მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იმუნიტეტის გასაძლიერებელი 5 უმარტივესი საშუალება
იმუნიტეტის გასაძლიერებელი 5 უმარტივესი საშუალება

უამ­რა­ვი ვი­ტა­მი­ნი თუ მულ­ტი­ვი­ტა­მი­ნი არ­სე­ბობს, რომ­ლე­ბიც იმუ­ნი­ტეტს აძ­ლი­ე­რებს. თუმ­ცა ბევ­რს უჩ­ნდე­ბა კი­თხვა, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია თუ არა მათი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­ღე­ბა და მარ­თლა აძ­ლი­ე­რებს თუ არა ის იმუ­ნი­ტეტს. პა­სუ­ხი ბევ­რს არ აქვს. ფარ­მა­კო­ლო­გი­ის უმაღ­ლეს დო­ნე­ზე გან­ვი­თა­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დღეს წამ­ყვა­ნი ექი­მე­ბი და მკვლევ­რე­ბი, იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბას არა მე­დი­კა­მენ­ტე­ბით, არა­მედ ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გვირ­ჩე­ვენ. ისეთ მარ­ტივ რა­ღა­ცა­საც კი, რო­გო­რიც კარ­გი გა­მო­ძი­ნე­ბა, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის ან კონ­კრე­ტუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბაა, შე­უძ­ლია მე­დი­კა­მენ­ტებ­ზე უფრო ეფექ­ტუ­რად აგი­მაღ­ლოთ იმუ­ნი­ტე­ტი.

გთა­ვა­ზობთ 5 მარ­ტივ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ­ლე­ბიც იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ზედ­მე­ტი ძა­ლის­ხმე­ვი­სა და ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სის და­ხარ­ჯვის გა­რე­შე და­გეხ­მა­რე­ბათ:

იძი­ნე საკ­მა­რი­სად

ძილი და იმუ­ნი­ტე­ტი ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­რო კავ­შირ­შია. არა­საკ­მა­რი­სი ან უხა­რის­ხო ძილი პირ­და­პირ უკავ­შირ­დე­ბა სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ერთ-ერ­თმა კვლე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­საც 6 სა­ა­თი ან ნაკ­ლე­ბი ეძი­ნათ უფრო ხში­რად ხვდე­ბო­დათ გრი­პი, ვიდ­რე მათ, ვი­საც 6 სა­ათ­ზე მეტი ეძი­ნა.ზრდას­რუ­ლებს მი­ნი­მუმ 7 სა­ა­თი უნდა ეძი­ნოთ, თი­ნე­ი­ჯე­რებს - 8-10 სა­ა­თი და ბავ­შვებს - 10-14 სა­ა­თი. თუ ჩა­ძი­ნე­ბის პრობ­ლე­მე­ბი გაქვთ, ძი­ლის წინ 2 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უყუ­როთ ეკ­რანს. ხა­რის­ხი­ა­ნი ძი­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სრუ­ლად ჩაბ­ნე­ლე­ბულ ოთახ­ში გე­ძი­ნოთ. ასე­ვე, სა­სურ­ვე­ლია ყო­ველ­დღე ერ­თსა და იმა­ვე დროს დაწ­ვეთ და­სა­ძი­ნებ­ლად.

გა­მო­ი­მუ­შა­ვე კვე­ბის ჯან­სა­ღი რე­ჟი­მი

სწო­რი კვე­ბა ორ ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბას აერ­თი­ა­ნებს: ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით მდი­და­რი საკ­ვე­ბი და ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბი. ან­ტი­ოქ­სი­დან­ტე­ბით მდი­და­რია: ხილი, ბოსტნე­უ­ლი, მთე­ლი მარ­ცვლე­უ­ლი. ეს პრო­დუქ­ტე­ბი ორ­გა­ნიზ­მში ან­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას უშ­ლის ხელს და, ამავდრო­უ­ლად, მიკ­რო­ბი­ო­მის გა­მარ­თუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ას­ტი­მუ­ლი­რებს.

რაც შე­ე­ხე­ბა ფერ­მენ­ტი­რე­ბულ საკ­ვებს, ის მდი­და­რია „კე­თი­ლი“ ბაქ­ტე­რი­ე­ბით, ე. წ. პრო­ბი­ო­ტი­კე­ბით. ფერ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო სა­ხე­ო­ბაა იო­გურ­ტი. სამ­თვი­ან­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად 70 მლ ჯან­საღ, „ცო­ცხალ“ იო­გურტს მი­ირ­თმევ­დნენ, 20%-ით უფრო ნაკ­ლე­ბად ავად­დე­ბოდ­ნენ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბით. კი­დევ ერ­თმა კვლე­ვამ კი აჩ­ვე­ნა, რომ რი­ნო­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად მი­ირ­თმევ­დნენ პრო­ბი­ო­ტი­კე­ბით მდი­დარ საკ­ვებს, ვირუ­სის­გან უფრო მარ­ტი­ვად გა­ნი­კურ­ნენ.

იმუ­ნი­ტე­ტის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად იდე­ა­ლუ­რია იო­გურ­ტი „აქ­ტი­მე­ლი“, რო­მე­ლიც პრო­ბი­ო­ტი­კუ­რი რძემ­ჟა­ვა პრო­დუქ­ტია. ის შე­ი­ცავს 2 იო­გურ­ტულ კულ­ტუ­რას და 1 სპე­ცი­ა­ლურ პრო­ბი­ო­ტი­კურ შტამს Lactobacillus Imunitass. მის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ასე­ვე შე­დის B და D ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნე­ბი. „აქ­ტი­მე­ლი“ ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მის ბუ­ნებ­რი­ვი და დამ­ცა­ვი ძა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას. ეს არის ფრეშ პრო­დუქ­ტი, რომ­ლის ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ვადა 35 დღეა. ეს კი ადას­ტუ­რებს იმას, რომ ის „ცო­ცხა­ლი“ იო­გურ­ტია.

ივარ­ჯი­შე რე­გუ­ლა­რუ­ლად

ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა მხო­ლოდ კუნ­თე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად არ არის სა­ჭი­რო. ის ძლი­ე­რი იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს ას­რუ­ლებს. ვარ­ჯი­ში სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვას აძ­ლი­ე­რებს, შე­დე­გად კი იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი მთელ სხე­ულ­ში იდე­ა­ლუ­რად გა­და­ად­გილ­დე­ბა. შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად ყო­ველ­დღი­უ­რად 30-წუ­თი­ა­ნი ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა საკ­მა­რი­სია.

აკონ­ტრო­ლე სტრე­სის დონე

სტრე­სი­სა და შფოთვის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმუ­ნი­ტეტს გა­გიძ­ლი­ე­რებთ. ხან­გრძლი­ვი სტრე­სი ორ­გა­ნიზ­მში ან­თე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელს ზრდის და იმუ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას აფერ­ხებს. სტრე­სის დო­ნის შე­სამ­ცი­რებ­ლად ეფექ­ტუ­რია: მე­დი­ტა­ცია, ვარ­ჯი­ში, იოგა, ფე­ხით სი­ა­რუ­ლი და სხვა სა­ხის აქ­ტი­ვო­ბე­ბი.

მი­ი­ღეთ წყა­ლი, წყა­ლი და წყა­ლი

წყა­ლი იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში იმა­ზე დიდ როლს ას­რუ­ლებს, ვიდ­რე წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ. ის პირ­და­პირ არ ებ­რძვის ვირუ­სებ­სა და ბაქ­ტე­რი­ებს, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ზრდის ორ­გა­ნიზ­მის მათ­თან ბრძო­ლის უნარს. ძი­რი­თა­დად წყლის­გან შედ­გე­ბა სი­თხე სის­ხლის მი­მოქ­ცე­ვის სის­ტე­მა­ში, სა­ხე­ლად ლიმ­ფა, რო­მე­ლიც ინ­ფექ­ცი­ას­თან მებ­რძოლ უჯრე­დებს მთელ სხე­ულ­ში ანა­წი­ლებს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, თუ რამ­დენს ვარ­ჯი­შობთ და რა რა­ო­დე­ნო­ბით ოფლს გა­მო­ყოფს თქვე­ნი ორ­გა­ნიზ­მი, ის წყალს მა­ინც კარ­გავს. სწო­რედ ამი­ტომ, ყო­ველ­დღი­უ­რად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით წყლის მი­ღე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

ზო­გა­დად, ორ­გა­ნიზ­მის ჰიდ­რა­ტა­ცი­ის­თვის სხვა­დას­ხვა სა­ხის სი­თხის მი­ღე­ბაა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი, თუმ­ცა წყა­ლი სა­უ­კე­თე­სოა, რად­გან ის არ შე­ი­ცავს და­ნა­მა­ტებს, შა­ქარ­სა და კა­ლო­რი­ებს.

თი­თო­ე­უ­ლი ეს მარ­ტი­ვი რჩე­ვა იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში ნამ­დვი­ლად და­გეხ­მა­რე­ბათ. თუ თქვე­ნი მი­ზა­ნი ძლი­ე­რი იმუ­ნი­ტე­ტის ქო­ნაა, უბ­რა­ლოდ და­ფიქ­რდით, რო­გო­რი ცხოვ­რე­ბის სტი­ლი და ჩვე­ვე­ბი გაქვთ. გა­ხა­დეთ ის მაქ­სი­მა­ლუ­რად ჯან­სა­ღი და იმუ­ნი­ტე­ტი თა­ვის­თა­ვად გაძ­ლი­ერ­დე­ბა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სირბილაძე მანანა
0

დაინაგარიშეთ სწორ კვებას რამდენი ჭირდება და თუ ბიუჯეტი არ ყოფნის ყველაფერს ჯ ერ ადამიანებს, ცოცხალ არსებებს მივცეთ საარსებო თანხა. სხვა რამ მერე ვაკეთოთ. ძნელია დღეს პენსიონერის და მომუშავე ადამიანების მიზერული თანხით ცხოვრება

გამყრელიძე
5

ეს ყველაფერი დიდი ხანია ვიცით, უბრალოდ დრო და ფული სჭირდება ამის დაცვას, ხალხს კი სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ინფექციონისტები უფრო ანერვიულებენ პანიკური ტყუილი ინფორმაციით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

იმუნიტეტის გასაძლიერებელი 5 უმარტივესი საშუალება

იმუნიტეტის გასაძლიერებელი 5 უმარტივესი საშუალება

უამრავი ვიტამინი თუ მულტივიტამინი არსებობს, რომლებიც იმუნიტეტს აძლიერებს. თუმცა ბევრს უჩნდება კითხვა, რეკომენდებულია თუ არა მათი რეგულარულად მიღება და მართლა აძლიერებს თუ არა ის იმუნიტეტს. პასუხი ბევრს არ აქვს. ფარმაკოლოგიის უმაღლეს დონეზე განვითარების მიუხედავად, დღეს წამყვანი ექიმები და მკვლევრები, იმუნიტეტის გაძლიერებას არა მედიკამენტებით, არამედ ბუნებრივი საშუალებებით გვირჩევენ. ისეთ მარტივ რაღაცასაც კი, როგორიც კარგი გამოძინება, დიდი რაოდენობით წყლის ან კონკრეტული პროდუქტების მიღებაა, შეუძლია მედიკამენტებზე უფრო ეფექტურად აგიმაღლოთ იმუნიტეტი.

გთავაზობთ 5 მარტივ საშუალებას, რომლებიც იმუნიტეტის გაძლიერებაში ზედმეტი ძალისხმევისა და ფინანსური რესურსის დახარჯვის გარეშე დაგეხმარებათ:

იძინე საკმარისად

ძილი და იმუნიტეტი ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. არასაკმარისი ან უხარისხო ძილი პირდაპირ უკავშირდება სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ერთ-ერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ადამიანებს, რომლებსაც 6 საათი ან ნაკლები ეძინათ უფრო ხშირად ხვდებოდათ გრიპი, ვიდრე მათ, ვისაც 6 საათზე მეტი ეძინა.ზრდასრულებს მინიმუმ 7 საათი უნდა ეძინოთ, თინეიჯერებს - 8-10 საათი და ბავშვებს - 10-14 საათი. თუ ჩაძინების პრობლემები გაქვთ, ძილის წინ 2 საათის განმავლობაში არ უყუროთ ეკრანს. ხარისხიანი ძილისთვის მნიშვნელოვანია, რომ სრულად ჩაბნელებულ ოთახში გეძინოთ. ასევე, სასურველია ყოველდღე ერთსა და იმავე დროს დაწვეთ დასაძინებლად.

გამოიმუშავე კვების ჯანსაღი რეჟიმი

სწორი კვება ორ ძირითად მიმართულებას აერთიანებს: ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები და ფერმენტირებული საკვები. ანტიოქსიდანტებით მდიდარია: ხილი, ბოსტნეული, მთელი მარცვლეული. ეს პროდუქტები ორგანიზმში ანთების განვითარებას უშლის ხელს და, ამავდროულად, მიკრობიომის გამართულად ფუნქციონირებას ასტიმულირებს.

რაც შეეხება ფერმენტირებულ საკვებს, ის მდიდარია „კეთილი“ ბაქტერიებით, ე. წ. პრობიოტიკებით. ფერმენტირებული საკვების ყველაზე სასარგებლო სახეობაა იოგურტი. სამთვიანმა კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც ყოველდღიურად 70 მლ ჯანსაღ, „ცოცხალ“ იოგურტს მიირთმევდნენ, 20%-ით უფრო ნაკლებად ავადდებოდნენ სხვადასხვა დაავადებით. კიდევ ერთმა კვლევამ კი აჩვენა, რომ რინოვირუსით დაავადებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად მიირთმევდნენ პრობიოტიკებით მდიდარ საკვებს, ვირუსისგან უფრო მარტივად განიკურნენ.

იმუნიტეტის გასაძლიერებლად იდეალურია იოგურტი „აქტიმელი“, რომელიც პრობიოტიკური რძემჟავა პროდუქტია. ის შეიცავს 2 იოგურტულ კულტურას და 1 სპეციალურ პრობიოტიკურ შტამს Lactobacillus Imunitass. მის შემადგენლობაში ასევე შედის B და D ჯგუფის ვიტამინები. „აქტიმელი“ ხელს უწყობს ორგანიზმის ბუნებრივი და დამცავი ძალების გაძლიერებას. ეს არის ფრეშ პროდუქტი, რომლის ვარგისიანობის ვადა 35 დღეა. ეს კი ადასტურებს იმას, რომ ის „ცოცხალი“ იოგურტია.

ივარჯიშე რეგულარულად

ფიზიკური აქტივობა მხოლოდ კუნთების გასაძლიერებლად არ არის საჭირო. ის ძლიერი იმუნური სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ვარჯიში სისხლის მიმოქცევას აძლიერებს, შედეგად კი იმუნური უჯრედები მთელ სხეულში იდეალურად გადაადგილდება. შედეგის მისაღებად ყოველდღიურად 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობა საკმარისია.

აკონტროლე სტრესის დონე

სტრესისა და შფოთვისგან გათავისუფლება იმუნიტეტს გაგიძლიერებთ. ხანგრძლივი სტრესი ორგანიზმში ანთების მაჩვენებელს ზრდის და იმუნური უჯრედების ფუნქციონირებას აფერხებს. სტრესის დონის შესამცირებლად ეფექტურია: მედიტაცია, ვარჯიში, იოგა, ფეხით სიარული და სხვა სახის აქტივობები.

მიიღეთ წყალი, წყალი და წყალი

წყალი იმუნიტეტის გაძლიერებაში იმაზე დიდ როლს ასრულებს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ის პირდაპირ არ ებრძვის ვირუსებსა და ბაქტერიებს, მაგრამ მნიშვნელოვნად ზრდის ორგანიზმის მათთან ბრძოლის უნარს. ძირითადად წყლისგან შედგება სითხე სისხლის მიმოქცევის სისტემაში, სახელად ლიმფა, რომელიც ინფექციასთან მებრძოლ უჯრედებს მთელ სხეულში ანაწილებს. მიუხედავად იმისა, თუ რამდენს ვარჯიშობთ და რა რაოდენობით ოფლს გამოყოფს თქვენი ორგანიზმი, ის წყალს მაინც კარგავს. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყლის მიღება აუცილებელია.

ზოგადად, ორგანიზმის ჰიდრატაციისთვის სხვადასხვა სახის სითხის მიღებაა რეკომენდებული, თუმცა წყალი საუკეთესოა, რადგან ის არ შეიცავს დანამატებს, შაქარსა და კალორიებს.

თითოეული ეს მარტივი რჩევა იმუნიტეტის გაძლიერებაში ნამდვილად დაგეხმარებათ. თუ თქვენი მიზანი ძლიერი იმუნიტეტის ქონაა, უბრალოდ დაფიქრდით, როგორი ცხოვრების სტილი და ჩვევები გაქვთ. გახადეთ ის მაქსიმალურად ჯანსაღი და იმუნიტეტი თავისთავად გაძლიერდება.