კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი" - ნათია თოდუა
"ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი" - ნათია თოდუა

25 წლის ნა­თია თო­დუ­ას სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. 2017 წელს მომ­ღე­რა­ლი გერ­მა­ნუ­ლი "ახა­ლი ხმის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. მას შემ­დეგ, ნა­თია გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობს და წარ­მა­ტე­ბულ მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას აგ­რძე­ლებს.

თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ­მა და გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ნა­ბა­კევ­ში გაზ­რდილ­მა გო­გო­ნამ, გა­ლის მე-13 სკო­ლა და­ამ­თავ­რა. თუმ­ცა მის ცხოვ­რე­ბა­ში იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­და და დე­დამ დედ­მა­მიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად დე­და­ქა­ლა­ქის სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნა.

გა­და­ცე­მა­ში "და­ვით გორ­გი­ლა­ძის აუ­ტა­ნე­ლი სიმ­ბუ­ქე“, ნა­თია თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის იმ პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს, რო­დე­საც სკო­ლა­ში თა­ვი­სი სახ­ლის მი­სა­მარ­თის და­მალ­ვა უწევ­და, რათა კლა­სე­ლებს არ გა­ე­გოთ, რომ დევ­ნი­ლე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ცხოვ­რობ­და

ნა­თია თო­დუა

- დღემ­დე მახ­სოვს და არა­სო­დეს და­მა­ვი­წყე­ბა აფხა­ზე­თი­დან თბი­ლის­ში რომ გად­მო­ვე­დით, დე­დამ მე, ჩემი და-ძმე­ბი და ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი აქა­ურ სკო­ლა­ში შეგ­ვიყ­ვა­ნა. მთე­ლი ღამე არ მე­ძი­ნა, ჩემ­თვის იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოც­და, რად­გან სკო­ლა­ში ქარ­თუ­ლად უნდა მე­სა­უბ­რა, ბავ­შვებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია უნდა და­მემ­ყა­რე­ბი­ნა, რომ­ლე­ბიც სულ სხვა გა­რე­მო­ში გა­ი­ზარ­დნენ და ცხოვ­რობ­დნენ ისეთ ქა­ლაქ­ში, რო­გო­რიც თბი­ლი­სია.

35 ბავ­შვი ვი­ყა­ვით კლას­ში და რო­დე­საც გა­მო­ა­ცხა­დეს, ჩვე­ნი ახა­ლი მოს­წავ­ლე ნა­თია თო­დუა აფხა­ზე­თი­დან, ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, შენ აფხა­ზი ხარ არა? - არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა ეს გა­მო­ცალ­კე­ვე­ბა. ყო­ვე­ლი დღე რა­ღა­ცის დამ­ტკი­ცე­ბა მჭირ­დე­ბო­და სკო­ლა­ში. ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის მრცხვე­ნო­და, ჩემს კლა­სე­ლებს არ გა­ე­გოთ, რომ დევ­ნი­ლე­ბის სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბელ­ში ვცხოვ­რობ­დი. ეს დღე­საც ხინ­ჯად მაქვს.

ერთხელ კლა­სე­ლებ­მა გა­დავ­წყვი­ტეთ, რომ ყვე­ლას ერ­თმა­ნე­თი გაგ­ვე­ცი­ლე­ბი­ნა, ძა­ლი­ან არ მინ­დო­და იმ კორ­პუს­ში მი­მეყ­ვა­ნა, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი. ამი­ტომ სხვა კორ­პუს­ში მი­ვიყ­ვა­ნე, სხვა სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ვე­დი, ხელს ვუქ­ნევ­დი რო­მე­ლი­ღაც სარ­თუ­ლი­დან, მო­ვე­დი, აქ ვარ. რო­დე­საც დაბ­ნელ­და და მივ­ხვდი, რომ სახ­ლში უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი. იმ ღა­მეს მშვი­დად და­ვი­ძი­ნე, რომ ჩემ­მა კლა­სე­ლებ­მა ვერ გა­ი­გეს სად ვცხოვ­რობ­დი. მე­ო­რე დღეს სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, მი­თხრეს, თო­დუა, გა­ვი­გეთ უკვე სა­დაც ცხოვ­რობ.

რე­ა­ლო­ბას შე­ვე­ჯა­ხე, ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან ეს იყო ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი ეტა­პი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში რა­მაც ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა ნა­თია თო­დუა ისე­თად, რო­გო­რიც ახლა არის. გა­მი­მარ­თლა, რომ შევ­ძე­ლი ამ ბრძო­ლით მე­ცხოვ­რა და მეს­წავ­ლა ამ ყვე­ლა­ფერ­თან გამ­კლა­ვე­ბა. დღეს მე­ა­მა­ყე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ცოტა რთუ­ლი იყო ამის გა­გე­ბა...“

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანია
0

ძან ლამაზი ხარ ამ სურათში

წარმატებები

mamo
2

ჩემი დიდი სიმპატია შენ არაჩვეულებრივო გოგო და წარმატებები მხოლოდ.

ავტორი:

"ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი" - ნათია თოდუა

"ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი" - ნათია თოდუა

25 წლის ნათია თოდუას საზოგადოება კარგად იცნობს. 2017 წელს მომღერალი გერმანული "ახალი ხმის" გამარჯვებული გახდა. მას შემდეგ, ნათია გერმანიაში ცხოვრობს და წარმატებულ მუსიკალურ კარიერას აგრძელებს.

თბილისში დაბადებულმა და გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში გაზრდილმა გოგონამ, გალის მე-13 სკოლა დაამთავრა. თუმცა მის ცხოვრებაში იყო პერიოდი, როდესაც რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისში ცხოვრობდა და დედამ დედმამიშვილებთან ერთად დედაქალაქის სკოლაში მიიყვანა.

გადაცემაში "დავით გორგილაძის აუტანელი სიმბუქე“, ნათია თავისი ცხოვრების იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც სკოლაში თავისი სახლის მისამართის დამალვა უწევდა, რათა კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა

ნათია თოდუა

- დღემდე მახსოვს და არასოდეს დამავიწყება აფხაზეთიდან თბილისში რომ გადმოვედით, დედამ მე, ჩემი და-ძმები და ბიძაშვილები აქაურ სკოლაში შეგვიყვანა. მთელი ღამე არ მეძინა, ჩემთვის იყო ჩვეულებრივი გამოცდა, რადგან სკოლაში ქართულად უნდა მესაუბრა, ბავშვებთან კომუნიკაცია უნდა დამემყარებინა, რომლებიც სულ სხვა გარემოში გაიზარდნენ და ცხოვრობდნენ ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია.

35 ბავშვი ვიყავით კლასში და როდესაც გამოაცხადეს, ჩვენი ახალი მოსწავლე ნათია თოდუა აფხაზეთიდან, ყველა მეკითხებოდა, შენ აფხაზი ხარ არა? - არასოდეს დამავიწყდება ეს გამოცალკევება. ყოველი დღე რაღაცის დამტკიცება მჭირდებოდა სკოლაში. ყველაზე მეტად იმის მრცხვენოდა, ჩემს კლასელებს არ გაეგოთ, რომ დევნილების საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ეს დღესაც ხინჯად მაქვს.

ერთხელ კლასელებმა გადავწყვიტეთ, რომ ყველას ერთმანეთი გაგვეცილებინა, ძალიან არ მინდოდა იმ კორპუსში მიმეყვანა, სადაც ვცხოვრობდი. ამიტომ სხვა კორპუსში მივიყვანე, სხვა სადარბაზოში შევედი, ხელს ვუქნევდი რომელიღაც სართულიდან, მოვედი, აქ ვარ. როდესაც დაბნელდა და მივხვდი, რომ სახლში უნდა წავსულიყავი. იმ ღამეს მშვიდად დავიძინე, რომ ჩემმა კლასელებმა ვერ გაიგეს სად ვცხოვრობდი. მეორე დღეს სკოლაში რომ მივედი, მითხრეს, თოდუა, გავიგეთ უკვე სადაც ცხოვრობ.

რეალობას შევეჯახე, ჩემი გადმოსახედიდან ეს იყო ყველაზე ძლიერი ეტაპი ჩემს ცხოვრებაში რამაც ჩამოაყალიბა ნათია თოდუა ისეთად, როგორიც ახლა არის. გამიმართლა, რომ შევძელი ამ ბრძოლით მეცხოვრა და მესწავლა ამ ყველაფერთან გამკლავება. დღეს მეამაყება, მაგრამ მაშინ ცოტა რთული იყო ამის გაგება...“