კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ ვიცი, ვინ არის ჩემი დონორი, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ..." - მოულოდნელად დასმული მძიმე დიაგნოზი და დიდი ბრძოლით დამარცხებული სენი
"არ ვიცი, ვინ არის ჩემი დონორი, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ..." - მოულოდნელად დასმული მძიმე დიაგნოზი და დიდი ბრძოლით დამარცხებული სენი

მიმ­დი­ნა­რე წლის მა­ის­ში, ambebi.ge წერ­და, რომ კლი­ნი­კა­ში პრო­ფი­ლაქ­ტი­კურ კვლე­ვებ­ზე მი­სულ გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვილს მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლე­ი­კე­მი­ის მწვა­ვე ფორ­მა და­უდ­გინ­და. ის იმ პე­რი­ოდ­ში მკურ­ნა­ლო­ბის კურსს თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში იწყებ­და. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პლატ­ფორ­მის, "სექ­ტო­რი 3"-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლი­სა და გამ­გე­ო­ბის წევ­რის და­სახ­მა­რებ­ლად მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი და უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ. მა­ტე­რი­ა­ლუ­რი დახ­მა­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მას ყვე­ლა ამ­ხნე­ვებ­და და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­და. მკურ­ნა­ლო­ბის ინ­ტენ­სი­ურ­მა კურ­სმა, რო­მე­ლიც 6 თვე გრძელ­დე­ბო­და, სა­ბედ­ნი­ე­როდ, შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და გი­ორ­გიმ და­ა­ვა­დე­ბა დაძ­ლია.

ის გუ­შინ დი­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და. ახლა კი მის ცხოვ­რე­ბა­ში რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის და მო­ნი­ტო­რინ­გის მკაც­რი კურ­სი იწყე­ბა.

ambebi.ge გი­ორ­გი ფა­რე­შიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და, თურ­ქე­თის კლი­ნი­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი რთუ­ლი პე­რი­ო­დის და და­ა­ვა­დე­ბას­თან ბრძო­ლის ეტა­პებ­ზე გი­ორ­გი თა­ვად გვი­ამ­ბობს.

- მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გვერ­დით მედ­გა. მად­ლო­ბა უფალს, რომ ახლა სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, გე­სა­უბ­როთ და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ვი­ლა­პა­რა­კო გან­ვლილ მძი­მე დღე­ებ­ზე...

6 მა­ისს, გი­ორ­გო­ბას ლე­ი­კე­მია და­მიდ­გინ­და. 23 ნო­ემ­ბრის გი­ორ­გო­ბის­თვის კი უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და გან­კურ­ნე­ბუ­ლი.

არა­ნა­ი­რი სიმპტო­მი, მი­ზე­ზი არ მქონ­და, ჯან­მრთე­ლად ვი­ყა­ვი. კო­ვიდ­ზე უნდა ავცრი­ლი­ყა­ვი და რო­გორც რე­კო­მენ­და­ცია იყო, ამის­თვის ანა­ლი­ზე­ბი უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ანა­ლი­ზე­ბი რომ ჩა­ვი­ტა­რე, სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლიზ­ში ფორ­მუ­ლა ძა­ლი­ან არე­უ­ლი აღ­მოჩ­ნდა... სა­ქარ­თვე­ლო­ში ცნო­ბილ და სა­უ­კე­თე­სო ჰე­მა­ტო­ლოგ­თან წა­ვე­დი და მწვა­ვე მი­ე­ლო­ი­დუ­რი ლე­ი­კე­მია და­მიდ­გინ­და. რომ დავ­ფიქ­რდი, წინა პე­რი­ოდს ვიხ­სე­ნებ­დი და გა­მახ­სენ­და, რომ 2 კვი­რით ადრე ოდ­ნა­ვი სი­სუს­ტე მქონ­და, მაგ­რამ ეს მა­შინ იმით ავ­ხსე­ნი, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ფე­ხით ბევ­რს დავ­დი­ო­დი, ვმუ­შა­ობ­დი, გა­და­ვი­ღა­ლე, თან, გა­ზა­ფხუ­ლის პე­რი­ო­დია და ამის ბრა­ლია-მეთ­ქი.

რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფერ­ზე მი­ფიქ­რია, მათ შო­რის, კი­ბო­ზეც კი, ანუ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის კუ­თხით, ლე­ი­კე­მი­ის გარ­და, ყვე­ლა­ნა­ი­რი რის­კი და­მიშ­ვია. ამ და­ა­ვა­დე­ბას ვინ­მე თუ ახ­სე­ნებ­და, გო­ნე­ბა თით­ქოს ჩერ­დე­ბო­და, ამა­ზე არ ფიქ­რობ­და. ადრე ალე­ი­კე­მი­ის მქო­ნე ბავ­შვე­ბი მო­ვი­ნა­ხუ­ლე და ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე, მათი თვა­ლე­ბი არ მა­ვი­წყდე­ბო­და...

მკურ­ნალ ექიმ, პრო­ფე­სორ მუ­თ­ლუ არატ­თან ერ­თად

მოკ­ლედ, ექიმს ჩემი დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ცუ­დად არ მო­უ­წო­დე­ბია, არ შე­მა­ში­ნა (თვი­თონ ვთხო­ვე, ყვე­ლა­ფე­რი პირ­და­პირ ეთ­ქვა). მი­თხრა, რომ გან­კურ­ნე­ბა­დი იყო... შემ­დგო­მი ეტა­პი იმის გა­და­წყვე­ტა იყო, სად მემ­კურ­ნა­ლა - სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ სა­ზღვარ­გა­რეთ, ამ შემ­თხვე­ვა­ში, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა გა­ნი­ხი­ლე­ბო­და და სა­ბო­ლო­ოდ მას­ზე შევ­ჩერ­დით. პრობ­ლე­მა ის აღ­მოჩ­ნდა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში იქ დღე­სას­წა­უ­ლი აღი­ნიშ­ნე­ბო­და და ყვე­ლა ცნო­ბი­ლი კლი­ნი­კა და­კე­ტი­ლი იყო, ის­ვე­ნებ­დნენ. ამ მი­ზე­ზით კი ვერ შეძ­ლებ­დნენ ჩემ­თვის კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბას. არა­და, დრო არ ით­მენ­და. ამი­ტომ გა­და­წყდა, მკურ­ნა­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში დაგ­ვე­წყო. ის იყო, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას ვი­წყებ­დით და თურ­ქე­თის ერთ-ერ­თმა კლი­ნი­კამ სრუ­ლი მზად­ყოფ­ნა გა­მო­ა­ცხა­და, რომ პა­ცი­ენ­ტი სამ­კურ­ნა­ლოდ მი­ე­ღო. ამა­ში დიდი როლი ერთ-ერ­თმა ქარ­თველ­მა ქალ­ბა­ტონ­მა ითა­მა­შა და იქ ინ­ტენ­სი­უ­რი ქი­მი­ო­თე­რა­პია და­ი­წყო.

- და მთე­ლი 6 თვე, მა­ი­სის შემ­დეგ, სულ იქ იყა­ვით, ხომ?

- კი, არ და­მი­ტო­ვე­ბია ქვე­ყა­ნა. ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ, ექი­მის მო­თხოვ­ნა იყო და პრო­ტო­კო­ლი­თაც ასეა, იქ უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ორი კურ­სი ჩა­მი­ტარ­და და შემ­დგომ უკვე ძვლის ტვი­ნი გა­და­მი­ნერ­გეს.

- თურ­ქი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი რას გე­უბ­ნე­ბოდ­ნენ?

- ეს ისე­თი და­ა­ვა­დე­ბაა, რომ გა­რან­ტი­ას ვე­რა­ვინ იძ­ლე­ვა, რომ გა­ნი­კურ­ნე­ბი და გა­დარ­ჩე­ბი, მაგ­რამ სტა­ტის­ტი­კა ამ­ბობს, რომ ამ დი­აგ­ნო­ზით გა­დარ­ჩე­ნილ­თა რი­ცხვი ბევ­რად მე­ტია, ვიდ­რე ცუ­დად დას­რუ­ლე­ბუ­ლი ის­ტო­რი­ე­ბი. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი კომ­პლექ­სუ­რად ხდე­ბა და ამ დროს ბევ­რი რამ უნდა იყოს თან­ხვედ­რა­ში. 100%-იანი მო­წამ­ვლა მქონ­და, პირ­ვე­ლი ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ, ამ რი­ცხვმა 25%-მდე და­ი­წია. მე­ო­რე ქი­მი­ო­თე­რა­პი­ის შემ­დეგ კი, თით­ქმის გა­ნულ­და - 3%-მდე ჩა­მო­ვი­და. ამან ექი­მებს უკვე სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა, ძვლის ტვი­ნი გა­და­ე­ნერ­გათ. მათ აქვთ დო­ნო­რე­ბის ბან­კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს არ არ­სე­ბობს. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიცი, ვინ არის ჩემი დო­ნო­რი, რომ­ლის უზო­მოდ მად­ლი­ე­რიც ვარ. მან ეს უჯრე­დე­ბი ჩემ­თვის გა­ი­ღო...

- იქი­დან რა რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით გა­მო­გიშ­ვეს?

- საკ­მა­ოდ რთუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, რთუ­ლია მისი მკურ­ნა­ლო­ბა და პოსტპე­რი­ო­დიც მკაცრ კონ­ტროლს მო­ი­თხოვს. სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი რე­ჟი­მია და­სა­ცა­ვი, მით უფრო, კო­ვიდსი­ტუ­ა­ცი­ა­ში. ვი­საც ეს პრო­ცე­დუ­რე­ბი გავ­ლი­ლი აქვს, იმუ­ნი­ტე­ტი ძა­ლი­ან დაქ­ვე­ი­თე­ბუ­ლი აქვს. ამ დროს და­უშ­ვე­ბე­ლია რა­ი­მე ტი­პის ინ­ფექ­ცია შეგ­ხვდეს, - დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო.

- აცრა კო­ვიდ­ზე რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია?

- ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ით და ასე­ვე რო­გორც კა­ნონ­მორ­ჩი­ლი და აც­რე­ბის გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ჩა­მო­ვე­დი თუ არა, ავი­ცე­რი "ფა­ი­ზე­რის“ ვაქ­ცი­ნით.

- სა­ქარ­თვე­ლო­დან დიდი მხარ­და­ჭე­რა და გულ­შე­მატ­კივ­რო­ბა გქონ­დათ. გა­მორ­ჩე­უ­ლად აქ­ტი­უ­რობ­და თქვე­ნი მე­გო­ბა­რი ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვა. ვფიქ­რობ, ეს მხარ­და­ჭე­რა დიდი სტი­მუ­ლი იყო, რად­გან ამ­დე­ნი პო­ზი­ტი­უ­რი ენერ­გია თქვენ­კენ იყო მო­მარ­თუ­ლი...

- მინ­და, ქე­თე­ვან ჩა­ჩა­ვას მად­ლო­ბა ვუ­თხრა და ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მხარს მი­ჭერ­და და მგულ­შე­მატ­კივ­რობ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლია, მარ­ტომ და­ა­მარ­ცხო ეს მძი­მე და­ა­ვა­დე­ბა. ხალ­ხმა გა­მაძ­ლი­ე­რა. ისე­თი მხარ­და­ჭე­რა მა­ნა­ხეს, რომ უფ­ლე­ბაც არ მქონ­და, ამ ყვე­ლა­ფერს არ გავმკლა­ვე­ბო­დი. არ უნდა მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი, გავ­ტე­ხი­ლი­ყა­ვი... ვი­საც რო­გორ შე­ეძ­ლო, ფი­ნან­სუ­რად, მო­რა­ლუ­რად, ადა­მი­ა­ნუ­რად მეხ­მა­რე­ბო­და. მომ­ცეს შან­სი, რომ გა­ვაგ­რძე­ლო სი­ცო­ცხლე.

...მკურ­ნა­ლო­ბა საკ­მა­ოდ ძვი­რი ჯდე­ბა, კო­ლო­სა­ლუ­რი თან­ხებ­ზე გა­დის. სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­და, და­მეხ­მა­რა თბი­ლი­სის მე­რია, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო. თბი­ლი­სის მე­რი­ას აქვს მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ძვლის ტვი­ნის გა­და­ნერგვას შე­ე­ხე­ბა. სხვა ქა­ლა­ქებს ეს არ აქვთ, მხო­ლოდ თბი­ლის­ში ჩა­წე­რი­ლებ­ზე ვრცელ­დე­ბა, არა­და, არა­ვის და­ა­ჭირ­ვოს, მაგ­რამ სხვა ადა­მი­ა­ნებ­მა რა ქნან, ვინც აქ არ არის ჩა­წე­რი­ლი?! მი­ნი­მუმ 65-70 000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ხელ­მწი­ფომ ამას მხა­რი და­უ­ჭი­როს...

- ამ გან­საც­დელ­მა, რომ­ლის წი­ნა­შე მო­უ­ლოდ­ნე­ლად აღ­მოჩ­ნდით, რაზე და­გა­ფიქ­რათ?

- უფ­ლის ყო­ველ­თვის მწამ­და და ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი, ბო­რო­ტე­ბა არ მე­კე­თე­ბი­ნა, სიყ­ვა­რუ­ლით მოვ­ქცე­ო­დი ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ამ გან­საც­დე­ლის შემ­დეგ უფ­ლის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლი­ე­რი ვარ. ამ დროს მთა­ვა­რია, რომ არ გა­ბო­როტ­დე, რად­გან მა­ინც მო­დის ასე­თი ფიქ­რი - რა­ტომ და­მე­მარ­თა?! მივ­ხვდი, რომ სი­ცო­ცხლე, ადა­მი­ა­ნე­ბი და ადა­მი­ა­ნებ­მა ერ­თმა­ნე­თი სხვა­ნა­ი­რად უნდა და­ვა­ფა­სოთ, ვი­ყოთ მად­ლი­ე­რე­ბი, დავ­ფიქ­რდეთ ჩვენს გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებ­ზე, გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე. კი­დევ ერთხელ მივ­ხვდეთ, რომ არ ღირს არა­ფე­რი სი­ცო­ცხლის, სიყ­ვა­რუ­ლის გარ­და. დრო არ უნდა და­ი­კარ­გოს კინ­კლა­ო­ბა­ზე, კა­მათ­ზე, გა­უ­ტან­ლო­ბა­სა და ბოღ­მი­ა­ნო­ბა­ზე.

- არა­და, რო­გორც შე­ვი­ტყვეთ, ამ და­ა­ვა­დე­ბამ­დე აქ­ტი­უ­რი, მოძ­რა­ვი, საქ­მი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა გქონ­დათ...

- კი, ხში­რად დავფრი­ნავ­დი უცხო­ეთ­ში, კარ­გი სა­მე­გობ­რო მყავს, დას­ვე­ნე­ბა, სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რე­ბი, პრო­ექ­ტე­ბი, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი მქონ­და, არა­ნა­ი­რი მი­ზე­ზი არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამის­თვის, რაც და­მე­მარ­თა, მაგ­რამ ერთ დღე­საც ყვე­ლა­ფე­რი გა­დატ­რი­ალ­და.

...გან­სა­კუთ­რე­ბით იმ პა­ცი­ენ­ტებს, ვი­საც ეს და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­და, რომ­ლე­ბიც ახლა გან­საც­დელ­ში არი­ან, მთე­ლი გუ­ლით მინ­და, ვუ­თხრა, რომ მხნედ იყ­ვნენ. მათ ნე­ბის­ყო­ფა­ზე, შე­მარ­თე­ბა­ზე, მო­ტი­ვა­ცი­ა­ზე და რწმე­ნა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ყვე­ლა­ფე­რი. რწმე­ნა არ უნდა და­კარ­გონ. მე ღმერ­თი მეხ­მა­რე­ბო­და, უფა­ლი მაძ­ლევ­და ძა­ლას, რომ თუნ­დაც იმ გა­უ­საძ­ლი­სი ტკი­ვი­ლის­თვის გა­მეძ­ლო, რაც ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას ახა­სი­ა­თებს.

მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქთან ერ­თად

გარ­და ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი­სა, არის სტრე­სი, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად რთუ­ლია, მაგ­რამ მად­ლო­ბა მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს, ყოვ­ლა­დუ­წ­მინ­დეს ბარ­თლო­მე­ოსს, რო­მელ­მაც დიდი მა­მობ­რი­ვი ზრუნ­ვა გა­მო­ი­ჩი­ნა, ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი ადა­მი­ა­ნია, სი­ხა­რუ­ლით და სიყ­ვა­რუ­ლით შემ­ხვდა. სტამ­ბოლ­ში არის ქარ­თუ­ლი სამ­რევ­ლო, სა­დაც მამა ილია ჯინ­ჯო­ლა­ვა მოღ­ვა­წე­ობს, ის ჩემს სა­ნა­ხა­ვად სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მუდ­მი­ვად მო­დი­ო­და, მამ­ხნე­ვებ­და, მა­ზი­ა­რებ­და. ეს დიდი ნუ­გე­ში იყო... მისი დახ­მა­რე­ბით შევხდი მსოფ­ლიო პატ­რი­არ­ქს. მად­ლო­ბა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის წევ­რებს - მე­უ­ფე გრი­გოლს, ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლიტს, ორ­ჯერ ჩა­მობ­რძან­და, რომ გა­ვემხნე­ვე­ბი­ნე. მო­ძღვრე­ბი, სი­ნო­დის წევ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც მეხ­მი­ა­ნე­ბოდ­ნენ, მო­ნას­ტრებ­ში ჩემი ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის პა­რაკ­ლისს ატა­რებ­დნენ.

- ში­ნა­გა­ნად რომ არ გა­ტყდით, მხნე­ო­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ და სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცე, ეს ბევ­რის­თვის სა­მა­გა­ლი­თო უნდა იყოს.

- კი, ხომ ვამ­ბობ, იმე­დი არ უნდა და­კარ­გონ, რად­გა­ნაც აგერ ვარ ფაქ­ტი, მა­გა­ლი­თი, რომ ლე­ი­კე­მია არ არის გა­ნა­ჩე­ნი! უფრო ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცია სხვაგ­ვა­რად გან­ვი­თარ­და.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

დღეგრძელობას და ჯანმრთელობას გისურვებ გიორგი.გილოცავ მაია და გისურვებ გიორგის გამოჯანმრთელებას.

ნინო
1

დონორი საკმაოდ რთულ ოპერაციას იკეთებს სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად, ეს არის ნარკოზის ქვეშ, იღებენ დიდი რაოდენობით სითხეს, მთლად უსაფრთო არა, მაგრამ რა ბედნიერებაა რომ იცი, რომ სადღაც ვიღაცას გადაარჩენ.

ავტორი:

"არ ვიცი, ვინ არის ჩემი დონორი, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ..." - მოულოდნელად დასმული მძიმე დიაგნოზი და დიდი ბრძოლით დამარცხებული სენი

"არ ვიცი, ვინ არის ჩემი დონორი, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ..." - მოულოდნელად დასმული მძიმე დიაგნოზი და დიდი ბრძოლით დამარცხებული სენი

მიმდინარე წლის მაისში, ambebi.ge წერდა, რომ კლინიკაში პროფილაქტიკურ კვლევებზე მისულ გიორგი ფარეშიშვილს მოულოდნელად ლეიკემიის მწვავე ფორმა დაუდგინდა. ის იმ პერიოდში მკურნალობის კურსს თურქეთის კლინიკაში იწყებდა. საზოგადოებრივი პლატფორმის, "სექტორი 3"-ის თანადამფუძნებლისა და გამგეობის წევრის დასახმარებლად მეგობრები, ნაცნობები და უცნობი ადამიანები გაერთიანდნენ. მატერიალური დახმარების პარალელურად, მას ყველა ამხნევებდა და მხარდაჭერას უცხადებდა. მკურნალობის ინტენსიურმა კურსმა, რომელიც 6 თვე გრძელდებოდა, საბედნიეროდ, შედეგი გამოიღო და გიორგიმ დაავადება დაძლია.

ის გუშინ დილით საქართველოში დაბრუნდა. ახლა კი მის ცხოვრებაში რეაბილიტაციის და მონიტორინგის მკაცრი კურსი იწყება.

ambebi.ge გიორგი ფარეშიშვილს დაუკავშირდა, თურქეთის კლინიკაში გატარებული რთული პერიოდის და დაავადებასთან ბრძოლის ეტაპებზე გიორგი თავად გვიამბობს.

- მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მთელი ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგა. მადლობა უფალს, რომ ახლა საშუალება მაქვს, გესაუბროთ და გამარჯვების შემდეგ ვილაპარაკო განვლილ მძიმე დღეებზე...

6 მაისს, გიორგობას ლეიკემია დამიდგინდა. 23 ნოემბრის გიორგობისთვის კი უკვე საქართველოში ვარ და განკურნებული.

არანაირი სიმპტომი, მიზეზი არ მქონდა, ჯანმრთელად ვიყავი. კოვიდზე უნდა ავცრილიყავი და როგორც რეკომენდაცია იყო, ამისთვის ანალიზები უნდა გამეკეთებინა. ანალიზები რომ ჩავიტარე, სისხლის საერთო ანალიზში ფორმულა ძალიან არეული აღმოჩნდა... საქართველოში ცნობილ და საუკეთესო ჰემატოლოგთან წავედი და მწვავე მიელოიდური ლეიკემია დამიდგინდა. რომ დავფიქრდი, წინა პერიოდს ვიხსენებდი და გამახსენდა, რომ 2 კვირით ადრე ოდნავი სისუსტე მქონდა, მაგრამ ეს მაშინ იმით ავხსენი, რომ ყოველდღიურად ფეხით ბევრს დავდიოდი, ვმუშაობდი, გადავიღალე, თან, გაზაფხულის პერიოდია და ამის ბრალია-მეთქი.

რომ არ მოგატყუოთ, ცხოვრებაში ყველაფერზე მიფიქრია, მათ შორის, კიბოზეც კი, ანუ ჯანმრთელობის პრობლემების კუთხით, ლეიკემიის გარდა, ყველანაირი რისკი დამიშვია. ამ დაავადებას ვინმე თუ ახსენებდა, გონება თითქოს ჩერდებოდა, ამაზე არ ფიქრობდა. ადრე ალეიკემიის მქონე ბავშვები მოვინახულე და ძალიან განვიცადე, მათი თვალები არ მავიწყდებოდა...

მკურნალ ექიმ, პროფესორ მუთლუ არატთან ერთად

მოკლედ, ექიმს ჩემი დიაგნოზის შესახებ ინფორმაცია ცუდად არ მოუწოდებია, არ შემაშინა (თვითონ ვთხოვე, ყველაფერი პირდაპირ ეთქვა). მითხრა, რომ განკურნებადი იყო... შემდგომი ეტაპი იმის გადაწყვეტა იყო, სად მემკურნალა - საქართველოში თუ საზღვარგარეთ, ამ შემთხვევაში, თურქეთის რესპუბლიკა განიხილებოდა და საბოლოოდ მასზე შევჩერდით. პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში იქ დღესასწაული აღინიშნებოდა და ყველა ცნობილი კლინიკა დაკეტილი იყო, ისვენებდნენ. ამ მიზეზით კი ვერ შეძლებდნენ ჩემთვის კვლევების ჩატარებას. არადა, დრო არ ითმენდა. ამიტომ გადაწყდა, მკურნალობა საქართველოში დაგვეწყო. ის იყო, ქიმიოთერაპიას ვიწყებდით და თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ სრული მზადყოფნა გამოაცხადა, რომ პაციენტი სამკურნალოდ მიეღო. ამაში დიდი როლი ერთ-ერთმა ქართველმა ქალბატონმა ითამაშა და იქ ინტენსიური ქიმიოთერაპია დაიწყო.

- და მთელი 6 თვე, მაისის შემდეგ, სულ იქ იყავით, ხომ?

- კი, არ დამიტოვებია ქვეყანა. ქიმიოთერაპიის შემდეგ, ექიმის მოთხოვნა იყო და პროტოკოლითაც ასეა, იქ უნდა ვყოფილიყავი. ორი კურსი ჩამიტარდა და შემდგომ უკვე ძვლის ტვინი გადამინერგეს.

- თურქი სპეციალისტები რას გეუბნებოდნენ?

- ეს ისეთი დაავადებაა, რომ გარანტიას ვერავინ იძლევა, რომ განიკურნები და გადარჩები, მაგრამ სტატისტიკა ამბობს, რომ ამ დიაგნოზით გადარჩენილთა რიცხვი ბევრად მეტია, ვიდრე ცუდად დასრულებული ისტორიები. მკურნალობის პროცესი კომპლექსურად ხდება და ამ დროს ბევრი რამ უნდა იყოს თანხვედრაში. 100%-იანი მოწამვლა მქონდა, პირველი ქიმიოთერაპიის შემდეგ, ამ რიცხვმა 25%-მდე დაიწია. მეორე ქიმიოთერაპიის შემდეგ კი, თითქმის განულდა - 3%-მდე ჩამოვიდა. ამან ექიმებს უკვე საშუალება მისცა, ძვლის ტვინი გადაენერგათ. მათ აქვთ დონორების ბანკი, საქართველოში ეს არ არსებობს. სამწუხაროდ, არ ვიცი, ვინ არის ჩემი დონორი, რომლის უზომოდ მადლიერიც ვარ. მან ეს უჯრედები ჩემთვის გაიღო...

- იქიდან რა რეკომენდაციებით გამოგიშვეს?

- საკმაოდ რთული დაავადებაა, რთულია მისი მკურნალობა და პოსტპერიოდიც მკაცრ კონტროლს მოითხოვს. სხვადასხვაგვარი რეჟიმია დასაცავი, მით უფრო, კოვიდსიტუაციაში. ვისაც ეს პროცედურები გავლილი აქვს, იმუნიტეტი ძალიან დაქვეითებული აქვს. ამ დროს დაუშვებელია რაიმე ტიპის ინფექცია შეგხვდეს, - დიდი სიფრთხილეა საჭირო.

- აცრა კოვიდზე რამდენად შესაძლებელია?

- ექიმების რეკომენდაციით და ასევე როგორც კანონმორჩილი და აცრების გულშემატკივარი ჩამოვედი თუ არა, ავიცერი "ფაიზერის“ ვაქცინით.

- საქართველოდან დიდი მხარდაჭერა და გულშემატკივრობა გქონდათ. გამორჩეულად აქტიურობდა თქვენი მეგობარი ქეთევან ჩაჩავა. ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა დიდი სტიმული იყო, რადგან ამდენი პოზიტიური ენერგია თქვენკენ იყო მომართული...

- მინდა, ქეთევან ჩაჩავას მადლობა ვუთხრა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა და მგულშემატკივრობდა. შეუძლებელია, მარტომ დაამარცხო ეს მძიმე დაავადება. ხალხმა გამაძლიერა. ისეთი მხარდაჭერა მანახეს, რომ უფლებაც არ მქონდა, ამ ყველაფერს არ გავმკლავებოდი. არ უნდა მოვდუნებულიყავი, გავტეხილიყავი... ვისაც როგორ შეეძლო, ფინანსურად, მორალურად, ადამიანურად მეხმარებოდა. მომცეს შანსი, რომ გავაგრძელო სიცოცხლე.

...მკურნალობა საკმაოდ ძვირი ჯდება, კოლოსალური თანხებზე გადის. საზოგადოების გარდა, დამეხმარა თბილისის მერია, ჯანდაცვის სამინისტრო. თბილისის მერიას აქვს მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მხოლოდ ძვლის ტვინის გადანერგვას შეეხება. სხვა ქალაქებს ეს არ აქვთ, მხოლოდ თბილისში ჩაწერილებზე ვრცელდება, არადა, არავის დააჭირვოს, მაგრამ სხვა ადამიანებმა რა ქნან, ვინც აქ არ არის ჩაწერილი?! მინიმუმ 65-70 000 დოლარია საჭირო. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ამას მხარი დაუჭიროს...

- ამ განსაცდელმა, რომლის წინაშე მოულოდნელად აღმოჩნდით, რაზე დაგაფიქრათ?

- უფლის ყოველთვის მწამდა და ყოველთვის ვცდილობდი, ბოროტება არ მეკეთებინა, სიყვარულით მოვქცეოდი ადამიანებს, მაგრამ ამ განსაცდელის შემდეგ უფლის განსაკუთრებული მადლიერი ვარ. ამ დროს მთავარია, რომ არ გაბოროტდე, რადგან მაინც მოდის ასეთი ფიქრი - რატომ დამემართა?! მივხვდი, რომ სიცოცხლე, ადამიანები და ადამიანებმა ერთმანეთი სხვანაირად უნდა დავაფასოთ, ვიყოთ მადლიერები, დავფიქრდეთ ჩვენს გაკეთებულ საქმეებზე, განვლილ ცხოვრებაზე. კიდევ ერთხელ მივხვდეთ, რომ არ ღირს არაფერი სიცოცხლის, სიყვარულის გარდა. დრო არ უნდა დაიკარგოს კინკლაობაზე, კამათზე, გაუტანლობასა და ბოღმიანობაზე.

- არადა, როგორც შევიტყვეთ, ამ დაავადებამდე აქტიური, მოძრავი, საქმიანი ცხოვრება გქონდათ...

- კი, ხშირად დავფრინავდი უცხოეთში, კარგი სამეგობრო მყავს, დასვენება, საინტერესო შეხვედრები, პროექტები, ურთიერთობები მქონდა, არანაირი მიზეზი არ უნდა ყოფილიყო ამისთვის, რაც დამემართა, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი გადატრიალდა.

...განსაკუთრებით იმ პაციენტებს, ვისაც ეს დაავადება დაუდგინდა, რომლებიც ახლა განსაცდელში არიან, მთელი გულით მინდა, ვუთხრა, რომ მხნედ იყვნენ. მათ ნებისყოფაზე, შემართებაზე, მოტივაციაზე და რწმენაზეა დამოკიდებული ყველაფერი. რწმენა არ უნდა დაკარგონ. მე ღმერთი მეხმარებოდა, უფალი მაძლევდა ძალას, რომ თუნდაც იმ გაუსაძლისი ტკივილისთვის გამეძლო, რაც ქიმიოთერაპიას ახასიათებს.

მსოფლიო პატრიარქთან ერთად

გარდა ფიზიკური ტკივილისა, არის სტრესი, ფსიქოლოგიურად რთულია, მაგრამ მადლობა მსოფლიო პატრიარქს, ყოვლადუწმინდეს ბართლომეოსს, რომელმაც დიდი მამობრივი ზრუნვა გამოიჩინა, ძალიან თავმდაბალი ადამიანია, სიხარულით და სიყვარულით შემხვდა. სტამბოლში არის ქართული სამრევლო, სადაც მამა ილია ჯინჯოლავა მოღვაწეობს, ის ჩემს სანახავად საავადმყოფოში მუდმივად მოდიოდა, მამხნევებდა, მაზიარებდა. ეს დიდი ნუგეში იყო... მისი დახმარებით შევხდი მსოფლიო პატრიარქს. მადლობა ქართული ეკლესიის წევრებს - მეუფე გრიგოლს, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტს, ორჯერ ჩამობრძანდა, რომ გავემხნევებინე. მოძღვრები, სინოდის წევრები საქართველოდანაც მეხმიანებოდნენ, მონასტრებში ჩემი ჯანმრთელობისთვის პარაკლისს ატარებდნენ.

- შინაგანად რომ არ გატყდით, მხნეობა შეინარჩუნეთ და სულიერი სიმტკიცე, ეს ბევრისთვის სამაგალითო უნდა იყოს.

- კი, ხომ ვამბობ, იმედი არ უნდა დაკარგონ, რადგანაც აგერ ვარ ფაქტი, მაგალითი, რომ ლეიკემია არ არის განაჩენი! უფრო ცუდი მდგომარეობა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ სიტუაცია სხვაგვარად განვითარდა.