სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ოპერაცია და სიცოცხლის ახალი შანსი - 26 წლის მამაკაცი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა
3 ოპერაცია და სიცოცხლის ახალი შანსი - 26 წლის მამაკაცი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა

მუც­ლის ღრუს და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა, ელენ­თი­სა და თირკმლის და­ზი­ა­ნე­ბა, მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი, ში­ნა­გა­ნი სის­ხლდე­ნა… ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მძი­მედ და­შავ­და, ჰე­მო­რა­გი­უ­ლი შო­კის, სუნ­თქვის მწვა­ვე უკ­მა­რი­სო­ბი­სა და და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სირ­თუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სი­ცო­ცხლის კი­დევ ერთი, ძვირ­ფა­სი შან­სი მი­ე­ცა.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ 26 წლის მა­მა­კა­ცი ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში შე­იყ­ვა­ნა. პა­ცი­ენ­ტის ინ­ტუ­ბა­ცია და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მოხ­და. ის მარ­თვით სუნ­თქვა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს და სა­ო­პე­რა­ციო ბლოკ­ში მო­ა­თავ­სეს. რო­გორც ქი­რურ­გი პა­პუ­ნა შო­ნია გან­მარ­ტავს, და­ზი­ა­ნე­ბე­ბის სიმ­ძი­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ჭი­რო გახ­და მარ­ცხე­ნამ­ხრი­ვი ნეფ­რექ­ტო­მია (მარ­ცხე­ნა თირკმლის ამოკ­ვე­თა), წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის ჯორ­ჯლის მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, პანკრე­ა­სის კუ­დის, ელენ­თი­სა და გა­ნი­ვი კო­ლინ­ჯის რე­ზექ­ცია, შემ­დგომ კი - კო­ლოს­ტო­მის ფორ­მი­რე­ბა.

პირ­ველ­მა ოპე­რა­ცი­ამ წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. 1 კვი­რის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტი სამ­კურ­ნა­ლოდ კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში გა­და­იყ­ვა­ნეს, სა­დაც მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფიქ­სა­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და. მის მკურ­ნა­ლო­ბას თო­რა­კო­ქი­რურ­გი გიგა ფარ­ფა­ლია მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და.

სა­ბო­ლო­ოდ, რი­გით მე­სა­მე, რე­კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპე­რა­ცია ზუგ­დი­დის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში ჩა­ტარ­და, სა­დაც ქი­რურ­გებ­მა - პა­პუ­ნა შო­ნი­ამ და გიგა ფარ­ფა­ლი­ამ ნაწ­ლა­ვის მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა (კო­ლოს­ტო­მის ლიკ­ვი­და­ცია) შეძ­ლეს. დღეს კი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი თავს ჯან­მრთე­ლად გრძნობს და ცხოვ­რე­ბას სრულ­ფა­სო­ვა­ნი წე­სით გა­ნაგ­რძობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mariami
0

შიშით ჩავათავე კითხვა. რა სასიხარულო ამბავია. მადლობა უფალს და ექიმებს. ჯანმრთელობას გისურვებთ.

მიშა
0

 გაიხარეთ! ჯანმრთელობა პაციენტებსაც და ექიმებსაც!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

3 ოპერაცია და სიცოცხლის ახალი შანსი - 26 წლის მამაკაცი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა

3 ოპერაცია და სიცოცხლის ახალი შანსი - 26 წლის მამაკაცი მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩა

მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, ელენთისა და თირკმლის დაზიანება, მოტეხილობები, შინაგანი სისხლდენა… ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა, ჰემორაგიული შოკის, სუნთქვის მწვავე უკმარისობისა და დაზიანებების სირთულის გათვალისწინებით, სიცოცხლის კიდევ ერთი, ძვირფასი შანსი მიეცა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ 26 წლის მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანა. პაციენტის ინტუბაცია დაუყოვნებლივ მოხდა. ის მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს და საოპერაციო ბლოკში მოათავსეს. როგორც ქირურგი პაპუნა შონია განმარტავს, დაზიანებების სიმძიმიდან გამომდინარე, საჭირო გახდა მარცხენამხრივი ნეფრექტომია (მარცხენა თირკმლის ამოკვეთა), წვრილი ნაწლავის ჯორჯლის მთლიანობის აღდგენა, პანკრეასის კუდის, ელენთისა და განივი კოლინჯის რეზექცია, შემდგომ კი - კოლოსტომის ფორმირება.

პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. 1 კვირის შემდეგ პაციენტი სამკურნალოდ კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მოტეხილი ფრაგმენტების წარმატებული ფიქსაცია განხორციელდა. მის მკურნალობას თორაკოქირურგი გიგა ფარფალია მეთვალყურეობდა.

საბოლოოდ, რიგით მესამე, რეკონსტრუქციული ოპერაცია ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდა, სადაც ქირურგებმა - პაპუნა შონიამ და გიგა ფარფალიამ ნაწლავის მთლიანობის აღდგენა (კოლოსტომის ლიკვიდაცია) შეძლეს. დღეს კი ახალგაზრდა მამაკაცი თავს ჯანმრთელად გრძნობს და ცხოვრებას სრულფასოვანი წესით განაგრძობს.