სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ადამიანების წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ექიმების ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე
"ადამიანების წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ექიმების ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე

"სულ ახ­ლა­ხანს ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მა იყო, აჭ­მევ­დნენ თუ არა და­კა­ვე­ბულს სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბას და გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ თუ არა მას, დღეს კი იმა­ზე მსჯე­ლო­ბენ, ჰყავს თუ არა ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ერ­თმა­ნეთ­თან შე­თა­მა­შე­ბუ­ლი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი შიმ­ში­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით" - აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ფრაქ­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ გა­ა­კე­თა.

მდი­ნა­რა­ძის თქმით, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი კად­რე­ბი ადას­ტუ­რებს იმას, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გად იცის, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს ადა­მი­ა­ნებს აწა­მებ­დნენ, ცემ­დნენ, აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბებს აჭ­მევ­დნენ.

“ნა­ცებს“ რომ ჰკი­თხო, ქვე­ყა­ნა გა­ჩე­რე­ბუ­ლია და არ ვი­თარ­დე­ბა, ხოლო ადა­მი­ა­ნე­ბის ცე­მი­დან, წა­მე­ბი­დან და სა­კუ­თა­რი ჩვე­ნე­ბის ძა­ლით ჭა­მი­დან იქამ­დე მი­ვე­დით, რომ დღეს გან­ხილ­ვი­სა და მსჯე­ლო­ბის სა­გა­ნია, ჰყავს თუ არა ცი­ხის სა­ა­ვად­მყო­ფოს ერ­თმა­ნეთ­თან შე­თა­მა­შე­ბუ­ლი ექი­მე­ბის ჯგუ­ფი შიმ­ში­ლო­ბის პრო­ტო­კოლ­თან და­კავ­ში­რე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ პა­ტიმ­რის წა­მე­ბის ფაქ­ტზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძე (მეტ­სა­ხე­ლად "ქი­ლე­რა") ბრალ­დე­ბუ­ლად პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცა.

რო­გორც პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში აცხა­დე­ბენ, საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2011 წლის მა­ის­ში, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მე-8 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის ფაქ­ტზე და­კა­ვე­ბულ პირს, მე­გის ქარ­და­ვამ და ალექ­სან­დრე მუ­ხა­ძემ მოს­თხო­ვეს არარ­სე­ბულ ტე­რო­რის­ტულ აქ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აღი­ა­რე­ბა, ასე­ვე ამ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში თით­ქოს­და მო­ნა­წი­ლე სხვა პი­რებ­ზე ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, და­ე­მუქრნენ გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით. ასე­ვე, საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნულ პირს, ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა, და­კა­ვე­ბის სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად ჩა­უ­დეს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დო მაჟორი
5

საკმარისია დემაგოგია!

Simartle
8

ამის სიფათის დანახვაზე სულ პავლიკა მოროზოვის სურათი მახსენდება.ეს რა გარეწრების ჯგუფი შეიკრიბა მამამარჩენალმა მილიარდერმა? ესენი ყველაფერზე წამსვლელი და ყველაფერზე ხელისმომწერი ახალგაზრდა კომკავშირლები არიან.ზუსტად ასეთი ხალხი ასულდგმულებდა სტალინის რეჟიმს, ზუსტად ასეთები წერდნენ "დანოსებს" და ისხდნენ"ტროიკაში".

ამაზრზენია ამათი დანახვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ადამიანების წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ექიმების ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე

"ადამიანების წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ექიმების ჯგუფი" - მამუკა მდინარაძე

"სულ ახლახანს ქვეყანაში პრობლემა იყო, აჭმევდნენ თუ არა დაკავებულს საკუთარ ჩვენებას და გააუპატიურებდნენ თუ არა მას, დღეს კი იმაზე მსჯელობენ, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით" - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის თქმით, მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებული კადრები ადასტურებს იმას, რაც საზოგადოებამ კარგად იცის, რომ წინა ხელისუფლების დროს ადამიანებს აწამებდნენ, ცემდნენ, აუპატიურებდნენ და საკუთარ ჩვენებებს აჭმევდნენ.

“ნაცებს“ რომ ჰკითხო, ქვეყანა გაჩერებულია და არ ვითარდება, ხოლო ადამიანების ცემიდან, წამებიდან და საკუთარი ჩვენების ძალით ჭამიდან იქამდე მივედით, რომ დღეს განხილვისა და მსჯელობის საგანია, ჰყავს თუ არა ციხის საავადმყოფოს ერთმანეთთან შეთამაშებული ექიმების ჯგუფი შიმშილობის პროტოკოლთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ მოსთხოვეს არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება, ასევე ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში თითქოსდა მონაწილე სხვა პირებზე ჩვენების მიცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაემუქრნენ გაუპატიურებით. ასევე, საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.