კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი კობახიძის განცხადება წარმოადგენს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობას" - ომბუდსმენი
"ირაკლი კობახიძის განცხადება წარმოადგენს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობას" - ომბუდსმენი

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც ის სა­უბ­რობს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის და მის მიერ მოწ­ვე­უ­ლი ექი­მე­ბის შე­საძ­ლო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, აღ­ნიშ­ნუ­ლი რი­ტო­რი­კა სცილ­დე­ბა სა­მარ­თლებ­რივ ჩარ­ჩოს, წარ­მო­ად­გენს და­მო­უ­კი­დე­ბელ კონ­სტი­ტუ­ცი­ურ ორ­გა­ნო­ზე და მის ექ­სპერ­ტებ­ზე თავ­დას­ხმის, და­ში­ნე­ბის მცდე­ლო­ბას და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ეროვ­ნულ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს.

რო­გორც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რატ­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ, ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნი „სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­სა­ხებ“ ანი­ჭებს სა­ხალ­ხო დამ­ცველს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას მო­იწ­ვი­ოს ექ­სპერ­ტე­ბი და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი სა­ექ­სპერ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. სწო­რედ ეს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გა­მო­ი­ყე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა 2021 წლის 16 ნო­ემ­ბერს და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­ფა­სე­ბის მიზ­ნით მულ­ტიპრო­ფი­ლურ ექ­სპერტთა ჯგუ­ფი შექ­მნა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ მპგ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ყო­ველ­გვა­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე ცდი­ლობს ისა­უბ­როს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის „შე­საძ­ლო სა­მო­მავ­ლო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ზე“ გარ­კვე­უ­ლი აბ­სტრაქ­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბით. აღ­ნიშ­ნუ­ლი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე/ექ­სპერ­ტებ­ზე ზე­წო­ლის მცდე­ლო­ბას მათი პრო­ფე­სი­უ­ლი ნიშ­ნით გა­მოთ­ქმუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო, რო­მე­ლიც ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო პრინ­ცი­პებს.

„მო­ვუ­წო­დებთ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის, ევ­რო­პის საბ­ჭოს, ეუთო/ოდი­რის, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბულ დიპ­ლო­მა­ტი­ურ მი­სი­ებ­სა და ომ­ბუდს გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს, შე­ის­წავ­ლონ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტი და თა­ვი­ან­თი მან­და­ტის ფარ­გლებ­ში შე­სა­ბა­მი­სი შე­ფა­სე­ბა მის­ცენ მას. პა­რი­ზის პრინ­ცი­პე­ბი­სა და ვე­ნე­ცი­ის პრინ­ცი­პე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველს ექ­მნე­ბა დაბ­რკო­ლე­ბე­ბი მისი მან­და­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას და არ­სე­ბობს რის­კი, სა­მო­მავ­ლოდ ექ­სპერ­ტებ­მა უარი გა­ნა­ცხა­დონ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე.

კი­დევ ერთხელ გვსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დოთ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ი­თა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, რომ­ლებ­მაც მო­ა­ხერ­ხეს შემ­ჭიდ­რო­ვე­ბულ ვა­დებ­ში შე­ფა­სე­ბის მომ­ზა­დე­ბა ასე­ვე მო­ვუ­წო­დებთ შე­სა­ბა­მის პრო­ფე­სი­ულ გა­ერ­თი­ა­ნე­ბებს მათი მხარ­და­ჭე­რის­კენ“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბი­სათ­ვის, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ის, რაც სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნილ­მა კონ­სი­ლი­უმ­მა გა­ა­კე­თა, „ფე­ი­კია".

„წა­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ ამ „ფე­იკ­დას­კვნას" გაგ­რძე­ლე­ბა მოჰ­ყვა, რაც არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა და ამას ის სცე­ნა­რი მოჰ­ყვა, რი­სიც გვე­ში­ნია - ამ შემ­თხვე­ვა­ში, ეს მო­რი­გი "ფე­ი­კი" ისე­თი რამ ხდე­ბა, რა­საც შე­იძ­ლე­ბა მათ შო­რის ომ­ბუდსმე­ნი­სა და კონ­კრე­ტუ­ლი ექი­მე­ბის პირ­და­პი­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მოჰ­ყვეს“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mimi
1

dzalian kargadac azrovnebs da martalia kobaxidze shens mimart shesacvleli xar zustad da ar unda mnushaobde saxalxo damcvelad

მამუკა
1

ისე ვინმეს თუ გახსოვთ ამათ 2003-12 წლებში რომ მართლა დაეცვათ იმ რეჟიმის მიერ დაზარალებული ხალხის უფლებები? მე მაგალითად არ მახსენდება. ეს ორგანიზაცია ნაციონალების დამცველი უფროა ვიდრე ზოგადად ადამიანის უფლებების

sponsored by ContentRoom
ავტორი:

"ირაკლი კობახიძის განცხადება წარმოადგენს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობას" - ომბუდსმენი

"ირაკლი კობახიძის განცხადება წარმოადგენს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე ზეწოლის მცდელობას" - ომბუდსმენი

საქართველოს სახალხო დამცველი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის საუბრობს სახალხო დამცველის და მის მიერ მოწვეული ექიმების შესაძლო პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით.

როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული რიტორიკა სცილდება სამართლებრივ ჩარჩოს, წარმოადგენს დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ორგანოზე და მის ექსპერტებზე თავდასხმის, დაშინების მცდელობას და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს.

როგორც სახალხო დამცველის აპარატში აღნიშნავენ, ორგანული კანონი „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ანიჭებს სახალხო დამცველს უფლებამოსილებას მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები საექსპერტო საქმიანობის შესასრულებლად. სწორედ ეს უფლებამოსილება გამოიყენა საქართველოს სახალხო დამცველმა 2021 წლის 16 ნოემბერს და მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა. აღნიშნულის შემდეგ მპგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ცდილობს ისაუბროს სახალხო დამცველისა და ექსპერტების „შესაძლო სამომავლო პასუხისმგებლობაზე“ გარკვეული აბსტრაქტული მიზეზებით. აღნიშნული წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებზე/ექსპერტებზე ზეწოლის მცდელობას მათი პროფესიული ნიშნით გამოთქმული მოსაზრებების გამო, რომელიც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე საერთაშორისო პრინციპებს.

„მოვუწოდებთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, ეუთო/ოდირის, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და ომბუდს გაერთიანებებს, შეისწავლონ აღნიშნული ფაქტი და თავიანთი მანდატის ფარგლებში შესაბამისი შეფასება მისცენ მას. პარიზის პრინციპებისა და ვენეციის პრინციპების საწინააღმდეგოდ, საქართველოს სახალხო დამცველს ექმნება დაბრკოლებები მისი მანდატის განხორციელებისას და არსებობს რისკი, სამომავლოდ ექსპერტებმა უარი განაცხადონ სახალხო დამცველთან თანამშრომლობაზე.

კიდევ ერთხელ გვსურს მადლობა გადავუხადოთ კვალიფიკაციითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეული სამედიცინო დარგის სპეციალისტებს, რომლებმაც მოახერხეს შემჭიდროვებულ ვადებში შეფასების მომზადება ასევე მოვუწოდებთ შესაბამის პროფესიულ გაერთიანებებს მათი მხარდაჭერისკენ“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისათვის, „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ის, რაც სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა გააკეთა, „ფეიკია".

„წამოვიდგინოთ, რომ ამ „ფეიკდასკვნას" გაგრძელება მოჰყვა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და ამას ის სცენარი მოჰყვა, რისიც გვეშინია - ამ შემთხვევაში, ეს მორიგი "ფეიკი" ისეთი რამ ხდება, რასაც შეიძლება მათ შორის ომბუდსმენისა და კონკრეტული ექიმების პირდაპირი პასუხისმგებლობა მოჰყვეს“, - განაცხადა კობახიძემ.