საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რა უნდოდა ირინა ენუქიძეს ან მალხაზ მაჩალიკაშვილი რისთვის იბრძვის?! ერთი ცრემლიც კი, თანაგრძნობით რომ ჩნდება მოძალადის თვალში, საკმარისია ზოგჯერ პატიებისთვის" - მაია ცირამუა
"რა უნდოდა ირინა ენუქიძეს ან მალხაზ მაჩალიკაშვილი რისთვის იბრძვის?! ერთი ცრემლიც კი, თანაგრძნობით რომ ჩნდება მოძალადის თვალში, საკმარისია ზოგჯერ პატიებისთვის" - მაია ცირამუა

ცნო­ბი­ლი ფსი­ქო­ლო­გი მაია ცი­რა­მუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ქვეყ­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­დგე­ნი­თი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბის შე­სა­ხებ წერს.

ცი­რა­მუ­ას შე­ფა­სე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა ადა­მი­ა­ნებს ემ­პა­თი­ის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდას აკარ­გვი­ნებს.

"ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე" მეც ვი­ტყვი, გუ­შინ არ დავ­წე­რე, რად­გან აქ სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა იყო და არ მინ­დო­და სევ­დი­ან ამ­ბებ­ზეც მეთ­ქვა. მახ­სოვს, მა­შინ, რო­გო­რი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ისიც მახ­სოვს რამ­ხე­ლა შვე­ბა იყო, რომ ბო­ლოს და ბო­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დათ­მო ადა­მი­ან­მა, რო­მე­ლიც ბა­ღის ასა­კი­დან მახ­სოვ­და წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და მარ­თლა გა­მიჩ­ნდა გან­ცდა, რომ სხვა ქვე­ყა­ნა­ში ვი­წყებ­დით ცხოვ­რე­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჩემი თა­ო­ბის პროგ­რე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ვიდ­ნენ და მარ­თლაც ბევ­რი რამ შეც­ვა­ლეს.

ქვე­ყა­ნა ქვე­ყა­ნას და­ემ­სგავ­სა, მა­იკლ სქო­უ­ლის ხატი გაქ­რა ჩვე­ნი ცნო­ბი­ე­რე­ბი­დან და სი­ნათ­ლე და იმე­დი შე­მო­ვი­და.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ბევ­რი უსა­მარ­თლო­ბა მახ­სოვს. რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი ახ­სნა და გა­მარ­თლე­ბა არ აქვს. არ­ცერ­თი ადა­მი­ა­ნი არ დამ­ვი­წყე­ბია, რო­მელ­საც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა რე­ჟიმ­მა - არც წინა და არც ახ­ლან­დე­ლი.

როცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან მი­დი­ხარ, ალ­ბათ ცხოვ­რე­ბა შანსს გაძ­ლევს გვერ­დი­დან შე­ხე­დო სა­კუ­თარ თავს, რა­ღა­ცე­ბი გა­და­ა­ფა­სო, გა­უ­გო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც უსა­მარ­თლო­ბას ებ­რძვი­ან.

არ ვიცი, ეს შან­სი რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ". არ ვიცი რო­დის მიხ­ვდე­ბა "ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბა რას და­ამ­სგავ­სა ეს ქვე­ყა­ნა და რო­გო­რი გა­უ­საძ­ლი­სი გა­ხა­და აქ ცხოვ­რე­ბა.

ერ­თა­დერ­თი დას­კვნა გა­მო­მაქვს - ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნა ემ­პა­თი­ის და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის გან­ცდას აკარ­გვი­ნებს ადა­მი­ა­ნებს და თა­ვის გა­მო­გო­ნილ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ში გა­და­ბარ­გდე­ბი­ან ხოლ­მე, სა­კუ­თარ მომ­ხრე­ებ­თან ერ­თად. ალ­ბათ გავა დრო და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სე­ბენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ის ამ 18 წელს. აღ­დგე­ნით მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას აქვს ერთი ჯა­დოს­ნუ­რი ხერ­ხი - მსხვერ­პლი და მო­ძა­ლა­დე ერ­თმა­ნე­თის პი­რის­პირ სხდე­ბი­ან და ერ­თმა­ნე­თის ტყავ­ში ძვრე­ბი­ან, ასე იგე­ბენ ზი­ანს, ტან­ჯვას, უსა­მარ­თლო­ბის გან­ცდას, რაც და­ზა­რა­ლე­ბულს მი­ად­გა. მერე იწყე­ბა ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი, მო­ძა­ლა­დე­ში იღ­ვი­ძებს სი­ნა­ნუ­ლი, ეს ის გან­ცდაა, როცა გული გეგლი­ჯე­ბა ტკი­ვი­ლით, თა­ნაგ­რძნო­ბით და მო­დის იმ­პულ­სი რა­ღაც გა­ა­კე­თო იმი­სათ­ვის, რომ მსხვერ­პლს ტკი­ვი­ლი შე­უმ­სუ­ბუ­ქო. და რა უნდა მსხვერ­პლს? რა უნ­დო­და ირი­ნა ენუ­ქი­ძეს ან მალ­ხაზ მა­ჩა­ლი­კაშ­ვი­ლი რის­თვის იბ­რძვის?! განა მათ არ იცი­ან, რომ მკვდარ შვილს ვე­ღა­რა­ფე­რი გა­უ­ცო­ცხლებთ, ერთი ცრემ­ლიც კი, თა­ნაგ­რძნო­ბით რომ ჩნდე­ბა მო­ძა­ლა­დის თვალ­ში, ერთი ცრემ­ლიც კი საკ­მა­რი­სია ზოგ­ჯერ პა­ტი­ე­ბის­თვის. მაგ­რამ ეს ერთი ცრემ­ლი დიდი პრო­ცე­სის შე­დე­გია, რო­მე­ლიც მო­აქვს ფიქ­რს, გა­და­ფა­სე­ბას, აღი­ა­რე­ბას და უბ­რა­ლოდ შენ­ში ადა­მი­ა­ნის გაღ­ვი­ძე­ბას." - წერს ფსი­ქო­ლო­გი "ფე­ის­ბუქ­ში"

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვინ არის ეს ქალი
5

დიახ! მე მინტერესებს ვინ არის ეს ქალი. დედის ერთი ცრემლიაო დედამიწა, დედის ერთი ცრემლიაო ჩვენი პლანეტა, დედის ერთ ცრემლზეაო დამოკიდებული ხალხთა ჯამრთელობა და აძროვნება. დედას არ უნდა მოწყდეს ის ერთი ცრემლი, ვინც მოწყვეტს ის ადამიანი არ არის, ადამიანის მაგვარი პირუტყვია. მე არ ვიცი რამდენ ხანში უშრება დედას ცრემლი თვალზე. ბებიაცემმა 96 წელი იცხოვრა და თავზე შავი არ მოუხდია ომში დაღუპულ შვილს გლოვობდა. 6 წელი ხდება შვილი დამეღუპა და მზისთვის არ შემიხედავს, მეუბნებოდნენ ჭირისუფლად რომ ვიჯექი, შენ რომ ასეთი უბედურება დაგემართა, სხვებს რისი იმედი გვქონესო. ხო, მე ყველას ვაკვირებდი რატომ დავისაჯე ასე, მაგრამ სიკვდილი საშინელებაა ვიღაცა რომ სპეციალურად გიგზავნის. გაყვა თავის შვილს ის საწყალი ქალი და თურმე უნდა ვაპატიოთ ჯალათებს, ვაი, ვაი, ასეთი ქალებიც რომ დადიან...

უზნეო
1

გამცემლიძის მამას ისევ რომ კლავთ ამ თქვენი განცხადებებით, თქვენ არ ხართ დამნაშავები? შეიძლება ადამიანს ნერვიულობაზე გულიც გაუსკდეს. ძლივს სამართალს მიაღწია. აბა თქვენი შვილი ყოფილიყო? დაიმახსოვრეთ, ჩვენ ამ ადამიანებს არ მივატოვებთ, 

ავტორი:

"რა უნდოდა ირინა ენუქიძეს ან მალხაზ მაჩალიკაშვილი რისთვის იბრძვის?! ერთი ცრემლიც კი, თანაგრძნობით რომ ჩნდება მოძალადის თვალში, საკმარისია ზოგჯერ პატიებისთვის" - მაია ცირამუა

"რა უნდოდა ირინა ენუქიძეს ან მალხაზ მაჩალიკაშვილი რისთვის იბრძვის?! ერთი ცრემლიც კი, თანაგრძნობით რომ ჩნდება მოძალადის თვალში, საკმარისია ზოგჯერ პატიებისთვის" - მაია ცირამუა

ცნობილი ფსიქოლოგი მაია ცირამუა სოციალურ ქსელში ქვეყნაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აღდგენითი მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ წერს.

ცირამუას შეფასებით, ხელისუფლებაში ყოფნა ადამიანებს ემპათიის და სამართლიანობის განცდას აკარგვინებს.

"ვარდების რევოლუციაზე" მეც ვიტყვი, გუშინ არ დავწერე, რადგან აქ საზეიმო განწყობა იყო და არ მინდოდა სევდიან ამბებზეც მეთქვა. მახსოვს, მაშინ, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი, ისიც მახსოვს რამხელა შვება იყო, რომ ბოლოს და ბოლოს ხელისუფლება დათმო ადამიანმა, რომელიც ბაღის ასაკიდან მახსოვდა წამყვან თანამდებობებზე და მართლა გამიჩნდა განცდა, რომ სხვა ქვეყანაში ვიწყებდით ცხოვრებას, ხელისუფლებაში ჩემი თაობის პროგრესული ადამიანები მოვიდნენ და მართლაც ბევრი რამ შეცვალეს.

ქვეყანა ქვეყანას დაემსგავსა, მაიკლ სქოულის ხატი გაქრა ჩვენი ცნობიერებიდან და სინათლე და იმედი შემოვიდა.

ამის პარალელურად ბევრი უსამართლობა მახსოვს. რომლებსაც არანაირი ახსნა და გამართლება არ აქვს. არცერთი ადამიანი არ დამვიწყებია, რომელსაც ზიანი მიაყენა რეჟიმმა - არც წინა და არც ახლანდელი.

როცა ხელისუფლებიდან მიდიხარ, ალბათ ცხოვრება შანსს გაძლევს გვერდიდან შეხედო საკუთარ თავს, რაღაცები გადააფასო, გაუგო იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლობას ებრძვიან.

არ ვიცი, ეს შანსი როგორ გამოიყენა "ნაციონალურმა მოძრაობამ". არ ვიცი როდის მიხვდება "ოცნების" მთავრობა რას დაამსგავსა ეს ქვეყანა და როგორი გაუსაძლისი გახადა აქ ცხოვრება.

ერთადერთი დასკვნა გამომაქვს - ხელისუფლებაში ყოფნა ემპათიის და სამართლიანობის განცდას აკარგვინებს ადამიანებს და თავის გამოგონილ სისულელეებში გადაბარგდებიან ხოლმე, საკუთარ მომხრეებთან ერთად. ალბათ გავა დრო და მომავალი თაობები ობიექტურად შეაფასებენ ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ 18 წელს. აღდგენით მართლმსაჯულებას აქვს ერთი ჯადოსნური ხერხი - მსხვერპლი და მოძალადე ერთმანეთის პირისპირ სხდებიან და ერთმანეთის ტყავში ძვრებიან, ასე იგებენ ზიანს, ტანჯვას, უსამართლობის განცდას, რაც დაზარალებულს მიადგა. მერე იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი, მოძალადეში იღვიძებს სინანული, ეს ის განცდაა, როცა გული გეგლიჯება ტკივილით, თანაგრძნობით და მოდის იმპულსი რაღაც გააკეთო იმისათვის, რომ მსხვერპლს ტკივილი შეუმსუბუქო. და რა უნდა მსხვერპლს? რა უნდოდა ირინა ენუქიძეს ან მალხაზ მაჩალიკაშვილი რისთვის იბრძვის?! განა მათ არ იციან, რომ მკვდარ შვილს ვეღარაფერი გაუცოცხლებთ, ერთი ცრემლიც კი, თანაგრძნობით რომ ჩნდება მოძალადის თვალში, ერთი ცრემლიც კი საკმარისია ზოგჯერ პატიებისთვის. მაგრამ ეს ერთი ცრემლი დიდი პროცესის შედეგია, რომელიც მოაქვს ფიქრს, გადაფასებას, აღიარებას და უბრალოდ შენში ადამიანის გაღვიძებას." - წერს ფსიქოლოგი "ფეისბუქში"