მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც დღეს პარლამენტში ხდება, ამ ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს" - დავით ბაქრაძე
"რაც დღეს პარლამენტში ხდება, ამ ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს" -  დავით ბაქრაძე

"რაც დღეს პარ­ლა­მენ­ტში ხდე­ბა, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას და გახ­ლეჩ­ვას ასა­ხავს, რო­მე­ლიც ამ ქვე­ყა­ნას 90-ია­ნე­ბის კა­ტას­ტრო­ფის­კენ მი­ა­ქა­ნებს და რომ­ლის გა­ჩე­რე­ბაც მთლი­ა­ნად არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით - გა­და­იყ­ვა­ნონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში" - ამის შე­სა­ხებ ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტში, სხდო­მა­თა დარ­ბაზ­თან მო­შიმ­ში­ლე 9 დე­პუ­ტა­ტი მო­ი­ნა­ხუ­ლა.

ბაქ­რა­ძის თქმით, დე­პუ­ტა­ტე­ბი, რომ­ლებ­მაც სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ი­ნა­ხუ­ლეს, კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბას აღ­წე­რენ და როცა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას სა­პი­რის­პი­როს უმ­ტკი­ცებს, მას ნუ­ლო­ვა­ნი ნდო­ბა ექ­ნე­ბა.

"და­პი­რის­პი­რე­ბა და და­ძა­ბუ­ლო­ბა ქვე­ყა­ნა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად იზ­რდე­ბა და დღეს უკვე არამ­ხო­ლოდ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, არა­მედ აქ მყო­ფი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის სი­ცო­ცხლეც და­მო­კი­დე­ბუ­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თა­დერთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე, გა­და­იყ­ვა­ნონ მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში. ის, რაც დღეს აქ ხდე­ბა, ასა­ხავს ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბას, და­პი­რის­პი­რე­ბას და გახ­ლეჩ­ვას, რო­მე­ლიც ყო­ველ­დღი­უ­რად ღრმავ­დე­ბა, ამ ქვე­ყა­ნას მი­ა­ქა­ნებს 90- ია­ნე­ბის კა­ტას­ტრო­ფის­კენ და რომ­ლის გა­ჩე­რე­ბაც მთლი­ა­ნად არის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ერ­თა­დერ­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით - გა­და­იყ­ვა­ნონ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში.

ის ფაქ­ტი, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ექი­მებს არ უშ­ვე­ბენ კონ­კრე­ტულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ბევრ ეჭვს აღ­ძრავს. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ იქ შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცია, მათ შო­რის, ად­ვო­კა­ტე­ბის, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც აღ­წე­რენ კა­ტას­ტრო­ფულ მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს სამ­კურ­ნა­ლო რე­სურსთან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ეს ტყუ­ი­ლია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ შე­უშ­ვას დღეს­ვე სა­მე­დი­ცი­ნო კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რე­ბი, ექი­მე­ბი და ექი­მებ­მა გა­აც­ნონ სა­ზო­გა­დო­ე­ბას რა მდგო­მა­რე­ო­ბაა, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში არ უშ­ვებს ექი­მებს, ობი­ექ­ტურ უცხო­ელ ადა­მი­ა­ნებს, მა­გა­ლი­თად, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს და შემ­დეგ გვე­უბ­ნე­ბა, რომ მას ცი­ხე­ში არა­ფე­რი აკ­ლია, რა თქმა უნდა, ნუ­ლო­ვა­ნი ნდო­ბა ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან,“ - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებს, როცა ერთი მხრივ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის სი­ცო­ცხლეს და ჯან­მრთე­ლო­ბას საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა და გლ­და­ნის სა­პა­ტიმ­როს სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კარ­გად არის, მე­ო­რე მხრივ კი აცხა­დებს, რომ მისი სი­ცო­ცხლის და ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კის გამო ვერ გა­და­იყ­ვა­ნენ სა­სა­მარ­თლო­ზე. ბაქ­რა­ძე ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ა­კაშ­ვილს 2 ძი­რი­თად უფ­ლე­ბას - სი­ცო­ცხლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბის, ასე­ვე სა­მარ­თლი­ა­ნი სა­სა­მარ­თლო­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის დაც­ვის უფ­ლე­ბას ურ­ღვევს.

"უკვე მე­ო­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სია მისი დაც­ვის უფ­ლე­ბა ირ­ღვე­ვა და არ აძ­ლე­ვენ სა­შუ­ა­ლე­ბას თავი და­იც­ვას. ეს არის ფეხ­ქვეშ გა­თელ­ვა არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის, არა­მედ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის და ყვე­ლა ძი­რი­თა­დი დო­კუ­მენ­ტის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით,“ - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა გუ­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა: და­ვით კირ­კი­ტა­ძემ, აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა, თე­მურ ჯა­ნა­ში­ამ, ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვამ, ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ, გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძემ, სულ­ხან სი­ბაშ­ვილ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა, აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლოვ­მა. მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა "დრო­ას“ ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ და­ი­წყო, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში უკვე მე-13 დღეა შიმ­ში­ლობს. გარ­და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა, შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ოფის­ში შიმ­ში­ლობს.

ყვე­ლა მო­შიმ­ში­ლე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gocha
0

90 - ianebi ara tolma, ise ki gindat sarshuli gauketot mag clebs bogmianebo.

ია
0

აუუფ მეხი გავარდა 90 ბრუნდება თურმე. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"რაც დღეს პარლამენტში ხდება, ამ ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს" - დავით ბაქრაძე

"რაც დღეს პარლამენტში ხდება, ამ ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს" -  დავით ბაქრაძე

"რაც დღეს პარლამენტში ხდება, ქვეყანაში არსებულ დაპირისპირებას და გახლეჩვას ასახავს, რომელიც ამ ქვეყანას 90-იანების კატასტროფისკენ მიაქანებს და რომლის გაჩერებაც მთლიანად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ერთადერთი გადაწყვეტილებით - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში" - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომელმაც პარლამენტში, სხდომათა დარბაზთან მოშიმშილე 9 დეპუტატი მოინახულა.

ბაქრაძის თქმით, დეპუტატები, რომლებმაც სააკაშვილი მოინახულეს, კატასტროფულ მდგომარეობას აღწერენ და როცა პენიტენციური სამსახური საზოგადოებას საპირისპიროს უმტკიცებს, მას ნულოვანი ნდობა ექნება.

"დაპირისპირება და დაძაბულობა ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება და დღეს უკვე არამხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ აქ მყოფი პარლამენტის წევრების სიცოცხლეც დამოკიდებულია ხელისუფლების ერთადერთ გადაწყვეტილებაზე, გადაიყვანონ მესამე პრეზიდენტი სამოქალაქო კლინიკაში. ის, რაც დღეს აქ ხდება, ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, დაპირისპირებას და გახლეჩვას, რომელიც ყოველდღიურად ღრმავდება, ამ ქვეყანას მიაქანებს 90- იანების კატასტროფისკენ და რომლის გაჩერებაც მთლიანად არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა ერთადერთი გადაწყვეტილებით - გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

ის ფაქტი, რომ სააკაშვილის ექიმებს არ უშვებენ კონკრეტულ დაწესებულებაში, ბევრ ეჭვს აღძრავს. ჩვენ მოვისმინეთ იქ შესული ადამიანების ინფორმაცია, მათ შორის, ადვოკატების, პარლამენტის წევრების, რომლებიც აღწერენ კატასტროფულ მდგომარეობას, რომელიც არსებობს სამკურნალო რესურსთან დაკავშირებით. თუ ეს ტყუილია, ხელისუფლებამ შეუშვას დღესვე სამედიცინო კონსილიუმის წევრები, ექიმები და ექიმებმა გააცნონ საზოგადოებას რა მდგომარეობაა, მაგრამ ხელისუფლება, რომელიც ციხეში არ უშვებს ექიმებს, ობიექტურ უცხოელ ადამიანებს, მაგალითად, ევროპარლამენტარებს და შემდეგ გვეუბნება, რომ მას ციხეში არაფერი აკლია, რა თქმა უნდა, ნულოვანი ნდობა ექნება საზოგადოების მხრიდან,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, პენიტენციური სამსახური ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს, როცა ერთი მხრივ გვეუბნება, რომ ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და გლდანის საპატიმროს სამკურნალო დაწესებულებაში კარგად არის, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ მისი სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის გამო ვერ გადაიყვანენ სასამართლოზე. ბაქრაძე ამბობს, რომ ხელისუფლება სააკაშვილს 2 ძირითად უფლებას - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე სამართლიანი სასამართლოსა და საკუთარი თავის დაცვის უფლებას ურღვევს.

"უკვე მეორე სასამართლო პროცესია მისი დაცვის უფლება ირღვევა და არ აძლევენ საშუალებას თავი დაიცვას. ეს არის ფეხქვეშ გათელვა არა მარტო საქართველოს კონსტიტუციის, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ყველა ძირითადი დოკუმენტის ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც პარლამენტში უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს.

ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.