კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იზრდება საწვავის ფასი პატარა ქსელებში - კომპანიების წარმომადგენლების განმარტებები
რატომ იზრდება საწვავის ფასი პატარა ქსელებში - კომპანიების წარმომადგენლების განმარტებები

სა­ქარ­თვე­ლო­ში ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტებ­ზე ფა­სე­ბის ზრდის ტენ­დენ­ცია გრძელ­დე­ბა. საწ­ვა­ვის ფასი გა­ი­ზარ­და რო­გორც მსხვილ ქსე­ლურ სად­გუ­რებ­ზე, ისე მცი­რე ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე.

რო­გორც „ოპ­ტი­მას“ ქსე­ლის დი­რექ­ტო­რი ერეკ­ლე ვარ­დო­სა­ნი­ძე „ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, ბოლო თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე ბა­რე­ლი ნავ­თო­ბის ფასი 70.65 დო­ლა­რი­დან (31 აგ­ვის­ტო) 81,25 დო­ლა­რამ­დე (1 ნო­ემ­ბე­რი) გა­ი­ზარ­და. ეს კი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ ქვეყ­ნებ­ში საწ­ვა­ვის სა­ცა­ლო ფა­სის სხვა­დას­ხვა დროს და სხვა­დას­ხვა ნიშ­ნუ­ლით, თუმ­ცა აუ­ცი­ლე­ბელ ზრდას იწ­ვევს.

„სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი იმ­პორ­ტი­რე­ბულ საწ­ვავ­ზე, სწო­რად ამან გა­მო­იწ­ვია სა­ქარ­თვე­ლოს ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე გა­სა­ყი­დი ფა­სე­ბის ზრდაც, რა­მაც ციფ­რებ­ში კონ­კრე­ტუ­ლად ჩვენს ქსელ­ში 14 თეთ­რი შე­ად­გი­ნა. ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად ვე­ცა­დეთ ფა­სის ზრდის ტვირ­თი არ გა­დაგ­ვე­ტა­ნა მომ­ხმა­რე­ბელ­ზე და ნა­წი­ლი ამ ტვირ­თის ჩვენს თავ­ზე ავი­ღეთ,” - აცხა­დებს ერეკ­ლე ვარ­დო­სა­ნი­ძე.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ფა­სის ზრდა­ზე მოქ­მე­დებს ოპე­კი +-ის შე­ზღუდ­ვა ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

„ოპე­კის ქვეყ­ნებ­მა, რომ­ლე­ბიც საწ­ვავ­ზე მთლი­ა­ნი მო­თხოვ­ნის და­ახ­ლო­ე­ბით 40% -ს აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ, მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ჯერ კი­დევ 2020 წელს შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ ნავ­თო­ბის მო­პო­ვე­ბა. ეს გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით რომ პან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში მო­ლო­დი­ნი იყო მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბის. პან­დე­მი­ამ­დე პე­რი­ოდ­ში 31 მლნ ბა­რე­ლის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბო­და. მო­თხოვ­ნის შემ­ცი­რე­ბას­თან ერ­თად ოპეკ­მა წარ­მო­ე­ბა სა­შუ­ა­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 26 მლნ -ამდე და­იყ­ვა­ნა (გარ­კვე­ულ თვე­ებ­ში, 24 მლნ ბა­რე­ლამ­დეც კი), ანუ 16 % იანი კლე­ბა იყო მი­წო­დე­ბის ნა­წილ­ში. თუმ­ცა საწ­ვავ­ზე მო­თხოვ­ნა იმა­ზე მალე აღ­დგა, ვიდ­რე ამას მო­ე­ლოდ­ნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნის და და­ბა­ლი მო­პო­ვე­ბის პი­რო­ბებ­ში საწ­ვა­ვის ფას­მა და­ი­წყო ზრდა. რე­ა­ლურ გა­მო­სა­ვალ­ზე რომ ვიმ­სჯე­ლოთ ერ­თია, რომ მო­პო­ვე­ბა და მი­წო­დე­ბა გა­ი­ზარ­დოს საწ­ვა­ვის იმ დო­ნემ­დე, რომ გა­უ­თა­ნაბრდეს მო­თხოვ­ნას, რაც აღ­მო­ფხვრის დე­ფი­ცი­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას და და­ას­ტა­ბი­ლუ­რებს და და­წევს საწ­ვა­ვის ფასს. სხვა მო­ლო­დი­ნე­ბი, ვფიქ­რობ, ნაკ­ლე­ბად რე­ა­ლის­ტუ­რია,” - აცხა­დებს „ოპ­ტი­მას“ დი­რექ­ტო­რი.

საწ­ვა­ვის ფასი გა­ი­ზარ­და ქსელ „სენ­ტა­შიც“. ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ ბენ­ზი­ნის (ევრო რე­გუ­ლა­რი) ფასი 4-ჯერ და­კო­რექ­ტირ­და და 14 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. დი­ზე­ლის კი ექ­ვსჯერ შე­იც­ვა­ლა და 44 თეთ­რით გა­ი­ზარ­და.

„სენ­ტას“ დი­რექ­ტო­რის ზაალ ია­კო­ბი­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ფა­სე­ბის დი­ნა­მი­კა მსოფ­ლიო ტენ­დენ­ცი­ას მიჰ­ყვე­ბა.

„ბოლო კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში საწ­ვა­ვის ფა­სის ცვლი­ლე­ბის დი­ნა­მი­კა რო­გორც ჩვენს ქსელ­ში, ისე მთლი­ა­ნად ქვე­ყა­ნა­ში მზარ­დი ტენ­დენ­ცი­ით ხა­სი­ათ­დე­ბა. მი­ზე­ზი მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფა­სის ზრდაა. ფასი ქარ­თულ ბა­ზარ­ზე იმ შემ­თხვე­ვა­ში შემ­ცირ­დე­ბა, თუ ნავ­თო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფას­ზე კლე­ბის სტა­ბი­ლუ­რი ტენ­დენ­ცია იქ­ნე­ბა. ქვე­ყა­ნა­ში ფა­სის კლე­ბა­ზე და­დე­ბით გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს აქ­ცი­ზის შემ­ცი­რე­ბაც.

„თუ აქ­ცი­ზის გა­და­სა­ხა­დი ძველ ნიშ­ნულს და­უბ­რუნ­დე­ბა, ფა­სის 20-25 თეთ­რით შემ­ცი­რე­ბა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ეს ცალ­სა­ხად დიდი შვე­ბა იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა ცალ­კე სა­კი­თხია, რამ­დე­ნად მი­სა­ღე­ბი და შე­საძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ცვლი­ლე­ბა ბი­უ­ჯე­ტის­თვის. აღ­ნიშ­ნულს გათ­ვლა და და­ან­გა­რი­შე­ბა სჭირ­დე­ბა,“ - გან­მარ­ტავს ზაალ ია­კო­ბი­ძე.

„სა­ქარ­თვე­ლოს ნავ­თო­ბიმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის“ თავ­მჯდო­მა­რის ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, საწ­ვა­ვის ფა­სის ზრდა ლო­გი­კუ­რად აი­სა­ხე­ბა რო­გორც მსხვილ ბრენ­დულ, ისე მცი­რე ქსე­ლე­ბის ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ერთი ტენ­დენ­ცი­აც. რო­გორც წესი, არაბ­რენ­დი­რე­ბულ ავ­ტო­გა­სა­მართ სად­გუ­რებ­ზე ფა­სის მა­ტე­ბა უფრო მკვეთ­რად ფიქ­სირ­დე­ბა ხოლ­მე.

„პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან დღემ­დე ბრენ­დი­რე­ბულ ქსე­ლებ­ში საწ­ვა­ვის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 15 თეთ­რით გა­ი­ზარ­და. არაბ­რენ­დი­რე­ბულ ქსე­ლებ­ში კი ეს ზრდა 25 თეთ­რია. მსხვილ კომ­პა­ნი­ას არ­სე­ბუ­ლი მა­რა­გე­ბის ხარ­ჯზე შე­უძ­ლია შე­და­რე­ბით ხან­გრძლი­ვად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს და­ბა­ლი ფასი და ზრდა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­ახ­დი­ნოს. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ზრდი­სა ტენ­დენ­ცია თა­ნაბ­რად აი­სა­ხე­ბა სხვა­დას­ხვა მას­შტა­ბის კომ­პა­ნი­ა­ზე თუ ის პირ­ნათ­ლად ახორ­ცი­ე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბას,“ – აცხა­დებს ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან დღემ­დე საწ­ვა­ვის ფასი სა­ქარ­თვე­ლო­ში 15–45–ითაა გაზ­რდი­ლი. ფა­სის ზრდა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლია სა­ერ­თა­შო­რი­სო ფა­სის ზრდით, რა­საც სა­ფუძ­ვლად მო­თხოვ­ნა-მი­წო­დე­ბას შო­რის წარ­მოქ­მნი­ლი დის­ბა­ლან­სი უდევს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კთკ
0

რას აბოლებთ ხალხს. ხან დოლარის კურსს აბრალებთ ხან მსოფლიო ფასებს. არაბრენდირებულში ვასხავთ იქ უფრო იაფია თქვენ კი პირიქით ამბო თ ესეც კი მიანიშნებს თქვენ სიმართლეს. 

გიორგი
0

თურქეთში დღეს დიზელი 2.35 ლარში ღირს.

ავტორი:

რატომ იზრდება საწვავის ფასი პატარა ქსელებში - კომპანიების წარმომადგენლების განმარტებები

რატომ იზრდება საწვავის ფასი პატარა ქსელებში - კომპანიების წარმომადგენლების განმარტებები

საქართველოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ტენდენცია გრძელდება. საწვავის ფასი გაიზარდა როგორც მსხვილ ქსელურ სადგურებზე, ისე მცირე ბენზინგასამართ სადგურებზე.

როგორც „ოპტიმას“ ქსელის დირექტორი ერეკლე ვარდოსანიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნავს, ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასი 70.65 დოლარიდან (31 აგვისტო) 81,25 დოლარამდე (1 ნოემბერი) გაიზარდა. ეს კი ნავთობპროდუქტების იმპორტიორ ქვეყნებში საწვავის საცალო ფასის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ნიშნულით, თუმცა აუცილებელ ზრდას იწვევს.

„საქართველო სრულად არის დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე, სწორად ამან გამოიწვია საქართველოს ბენზინგასამართ სადგურებზე გასაყიდი ფასების ზრდაც, რამაც ციფრებში კონკრეტულად ჩვენს ქსელში 14 თეთრი შეადგინა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მაქსიმალურად ვეცადეთ ფასის ზრდის ტვირთი არ გადაგვეტანა მომხმარებელზე და ნაწილი ამ ტვირთის ჩვენს თავზე ავიღეთ,” - აცხადებს ერეკლე ვარდოსანიძე.

მისივე განმარტებით, ფასის ზრდაზე მოქმედებს ოპეკი +-ის შეზღუდვა ნავთობის მოპოვების მიმართულებით.

„ოპეკის ქვეყნებმა, რომლებიც საწვავზე მთლიანი მოთხოვნის დაახლოებით 40% -ს აკმაყოფილებენ, მიიღეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2020 წელს შეემცირებინათ ნავთობის მოპოვება. ეს გამოწვეული იყო იმით რომ პანდემიურ პერიოდში მოლოდინი იყო მოთხოვნის შემცირების. პანდემიამდე პერიოდში 31 მლნ ბარელის მოპოვება ხდებოდა. მოთხოვნის შემცირებასთან ერთად ოპეკმა წარმოება საშუალოდ დაახლოებით 26 მლნ -ამდე დაიყვანა (გარკვეულ თვეებში, 24 მლნ ბარელამდეც კი), ანუ 16 % იანი კლება იყო მიწოდების ნაწილში. თუმცა საწვავზე მოთხოვნა იმაზე მალე აღდგა, ვიდრე ამას მოელოდნენ. შესაბამისად, მაღალი მოთხოვნის და დაბალი მოპოვების პირობებში საწვავის ფასმა დაიწყო ზრდა. რეალურ გამოსავალზე რომ ვიმსჯელოთ ერთია, რომ მოპოვება და მიწოდება გაიზარდოს საწვავის იმ დონემდე, რომ გაუთანაბრდეს მოთხოვნას, რაც აღმოფხვრის დეფიციტურ სიტუაციას და დაასტაბილურებს და დაწევს საწვავის ფასს. სხვა მოლოდინები, ვფიქრობ, ნაკლებად რეალისტურია,” - აცხადებს „ოპტიმას“ დირექტორი.

საწვავის ფასი გაიზარდა ქსელ „სენტაშიც“. ავტოგასამართ სადგურებზე სექტემბრის შემდეგ ბენზინის (ევრო რეგულარი) ფასი 4-ჯერ დაკორექტირდა და 14 თეთრით გაიზარდა. დიზელის კი ექვსჯერ შეიცვალა და 44 თეთრით გაიზარდა.

„სენტას“ დირექტორის ზაალ იაკობიძის განმარტებით, საქართველოში ფასების დინამიკა მსოფლიო ტენდენციას მიჰყვება.

„ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასის ცვლილების დინამიკა როგორც ჩვენს ქსელში, ისე მთლიანად ქვეყანაში მზარდი ტენდენციით ხასიათდება. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდაა. ფასი ქართულ ბაზარზე იმ შემთხვევაში შემცირდება, თუ ნავთობის საერთაშორისო ფასზე კლების სტაბილური ტენდენცია იქნება. ქვეყანაში ფასის კლებაზე დადებით გავლენას მოახდენს აქციზის შემცირებაც.

„თუ აქციზის გადასახადი ძველ ნიშნულს დაუბრუნდება, ფასის 20-25 თეთრით შემცირება გახდება შესაძლებელი. მოსახლეობისთვის ეს ცალსახად დიდი შვება იქნებოდა. თუმცა ცალკე საკითხია, რამდენად მისაღები და შესაძლებელია ასეთი ცვლილება ბიუჯეტისთვის. აღნიშნულს გათვლა და დაანგარიშება სჭირდება,“ - განმარტავს ზაალ იაკობიძე.

„საქართველოს ნავთობიმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განმარტებით, საწვავის ფასის ზრდა ლოგიკურად აისახება როგორც მსხვილ ბრენდულ, ისე მცირე ქსელების ავტოგასამართ სადგურებზე. აღსანიშნავია ერთი ტენდენციაც. როგორც წესი, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასის მატება უფრო მკვეთრად ფიქსირდება ხოლმე.

„პირველი სექტემბრიდან დღემდე ბრენდირებულ ქსელებში საწვავის ფასი დაახლოებით 15 თეთრით გაიზარდა. არაბრენდირებულ ქსელებში კი ეს ზრდა 25 თეთრია. მსხვილ კომპანიას არსებული მარაგების ხარჯზე შეუძლია შედარებით ხანგრძლივად შეინარჩუნოს დაბალი ფასი და ზრდა მოგვიანებით მოახდინოს. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ზრდისა ტენდენცია თანაბრად აისახება სხვადასხვა მასშტაბის კომპანიაზე თუ ის პირნათლად ახორციელებს საქმიანობას,“ – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან დღემდე საწვავის ფასი საქართველოში 15–45–ითაა გაზრდილი. ფასის ზრდა განპირობებულია საერთაშორისო ფასის ზრდით, რასაც საფუძვლად მოთხოვნა-მიწოდებას შორის წარმოქმნილი დისბალანსი უდევს.