სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად... ეს განცხადება პრეზიდენტთან არ შემითანხმებია" - სააკაშვილის ექიმი
"იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად... ეს განცხადება პრეზიდენტთან არ შემითანხმებია" - სააკაშვილის ექიმი

მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რე­ფი­დინ­გის პრობ­ლე­მას თუ მო­ვუ­ა­რეთ, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბა. ამის გა­რან­ტი­ას მე გაძ­ლევთ, რომ არ იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი. მას სჭირ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის, თა­ვის ტვი­ნის, ღვიძ­ლის და ა.შ. ამი­ტომ მე შე­მო­მაქვს ასე­თი კი­თხვა - იქ­ნებ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ეს ადა­მი­ა­ნი, იმ­კურ­ნა­ლოს ნორ­მა­ლუ­რად,- ამის შე­სა­ხებ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის პი­რად­მა ექიმ­მა ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­რის ჰოს­პი­ტალ­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ის კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნას იზი­ა­რებს.

„კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი გა­მო­ვიდ­ნენ და უკვე გი­თხრეს მისი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ვე­თან­ხმე­ბი მათ დას­კვნებს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თვი­თონ პრე­ზი­დენ­ტი სუს­ტად არის, მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და წნე­ვის პრობ­ლე­მე­ბი. ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მოხ­და დი­ლას ბად­რაგ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ მის­ცეს ფან­ჯრის გახ­სნის უფ­ლე­ბა და აშ. ეს მოგ­ვარ­და, მაგ­რამ მა­ინც, რა­ღაც, ეს სი­ტუ­ა­ცია გრძელ­დე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ დღეს, მის ნევ­რო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ სან­დრო ცის­კა­რი­ძემ უკვე მო­გახ­სე­ნათ და ალ­ბათ, შემ­დეგ დღე­ებ­ში შევ­ხე­დავთ რო­გორ იქ­ნე­ბა საქ­მე. რაც შე­ე­ხე­ბა კვე­ბას, უკვე და­ი­წყო კვე­ბა, ეს პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად წა­ვი­და, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ გე­ტყვით, არა­ვინ იცის რა მოხ­დე­ბა, რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბის ქვეშ უნდა იყოს ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი“.- აცხა­დებს ყიფ­ში­ძე,

მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტი დიდ მად­ლო­ბას უხ­დის სა­ა­ვად­მყო­ფოს და ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა მისი სტა­ფი.

„კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს თავს, მაგ­რამ მე მინ­და აგიხ­სნათ ორი სი­ტყვით, მე რას ვფიქ­რობ. ჩემი აზ­რით, მკურ­ნა­ლო­ბა ასეთ პი­რო­ბებ­ში, ეს იქ­ნე­ბა გო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო, ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფო და ა.შ. შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე­თი ავად­მყო­ფის­თვის. მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია საკ­მა­ოდ ხან­გრძლი­ვი უნდა იყოს. მე ვერ გე­ტყვით, რამ­დე­ნი ხანი იქ­ნე­ბა ეს - ერთი თვე, ორი თვე, სამი, თვე ოთხი თვე - მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია უნდა გაგ­რძელ­დეს საკ­მაო ხანი. ამი­ტომ, ჩემი გულ­წრფე­ლი აზ­რია, რო­გორც ექი­მის, შე­იძ­ლე­ბა კო­ლე­გე­ბი არ და­მე­თან­ხმონ, შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბა არ და­მე­თან­ხმოს, მაგ­რამ მე რომ შე­მეძ­ლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ასეთ ადა­მი­ანს მკურ­ნა­ლო­ბის უფ­ლე­ბას მივ­ცემ­დი ამ ცი­ხე­ე­ბის გა­რეთ“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა­ზე არ სა­უბ­რობს.

მისი თქმით, გუ­ლის­ხმობს თა­ვი­სუფ­ლად მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

„თა­ვი­სუფ­ლად მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნიშ­ნავს მკურ­ნა­ლო­ბას არა ცი­ხე­ებ­ში, არა ბად­რა­გის თან­ხლე­ბით, დას­წრე­ბით და ა.შ. არის რა­ღაც გზე­ბი, ალ­ბათ იუ­რის­ტებ­მა უფრო იცი­ან ამის შე­სა­ხებ. მე არ ვარ იუ­რის­ტი და არც პო­ლი­ტი­კუ­რად ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი არ ვარ. არას­დროს ვყო­ფილ­ვარ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი. ეს ჩემი გულ­წრფე­ლი აზ­რია. შე­იძ­ლე­ბა ეს ვინ­მეს მო­ე­წო­ნოს ან არ მო­ე­წო­ნოს. ეს გან­ცხა­დე­ბა, რა­საც მე ვა­კე­თებ პრე­ზი­დენ­ტთან არ შე­მი­თან­ხმე­ბია, შე­იძ­ლე­ბა გა­მიბ­რაზ­დეს კი­დეც, მაგ­რამ გე­ტყვით, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ასე გაგ­რძე­ლე­ბა, რამ­დე­ნი ხანი უნდა ვიტ­რი­ა­ლოთ ერთ წრე­ზე. უნდა მის­ცე ადა­მი­ანს სა­შუ­ა­ლე­ბა თვი­თონ გა­და­წყვი­ტოს სად იმ­კურ­ნა­ლოს, ვის­თან იმ­კურ­ნა­ლოს, რო­გორ იმ­კურ­ნა­ლოს და თა­ვი­სუფ­ლად იმ­კურ­ნა­ლოს. ხომ შე­იძ­ლე­ბა ეს გა­და­ვად­დეს, არ ვიცი იუ­რი­დი­უ­ლი სა­კი­თხე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და ყიფ­ში­ძემ.

კი­თხვა­ზე, ითხოვს თუ არა მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ამ­დე პა­ტიმ­რო­ბის გა­და­ვა­დე­ბას, ექი­მი ასე პა­სუ­ხობს- „კი, ბა­ტო­ნო“.

„იმი­ტომ, რომ და­მი­ჯე­რეთ, ეს არ დამ­თავ­რდე­ბა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში. თუ გინ­და ჩა­მო­ვიყ­ვა­ნოთ ექი­მე­ბი სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან, კი­დევ ათი კონ­სი­ლი­უ­მი დავ­ნიშ­ნოთ, და­მი­ჯე­რეთ ასე იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.

მისი თქმით, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობს, „მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ რე­ფი­დინ­გის პრობ­ლე­მას თუ მო­ვუ­ა­რეთ, მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯან­მრთე­ლი იქ­ნე­ბა. ამის გა­რან­ტი­ას მე გაძ­ლევთ, რომ არ იქ­ნე­ბა ჯან­მრთე­ლი. მას სჭირ­დე­ბა ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნო­ე­ბის- თა­ვის ტვი­ნის, ღვიძ­ლის და ა.შ. ამი­ტომ, მე შე­მო­მაქვს ასე­თი კი­თხვა - იქ­ნებ გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოთ ეს ადა­მი­ა­ნი, იმ­კურ­ნა­ლოს ნორ­მა­ლუ­რად“, - გა­ნა­ცხა­და ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დგ
0

მარიონეტი

გიორგი
0

ნიკუშ, ეგ ადამიანი დაბადებიდან თავისუფალია, მაგრამ იმაში კი გეთანხმები რომ კვალიფიციურ ფსიქიატრთა ბრიგადა უნდა აკვირდებოდეს 24 საათი. ფრიად საინტერესო ეგზემპლიარია ეგ ჩვენი მესამე...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად... ეს განცხადება პრეზიდენტთან არ შემითანხმებია" - სააკაშვილის ექიმი

"იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად... ეს განცხადება პრეზიდენტთან არ შემითანხმებია" - სააკაშვილის ექიმი

მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების, თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად,- ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებს გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, ის კონსილიუმის დასკვნას იზიარებს.

„კონსილიუმის წევრები გამოვიდნენ და უკვე გითხრეს მისი მდგომარეობის შესახებ. ვეთანხმები მათ დასკვნებს. რასაკვირველია, თვითონ პრეზიდენტი სუსტად არის, მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა წნევის პრობლემები. ასევე, გარკვეული პრობლემები მოხდა დილას ბადრაგთან დაკავშირებით. არ მისცეს ფანჯრის გახსნის უფლება და აშ. ეს მოგვარდა, მაგრამ მაინც, რაღაც, ეს სიტუაცია გრძელდება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ დღეს, მის ნევროლოგიურ მდგომარეობას. ამის შესახებ სანდრო ცისკარიძემ უკვე მოგახსენათ და ალბათ, შემდეგ დღეებში შევხედავთ როგორ იქნება საქმე. რაც შეეხება კვებას, უკვე დაიწყო კვება, ეს პროცესი ნორმალურად წავიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეტყვით, არავინ იცის რა მოხდება, როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს ჩვენი პრეზიდენტი“.- აცხადებს ყიფშიძე,

მისი თქმით, პრეზიდენტი დიდ მადლობას უხდის საავადმყოფოს და ძალიან მოეწონა მისი სტაფი.

„კომფორტულად გრძნობს თავს, მაგრამ მე მინდა აგიხსნათ ორი სიტყვით, მე რას ვფიქრობ. ჩემი აზრით, მკურნალობა ასეთ პირობებში, ეს იქნება გორის საავადმყოფო, ციხის საავადმყოფო და ა.შ. შეუძლებელია ასეთი ავადმყოფისთვის. მისი რეაბილიტაცია საკმაოდ ხანგრძლივი უნდა იყოს. მე ვერ გეტყვით, რამდენი ხანი იქნება ეს - ერთი თვე, ორი თვე, სამი, თვე ოთხი თვე - მის რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს საკმაო ხანი. ამიტომ, ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის, შეიძლება კოლეგები არ დამეთანხმონ, შეიძლება საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ შემეძლოს გადაწყვეტილების მიღება ასეთ ადამიანს მკურნალობის უფლებას მივცემდი ამ ციხეების გარეთ“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ და აღნიშნა, რომ საზღვარგარეთ მკურნალობაზე არ საუბრობს.

მისი თქმით, გულისხმობს თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობას.

„თავისუფლად მკურნალობის შესაძლებლობა ნიშნავს მკურნალობას არა ციხეებში, არა ბადრაგის თანხლებით, დასწრებით და ა.შ. არის რაღაც გზები, ალბათ იურისტებმა უფრო იციან ამის შესახებ. მე არ ვარ იურისტი და არც პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანი არ ვარ. არასდროს ვყოფილვარ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. ეს ჩემი გულწრფელი აზრია. შეიძლება ეს ვინმეს მოეწონოს ან არ მოეწონოს. ეს განცხადება, რასაც მე ვაკეთებ პრეზიდენტთან არ შემითანხმებია, შეიძლება გამიბრაზდეს კიდეც, მაგრამ გეტყვით, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელება, რამდენი ხანი უნდა ვიტრიალოთ ერთ წრეზე. უნდა მისცე ადამიანს საშუალება თვითონ გადაწყვიტოს სად იმკურნალოს, ვისთან იმკურნალოს, როგორ იმკურნალოს და თავისუფლად იმკურნალოს. ხომ შეიძლება ეს გადავადდეს, არ ვიცი იურიდიული საკითხები“, - განაცხადა ყიფშიძემ.

კითხვაზე, ითხოვს თუ არა მის რეაბილიტაციამდე პატიმრობის გადავადებას, ექიმი ასე პასუხობს- „კი, ბატონო“.

„იმიტომ, რომ დამიჯერეთ, ეს არ დამთავრდება არავითარ შემთხვევაში. თუ გინდა ჩამოვიყვანოთ ექიმები საზღვარგარეთიდან, კიდევ ათი კონსილიუმი დავნიშნოთ, დამიჯერეთ ასე იქნება“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მისი თქმით, მკურნალობის პროცესი კარგად მიმდინარეობს, „მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეფიდინგის პრობლემას თუ მოვუარეთ, მიშა სააკაშვილი ჯანმრთელი იქნება. ამის გარანტიას მე გაძლევთ, რომ არ იქნება ჯანმრთელი. მას სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია სხვადასხვა ორგანოების- თავის ტვინის, ღვიძლის და ა.შ. ამიტომ, მე შემომაქვს ასეთი კითხვა - იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.