კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჰიბრიდულ სწავლებაზე იხარჯება რესურსი, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოდის" - სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია
"ჰიბრიდულ სწავლებაზე იხარჯება რესურსი, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოდის" - სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია

სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის აზ­რით, სკო­ლებ­ში ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლი არა­ე­ფექ­ტუ­რია, სკო­ლა­ში დას­წრე­ბი­თი სწავ­ლა სა­ვალ­დე­ბუ­ლო უნდა გახ­დეს და მოს­წავ­ლე­ებს დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მო­დე­ლის არ­ჩე­ვა ყო­ველ კვი­რა­ში არ უნდა შე­ეძ­ლოთ.

რო­გორც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თე­მა­ტუ­რი მოკ­ვლე­ვის "COVID 19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის გავ­ლე­ნა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში“ ზე­პი­რი მოს­მე­ნი­სას 1-ელი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ კა­პა­ნა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ჰიბ­რი­დუ­ლი მო­დე­ლი­სას იქ­მნე­ბა ქა­ო­სუ­რი სი­ტუ­ა­ცია, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს ცხრი­ლი ყო­ველ კვი­რას ეც­ვლე­ბა.

"ჩვე­ნი თხოვ­ნაა, რომ იქ­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სის მო­დე­ლის არ­ჩე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა მშობ­ლებს არ და­ვუ­ტო­ვოთ და დას­წრე­ბი­თი სწავ­ლა გახ­დეს სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ჩვენ ლო­კა­ლუ­რად, წერ­ტი­ლოვ­ნად კლა­სე­ბი ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში მა­ინც გა­დაგ­ვყავს, თუკი ამის სა­ჭი­რო­ე­ბა კო­ვი­დის და­დას­ტუ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არ­სე­ბობს. ცუ­დია ის, რომ ყო­ველ ხუთ­შა­ბათს მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია აზრი შე­იც­ვა­ლოს, დარ­ჩე­ბა სკო­ლა­ში თუ დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­და­ვა. ეს ქმნის ძა­ლი­ან ქა­ო­სურ სი­ტუ­ა­ცი­ას. ყო­ველ კვი­რას სკო­ლას ეც­ვლე­ბა ცხრი­ლი. ყვე­ლა კლას­კომ­პლექტს შე­საძ­ლოა, ყო­ველ კვი­რა­ში შე­ეც­ვა­ლოს მას­წავ­ლე­ბე­ლი. სის­ტე­მუ­რი სწავ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ეს ბავ­შვე­ბი ვე­ღარ არი­ან. ვი­საც აქვს ონ­ლა­ინ ყოფ­ნის სურ­ვი­ლი, ხომ შე­იძ­ლე­ბა ისე მა­ინც გა­კეთ­დეს, რომ არ­ჩე­ვა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მა­ინც შე­ვამ­ცი­როთ. ავირ­ჩიე ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა? - ერთი სე­მესტრი დავ­რჩე ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბა­ზე. სკო­ლის­თვი­საც გან­სა­ზღრუ­ლი იქ­ნე­ბა და მოს­წავ­ლის­თვი­საც, ვინ ეყო­ლე­ბა მას­წავ­ლე­ბე­ლი და ვინ კლა­სე­ლი. ამ პრო­ცესს ვფიქ­რობ, რომ უნდა და­ლა­გე­ბა და კი­დევ ერთი სა­კი­თხი, მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ვად ჩი­ვი­ან ამა­ზე, რომ არა­თა­ნა­ბარ პი­რო­ბებ­ში არი­ან ონ­ლა­ინ და დას­წრე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მო­დელ­ზე მყო­ფი ბავ­შვე­ბი. შე­ი­ნიშ­ნე­ბა მათი კა­ლა­პო­ტი­დან ამო­ვარ­დნა,“ - გა­ნა­ცხა­და 1-ელი კლა­სი­კუ­რი გიმ­ნა­ზი­ის დი­რექ­ტორ­მა თა­მარ კა­პა­ნა­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ზე­პი­რი მოს­მე­ნი­სას სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ტორ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა და გიმ­ნა­ზია "შავ­ნა­ბა­დას“ დი­რექ­ტორ­მა ავთო აბ­დუ­შე­ლიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, ჰიბ­რი­დულ სწავ­ლე­ბა­ზე იხარ­ჯე­ბა რე­სურ­სი, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, კი არა­ფე­რი გა­მო­დის.

"დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი იმ შე­დე­გებ­ზე ვერ გა­დი­ან, რო­გორ­ზეც დას­წრე­ბით სწავ­ლებ­ზე მყო­ფი მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­დი­ოდ­ნენ. დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბა, რა თქმა უნდა, ძა­ლი­ან კარ­გი ფორ­მაა, მაგ­რამ მა­შინ, როცა ბავ­შვებს აქვთ მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, მაგ­რამ როცა არ აქვთ სწავ­ლის მა­ღა­ლი მო­ტი­ვა­ცია, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის ფორ­მა­ტი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ "გაძ­რო­მის“, კლა­სი­დან კლას­ში გა­დას­ვლის ბერ­კე­ტად. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მწი­ფომ მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რად უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ზე კი არ გა­ა­მახ­ვი­ლოს ყუ­რა­დღე­ბა, გა­ა­მახ­ვი­ლოს ში­ნა­არსზე, გავ­დი­ვართ კი შე­დეგ­ზე? არა­ვინ ეკი­თხე­ბა მოს­წავ­ლეს და არც გვაქვს ამის უფ­ლე­ბა არა­ვის, რა­ტომ გა­და­დის დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე - დი­ლით ადრე ად­გო­მა გე­ზა­რე­ბა? თუ ბა­კუ­რი­ან­ში გინ­და სას­რი­ა­ლოდ წას­ვლა ან რთველ­ში? როცა 12 წლი­დან ვაქ­ცი­ნა­ცია შე­საძ­ლე­ბე­ლია, არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნა, ვსა­უბ­რობთ იმა­ზე, რომ ვი­საც გინ­დათ მო­დით და ვი­საც გინ­დათ დარ­ჩით? ეს სკო­ლებს ძა­ლი­ან ცუდ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს. არ­სე­ბო­ბენ რისკ ჯგუ­ფე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში იწე­რე­ბა ცნო­ბა, მაგ­რამ, როცა მშო­ბე­ლი თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბის გამო ამ­ბობს, რომ იცი რა, მე სკო­ლა­ში არ ვუშ­ვებ, მაგ­რამ მერე ვხე­დავთ, რომ და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზეც და­დი­ან და ა.შ, ცუ­დია. პრაქ­ტი­კად იქცა, რომ გა­დი­ან ქა­ლაქ­გა­რეთ და ონ­ლა­ინ რთა­ვენ ბავ­შვებს,“ - გა­ნა­ცხა­და ავთო აბ­დუ­შე­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მზია
0

ბატონ ავთოს ფული აღარ რჩება დიდი ჯიპისთვის ეტყობა

მზია
2

სრულიად გაუაზრებელი და არაკომპეტენტური განცხადებაა, როგორ შეიძლება ამ გაგანია პანდემიაში ჰიბრიდული სწავლების მოხსნაზე საუბარი ან არსებული წესის შეცვლაზე

ავტორი:

"ჰიბრიდულ სწავლებაზე იხარჯება რესურსი, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოდის" - სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია

"ჰიბრიდულ სწავლებაზე იხარჯება რესურსი, საბოლოო ჯამში, არაფერი გამოდის" - სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია

სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის აზრით, სკოლებში ჰიბრიდული სწავლების მოდელი არაეფექტურია, სკოლაში დასწრებითი სწავლა სავალდებულო უნდა გახდეს და მოსწავლეებს დისტანციური სწავლების მოდელის არჩევა ყოველ კვირაში არ უნდა შეეძლოთ.

როგორც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თემატური მოკვლევის "COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის გავლენა ზოგადი განათლების სისტემაზე საქართველოში“ ზეპირი მოსმენისას 1-ელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ აღნიშნა, ჰიბრიდული მოდელისას იქმნება ქაოსური სიტუაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლესა და მასწავლებელს ცხრილი ყოველ კვირას ეცვლება.

"ჩვენი თხოვნაა, რომ იქნება სასწავლო პროცესის მოდელის არჩევის საშუალება მშობლებს არ დავუტოვოთ და დასწრებითი სწავლა გახდეს სავალდებულო. ჩვენ ლოკალურად, წერტილოვნად კლასები ონლაინ რეჟიმში მაინც გადაგვყავს, თუკი ამის საჭიროება კოვიდის დადასტურების შემთხვევაში არსებობს. ცუდია ის, რომ ყოველ ხუთშაბათს მოსწავლეს შეუძლია აზრი შეიცვალოს, დარჩება სკოლაში თუ დისტანციურ სწავლებაზე გადავა. ეს ქმნის ძალიან ქაოსურ სიტუაციას. ყოველ კვირას სკოლას ეცვლება ცხრილი. ყველა კლასკომპლექტს შესაძლოა, ყოველ კვირაში შეეცვალოს მასწავლებელი. სისტემური სწავლების პირობებში ეს ბავშვები ვეღარ არიან. ვისაც აქვს ონლაინ ყოფნის სურვილი, ხომ შეიძლება ისე მაინც გაკეთდეს, რომ არჩევანის შესაძლებლობა მაინც შევამციროთ. ავირჩიე ონლაინ სწავლება? - ერთი სემესტრი დავრჩე ონლაინ სწავლებაზე. სკოლისთვისაც განსაზღრული იქნება და მოსწავლისთვისაც, ვინ ეყოლება მასწავლებელი და ვინ კლასელი. ამ პროცესს ვფიქრობ, რომ უნდა დალაგება და კიდევ ერთი საკითხი, მოსწავლეები თავად ჩივიან ამაზე, რომ არათანაბარ პირობებში არიან ონლაინ და დასწრებული სწავლების მოდელზე მყოფი ბავშვები. შეინიშნება მათი კალაპოტიდან ამოვარდნა,“ - განაცხადა 1-ელი კლასიკური გიმნაზიის დირექტორმა თამარ კაპანაძემ.

ამასთან, როგორც ზეპირი მოსმენისას სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის წარმომადგენელმა და გიმნაზია "შავნაბადას“ დირექტორმა ავთო აბდუშელიშვილმა განაცხადა, ჰიბრიდულ სწავლებაზე იხარჯება რესურსი, საბოლოო ჯამში, კი არაფერი გამოდის.

"დისტანციურ სწავლებაში ჩართული მოსწავლეები იმ შედეგებზე ვერ გადიან, როგორზეც დასწრებით სწავლებზე მყოფი მოსწავლეები გადიოდნენ. დისტანციური სწავლება, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფორმაა, მაგრამ მაშინ, როცა ბავშვებს აქვთ მაღალი მოტივაცია, მაგრამ როცა არ აქვთ სწავლის მაღალი მოტივაცია, დისტანციური სწავლების ფორმატი, ამ შემთხვევაში, შეიძლება გამოვიყენოთ "გაძრომის“, კლასიდან კლასში გადასვლის ბერკეტად. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მხოლოდ ტექნიკურად უზრუნველყოფაზე კი არ გაამახვილოს ყურადღება, გაამახვილოს შინაარსზე, გავდივართ კი შედეგზე? არავინ ეკითხება მოსწავლეს და არც გვაქვს ამის უფლება არავის, რატომ გადადის დისტანციურ სწავლებაზე - დილით ადრე ადგომა გეზარება? თუ ბაკურიანში გინდა სასრიალოდ წასვლა ან რთველში? როცა 12 წლიდან ვაქცინაცია შესაძლებელია, არსებობს ქვეყანაში ვაქცინა, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვისაც გინდათ მოდით და ვისაც გინდათ დარჩით? ეს სკოლებს ძალიან ცუდ მდგომარეობაში აყენებს. არსებობენ რისკ ჯგუფები, ამ შემთხვევაში იწერება ცნობა, მაგრამ, როცა მშობელი თავისი მოსაზრების გამო ამბობს, რომ იცი რა, მე სკოლაში არ ვუშვებ, მაგრამ მერე ვხედავთ, რომ დაბადების დღეებზეც დადიან და ა.შ, ცუდია. პრაქტიკად იქცა, რომ გადიან ქალაქგარეთ და ონლაინ რთავენ ბავშვებს,“ - განაცხადა ავთო აბდუშელიშვილმა.