის შემქმნელია. წიგნი განსაკუთრებული რამაა. მასთან ერთად ვიზრდებთ, ვითარდებით, ვერთობით, ვმოგზაურობთ სხვადასხვა ჯადოსნურ სამყაროში. „ლიტბოქსი“ სიურპრიზის და მოლოდინის ეფექტს ბევრად სასიამოვნოს გახდის წიგნების მიღების პროცესს. წელს თბილისი წიგნების დედაქალაქია და მიხარია, რომ სწორედ 2021 წელს მოვასწარით პროქტის ჩაშვება. ამ პროექტით ხელს შევუწყობთ წიგნის გავრცელებას და პოპულარიზაციას“. - თამუნა როსტიაშვილი.

როდესაც გააფორმებთ გამოწერას, „ლიტბოქსს“ ყოველთვიურად მიიღებთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პირველი ყუთის მიღების შემდგომ მიმდინარე თვის 30 რიცხვამდე გააუქმებთ გამოწერას, შემდეგი თვის „ლიტბოქსს“ აღარ მიიღებთ. გამოწერა უნდა განხორციელდეს ყოველი თვის 30 რიცხვამდე, რომ „ლიტბოქსი“ მომდევნო თვის 7 - 10 რიცხვში მიიღოთ.

ლიტერატურული ბოქსი ასევე ძალიან კარგი საახალწლო საჩუქარიც იქნება. მისი გამოწერა საიტზე უკვე შესაძლებელია!გამოიწერეთ „ლიტბოქსი“ და იმოგზაურეთ ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში!