ავსტრიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ორშაბათიდან საყოველთაო "ლოქდაუნი“ დაწესდება. შესაბამისი განცხადება ქვეყნის კანცლერმა ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა.
მისი თქმით, შეზღუდვა, მაქსიმუმ 20 დღეს გაგრძელდება, თუმცა 10 დღის შემდეგ სიტუაციის შეფასება მოხდება.
"ლოქდაუნის“ დროს მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილების დატოვების უფლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში ექნებათ, როგორიცაა სამსახურში და აუცილებელი მოხმარების პროდუქციის შესაძენად წასვლა და ვარჯიში.
ამასთან, ავსტრიაში მომავალი წლის 1-ელი თებერვლიდან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. კანცლერმა ის ადამიანები, რომლებიც ვაქცინაციაზე უარს აცხადებენ, "ჯანდაცვის სისტემაზე თავდასხმაში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ვაქცინაცია პანდემიიდან "გასასვლელი ბილეთია“.
შეგახსენებთ, ავსტრიაში რამდენიმე დღის წინ "ლოქდაუნი“ მხოლოდ არავაქცინირებული პირებისთვის დაწესდა.
22 ნოემბრიდან ლოქდაუნია ავსტრიაში აცრილისთვისაც და აუცრელისთვისაც. 1 თებერვლიდან ჯერ არაა გადაწყვეტილება მიღებული სავალდებულო აცრაზე.
ჩვენც გამოვაცხადოთ ლოქდაუნი, სახლიდან გასვლა, მხოლოდ აფთიაქში, მაღაზიაში, რესტორანში, კინოში, თეატრში, სავარჯიშოდ, მიტინგებზე ,საყვარელთან, საგრიალოდ შეიძლებოდეს. ვაქცინაცია იმან ჩაიტაროს ვისაც საკუთარი მჩხიბავი ეტყვის.