სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - რას ამბობს N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი
"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - რას ამბობს N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

N18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთა­ვა­რი ექი­მის მა­ნა­ნა ელეფ­ტე­რო­ვას გან­ცხა­დე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ყვე­ლა სა­ჭი­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვა უტარ­დე­ბა, იღებს ყვე­ლა და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენტს და მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რო­გორც და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მთა­ვა­რი ექი­მი აცხა­დებს, ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბუ­ლია, სი­ცუ­რეა.

ექი­მი ასე­ვე სიც­რუ­ეს უწო­დებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ე.წ. წი­თელ ზო­ნად.

"მე-18 სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე წლის 8 ნო­ემ­ბრი­დან მკურ­ნა­ლო­ბის კურსს გა­დის პა­ცი­ენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი. მას­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო დაკ­ვირ­ვე­ბა. უტარ­დე­ბა ყვე­ლა სა­ჭი­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი, იღებს ყვე­ლა და­ნიშ­ნულ მე­დი­კა­მენ­ტებს. მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მხრი­დან, თით­ქოს­და ბა­ტო­ნი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა უკი­დუ­რე­სად დამ­ძი­მე­ბუ­ლია და დღეს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია წი­თელ ზო­ნად, სრუ­ლი სიც­რუ­ეა და სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

ასე­ვე რო­გორც ექი­მი, ჩემს კო­ლე­გებს თხოვ­ნით მოგ­მარ­თავთ, თავი შე­ი­კა­ვეთ სი­ტუ­ა­ცი­ის დრა­მა­ტი­ზე­ბის­გან, პა­ცი­ენ­ტე­ბის სა­უ­კეთ­სო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე“, - აცხა­დებს მა­ნა­ნა ელეფ­ტე­რო­ვა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ც ი ტ ა ტ ა ქოცსამართლის თაობაზე
1

" სააკაშვილის მიმართ მრავალნაირი დამოკიდებულება შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ვლაპარაკობთ იმაზე, რაც არის დემოკრატიული სახელმწიფოს ანაბანა.

მიუხედავად იმისა, ადამიანი დამნაშავეა თუ არა, არის სტანდარტები, რომლებიც სახელმწიფომ მასთან დაკავშირებით უნდა დაიცვას. მე არ მომისმენია ლოგიკური ახსნა იმისა,

რატომ არ შეიძლება მისი გადაყვანა სხვა საავადმყოფოში, მაშინ, როცა ასეთი პრეცედენტები არსებობს, ისევე, როგორც არ მესმის და არ ესმით არც ჩვენს დასავლელ პარტნიორებს,

რატომ არ შეიძლება, ადამიანი ესწრებოდეს თავის სასამართლო პროცესებს?"

დ.მ.
0

აბა რა! რაის საფრთხე!რაც მეტს იშიმშილებს,მით მეტად უსაფრთხოდ იგრძნობს თავს,ამ ქალის ხელში მითუმეტეს.გაიგე ბრძენო ერო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - რას ამბობს N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

"მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - რას ამბობს N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი

N18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა უტარდება, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც დაწესებულების მთავარი ექიმი აცხადებს, ინფორმაცია, თითქოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია, სიცურეა.

ექიმი ასევე სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია ე.წ. წითელ ზონად.

"მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მიმდინარე წლის 8 ნოემბრიდან მკურნალობის კურსს გადის პაციენტი მიხეილ სააკაშვილი. მასზე მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას სხვადასხვა ტელევიზიების მხრიდან, თითქოსდა ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომ მე-18 დაწესებულება გამოცხადებულია წითელ ზონად, სრული სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე როგორც ექიმი, ჩემს კოლეგებს თხოვნით მოგმართავთ, თავი შეიკავეთ სიტუაციის დრამატიზებისგან, პაციენტების საუკეთსო ინტერესებიდან გამომდინარე“, - აცხადებს მანანა ელეფტეროვა.