სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო
ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში ვაქ­ცი­ნის "ბუს­ტერ“ დო­ზის გა­კე­თე­ბის მსურ­ველ­თა რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა და დღე­ის მო­ნა­ცე­მე­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით 4 600-მდე ადა­მი­ან­მა "ბუს­ტე­რი“ უკვე გა­ი­კე­თა.

"ყვე­ლას უმორ­ჩი­ლე­ასდ გთხოვთ, რომ მი­ვი­დეთ და ავიც­რათ. ქვე­ყა­ნა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვა­რი დოზა სხვა­დას­ხვა ტი­პის ვაქ­ცი­ნა გვაქვს. ვაქ­ცი­ნა ყვე­ლას­თვის საკ­მა­რი­სია. მო­მა­ვა­ლი წლის­თვის შეკ­ვე­თი­ლია კი­დევ მეტი, „ბუს­ტე­რე­ბი“ ვი­საც დაგ­ვჭირ­დე­ბა. „ბუს­ტე­რის“ რი­ცხვი უკვე იზ­რდე­ბა. დღე­ვან­დე­ლი რი­ცხვით და­ახ­ლო­ე­ბით 4 600-მდე ადა­მი­ან­მა უკვე გა­ი­კე­თა „ბუს­ტე­რი“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო იყოს ვაქ­ცი­ნის მე­ო­თხე დო­ზის გა­კე­თე­ბაც.

"დიახ, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ იყოს. ამის შე­სა­ხებ მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა. გარ­და ამი­სა, გვაქვს და­ახ­ლო­ე­ბით 50-მდე მე­ო­თხე დოზა. ეს არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხში­რად მოგ­ზა­უ­რო­ბენ. უკვე შემ­ცირ­და იმ ქვე­ყა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რომ­ლე­ბიც არ სცნობ­დნენ „სი­ნო­ფარ­მით“ და „სი­ნო­ვა­კით“ აც­რი­ლებს და მათი მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის სა­ჭი­რო იყო რო­მე­ლი­მე RNM ვაქ­ცი­ნის სერ­ტი­ფი­კა­ტის ქონა. დაშ­ვე­ბუ­ლია ჩვე­ნი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, რომ თუ თქვენ მი­ემ­გზავ­რე­ბით ისეთ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა არ შე­გიშ­ვან, შე­გიძ­ლი­ათ აიც­რათ „ფა­ი­ზე­რით“ მე­სა­მე დო­ზით და 28 დღის შემ­დეგ ისევ გა­ი­მე­ო­როთ მე­ო­თხე დოზა. არ არის პრობ­ლე­მა. ბევ­რი ჩვე­ნი სტუ­დენ­ტი, ვინც მი­ემ­გზავ­რე­ბო­და და­სავ­ლე­თის ქვეყ­ნებ­ში და სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, რომ ეს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ყო­ფი­ლი­ყო, ოთხი დო­ზით არის აც­რი­ლი“.- გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რეზო
0

ყოველდღიური აცრაა საჭირო.კრამიტიდან რომ სვამს და გაითიშება ხოლმე ეს საბჭოთა მუშკეტერი ალბათ მაშინ მოსდის თავში ეს აზრები

zaza
0

ეგრეთწოდებული "სინოფარმი და "სინოვაკი" დაამტკიცა ჯანომ ჯერ კიდევ 1ივლის და მიჩნეული იქნა მოხმარებისთვის. იბადება ლოგიკური კითხვა თუკი ასეა რატომ არ შეუძლია ამით აცრილ ადამიანს ევროპის ქვეყნებში გამგზავრება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო

ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთება იყოს საჭირო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ვაქცინის "ბუსტერ“ დოზის გაკეთების მსურველთა რაოდენობა იზრდება და დღეის მონაცემებით, დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა "ბუსტერი“ უკვე გაიკეთა.

"ყველას უმორჩილეასდ გთხოვთ, რომ მივიდეთ და ავიცრათ. ქვეყანაში დაახლოებით 2 მილიონნახევარი დოზა სხვადასხვა ტიპის ვაქცინა გვაქვს. ვაქცინა ყველასთვის საკმარისია. მომავალი წლისთვის შეკვეთილია კიდევ მეტი, „ბუსტერები“ ვისაც დაგვჭირდება. „ბუსტერის“ რიცხვი უკვე იზრდება. დღევანდელი რიცხვით დაახლოებით 4 600-მდე ადამიანმა უკვე გაიკეთა „ბუსტერი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა შესაძლოა, საჭირო იყოს ვაქცინის მეოთხე დოზის გაკეთებაც.

"დიახ, შესაძლებელია, რომ იყოს. ამის შესახებ მიმდინარეობს კვლევა. გარდა ამისა, გვაქვს დაახლოებით 50-მდე მეოთხე დოზა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც ხშირად მოგზაურობენ. უკვე შემცირდა იმ ქვეყანების რაოდენობა, რომლებიც არ სცნობდნენ „სინოფარმით“ და „სინოვაკით“ აცრილებს და მათი მოგზაურობისთვის საჭირო იყო რომელიმე RNM ვაქცინის სერტიფიკატის ქონა. დაშვებულია ჩვენი კანონმდებლობით, რომ თუ თქვენ მიემგზავრებით ისეთ ქვეყანაში, სადაც შეიძლება არ შეგიშვან, შეგიძლიათ აიცრათ „ფაიზერით“ მესამე დოზით და 28 დღის შემდეგ ისევ გაიმეოროთ მეოთხე დოზა. არ არის პრობლემა. ბევრი ჩვენი სტუდენტი, ვინც მიემგზავრებოდა დასავლეთის ქვეყნებში და სადაც შესაძლებელი იყო, რომ ეს რეგულაციები ყოფილიყო, ოთხი დოზით არის აცრილი“.- განაცხადა გამყრელიძემ.