საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
სამართალი
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს დიდი პაუზა სჭირდება, რომ ისაუბროს, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს... გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში" - ხატია დეკანოიძე
"სააკაშვილს დიდი პაუზა სჭირდება, რომ ისაუბროს, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს... გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში" - ხატია დეკანოიძე

"მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი წო­ნას­წო­რო­ბის დაც­ვის, მე­ტყვე­ლე­ბის, კრი­ტი­კულს მიღ­მაა. დიდი პა­უ­ზა სჭირ­დე­ბა, რომ ისა­უბ­როს, ვერ და­დის, წო­ნას­წო­რო­ბას ვერ იცავს, და­ვეყ­რდნოთ ექი­მებს და გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში - არ მეს­მის, სად და­კარ­გეს ადა­მი­ა­ნო­ბა" - ამის შე­სა­ხებ “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” წევ­რმა ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტებს პარ­ლა­მენ­ტში გა­ნუ­ცხა­და, სა­დაც მო­შიმ­ში­ლე დე­პუ­ტა­ტე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ამას­თან, დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, გა­და­სარ­ჩე­ნია რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი, ისე ელე­ნე ხოშ­ტა­რია.

"ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრიც შეხ­ვდეს ამ კონ­სი­ლი­უმს. ეს ადა­მი­ა­ნი და ელე­ნე ხოშ­ტა­რია არი­ან გა­და­სარ­ჩე­ნე­ბი. არ მეს­მის, სად და­კარ­გეს ადა­მი­ა­ნო­ბა. ელე­ნე ხოშ­ტა­რია უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლეს და ნა­ხეს, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. ძა­ლი­ან სუს­ტა­დაა, აქვს სპაზ­მე­ბი. მარ­თლა არ მეს­მის, რას და­ვე­ლო­დოთ, გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სიკ­ვდი­ლის ქრო­ნი­კას, რო­გორ მოკ­ვდე­ბა ორი ადა­მი­ა­ნი? არ­სე­ბობს დას­კვნა და და­ეყ­რდნონ ამ დას­კვნას”,- გა­ნა­ცხა­და ხა­ტია დე­კა­ნო­ი­ძემ.

გარ­და ამი­სა, დე­კა­ნო­ი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რია და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ისაა, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­იყ­ვა­ნონ.

“სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის კონ­სი­ლი­უ­მის მიერ და­დე­ბუ­ლი დას­კვნა მა­ღალპრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რია და შე­ე­სა­ბა­მე­ბა იმ სი­ნამ­დვი­ლეს, მძი­მე რე­ა­ლო­ბას, რო­მელ­შიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია. და­წყე­ბუ­ლი იქი­დან, რომ ის კლი­ნი­კა, რო­მელ­ზეც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტან­დარ­ტებს, ვი­ნა­ი­დან კლი­ნი­კა რამ­დე­ნი­მე დღის გახ­სნი­ლია და გუნ­დიც არაა ერ­თმა­ნეთ­თან შე­თა­მა­შე­ბუ­ლი. ამას­თან, მისი კრი­ტი­კუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე უახ­ლოვ­დე­ბა იმ ზღვარს, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მკურ­ნა­ლო­ბამ შე­დე­გი ვერ გა­მო­ი­ღოს. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ამი­ტომ, ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი, რაც არ უნდა სხვა ქვე­ტექ­სტი და­უ­დონ ამ დას­კვნას, ის არის, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­საყ­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში, რო­მე­ლიც მის ინ­ტენ­სი­ურ თე­რა­პი­ას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მე მინ­და გი­თხრათ, რომ რო­გორც მისი მდგო­მა­რე­ო­ბის თვითმხილ­ვე­ლი, მისი რე­სურ­სი იწუ­რე­ბა. სა­უ­ბა­რია ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე. რო­დე­საც ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ ეს სა­კი­თხი პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექ­სტში არ გან­ვი­ხი­ლოთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სცდე­ბა პო­ლი­ტი­კურ კონ­ტექსტს. პირ­ველ რიგ­ში, უნდა ვენ­დოთ ექი­მე­ბის დას­კვნას, რომ­ლე­ბიც მის ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას აღ­ნიშ­ნა­ვენ. იგი გა­და­საყ­ვა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში”,- გა­ნა­ცხა­და დე­კა­ნო­ი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მიერ შექ­მნი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტთა/ექ­სპერტთა ჯგუ­ფი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გებ­ზე დას­კვნას აქ­ვეყ­ნებს.

დას­კვნის თა­ნახ­მად, პა­ცი­ენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბის კრი­ტი­კუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ფუნ­ქცი­უ­რად გა­მარ­თულ და დიდი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე პო­ლიპრო­ფი­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში კერ­ძოდ ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, რის პი­რო­ბებ­საც მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის კლი­ნი­კა არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იიიიი
0

ჩემო ხატია მბრძანებელს უჭირს(ცენტრალურ ნერვულ სისტემას).

სწორია
1

წონასწორობას ანუ ბალანსს ეგ ვერასდროს ვერიცავდა .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სააკაშვილს დიდი პაუზა სჭირდება, რომ ისაუბროს, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს... გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში" - ხატია დეკანოიძე

"სააკაშვილს დიდი პაუზა სჭირდება, რომ ისაუბროს, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს... გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში" - ხატია დეკანოიძე

"მისი შესაძლებლობები წონასწორობის დაცვის, მეტყველების, კრიტიკულს მიღმაა. დიდი პაუზა სჭირდება, რომ ისაუბროს, ვერ დადის, წონასწორობას ვერ იცავს, დავეყრდნოთ ექიმებს და გადავიყვანოთ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში - არ მესმის, სად დაკარგეს ადამიანობა" - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც მოშიმშილე დეპუტატები მოინახულა.

ამასთან, დეკანოიძის განცხადებით, გადასარჩენია როგორც მიხეილ სააკაშვილი, ისე ელენე ხოშტარია.

"ჯანდაცვის მინისტრიც შეხვდეს ამ კონსილიუმს. ეს ადამიანი და ელენე ხოშტარია არიან გადასარჩენები. არ მესმის, სად დაკარგეს ადამიანობა. ელენე ხოშტარია უმრავლესობის წევრებმა მოინახულეს და ნახეს, რა მდგომარეობაშია. ძალიან სუსტადაა, აქვს სპაზმები. მართლა არ მესმის, რას დაველოდოთ, გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, როგორ მოკვდება ორი ადამიანი? არსებობს დასკვნა და დაეყრდნონ ამ დასკვნას”,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

გარდა ამისა, დეკანოიძის განცხადებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა მაღალპროფესიონალურია და სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ისაა, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანონ.

“სახალხო დამცველის კონსილიუმის მიერ დადებული დასკვნა მაღალპროფესიონალურია და შეესაბამება იმ სინამდვილეს, მძიმე რეალობას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილია. დაწყებული იქიდან, რომ ის კლინიკა, რომელზეც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, არ შეესაბამება სტანდარტებს, ვინაიდან კლინიკა რამდენიმე დღის გახსნილია და გუნდიც არაა ერთმანეთთან შეთამაშებული. ამასთან, მისი კრიტიკული მდგომარეობა უკვე უახლოვდება იმ ზღვარს, როდესაც შესაძლებელია, რომ მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი, რაც არ უნდა სხვა ქვეტექსტი დაუდონ ამ დასკვნას, ის არის, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადასაყვანია სამოქალაქო კლინიკაში, რომელიც მის ინტენსიურ თერაპიას უზრუნველყოფს. მე მინდა გითხრათ, რომ როგორც მისი მდგომარეობის თვითმხილველი, მისი რესურსი იწურება. საუბარია ადამიანის სიცოცხლეზე. როდესაც ჩვენი ოპონენტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ კონტექსტში არ განვიხილოთ, ეს ყველაფერი სცდება პოლიტიკურ კონტექსტს. პირველ რიგში, უნდა ვენდოთ ექიმების დასკვნას, რომლებიც მის ძალიან მძიმე მდგომარეობას აღნიშნავენ. იგი გადასაყვანია სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში”,- განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებზე დასკვნას აქვეყნებს.

დასკვნის თანახმად, პაციენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულობიდან გამომდინარე, მისი მკურნალობის გაგრძელება დაუყოვნებლივ რეკომენდებულია ფუნქციურად გამართულ და დიდი გამოცდილების მქონე პოლიპროფილურ ჰოსპიტალში კერძოდ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რის პირობებსაც მე-18 დაწესებულების კლინიკა არ აკმაყოფილებს.