15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
ტომ ფორდი და ანა ვინტური დაჯილდოების ცერემონიიდან
დემნა გვასალიას გარდა, ამ კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ: დანიელ ლი (Bottega Veneta), რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა (Prada), პიერპაოლო პიჩოლი (Valentino), სიმონ ჟაკმუსი (JACQUEMUS).
აღსანიშნავია, რომ დემნამ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა. პირველად ამერიკის მოდის დიზაინერების დაჯილდოებაზე წლის საერთაშორისო დიზაინერად ის ოთხი წლის წინ დაასახელეს.
დემნა გვასალიას კიდევ ერთი ტრიუმფი - ქართველ დიზაინერს "მოდის ოსკარი" გადაეცა
ამერიკაში მოდის დიზაინერების დაჯილდოება Balenciaga-ს კრეატიული დირექტორისთვის, ყველაზე წარმატებული ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიასთვის, ტრიუმფით დასრულდა.
დემნამ “ქალის სამოსში წლის საერთაშორისო დიზაინერის” კატეგორიაში გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ ეს მოდის სფეროში ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოა, რომელსაც "მოდის ოსკარსაც" კი უწოდებენ.
საბჭოს, რომელმაც საუკეთესო დიზაინერები გამოავლინა, ტომ ფორდი ხელმძღვანელობდა.
დემნა გვასალიას გარდა, ამ კატეგორიაში წარდგენილნი იყვნენ: დანიელ ლი (Bottega Veneta), რაფ სიმონსი და მიუჩია პრადა (Prada), პიერპაოლო პიჩოლი (Valentino), სიმონ ჟაკმუსი (JACQUEMUS).
აღსანიშნავია, რომ დემნამ აღნიშნული ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა. პირველად ამერიკის მოდის დიზაინერების დაჯილდოებაზე წლის საერთაშორისო დიზაინერად ის ოთხი წლის წინ დაასახელეს.
ძალიან ნიჭიერია.
დემნა, წარმატებები!!!