მსოფლიო
პოლიტიკა

21

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძალიან დავიღალეთ... ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ემოციურადაც..." - როდემდე გაუძლებს ქართველი მედპერსონალი პანდემიის ზეწოლას?
"ძალიან დავიღალეთ... ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ემოციურადაც..." -  როდემდე გაუძლებს ქართველი მედპერსონალი პანდემიის ზეწოლას?

რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­რეკ­ლა­მო სტა­ტი­ის მო­სამ­ზა­დებ­ლად გა­მაგ­ზავ­ნეს ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში. გან­ყო­ფი­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი მე­სა­უბ­რე­ბო­და, კლი­ნი­კის მიღ­წე­ვებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­ზე. ნი­ღაბ­ში მხო­ლოდ თვა­ლე­ბი უჩან­და, რო­მე­ლიც დრო­დად­რო უწყლი­ან­დე­ბო­და, ხმა კი ებ­ზა­რე­ბო­და... დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას, მო­მი­ბო­დი­შა, პან­დე­მი­ის და­წყე­ბის პირ­ვე­ლი დღი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დატ­ვირ­თულ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობ და ვხვდე­ბი, რომ აღარ შე­მიძ­ლია, ფი­ზი­კურ დაღ­ლას რო­გორ­მე მო­ვე­რე­ვი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ვე­ღარ ვუძ­ლე­ბო. ალ­ბათ, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, თუ გე­ტყვით, რომ ჩვე­ნი სა­უბ­რის შემ­დეგ სტა­ტია, არ­ცთუ სა­რეკ­ლა­მო პა­თო­სის გა­მო­ვი­და და ხელ­მე­ო­რედ მო­მიხ­და იგი­ვე კლი­ნი­კა­ში წას­ვლა. მო­ვი­კი­თხე ჩემი რეს­პონ­დენ­ტი და შე­ვი­ტყვე, რომ გან­ცხა­დე­ბა და­უ­წე­რია და სამ­სა­ხუ­რი­დან წა­სუ­ლა...

ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი კვლავ მძი­მეა, აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ და­ბა­ლი, ექი­მე­ბი გა­დაღ­ლი­ლი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა ისევ პრობ­ლე­მაა, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი კვლავ მა­ღა­ლი... გერ­მა­ნი­ის ელ­ჩის თქმი­სა არ იყოს, "შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია, რო­დე­საც ყო­ველ­დღე ქარ­თვე­ლე­ბით სავ­სე ორი დიდი ავ­ტო­ბუ­სი სა­ი­ქი­ოს­კენ მი­ე­მარ­თე­ბა".

ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი:

- პან­დე­მი­ის და­სა­წყი­სი­დან დღემ­დე მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მო­სახ­ლე­ო­ბის ცხოვ­რე­ბა შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ აი­სა­ხე­ბა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი მედ­პერ­სო­ნალ­ზე. ძა­ლი­ან რთუ­ლია ამ და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლა, თან რო­დე­საც აგ­რე­სი­უ­ლად გვი­ტევს და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გვაქვს რამ­დე­ნი­მე ათა­სი ახა­ლი შემ­თხვე­ვა. ეს ნიშ­ნავს ბევრ მძი­მე პა­ცი­ენტს, გა­დავ­სე­ბულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებს, მედ­პერ­სო­ნალს კო­ლო­სა­ლუ­რი შრო­მა და დიდი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სის გა­ღე­ბა უწევს. არა მხო­ლოდ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი უნარ-ჩვე­ვე­ბია აქ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­მედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგრა­დო­ბაც, იმი­ტომ, რომ ვუ­ყუ­რებთ უამ­რავ ტრა­გე­დი­ას, სამ­წუ­ხა­როდ, ბრძო­ლის წა­გე­ბა­საც, იმი­ტომ, რომ, სა­უ­ბე­დუ­როდ, ჯერ არ არ­სე­ბობს ერ­თმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეფექ­ტი­ა­ნი პრე­პა­რა­ტი, რო­მელ­საც მის­ცემ პა­ცინტს და გექ­ნე­ბა გა­რან­ტია, რომ თუნ­დაც 90%-ით გა­მო­ჯან­მრთელ­დე­ბა და კარ­გად გახ­დე­ბა. ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, სამ­წუ­ხა­როდ, გვაქვს ძა­ლი­ან ცუდი შე­დე­გე­ბიც, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იღუ­პე­ბი­ან. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი, ოჯა­ხის წევ­რე­ბი, კო­ლე­გე­ბი, თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ნი...

პრაქ­ტი­კუ­ლად, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მედ­პერ­სო­ნალს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში, არ აქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. იმი­ტომ რომ დიდ ნა­წილს ატა­რე­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი დრო, რო­დე­საც არ არი­ან კლი­ნი­კა­ში, სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ელე­მენ­ტა­რუ­ლად რომ გა­მო­ი­ძი­ნო, რათა ენერ­გია გქონ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლი და ეს გრძელ­დე­ბა უწყვე­ტად უკვე თით­ქმის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­და­ვი­ღა­ლეთ...

თან სა­ქარ­თე­ლოს­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მწი­რია რე­სურ­სი, ტექ­ნი­კურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბაზა საკ­მა­ოდ ღა­რი­ბია, ძა­ლი­ან დიდი და­წო­ლა მო­დის ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სზე - ექთ­ნებ­ზე, დამ­ხმა­რე­ებ­ზე, ექი­მებ­ზე, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­ზე და ა.შ. ათ­ჯერ გაზ­რდი­ლია მათი როლი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში. უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბებ­ში გვი­წევს ამ ვე­რაგ ვირუს­თან შერ­კი­ნე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა, ძა­ლი­ან რთუ­ლად სა­მარ­თა­ვია და ამა­ზე მე­ტყვე­ლებს სტა­ტის­ტი­კა, 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია უკვე გარ­დაც­ვლი­ლი, თუმ­ცა არის რა­ღაც და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც, იმ მხრივ, რომ არ­სე­ბობს ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხელ­მის­წავ­დო­მია ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც. იმის­თვის რომ მეტი სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს, ასე­ვე შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ სა­მუ­შაო მედ­პერ­სო­ნალს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს სტა­ტის­ტი­კა, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მა­ღა­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, და­ბა­ლია მო­სახ­ლო­ე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, და­ბა­ლია მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი, ხოლო იქ, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია არ მიმ­დი­ნა­რე­ობს კარ­გი ტემ­პით, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ასეთ ქვეყ­ნებ­ში გავ­დი­ვართ, მა­ღა­ლია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად და ამით და­იც­ვას რო­გორც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე, ასე­ვე ახ­ლობ­ლე­ბის და შე­უმ­სუ­ბუ­ქოს მედ­პერ­სო­ნალს სა­მუ­შაო.

ალექ­სან­დრე გო­გი­ნა­ვა და მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე

სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს ისე­თი რე­სურ­სე­ბი, რო­გორც გერ­მა­ნი­ას, აშშ-ს და სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს. ამი­ტომ მი­უ­ხე­და­ვად მედ­პერ­სო­ნა­ლის თან­გან­წირ­ვი­სა, და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლი­სა, არ არ­სე­ბობს ამო­უ­წუ­რა­ვი რე­სურ­სი. არის რის­კე­ბი, რომ კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის კო­ლაფ­სი მოხ­დეს, ანუ აღარ იყოს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ად­გი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მხო­ლოდ ად­გი­ლებ­ზეც არ არის ლა­პა­რა­კი, შე­იძ­ლე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­კეთ­დეს მეტ სა­წოლს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი არ დაგ­რჩეს, ვინც ამ სწო­ლებ­ზე მო­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მი­ხე­დავს.

იმის­თვის, რომ და­ვინ­დოთ ჩვე­ნი, ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე და ასე­ვე მედ­პერ­სო­ნა­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცია და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ. ამის­თვის ყვე­ლა­ზე უფრო ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ვაქ­ცი­ნა და ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა. ამ ეტა­პის­თვის ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, 29%-ს უტო­ლე­ბა...

- ნამ­დვი­ლად დიდი დატ­ვირ­თა მო­დის მედ­პერ­სო­ნალ­ზე. არი­ან ისე­თე­ბი, ვინც ვერ გა­უძ­ლო და უბ­რა­ლოდ, წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან?

- იცით რა, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ მახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა, ვიცი ბევ­რი შემ­თხვე­ვა, როცა ვერ გა­უძ­ლეს, ფი­ზი­კუ­რად გა­და­ი­ღალ­ნენ და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ, რის გა­მოც რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლეს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. მეც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მიქ­ნა კო­რო­ნა­ვირუს­მა, გა­და­ვი­ტა­ნე ძა­ლი­ან მძი­მედ და მას შემ­დეგ ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბია ჩემი ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ასე­ვე სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ უფრო მეტი პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა იმ ტრა­გე­დი­ამ რაც გა­და­ვი­ტა­ნე, კო­ვი­დით ოჯა­ხის წევ­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. კო­ვიდ­თან მო­მუ­შა­ვე არა­ერთ ადა­მი­ანს თვი­თონ და­ე­მარ­თა ეს და­ა­ვა­დე­ბა, ზოგ­მა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, იყო ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც...

ზოგ­ჯერ ვერ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ, რა ძა­ლის­ხმე­ვა უწევს ამ ადა­მი­ა­ნებს იმის­თვის, რომ სი­ცო­ცხლე იხ­სნან. კო­ვი­დის მძი­მე ფორ­მის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტის მარ­თვა არის ურ­თუ­ლე­სი რამ, რაც ამ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში შეხ­ვდეს ადა­მი­ანს. რო­დე­საც ეს არის ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ათა­სი შემ­თხვე­ვა და ზო­გი­ერთ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში 20-30 და 40 ასე­თი პა­ცი­ენ­ტი წევს, წარ­მოდ­გე­ნაც კი რთუ­ლია, თუ რას აკე­თე­ბენ ამ დროს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ავად­მყოფ­თა სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად. ცოტა და­ნა­ნე­ბი­თაც მინ­და ვთქვა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ამას ირო­ნი­უ­ლად უყუ­რებს. ცუ­დია, რო­დე­საც შენ სულს და გულს დებ შენ საქ­მე­ში და არ გი­ფა­სე­ბენ, და­ფა­სე­ბა­ში არ ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ექი­მი გმი­რად შე­რა­ცხონ, მაგ­რამ ელე­მენ­ტა­რუ­ლად სი­ტყვი­ე­რი მხარ­და­ჭე­რა მა­ინც რომ გვქონ­დეს ან, უბ­რა­ლოდ, ცუდს მა­ინც ნუ იტყვი­ან ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე...

- რო­გორც ვიცი პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­ო­ჯახ­დით...

- ხე­ლის მო­წე­რის მო­მენ­ტშიც პა­ცი­ენ­ტის ზა­რებს ვპა­სუ­ხობ­დი. ცოტა კო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­აც კი შე­იქ­მნა, სა­უ­ბა­რი გა­მიგ­რძელ­და და მე­უღ­ლე და მეჯ­ვა­რე­ე­ბი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, რო­დის და­ვას­რუ­ლე­ბი და მო­ვა­წერ­დი ხელს, მე კი ისე ჩა­ვერ­თე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბის გან­ხილ­ვა­ში, წუ­თი­ე­რად სად ვი­ყა­ვი ისიც კი გა­და­მა­ვი­წყდა.

- უკვე მამა ხართ...

- პირ­ვე­ლი შვი­ლია, ნე­ბის­მი­ერ მშო­ბელს სხვა­ნა­ი­რად წარ­მო­უდ­გე­ნია შვილ­თან ერ­თად ყოფ­ნა. ჩვე­ნი რე­ა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმა­ზე ბევ­რად ნაკ­ლებ დროს ვა­ტა­რებ შვილ­თან, ვიდ­რე მინ­და. სულ მე­ნატ­რე­ბა.

მა­რი­ნა ენ­დე­ლა­ძე, ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი:

- უკვე 2 წელი ხდე­ბა, რაც ვებ­რძვით კო­ვიდს. სამ­წუ­ხა­როდ, ჯერ­ჯე­რო­ბით არ გვი­ჩანს პირი, რომ ამ უმ­ძი­მე­სი რე­ჟი­მის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით. ეს პე­რი­ო­დი იყო ეტა­პობ­რი­ვი. თა­ვი­დან იყო შიში, ინ­ტე­რე­სი, მონ­დო­მე­ბა და ღა­მე­ე­ბის თევა. ღა­მე­ე­ბის თევა ახ­ლაც გრძელ­დე­ბა, - შიში და ინ­ტე­რე­სიც... იყო გა­მო­ნა­თე­ბის პე­რი­ო­დე­ბი, როცა შე­და­რე­ბით შემ­ცირ­და ყო­ველ­დღი­ურ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა, თუმ­ცა, ექი­მე­ბის რე­ჟი­მი მა­ში­ნაც არ შეც­ვლი­ლა.

ახლა ძა­ლი­ან მძი­მე პე­რი­ო­დი გვიდ­გას. ადრე თუ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში 39 პა­ცი­ენ­ტი­დან 4-5 გვყავ­და მძი­მე, დელ­ტა ვირუ­სი ძა­ლი­ან მძი­მე გა­მოდ­გა, ახლა 39 პა­ცი­ენ­ტი­დან მეტი წილი მძი­მე, სა­ყუ­რა­დღე­ბო, სა­ში­ში და რთუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი არი­ან. წარ­მო­უდ­გენ­ლად მძი­მე სტრე­სი აქვს ექიმს ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, მი­თუ­მე­ტეს, თუ ლე­ტა­ლო­ბით მთავ­რდე­ბა. რომ არა ბევ­რი გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი და მად­ლი­ე­რი პა­ცი­ენ­ტი, ალ­ბათ ვე­რა­ფე­რით გა­ვუძ­ლებ­დით ასეთ სტრესს. თუმ­ცა ადა­მი­ა­ნე­ბის რე­სურსსაც აქვს სა­ზღვა­რი. უკვე მარ­თლა ძა­ლი­ან გა­დაღ­ლი­ლე­ბი ვართ - ფი­ზი­კუ­რა­დაც, გო­ნებ­რი­ვა­დაც და ემო­ცი­უ­რა­დაც.

- ამ ყო­ფა­ში რო­გო­რია თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის გრჩე­ბათ დრო?

- ეს 2 წე­ლია პი­რა­დად ჩემი ცხოვ­რე­ბის რე­ჟი­მი არის სახ­ლი და სა­ა­ვად­მყო­ფო, მათ შო­რის, ჩემი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლებ­ლად გავ­დი­ვარ ხოლ­მე ჩემი შვი­ლის საფ­ლავ­ზე, ხში­რად ეს ღა­მი­თაც კი ხდე­ბა, გარ­კვე­უ­ლი ში­შის ქვეშ, მაგ­რამ ამის გა­რე­შე უფრო გა­მი­ჭირ­დე­ბო­და. სხვა პი­რა­დი ყვე­ლა­ფე­რი, მარ­ტო ჩემ­თვის კი არა, ახალ­გაზ­რდა კო­ლე­გე­ბის­თვი­საც და­ი­ხუ­რა. არ ვიცი, რა გვეშ­ვე­ლე­ბა, თუ არ მოხ­და ადა­მი­ა­ნე­ბის მას­შტა­ბუ­რი ვაქ­ცი­ნა­ცია. კი, ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბიც იშ­ვი­ა­თად, მაგ­რამ ავად­დე­ბი­ან, თუმ­ცა შე­და­რე­ბა არ არის, ვერ წარ­მო­იდ­გენთ რომ გაშ­ლი ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის და არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლის ის­ტო­რი­ას, რამ­ხე­ლა სხვა­ო­ბაა თუ ანა­ლი­ზებ­ში, თუ ზო­გად მდგო­მა­რე­ო­ბა­ში და ა.შ. არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით, დელ­ტა შტა­მია მძი­მედ გა­და­სა­ტა­ნი... ამ წუ­თა­საც 35 წლის პა­ცი­ენ­ტის ის­ტო­რია მაქვს გაშ­ლი­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მძი­მედ არის. მის­თვის ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ მაქ­სი­მა­ლუ­რად. ასე ბევ­რია. ასა­კიც აღარ იცის ამ ვე­რაგ­მა ვირუს­მა.

მაკა ბუ­ლე­იშ­ვი­ლი, პულ­მო­ნო­ლო­გი თე­რა­პევ­ტი, კლი­ნი­კუ­რი ექ­სპერ­ტი:

- ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო 2020 წლის თე­ბერ­ვლი­დან, თა­ვი­დან არა­ფე­რი ვი­ცო­დით ამ ვირუს­ზე. ვეც­ნო­ბო­დით ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან რე­კო­მენ­და­ცი­ებ­სა და მი­თი­თე­ბებს. ეს გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის ვირუ­სი გან­სა­კუთ­რე­ბით ვე­რა­გი აღ­მოჩ­ნდა, მი­თუ­მე­ტეს, რომ არ ვი­ცო­დით, მისი არც მოქ­მე­დე­ბა, არც ხა­სი­ა­თი, პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოც­დი­ლე­ბა დაგ­ვიგ­როვ­და, შე­იქ­მნა მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ტო­კო­ლი. და­ვი­ნა­ხეთ რომ გან­სა­კუ­რე­ბით ერ­ჩო­და ასა­კო­ვან და ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებს, იყო გარ­თუ­ლე­ბე­ბი ფილ­ტვებ­ზე და ა.შ.

სა­ში­ნე­ლი გან­ცდა მე­უფ­ლე­ბო­და, დე­დას­თან ვერ მი­დი­ო­დი, შვილ­თან ვერ მი­დი­ოდი. იყო პე­რი­ო­დი, როცა სამ­თვე­ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შვი­ლი არ მყავ­და ნა­ნახი. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­დან, ტე­ლე­ფო­ნით, ყვე­ლა მხრი­დან მი­რე­კავ­დნენ და დახ­მა­რე­ბას მთხოვ­დნენ. სა­შინ­ლად დათ­რგუ­ნუ­ლი ვი­ყა­ვი...

- და­გი­კარ­გავთ ემო­ცი­უ­რი წო­ნას­წო­რო­ბა? ასეთ რე­ჟიმს უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ გა­უმკლავ­დე­ბა...

- შარ­შან დე­კემ­ბრის პე­რი­ო­დი ხომ გახ­სოვთ, ხალ­ხი სას­წრა­ფო­ებ­ში რომ იჯდა, იქ ასუნ­თქებ­დნენ ჟანგბადს და ად­გი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ისე ელოდ­ნენ კლი­ნი­კა­ში. მა­ხოვს, იმ დღეს, ბევ­რი და­ვა­ბი­ნა­ვე და ერთს ვერ და­ვეხ­მა­რე. შინ რომ მი­ვე­დი, და­მი­რე­კეს, - ჯერ ისევ ად­გი­ლის მო­ლო­დინ­ში ვარ­თო... სკამ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი და დე­და­ჩემს შევ­ტი­რე, მე ამას ვე­ღარ ვუძ­ლებ - მეთ­ქი. მერე უეც­რად გა­მახ­სენ­და, რომ ტი­რი­ლის დრო არ იყო, ადა­მი­ა­ნი ვარ და მი­ლი­ონ­ში ერთხელ, მეც შე­იძ­ლე­ბა სა­სო­წარ­კვე­თა­ში ჩავ­ვარ­დე. უცებ ავიყ­ვა­ნე თავი ხელ­ში, და­ვი­წყე გა­უ­თა­ვე­ბე­ლი რეკ­ვა და იმ დღის­თვის ის ბოლო პა­ცი­ენ­ტიც რომ და­ვა­ბი­ნა­ვე, ამო­ვი­სუნ­თქე, ნამ­ტი­რა­ლევ­მა, და­ქან­ცულ­მა სიმ­ღე­რა და­ვი­წყე, არ გავ­ტყდი.

ხში­რად გვე­უბ­ნე­ბი­ან, ამას რო­გორ უძ­ლებ­თო..? - მეტი რა გზა გვაქვს. ვუძ­ლებ იმი­ტომ, რომ მაქვს უფ­ლის წყა­ლო­ბის რწმე­ნა და ხვა­ლინ­დე­ლი დღის იმე­დი.

ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბა გვაქვს. პროგ­ნო­ზი, რომ ამ ყო­ფას მალე თავს და­ვაღ­წევთ, უსა­ფუძ­ვლოა, იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც რე­კო­მენ­და­ცი­ებს აღარ იცა­ვენ და აც­რის ტემ­პიც და­ბა­ლია. ისე იქ­ცე­ვი­ან, თით­ქოს სა­ერ­თოდ არც აინ­ტე­რე­სებთ იმ 80 ადა­მი­ა­ნის ტკი­ვი­ლი, რომ­ლე­ბიც ყო­ვე­დღი­უ­რად გვე­ღუ­პე­ბა... ექი­მი არა­ვის ეცო­დე­ბა, მედ­პერ­სო­ნა­ლის რე­სურ­სზე არა­ვინ დარ­დობს, პი­რი­ქით, 24 სა­ა­თი გა­და­სუ­ლე­ბი არი­ან მათ ლან­ძღვა­ზე. ისე­თე­ბი გვლან­ძღა­ვენ, რომ­ლე­ბიც 1 სა­ა­თიც ვერ გაძ­ლე­ბენ იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც ჩვენ ყო­ველ­დღი­უ­რად ჩვე­ნი დრო­ის უდი­დეს ნა­წილს ვა­ტა­რებთ. ეს ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა...

და­ვი­ღა­ლეთ, ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ, რო­დამ­დე გა­ვუძ­ლებთ, არ ვიცი, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში და­უ­ფა­სე­ბელ და გა­ლან­ძღულ ექი­მებს რაც არ უნდა გვე­ძა­ხონ, ჩვენ საქ­მეს მა­ინც შე­ვას­რუ­ლებთ...

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნაან
0

მადლობა მინდა გადავუხადო ამ მართლაც გმირ ადამიანებს. მათი წყალობით ვარ ეხლა ცოცხალი. ძნელია ამ დოზით გადაღლა, მაგრამ შედეგად გადარჩენილ სიცოცხლეებს ვირებთ. თქვენი დამსახურებაა, რომ მე სამი შვილის დედა 15 დღიანი ბრძოლის შემდეგ ფეხზე დამდგარი (გამოჯანმრთელებას ვერ ვიტყი, მაგას თვეები დასჭირდა) მივედი სახლში. ვერ წარმოიდგენთ რა განცდა იყო-დამხვდა განადგურებული, წვერმოშვებული, ისიც კოვდგადატანილი მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. გაციებულ, ქვაბებცარიელ სახლში. რას დამგვანებულხარ-მეთქი უცებ ვთხოვე წვერის გაპარსვა, მერე კერძი ერთად მოვამზადეთ. ჩემს სახლში სიცოცხლე დაბრუნდა, გათბა სახლი. ჩავწექი ლოგინში და ვფიქრობდი, რომ არა ჩემი ექიმი ეხლა აქ სულ სხვა სურათი იქნებოდაო, რომლის წარმოდგენაც კი არ მინდოდა.

გია
0

ღმერთმა გადაგვატანიოს ეგ უბედურება თქვენი თანადგომითა და შემწეობით!უღრმესი მადლობა იმისათვის რასაც გვიკეთებთ! ძალიან გვიყვარხართ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

"ძალიან დავიღალეთ... ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ემოციურადაც..." - როდემდე გაუძლებს ქართველი მედპერსონალი პანდემიის ზეწოლას?

"ძალიან დავიღალეთ... ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ემოციურადაც..." -  როდემდე გაუძლებს ქართველი მედპერსონალი პანდემიის ზეწოლას?

რამდენიმე დღის წინ სარეკლამო სტატიის მოსამზადებლად გამაგზავნეს ერთ-ერთ კლინიკაში. განყოფილების ხელმძღვანელი მესაუბრებოდა, კლინიკის მიღწევებსა და შესაძლებლობებზე. ნიღაბში მხოლოდ თვალები უჩანდა, რომელიც დროდადრო უწყლიანდებოდა, ხმა კი ებზარებოდა... დამშვიდობებისას, მომიბოდიშა, პანდემიის დაწყების პირველი დღიდან მოყოლებული დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობ და ვხვდები, რომ აღარ შემიძლია, ფიზიკურ დაღლას როგორმე მოვერევი, ფსიქოლოგიურად ვეღარ ვუძლებო. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩვენი საუბრის შემდეგ სტატია, არცთუ სარეკლამო პათოსის გამოვიდა და ხელმეორედ მომიხდა იგივე კლინიკაში წასვლა. მოვიკითხე ჩემი რესპონდენტი და შევიტყვე, რომ განცხადება დაუწერია და სამსახურიდან წასულა...

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი კვლავ მძიმეა, აცრის მაჩვენებელი კვლავ დაბალი, ექიმები გადაღლილი, რეკომენდაციების დაცვა ისევ პრობლემაა, გარდაცვლილთა რაოდენობა კი კვლავ მაღალი... გერმანიის ელჩის თქმისა არ იყოს, "შემაძრწუნებელია, როდესაც ყოველდღე ქართველებით სავსე ორი დიდი ავტობუსი საიქიოსკენ მიემართება".

ალექსანდრე გოგინავა, ინფექციონისტი:

- პანდემიის დასაწყისიდან დღემდე მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრება შეიცვალა, მაგრამ განსაკუთრებით მძიმედ აისახება ეს ცვლილებები მედპერსონალზე. ძალიან რთულია ამ დაავადებასთან ბრძოლა, თან როდესაც აგრესიულად გვიტევს და დღის განმავლობაში გვაქვს რამდენიმე ათასი ახალი შემთხვევა. ეს ნიშნავს ბევრ მძიმე პაციენტს, გადავსებულ საავადმყოფოებს, მედპერსონალს კოლოსალური შრომა და დიდი ადამიანური რესურსის გაღება უწევს. არა მხოლოდ პროფესიონალური უნარ-ჩვევებია აქ მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური მდგრადობაც, იმიტომ, რომ ვუყურებთ უამრავ ტრაგედიას, სამწუხაროდ, ბრძოლის წაგებასაც, იმიტომ, რომ, საუბედუროდ, ჯერ არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად ეფექტიანი პრეპარატი, რომელსაც მისცემ პაცინტს და გექნება გარანტია, რომ თუნდაც 90%-ით გამოჯანმრთელდება და კარგად გახდება. ამიტომ ძალიან დიდი ძალისხმევის მიუხედავად, სამწუხაროდ, გვაქვს ძალიან ცუდი შედეგებიც, როდესაც ადამიანები იღუპებიან. ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები არიან ჩვენი ახლობლები, ნაცნობები, ოჯახის წევრები, კოლეგები, თანამოქალაქენი...

პრაქტიკულად, 2 წლის განმავლობაში, მედპერსონალს, რომელიც ჩართულია პანდემიასთან ბრძოლაში, არ აქვს პირადი ცხოვრება. იმიტომ რომ დიდ ნაწილს ატარებენ საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი დრო, როდესაც არ არიან კლინიკაში, სჭირდება რეაბილიტაციას, ელემენტარულად რომ გამოიძინო, რათა ენერგია გქონდეს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ საომარ მდგომარეობაში იმყოფება მედპერსონალი და ეს გრძელდება უწყვეტად უკვე თითქმის 2 წლის განმავლობაში, გადავიღალეთ...

თან საქართელოსნაირ ქვეყანაში, სადაც მწირია რესურსი, ტექნიკურ-მატერიალური ბაზა საკმაოდ ღარიბია, ძალიან დიდი დაწოლა მოდის ადამიანურ რესურსზე - ექთნებზე, დამხმარეებზე, ექიმებზე, ეპიდემიოლოგებზე და ა.შ. ათჯერ გაზრდილია მათი როლი პანდემიასთან ბრძოლაში. უთანასწორო პირობებში გვიწევს ამ ვერაგ ვირუსთან შერკინება, რომელიც, როგორც მსოფლიომ აღიარა, ძალიან რთულად სამართავია და ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, 5 მილიონზე მეტი ადამიანია უკვე გარდაცვლილი, თუმცა არის რაღაც დადებითი დინამიკაც, იმ მხრივ, რომ არსებობს ეფექტიანი ვაქცინა, რომელიც, საბედნიეროდ, ხელმისწავდომია ჩვენს ქვეყანაშიც. იმისთვის რომ მეტი სიცოცხლე გადარჩეს, ასევე შევუმსუბუქოთ სამუშაო მედპერსონალს, მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობის ამ პროცესში ჩართვა. ამაზე მეტყველებს სტატისტიკა, იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, დაბალია მოსახლოების სიკვდილიანობა, დაბალია მძიმე პაციენტების რიცხვი, ხოლო იქ, სადაც ვაქცინაცია არ მიმდინარეობს კარგი ტემპით, სამწუხაროდ, ჩვენ ასეთ ქვეყნებში გავდივართ, მაღალია სიკვდილიანობა და მძიმე პაციენტების რაოდენობა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოსახლეობა ჩაერთოს ამ პროცესში აქტიურად და ამით დაიცვას როგორც საკუთარი სიცოცხლე, ასევე ახლობლების და შეუმსუბუქოს მედპერსონალს სამუშაო.

ალექსანდრე გოგინავა და მარინა ენდელაძე

საქართველოს არ აქვს ისეთი რესურსები, როგორც გერმანიას, აშშ-ს და სხვა განვითარებულ ქვეყნებს. ამიტომ მიუხედავად მედპერსონალის თანგანწირვისა, დაუღალავი ბრძოლისა, არ არსებობს ამოუწურავი რესურსი. არის რისკები, რომ კლინიკური სექტორის კოლაფსი მოხდეს, ანუ აღარ იყოს, პრაქტიკულად, ადგილები საავადმყოფოში, მხოლოდ ადგილებზეც არ არის ლაპარაკი, შეიძლება მობილიზება გაუკეთდეს მეტ საწოლს, მაგრამ ადამიანური რესურსი არ დაგრჩეს, ვინც ამ სწოლებზე მოთავსებულ პაციენტებს მიხედავს.

იმისთვის, რომ დავინდოთ ჩვენი, ჩვენი ახლობლების სიცოცხლე და ასევე მედპერსონალი, მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაცია დავასტაბილუროთ. ამისთვის ყველაზე უფრო ეფექტიანი საშუალება არის ვაქცინა და ასევე რეკომენდაციების დაცვა. ამ ეტაპისთვის ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი ძალიან დაბალია, 29%-ს უტოლება...

- ნამდვილად დიდი დატვირთა მოდის მედპერსონალზე. არიან ისეთები, ვინც ვერ გაუძლო და უბრალოდ, წავიდა სამსახურიდან?

- იცით რა, ასეთი შემთხვევები არ მახსენდება, თუმცა, ვიცი ბევრი შემთხვევა, როცა ვერ გაუძლეს, ფიზიკურად გადაიღალნენ და ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა შეექმნათ, რის გამოც რაღაც პერიოდის განმავლობაში ვეღარ გააგრძელეს აქტიური მუშაობა. მეც გარკვეული პრობლემები შემიქნა კორონავირუსმა, გადავიტანე ძალიან მძიმედ და მას შემდეგ ბევრად უფრო ნაკლებია ჩემი ქმედითუნარიანობა, ასევე სამწუხაროდ, კიდევ უფრო მეტი პრობლემა შემიქმნა იმ ტრაგედიამ რაც გადავიტანე, კოვიდით ოჯახის წევრი გარდამეცვალა. კოვიდთან მომუშავე არაერთ ადამიანს თვითონ დაემართა ეს დაავადება, ზოგმა მძიმედ გადაიტანა, სამწუხაროდ, იყო ტრაგიკული შემთხვევებიც...

ზოგჯერ ვერ წარმოუდგენიათ, რა ძალისხმევა უწევს ამ ადამიანებს იმისთვის, რომ სიცოცხლე იხსნან. კოვიდის მძიმე ფორმის მქონე პაციენტის მართვა არის ურთულესი რამ, რაც ამ ეტაპზე შეიძლება მედიცინაში შეხვდეს ადამიანს. როდესაც ეს არის ერთდროულად რამდენიმე ათასი შემთხვევა და ზოგიერთ რეანიმაციაში 20-30 და 40 ასეთი პაციენტი წევს, წარმოდგენაც კი რთულია, თუ რას აკეთებენ ამ დროს ეს ადამიანები ავადმყოფთა სიცოცხლის გადასარჩენად. ცოტა დანანებითაც მინდა ვთქვა, რომ მოსახლეობის ნაწილი ამას ირონიულად უყურებს. ცუდია, როდესაც შენ სულს და გულს დებ შენ საქმეში და არ გიფასებენ, დაფასებაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ექიმი გმირად შერაცხონ, მაგრამ ელემენტარულად სიტყვიერი მხარდაჭერა მაინც რომ გვქონდეს ან, უბრალოდ, ცუდს მაინც ნუ იტყვიან ამ ადამიანებზე...

- როგორც ვიცი პანდემიის პერიოდში დაოჯახდით...

- ხელის მოწერის მომენტშიც პაციენტის ზარებს ვპასუხობდი. ცოტა კომიკური სიტუაციაც კი შეიქმნა, საუბარი გამიგრძელდა და მეუღლე და მეჯვარეები მელოდებოდნენ, როდის დავასრულები და მოვაწერდი ხელს, მე კი ისე ჩავერთე პაციენტის მდგომარეობის განხილვაში, წუთიერად სად ვიყავი ისიც კი გადამავიწყდა.

- უკვე მამა ხართ...

- პირველი შვილია, ნებისმიერ მშობელს სხვანაირად წარმოუდგენია შვილთან ერთად ყოფნა. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, იმაზე ბევრად ნაკლებ დროს ვატარებ შვილთან, ვიდრე მინდა. სულ მენატრება.

მარინა ენდელაძე, ინფექციონისტი:

- უკვე 2 წელი ხდება, რაც ვებრძვით კოვიდს. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ გვიჩანს პირი, რომ ამ უმძიმესი რეჟიმისგან გავთავისუფლდებით. ეს პერიოდი იყო ეტაპობრივი. თავიდან იყო შიში, ინტერესი, მონდომება და ღამეების თევა. ღამეების თევა ახლაც გრძელდება, - შიში და ინტერესიც... იყო გამონათების პერიოდები, როცა შედარებით შემცირდა ყოველდღიურ შემთხვევათა რაოდენობა, თუმცა, ექიმების რეჟიმი მაშინაც არ შეცვლილა.

ახლა ძალიან მძიმე პერიოდი გვიდგას. ადრე თუ განყოფილებაში 39 პაციენტიდან 4-5 გვყავდა მძიმე, დელტა ვირუსი ძალიან მძიმე გამოდგა, ახლა 39 პაციენტიდან მეტი წილი მძიმე, საყურადღებო, საშიში და რთული პაციენტები არიან. წარმოუდგენლად მძიმე სტრესი აქვს ექიმს ყველა პაციენტთან დაკავშირებით, მითუმეტეს, თუ ლეტალობით მთავრდება. რომ არა ბევრი გამოჯანმრთელებული და მადლიერი პაციენტი, ალბათ ვერაფერით გავუძლებდით ასეთ სტრესს. თუმცა ადამიანების რესურსსაც აქვს საზღვარი. უკვე მართლა ძალიან გადაღლილები ვართ - ფიზიკურადაც, გონებრივადაც და ემოციურადაც.

- ამ ყოფაში როგორია თქვენი ცხოვრების რეჟიმი, პირადი ცხოვრებისთვის გრჩებათ დრო?

- ეს 2 წელია პირადად ჩემი ცხოვრების რეჟიმი არის სახლი და საავადმყოფო, მათ შორის, ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე, აუცილებლად გავდივარ ხოლმე ჩემი შვილის საფლავზე, ხშირად ეს ღამითაც კი ხდება, გარკვეული შიშის ქვეშ, მაგრამ ამის გარეშე უფრო გამიჭირდებოდა. სხვა პირადი ყველაფერი, მარტო ჩემთვის კი არა, ახალგაზრდა კოლეგებისთვისაც დაიხურა. არ ვიცი, რა გვეშველება, თუ არ მოხდა ადამიანების მასშტაბური ვაქცინაცია. კი, ვაქცინირებულებიც იშვიათად, მაგრამ ავადდებიან, თუმცა შედარება არ არის, ვერ წარმოიდგენთ რომ გაშლი ვაქცინირებულის და არავაქცინირებულის ისტორიას, რამხელა სხვაობაა თუ ანალიზებში, თუ ზოგად მდგომარეობაში და ა.შ. არავაქცინირებულებისთვის განსაკუთრებით, დელტა შტამია მძიმედ გადასატანი... ამ წუთასაც 35 წლის პაციენტის ისტორია მაქვს გაშლილი, რომელიც ძალიან მძიმედ არის. მისთვის ყველაფერს ვაკეთებთ მაქსიმალურად. ასე ბევრია. ასაკიც აღარ იცის ამ ვერაგმა ვირუსმა.

მაკა ბულეიშვილი, პულმონოლოგი თერაპევტი, კლინიკური ექსპერტი:

- ყველაფერი დაიწყო 2020 წლის თებერვლიდან, თავიდან არაფერი ვიცოდით ამ ვირუსზე. ვეცნობოდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან რეკომენდაციებსა და მითითებებს. ეს გაურკვეველი წარმოშობის ვირუსი განსაკუთრებით ვერაგი აღმოჩნდა, მითუმეტეს, რომ არ ვიცოდით, მისი არც მოქმედება, არც ხასიათი, პროგნოზის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. დროთა განმავლობაში გამოცდილება დაგვიგროვდა, შეიქმნა მკურნალობის პროტოკოლი. დავინახეთ რომ განსაკურებით ერჩოდა ასაკოვან და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებს, იყო გართულებები ფილტვებზე და ა.შ.

საშინელი განცდა მეუფლებოდა, დედასთან ვერ მიდიოდი, შვილთან ვერ მიდიოდი. იყო პერიოდი, როცა სამთვენახევრის განმავლობაში შვილი არ მყავდა ნანახი. სოციალური ქსელიდან, ტელეფონით, ყველა მხრიდან მირეკავდნენ და დახმარებას მთხოვდნენ. საშინლად დათრგუნული ვიყავი...

- დაგიკარგავთ ემოციური წონასწორობა? ასეთ რეჟიმს უმრავლესობა ვერ გაუმკლავდება...

- შარშან დეკემბრის პერიოდი ხომ გახსოვთ, ხალხი სასწრაფოებში რომ იჯდა, იქ ასუნთქებდნენ ჟანგბადს და ადგილის გათავისუფლებას ისე ელოდნენ კლინიკაში. მახოვს, იმ დღეს, ბევრი დავაბინავე და ერთს ვერ დავეხმარე. შინ რომ მივედი, დამირეკეს, - ჯერ ისევ ადგილის მოლოდინში ვართო... სკამზე ჩამოვჯექი და დედაჩემს შევტირე, მე ამას ვეღარ ვუძლებ - მეთქი. მერე უეცრად გამახსენდა, რომ ტირილის დრო არ იყო, ადამიანი ვარ და მილიონში ერთხელ, მეც შეიძლება სასოწარკვეთაში ჩავვარდე. უცებ ავიყვანე თავი ხელში, დავიწყე გაუთავებელი რეკვა და იმ დღისთვის ის ბოლო პაციენტიც რომ დავაბინავე, ამოვისუნთქე, ნამტირალევმა, დაქანცულმა სიმღერა დავიწყე, არ გავტყდი.

ხშირად გვეუბნებიან, ამას როგორ უძლებთო..? - მეტი რა გზა გვაქვს. ვუძლებ იმიტომ, რომ მაქვს უფლის წყალობის რწმენა და ხვალინდელი დღის იმედი.

ურთულესი მდგომარეობა გვაქვს. პროგნოზი, რომ ამ ყოფას მალე თავს დავაღწევთ, უსაფუძვლოა, იმ პერიოდში, როდესაც რეკომენდაციებს აღარ იცავენ და აცრის ტემპიც დაბალია. ისე იქცევიან, თითქოს საერთოდ არც აინტერესებთ იმ 80 ადამიანის ტკივილი, რომლებიც ყოვედღიურად გვეღუპება... ექიმი არავის ეცოდება, მედპერსონალის რესურსზე არავინ დარდობს, პირიქით, 24 საათი გადასულები არიან მათ ლანძღვაზე. ისეთები გვლანძღავენ, რომლებიც 1 საათიც ვერ გაძლებენ იმ დაწესებულებაში, სადაც ჩვენ ყოველდღიურად ჩვენი დროის უდიდეს ნაწილს ვატარებთ. ეს ძალიან სამწუხაროა...

დავიღალეთ, ძალიან დავიღალეთ, როდამდე გავუძლებთ, არ ვიცი, ხშირ შემთხვევაში დაუფასებელ და გალანძღულ ექიმებს რაც არ უნდა გვეძახონ, ჩვენ საქმეს მაინც შევასრულებთ...

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"