სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსული პროპაგანდა საქართველოში - საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ...
რუსული პროპაგანდა საქართველოში - საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ...

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია, სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გა­სა­ტა­რებ­ლად, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში, სულ უფრო ეფექ­ტი­ა­ნად იყე­ნებს პრო­პა­გან­დას, რო­გორც ია­რაღს. ამ მხრივ არც სა­ქარ­თვე­ლოა გა­მო­ნაკ­ლი­სი. მარ­თა­ლია, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად კრემ­ლის მიერ პრო­პა­გან­დის გა­მო­ყე­ნე­ბა არ არის ახა­ლი მოვ­ლე­ნა, მაგ­რამ მისი ხა­რის­ხი და მას­შტა­ბე­ბი ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. და­სავ­ლუ­რი ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, რომ­ლებ­მაც და­ი­წყეს პრო­პა­გან­დის რე­ა­ლუ­რი საფრ­თხის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც დრო­უ­ლად უნდა აღი­ა­როს ამ მზარ­დი პრობ­ლე­მის არ­სე­ბო­ბა და შე­ი­მუ­შა­ოს პრო­პა­გან­დას­თან ბრძო­ლის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის 2020 წლის ან­გა­რიშ­ში ლა­პა­რა­კია "ჰიბ­რი­დულ საფრ­თხე­ებ­ზე“ და აღ­ნიშ­ნულ პრო­ცეს­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის, ე.წ. რბი­ლი ძა­ლის და ფა­რუ­ლი ოპე­რა­ცი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლო­ზე გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი "პე­რი­ო­დუ­ლად ცდი­ლო­ბენ ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ეთ­ნი­კუ­რი, რე­ლი­გი­უ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბას, შუღ­ლის გაღ­ვი­ვე­ბა­სა და რა­დი­კა­ლუ­რი გან­წყო­ბე­ბის ხელ­შე­წყო­ბას“.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ USAID-ის ხელ­შე­წყო­ბით "კო­ა­ლი­ცი­ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სან­დო­ო­ბი­სათ­ვის“ სხვა­დას­ხვა თე­მებ­ზე ონ­ლა­ინ-დის­კუ­სი­ე­ბის ციკ­ლი გა­მარ­თა. გან­სა­ხილ­ველ თე­მე­ბად შერ­ჩე­უ­ლი იყო ლო­კა­ლურ დო­ნე­ზე არ­სე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი და საფრ­თხე­ე­ბი.

მა­რი­ამ წი­წი­კაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს რე­ფორ­მე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (GRASS) პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი:

"და­ვი­წყოთ იმით, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით სა­გან­გა­შოა, ბუ­ნებ­რი­ვია, აფხა­ზეთ­ში რუ­სუ­ლი მე­დი­ის გავ­ლე­ნა, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრუ­ლად აკონ­ტრო­ლებს სა­ინ­ფორ­მა­ციო სივ­რცეს. თბი­ლი­სის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ცდი­ლობს ოკუ­პა­ცი­ის ტრავ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან (მათ შო­რის სა­მეგ­რე­ლო­ში) მცხოვ­რე­ბი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გან­წყო­ბე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბას, რაც რო­გორც წესი, მცდარ დი­ლე­მა­ზე პე­და­ლი­რე­ბას უკავ­შირ­დე­ბა - თით­ქოს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნის მი­ზან­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლია და რომ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა რუ­სეთ­თან რუ­სუ­ლი პი­რო­ბე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­შია. რუ­სუ­ლი პი­რო­ბე­ბი კი, სი­ნამ­დვი­ლე­ში, სხვა არა­ფე­რია, თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს და­სავ­ლუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის შე­ჩე­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და პროგ­რე­სის პერ­სპექ­ტი­ვის წარ­თმე­ვა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ რუ­სუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­პა­გან­დის წი­ნა­აღ­მდეგ სა­ქარ­თვე­ლომ და­ი­წყოს ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი მიდ­გო­მით მუ­შა­ო­ბა, მიდ­გო­მა, რო­მე­ლიც მა­გა­ლი­თად ლი­ე­ტუ­ვა­ში, წარ­მა­ტე­ბით მუ­შა­ობს. კო­ა­ლი­ცია სწო­რედ ამ მიდ­გო­მის მშე­ნებ­ლო­ბა­ში ეც­დე­ბა წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს და რო­გორც რე­გი­ო­ნებ­ში, ასე­ვე ეროვ­ნულ დო­ნე­ზეც ხელი შე­უ­წყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფის ძა­ლის­ხმე­ვის გა­ერ­თი­ა­ნე­ბას, ერთი მხრივ, რუ­სუ­ლი გავ­ლე­ნე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად, ხოლო, მე­ო­რე მხრივ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი იმუ­ნუ­რო­ბის გაზ­რდის­თვის, რაც გრძელ­ვა­დი­ა­ნად უზ­რუნ­ველ­ყოფს ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის იმ ცოდ­ნით აღ­ჭურ­ვას, რაც მათ მავ­ნე აქ­ტო­რე­ბის მხრი­დან წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბის­გან და­ი­ცავს".

ექ­სპერტთა თქმით, გლო­ბა­ლურ სა­კი­თხებ­თან ერ­თად, სა­ზღვრის­პი­რა რე­გი­ო­ნებ­ში დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი გავ­რცე­ლე­ბა ხდე­ბა ისეთ სა­კი­თხებ­ში, რო­გო­რიც არის არ­ჩევ­ნე­ბი და ვაქ­ცი­ნა­ცია.

რუ­სუ­ლი ფაბ­რი­კა­ცი­ე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა­ში ძა­ლი­ან დიდ როლს ე.წ. სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტე­ბი თა­მა­შო­ბენ. აღ­ნიშ­ნულ ტერ­მინს ლე­ნი­ნი იყე­ნებ­და და ამ­გვა­რად იმ ადა­მი­ა­ნებს მო­იხ­სე­ნი­ებ­და, რომ­ლე­ბიც კო­მუ­ნიზ­მის პრო­პა­გან­დას ეწე­ოდ­ნენ და­სავ­ლეთ­ში. ექ­სპერტთა თქმით, დღეს­დღე­ო­ბით "სა­სარ­გებ­ლო იდი­ო­ტებს“ ის ბლო­გე­რე­ბი, ონ­ლა­ინ­მი­მომ­ხილ­ვე­ლე­ბი, სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი და ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ, რომ­ლე­ბიც კრემ­ლის პირ­და­პი­რი დაკ­ვე­თის გა­რე­შე, პი­რა­დი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ავ­რცე­ლე­ბენ პრო­რუ­სულ ნა­რა­ტივს.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ წარ­მარ­თოს სტრა­ტე­გი­უ­ლი მუ­შა­ო­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ტო­რე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად აწარ­მო­ოს აქ­ტი­უ­რი კამ­პა­ნია. რაც შე­ე­ხე­ბა სა­კო­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლას, ექ­სპერ­ტე­ბი ში­შო­ბენ, რომ ამან შე­საძ­ლოა სხვა ტი­პის საფრ­თხე გა­ა­ჩი­ნოს და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კონ­ტექ­სტში ბო­რო­ტად იქ­ნას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.“

და­ვით ჯიშ­კა­რი­ა­ნი, ის­ტო­რი­კო­სი:

“ის­ტო­რი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბა და კონ­ტექ­სტის გა­რე­შე წარ­მოდ­გე­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა. დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ი­დან თა­ვის აცი­ლე­ბის უმ­თავ­რე­სი პრე­ვენ­ცი­აა ისიც, რომ ის­ტო­რი­ა­ზე ბევ­რი ვი­ლა­პა­რა­კოთ და დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ვა­დას­ტუ­როთ ის სიც­რუ­ე­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, რის ჩვენ­თვის თავ­ზე მოხ­ვე­ვა­საც რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­და ცდი­ლობს.

ის­ტო­რი­ის და­მა­ხინ­ჯე­ბა მტკივ­ნე­უ­ლი სა­კი­თხია, რად­გან წარ­სუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლად მო­მავ­ლის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლია. სწო­რედ ამას იყე­ნე­ბენ რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი... რა თქმა უნდა, მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის დე­ზორ­გა­ნი­ზე­ბას უწყობს ხელს. მათ ქა­ო­ტუ­რო­ბის გან­ცდა უჩ­ნდე­ბათ, ვერ ხე­და­ვენ სა­კუ­თარ მო­მა­ვალს.

ამას ისიც ემა­ტე­ბა, რომ ხსე­ნე­ბუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ფერს აკე­თე­ბენ".

IDFI -ს კვლე­ვის თა­ნახ­მად, ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და მისი გავ­ლე­ნა დე­მოკ­რა­ტი­ა­ზე ქვე­ყა­ნა­ში საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რია.

“ინ­ფორ­მა­ცი­ით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ე­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გავ­ლე­ნა ფა­რავს სო­ცი­ა­ლურ, ეკო­ნო­მი­კურ, გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სფე­რო­ებს და ამ­გვა­რად­ვე აი­სა­ხე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ჩარ­თუ­ლო­ბა­სა და, ზო­გა­დად, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ნდო­ბა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მი­მართ. მსგავ­სი ტენ­დენ­ცი­ე­ბი ასე­ვე ხელს უწყობს ვირ­ტუ­ა­ლურ სივ­რცე­ში ძა­ლა­დო­ბი­სა და ექ­სტრე­მიზ­მის, ისე­ვე რო­გორც რა­დი­კა­ლუ­რი ნა­რა­ტი­ვე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც შემ­დგომ ინაც­ვლებს და აი­სა­ხე­ბა ფი­ზი­კურ სივ­რცე­ში. ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ჰი­პერტრო­ფი­რე­ბუ­ლი მას­შტა­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბა ნე­გა­ტი­უ­რად აი­სა­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე და აზი­ა­ნებს დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მოს. პოსტ-სი­მარ­თლის კონ­ტექ­სტში ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ შე­უ­თან­ხმებ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვად, ხელს უშ­ლის შე­სა­ბა­მის პო­ლი­ტი­კა­ზე პლუ­რა­ლიზ­მის პრინ­ცი­პე­ბის დაც­ვით შე­თან­ხმე­ბა­საც.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პო­ლა­რი­ზა­ცია ხში­რად არა მხო­ლოდ აი­სა­ხე­ბა ონ­ლა­ინ­სივ­რცე­ზე, არა­მედ სა­პი­რის­პი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც –- იკ­ვე­ბე­ბა და ღრმავ­დე­ბა ონ­ლა­ინ­მე­დი­ა­ში შექ­მნი­ლი ე.წ. ექო/დახ­შუ­ლი სივ­რცე­ე­ბის [echo chambers] სა­შუ­ა­ლე­ბით. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და დე­ზინ­ფორ­მა­ცია არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს პო­ლა­რი­ზა­ცი­ის ერ­თა­დერთ წყა­როდ, მისი ინ­სტრუ­მენ­ტა­ლი­ზე­ბა რა­დი­კა­ლუ­რი და პო­პუ­ლის­ტუ­რი ძა­ლე­ბის მიერ გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი და და­მა­ტე­ბი­თი რე­სურ­სის გა­რე­შეა ხელ­მი­საწ­ვდო­მი. სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცი­ე­ბი კი ფრაგ­მენ­ტუ­ლი და შე­და­რე­ბით ნე­ლია. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Facebook-ზე დღი­უ­რად ყვე­ლა­ზე მე­ტად გავ­რცე­ლე­ბულ პოს­ტებს შო­რის უფრო მე­ტია მე­მარ­ჯვე­ნე რა­დი­კა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნი­ის მხარ­დამ­ჭე­რი (რო­გო­რი­ცაა ანტი-ვაქ­სე­რუ­ლი ნა­რა­ტი­ვე­ბი), ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნი სხვა. ამას­თა­ნა­ვე, კვლე­ვე­ბი გვაჩ­ვე­ნებს, რომ არას­წო­რი ან გა­მიზ­ნუ­ლად შეც­დო­მა­ში შემყვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია უფრო მე­ტად ვრცელ­დე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ნა­წილ­ში, რო­მელ­თა იდე­ო­ლო­გი­უ­რი მი­კუთ­ვნე­ბუ­ლო­ბა შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია მო­ცე­მულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან", - ვკი­თხუ­ლობთ ან­გა­რიშ­ში.

ავ­ტო­რი: ღვთი­სა­ვარ ან­თა­ძე

მკითხველის კომენტარები / 72 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნუგო
9

ახლებური აზროვნებაა საჭირო. აბხაზებს არაფრისმთქმელი "ძმები" კი არ უნდა ვეძახოთ, არამედ ისტორიული სამურაყანოს საქართველოსთან შემოერთებაზე, დანარჩენ აბხაზეთში ლტოლვილების ღირსეულ დაბრუნებაზე და ამის შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე უნდა ვესაუბროთ. ვიფიქროთ ამით რამდენ უბედურებას ავიცილებთ, დროა დავფიქრდეთ!

ვახტანგი. 69 წლის
8

თუ ჩემი პირადი აზრი არ შეესაბამება მთავრობისას ამიტომ უნდა დამბლოკოთ?

რა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესები ზესახელმწიფოების ურთიერთ დაპირისპირებაში?

არ უნდა შევასრულოთ გოშიების თუ ფინიების როლი რუსეთის პროვოცირების მიზნით. 2008-ში რაც მოგვივიდა ხეპრე და მოღალატე ხელისუფლების გამო კარგად გვახსოვს!

ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ ჩვენ გამოვაცხადებთ ნეიტრალიტეტს.

ვისწრაფოდ, რომ გავხდეთ მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არა ნატოსი.

მაგალითები: ავსტრია, ფინეთი, შვედეთი, შვეიცარია, ირლანდიის რესპუბლიკა და რიგი პატარა ევროპული ქვეყნები.

პ.ს. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტით, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს მაშინდელ ტფილისში: „საერთაშორისო კონფლიქტების დროს საქართველო ნეიტრალურია.“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

რუსული პროპაგანდა საქართველოში - საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ...

რუსული პროპაგანდა საქართველოში - საფრთხე, რომელსაც ყველა ვხედავთ, მაგრამ ვერ ვუპირისპირდებით სათანადოდ...

რუსეთის ფედერაცია, საკუთარი ინტერესების გასატარებლად, სხვადასხვა ქვეყნებში, სულ უფრო ეფექტიანად იყენებს პროპაგანდას, როგორც იარაღს. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. მართალია, საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კრემლის მიერ პროპაგანდის გამოყენება არ არის ახალი მოვლენა, მაგრამ მისი ხარისხი და მასშტაბები ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა. დასავლური ქვეყნების მსგავსად, რომლებმაც დაიწყეს პროპაგანდის რეალური საფრთხის გაცნობიერება, საქართველოს ხელისუფლებამაც დროულად უნდა აღიაროს ამ მზარდი პრობლემის არსებობა და შეიმუშაოს პროპაგანდასთან ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშში ლაპარაკია "ჰიბრიდულ საფრთხეებზე“ და აღნიშნულ პროცესში დეზინფორმაციის, ე.წ. რბილი ძალის და ფარული ოპერაციების გამოყენებაზე.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები "პერიოდულად ცდილობენ ქვეყანაში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური, რელიგიური თუ სოციალური ჯგუფების დაპირისპირებას, შუღლის გაღვივებასა და რადიკალური განწყობების ხელშეწყობას“.

საინტერესოა, რომ USAID-ის ხელშეწყობით "კოალიციამ ინფორმაციის სანდოობისათვის“ სხვადასხვა თემებზე ონლაინ-დისკუსიების ციკლი გამართა. განსახილველ თემებად შერჩეული იყო ლოკალურ დონეზე არსებული დეზინფორმაციული გამოწვევები და საფრთხეები.

მარიამ წიწიკაშვილი, საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) პროექტების მენეჯერი:

"დავიწყოთ იმით, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა, ბუნებრივია, აფხაზეთში რუსული მედიის გავლენა, რომელიც, ფაქტობრივად, სრულად აკონტროლებს საინფორმაციო სივრცეს. თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული პროპაგანდა ცდილობს ოკუპაციის ტრავმის გამოყენებით საოკუპაციო ხაზთან (მათ შორის სამეგრელოში) მცხოვრები მოქალაქეების განწყობებით მანიპულირებას, რაც როგორც წესი, მცდარ დილემაზე პედალირებას უკავშირდება - თითქოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზანთან შეუთავსებელია და რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების ერთადერთი გზა რუსეთთან რუსული პირობებით თანამშრომლობაშია. რუსული პირობები კი, სინამდვილეში, სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს დასავლური მისწრაფებების შეჩერება და შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და პროგრესის პერსპექტივის წართმევა.

მნიშვნელოვანია, რომ რუსული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ საქართველომ დაიწყოს ერთიანი ეროვნული მიდგომით მუშაობა, მიდგომა, რომელიც მაგალითად ლიეტუვაში, წარმატებით მუშაობს. კოალიცია სწორედ ამ მიდგომის მშენებლობაში ეცდება წვლილი შეიტანოს და როგორც რეგიონებში, ასევე ეროვნულ დონეზეც ხელი შეუწყოს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ძალისხმევის გაერთიანებას, ერთი მხრივ, რუსული გავლენებისა და დეზინფორმაციის გამოსავლენად, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებრივი იმუნურობის გაზრდისთვის, რაც გრძელვადიანად უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების იმ ცოდნით აღჭურვას, რაც მათ მავნე აქტორების მხრიდან წარმოებული საინფორმაციო მანიპულაციებისგან დაიცავს".

ექსპერტთა თქმით, გლობალურ საკითხებთან ერთად, საზღვრისპირა რეგიონებში დეზინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება ხდება ისეთ საკითხებში, როგორიც არის არჩევნები და ვაქცინაცია.

რუსული ფაბრიკაციებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ძალიან დიდ როლს ე.წ. სასარგებლო იდიოტები თამაშობენ. აღნიშნულ ტერმინს ლენინი იყენებდა და ამგვარად იმ ადამიანებს მოიხსენიებდა, რომლებიც კომუნიზმის პროპაგანდას ეწეოდნენ დასავლეთში. ექსპერტთა თქმით, დღესდღეობით "სასარგებლო იდიოტებს“ ის ბლოგერები, ონლაინმიმომხილველები, საინფორმაციო სააგენტოები და ცნობილი პირები წარმოადგენენ, რომლებიც კრემლის პირდაპირი დაკვეთის გარეშე, პირადი შეხედულებებიდან გამომდინარე ავრცელებენ პრორუსულ ნარატივს.

მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ წარმართოს სტრატეგიული მუშაობა და დეზინფორმატორების გამოსავლენად აწარმოოს აქტიური კამპანია. რაც შეეხება საკონონმდებლო დონეზე დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ექსპერტები შიშობენ, რომ ამან შესაძლოა სხვა ტიპის საფრთხე გააჩინოს და სიტყვის თავისუფლების კონტექსტში ბოროტად იქნას გამოყენებული.“

დავით ჯიშკარიანი, ისტორიკოსი:

“ისტორიის დამახინჯება და კონტექსტის გარეშე წარმოდგენა სერიოზული პრობლემაა. დეზინფორმაციიდან თავის აცილების უმთავრესი პრევენციაა ისიც, რომ ისტორიაზე ბევრი ვილაპარაკოთ და დოკუმენტურად დავადასტუროთ ის სიცრუეზე დამყარებული მოსაზრება, რის ჩვენთვის თავზე მოხვევასაც რუსული პროპაგანდა ცდილობს.

ისტორიის დამახინჯება მტკივნეული საკითხია, რადგან წარსული აუცილებლად მომავლის შემადგენელი ნაწილია. სწორედ ამას იყენებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელმძღვანელები... რა თქმა უნდა, მანიპულაციები ადგილობრივი მოსახლეობის დეზორგანიზებას უწყობს ხელს. მათ ქაოტურობის განცდა უჩნდებათ, ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს.

ამას ისიც ემატება, რომ ხსენებული მიმართულებით პოლიტიკური ელიტები, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებენ".

IDFI -ს კვლევის თანახმად, ინფორმაციით მანიპულირება და მისი გავლენა დემოკრატიაზე ქვეყანაში საკმაოდ მასშტაბურია.

“ინფორმაციით მანიპულირებისა და დეზინფორმაციული კამპანიების ნეგატიური გავლენა ფარავს სოციალურ, ეკონომიკურ, განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებს და ამგვარადვე აისახება დემოკრატიულ ჩართულობასა და, ზოგადად, მოქალაქეების ნდობაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ. მსგავსი ტენდენციები ასევე ხელს უწყობს ვირტუალურ სივრცეში ძალადობისა და ექსტრემიზმის, ისევე როგორც რადიკალური ნარატივების ჩამოყალიბებას, რაც შემდგომ ინაცვლებს და აისახება ფიზიკურ სივრცეში. ინფორმაციული მანიპულირება და დეზინფორმაციის ჰიპერტროფირებული მასშტაბებით გავრცელება ნეგატიურად აისახება პოლიტიკურ პროცესზე და აზიანებს დემოკრატიულ გარემოს. პოსტ-სიმართლის კონტექსტში ფაქტების შესახებ შეუთანხმებლობა, ბუნებრივად, ხელს უშლის შესაბამის პოლიტიკაზე პლურალიზმის პრინციპების დაცვით შეთანხმებასაც.

საზოგადოებრივი პოლარიზაცია ხშირად არა მხოლოდ აისახება ონლაინსივრცეზე, არამედ საპირისპირო მიმართულებითაც –- იკვებება და ღრმავდება ონლაინმედიაში შექმნილი ე.წ. ექო/დახშული სივრცეების [echo chambers] საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციული მანიპულირება და დეზინფორმაცია არ შეიძლება ჩაითვალოს პოლარიზაციის ერთადერთ წყაროდ, მისი ინსტრუმენტალიზება რადიკალური და პოპულისტური ძალების მიერ გამარტივებული და დამატებითი რესურსის გარეშეა ხელმისაწვდომი. საპასუხო რეაქციები კი ფრაგმენტული და შედარებით ნელია. აღსანიშნავია, რომ Facebook-ზე დღიურად ყველაზე მეტად გავრცელებულ პოსტებს შორის უფრო მეტია მემარჯვენე რადიკალური პოლიტიკისა და დეზინფორმაციული კამპანიის მხარდამჭერი (როგორიცაა ანტი-ვაქსერული ნარატივები), ვიდრე დანარჩენი სხვა. ამასთანავე, კვლევები გვაჩვენებს, რომ არასწორი ან გამიზნულად შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია უფრო მეტად ვრცელდება საზოგადოების იმ ნაწილში, რომელთა იდეოლოგიური მიკუთვნებულობა შესაბამისობაშია მოცემულ ინფორმაციასთან", - ვკითხულობთ ანგარიშში.

ავტორი: ღვთისავარ ანთაძე