საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 08:28-ზე, მთვარე ტყუპშია მოაგვარეთ წვრილ-წვრილი საქმეები. სერიოზულები სხვა დროისთვის გადადეთ. კარგი დღეა კოლექტიური მუშაობისთვის, ბიზნესისთვის. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. თუ არ გეჩქარებათ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღისთვის გადადეთ. ნეიტრალური დღეა ვაჭრობისა და სასამართლო საქმეებისთვის. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად; ურთიერთობის გარჩევისათვის. ნეიტრალურია სამსახურის, საქმიანობის, საცხოვრებლის შეცვლა. კარგი დღეა ქორწინების, ნიშნობისა და სექსუალურისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს" - გიორგი კახიანი
"როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს" - გიორგი კახიანი

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევ­რის, გი­ორ­გი კა­ხი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლია მო­თავ­სე­ბუ­ლი, სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყოფს მის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას და ამ ფონ­ზე სა­ა­კაშ­ვი­ლის კერ­ძო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის მო­თხოვ­ნა აჩენს კი­თხვებს, რა მი­ზანს შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ეს.

რო­გორც კა­ხი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, გლ­და­ნის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა და­ცუ­ლია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, “შიმ­ში­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­უ­გე­ბა­რია”.

"პირ­ველ რიგ­ში, უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ ის, რას ამ­ბობს სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო, რო­მე­ლიც მო­უ­წო­დებს მას, რომ შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რამ­დე­ნად უსაფრ­თხოდ მოხ­დე­ბა მისი შიმ­ში­ლო­ბის შემ­დე­გი მკურ­ნა­ლო­ბა და რამ­დე­ნად იქ­ნე­ბა ეს შე­დე­გი­ა­ნი, პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა ამ­ბობს, რომ ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, სა­დაც სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა, არის სრუ­ლი­ად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ შიმ­ში­ლო­ბის შემ­დეგ მისი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მოხ­დეს. პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას შე­უძ­ლია შე­სა­ბა­მი­სი მომ­სა­ხუ­რე­ბა გა­უ­წი­ოს.

რო­დე­საც ამ ფონ­ზე ვის­მენთ გან­ცხა­დე­ბებს, რომ ის უნდა გა­და­იყ­ვა­ნონ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, აჩენს კი­თხვებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რა მი­ზანს შე­იძ­ლე­ბა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ეს, მა­შინ რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა. აჩე­ნენ კი­თხვებს, თით­ქოს ეს გა­დაყ­ვა­ნა ემ­სა­ხუ­რე­ბა სხვა მიზ­ნებს და შე­საძ­ლოა, ამას მოყ­ვეს გარ­კვე­უ­ლი პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი. იმავდრო­უ­ლად სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის უსაფრ­თხო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იქ­ნე­ბა და­ცუ­ლი კერ­ძო კლი­ნი­კა­ში, ვიდ­რე ის ამ­ჟა­მად იმ­ყო­ფე­ბა. ამ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მისი უსაფრ­თხო­ე­ბა სრუ­ლა­დაა და­ცუ­ლი. ამ ფონ­ზე შიმ­ში­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა გა­უ­გე­ბა­რია ”,- გა­ნა­ცხა­და­კა­ხი­ან­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ გუ­შინ შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და პარ­ლა­მენ­ტის 9 ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა წევ­რმა, კა­ხი­ა­ნი ამ­ბობს, რომ მათი მო­თხოვ­ნა “გა­მარ­თლე­ბუ­ლი არაა”, თუმ­ცა შიმ­ში­ლო­ბა “პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტია და მათ ამის უფ­ლე­ბა აქვთ”.

კა­ხი­ან­მა ასე­ვე უპა­სუ­ხა კი­თხვას გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ “პა­ტი­მარ სა­ა­კაშ­ვი­ლის ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი ვი­დე­ო­კად­რე­ბის მოხ­ვედ­რა ღია სა­ე­თე­რო სივ­რცე­ში და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ქვეყ­ნის­თვი­საც და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვი­საც”. კა­ხი­ა­ნის თქმით, ვი­დეო კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბა მო­სა­წო­ნი არაა, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის, რო­გორც პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბი, და­ცუ­ლია.

“მის მი­მართ არის მცდე­ლო­ბა, რომ უფ­ლე­ბე­ბი რაც პა­ტი­მარს აქვს, და­ცუ­ლი იყოს და ეს უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ კად­რებს, ვე­რა­ვის­თვის იქ­ნე­ბო­და მო­სა­წო­ნი და ბუ­ნებ­რი­ვია, არც ჩემ­თვი­საა მო­სა­წო­ნი. სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბო­და ამას სხვა ფორ­მა ჰქო­ნო­და, მაგ­რამ უფ­ლე­ბე­ბის თვალ­საზ­რი­სით, რო­დე­საც მის მი­მართ არა­ერ­თხელ იყო თხოვ­ნა, რომ და­მორ­ჩი­ლე­ბო­და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს არ ჰქონ­დათ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი და იმოქ­მე­დეს ისე, რო­გორც ცნო­ბი­ლია. მთლი­ა­ნო­ბა­ში, ვფიქ­რობ, პა­ტიმ­რის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლია და სა­ხელ­მწი­ფომ მაქ­სი­მუ­მი უნდა გა­ა­კე­თოს იმის­თვის, რომ ყვე­ლა ამ უფ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით თა­ნას­წო­რი იყოს, იქ­ნე­ბა ეს პრე­ზი­დენ­ტი თუ სხვა მსჯავ­რდე­ბუ­ლი”,- გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ დღეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის 46-ე დღეა. ამას­თან, პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა გუ­შინ გა­მო­ა­ცხა­დეს ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა: და­ვით კირ­კი­ტა­ძემ, აკა­კი მი­ნაშ­ვილ­მა, თე­მურ ჯა­ნა­ში­ამ, ბა­ჩუ­კი ქარ­და­ვამ, ნიკა მა­ჭუ­ტა­ძემ, გი­ორ­გი გო­დაბ­რე­ლი­ძემ, სულ­ხან სი­ბაშ­ვილ­მა, ლე­ვან ბეჟაშ­ვილ­მა, აბ­დუ­ლა ის­მა­ი­ლოვ­მა. მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტში შიმ­ში­ლო­ბა "დრო­ას“ ლი­დერ­მა, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ და­ი­წყო, რო­მე­ლიც უკვე მე-13 დღეა შიმ­ში­ლობს. გარ­და პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტე­ბი­სა, შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძემ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ის ოფის­ში შიმ­ში­ლობს. ყვე­ლა მო­შიმ­ში­ლე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას მო­ი­თხოვს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარგი რაა!!
11

ბატონებო, ხალხში უკვე ჩნდება საფუძვლიზნი ეჭვდბი, რომ სააკაშვილის იქ ყოფნით მთავრობა კრიმინალებს ვალს უხდის. რატომ, კრიმინალები მიშას დროს იდევნებოდნენ, ეხლა პოლიციასაც კი თავზე ასხედან. დავიჯერო ისე ბნელა რომ ვერ ხედავთ საით მიგყავთ ქვეყანა? რას ითხოს ისეთს რაც ნებისმიერ კრიმინალს არ შეუსრულეთ და რა გაიკვირვეთ მიშას ქონება, რომელი ხართ რომელიც არ იპარავთ? ამ უტიფარი გნცხადებებით მიიღებთ იმას რასაც ხალხის მოთმინების ბოლო წვეთის ავსება ჰქვია. დაფიქრდით! საით მიაქანებთ სისხლით მოპოვებული ქვეყნის მომავალს.

ბატონ კახიანს
7

კანონმდებელმა უნდა იცოდეს, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობით, პატიმარს ციხის არჩევანი არა, მაგრამ საავადმყოფოს არჩევის უფლება აქვს , თუ გონზე არის. ძალად საავადმყოფოში გადაათრიოს, ამის უფლება არა აქვს. მაქვს კითხვა, იქიდან გამომდინარე რომ არსებული კანონმდებლობაში ვერ ერკვევით, მაინტერესებს რითი ხართ დაკავებული საკანონმდებლო ორგანოში. 

ავტორი:

"როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს" - გიორგი კახიანი

"როცა ვისმენთ განცხადებებს, რომ სააკაშვილი უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს" - გიორგი კახიანი

"ქართული ოცნების” წევრის, გიორგი კახიანის განცხადებით, დაწესებულება, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სრულად უზრუნველყოფს მის რეაბილიტაციას და ამ ფონზე სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა აჩენს კითხვებს, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს.

როგორც კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება დაცულია და აქედან გამომდინარე, “შიმშილობის გაგრძელება გაუგებარია”.

"პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ ის, რას ამბობს სტრასბურგის სასამართლო, რომელიც მოუწოდებს მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. რაც შეეხება იმას, რამდენად უსაფრთხოდ მოხდება მისი შიმშილობის შემდეგი მკურნალობა და რამდენად იქნება ეს შედეგიანი, პენიტენციური დაწესებულება ამბობს, რომ ის დაწესებულება, სადაც სააკაშვილი იმყოფება, არის სრულიად მობილიზებული იმისთვის, რომ შიმშილობის შემდეგ მისი რეაბილიტაცია მოხდეს. პენიტენციურ დაწესებულებას შეუძლია შესაბამისი მომსახურება გაუწიოს.

როდესაც ამ ფონზე ვისმენთ განცხადებებს, რომ ის უნდა გადაიყვანონ კერძო კლინიკაში, აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ეს, მაშინ როდესაც სააკაშვილის რეაბილიტაცია სავსებით შესაძლებელია იმ დაწესებულებაში, სადაც იმყოფება. აჩენენ კითხვებს, თითქოს ეს გადაყვანა ემსახურება სხვა მიზნებს და შესაძლოა, ამას მოყვეს გარკვეული პროვოკაციები. იმავდროულად სახელმწიფო უწყებები ამბობენ, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება ნაკლებად იქნება დაცული კერძო კლინიკაში, ვიდრე ის ამჟამად იმყოფება. ამ დაწესებულებაში მისი უსაფრთხოება სრულადაა დაცული. ამ ფონზე შიმშილობის გაგრძელება გაუგებარია ”,- განაცხადაკახიანმა.

რაც შეეხება იმას, რომ გუშინ შიმშილობა გამოაცხადა პარლამენტის 9 ოპოზიციონერმა წევრმა, კახიანი ამბობს, რომ მათი მოთხოვნა “გამართლებული არაა”, თუმცა შიმშილობა “პოლიტიკური აქტია და მათ ამის უფლება აქვთ”.

კახიანმა ასევე უპასუხა კითხვას გიორგი კვირიკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ “პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც”. კახიანის თქმით, ვიდეო კადრების გავრცელება მოსაწონი არაა, თუმცა სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებები, დაცულია.

“მის მიმართ არის მცდელობა, რომ უფლებები რაც პატიმარს აქვს, დაცული იყოს და ეს უფლებები დაცულია. რაც შეეხება გავრცელებულ კადრებს, ვერავისთვის იქნებოდა მოსაწონი და ბუნებრივია, არც ჩემთვისაა მოსაწონი. სასურველი იქნებოდა ამას სხვა ფორმა ჰქონოდა, მაგრამ უფლებების თვალსაზრისით, როდესაც მის მიმართ არაერთხელ იყო თხოვნა, რომ დამორჩილებოდა ადმინისტრაციის თანამშრომლების მოთხოვნებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს არ ჰქონდათ სხვა გამოსავალი და იმოქმედეს ისე, როგორც ცნობილია. მთლიანობაში, ვფიქრობ, პატიმრის უფლებები დაცულია და სახელმწიფომ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ყველა ამ უფლების თვალსაზრისით თანასწორი იყოს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ სხვა მსჯავრდებული”,- განაცხადა კახიანმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 46-ე დღეა. ამასთან, პარლამენტში შიმშილობა გუშინ გამოაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა: დავით კირკიტაძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა. მანამდე პარლამენტში შიმშილობა "დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაიწყო, რომელიც უკვე მე-13 დღეა შიმშილობს. გარდა პარლამენტის დეპუტატებისა, შიმშილობა გამოაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ბარამიძემ, რომელიც პარტიის ოფისში შიმშილობს. ყველა მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"