სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ“ - ჯანმო-ს წარმომადგენელი
"თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ“ - ჯანმო-ს წარმომადგენელი

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ოფი­სის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი რობ ბატ­ლე­რი კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცი­ი­სა და პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე სა­უბ­რობს და აცხა­დებს, რომ თუ გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 95% იქ­ნე­ბა, ამით ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 160 000 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"ვხე­დავთ, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი იმუ­ნი­ტე­ტი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით 30 კვი­რის შემ­დეგ ქვე­ით­დე­ბა. ამას­თან, ევ­რო­პის მო­სახ­ლე­ო­ბის 45-47% არა­ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლია. ნება მო­მე­ცით სრუ­ლი­ად მკა­ფი­ოდ გან­ვა­ცხა­დო, დღეს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა აც­რი­ლი არაა.

არ­სე­ბობს სხვა ფაქ­ტო­რე­ბიც - ზამ­თა­რი, ხალ­ხის შე­ნო­ბებ­ში მოძ­რა­ო­ბა, პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და მეტი ვენ­ტი­ლა­ცი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 48%-ია. რო­გორც კი ამ მაჩ­ვე­ნებ­ლის ზრდას და­ვი­ნა­ხავთ, და­ვი­ნა­ხავთ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი­სა და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას. თუკი პირ­ბა­დე­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 95% იქ­ნე­ბა, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით 160 000 სი­ცო­ცხლეს გა­და­ვარ­ჩენთ,“ - აღ­ნიშ­ნა ჯან­მო-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მისი თქმით, ვირუ­სის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბას "დელ­ტა“ ვა­რი­ან­ტიც უწყობს ხელს, რო­მელ­ზე­დაც ამ­ჟა­მად, ევ­რო­პა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის 99%-ი მო­დის

ბედნიერი ერი
0

ეს ჩვენ არ გვეხება-ჩვენთან პირიქითაა ვინც წესებს და კანონს არღვევს,იმას აჯილდოებენ,მაგ:-უხსნიან ყოველგვარ ჯარიმებს-აი ესაა დემოკრატია (და არა იძულებით კანონმორჩილება)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ“ - ჯანმო-ს წარმომადგენელი

"თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ“ - ჯანმო-ს წარმომადგენელი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის აღმასრულებელი დირექტორი რობ ბატლერი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისა და პირბადეების გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, ამით ევროპის რეგიონში, ზამთრის პერიოდში, დაახლოებით 160 000 ადამიანის გადარჩენა გახდება შესაძლებელი.

"ვხედავთ, რომ ვაქცინაციის შედეგად მიღებული იმუნიტეტი დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით 30 კვირის შემდეგ ქვეითდება. ამასთან, ევროპის მოსახლეობის 45-47% არავაქცინირებულია. ნება მომეცით სრულიად მკაფიოდ განვაცხადო, დღეს რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი ადამიანების უმრავლესობა აცრილი არაა.

არსებობს სხვა ფაქტორებიც - ზამთარი, ხალხის შენობებში მოძრაობა, პირბადეების გამოყენებისა და მეტი ვენტილაციის აუცილებლობა. ევროპის რეგიონში პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი მხოლოდ 48%-ია. როგორც კი ამ მაჩვენებლის ზრდას დავინახავთ, დავინახავთ დაინფიცირების შემთხვევებისა და სიკვდილიანობის შემცირებას. თუკი პირბადეების გამოყენების მაჩვენებელი 95% იქნება, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაახლოებით 160 000 სიცოცხლეს გადავარჩენთ,“ - აღნიშნა ჯანმო-ს წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ვირუსის სწრაფად გავრცელებას "დელტა“ ვარიანტიც უწყობს ხელს, რომელზედაც ამჟამად, ევროპაში დაფიქსირებული შემთხვევების 99%-ი მოდის