კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას" - აკაკი ბობოხიძე
"ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას" - აკაკი ბობოხიძე

"ზუს­ტად ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით შე­მიძ­ლია ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძეს და­ვაბ­რა­ლო, რომ ისი­ნი აპი­რე­ბენ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­წამ­ვლას, ოღონდ წი­ნას­წარ, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ამას სხვას აბ­რა­ლე­ბენ," - ასე შე­ა­ფა­სა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა, აკა­კი ბო­ბო­ხი­ძემ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რის ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა.

ბო­ბო­ხი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ხი­ფა­თოა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­გან“ ეს, რა თქმა უნდა, მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ არის, მაგ­რამ ზუს­ტად ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით შე­მიძ­ლია ბა­ტონ კო­ბა­ხი­ძეს და­ვაბ­რა­ლო, რომ ისი­ნი აპი­რე­ბენ ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­წამ­ვლას, ოღონდ წი­ნას­წარ, პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ამას სხვას აბ­რა­ლე­ბენ. ასე რომ, ბა­ტონ ირაკ­ლის მინ­და მივ­მარ­თო, ერ­თნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა იყოს ორი­ვე ვერ­სია გან­ხი­ლუ­ლი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სწო­რედ მსგავ­სი ტი­პის გან­ცხა­დე­ბე­ბია ხი­ფა­თის შემ­ცვე­ლი. ასეთ გან­ცხა­დე­ბებს არ უნდა აკე­თებ­დნენ. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი იმა­ზე, რომ კა­ნო­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­ი­მე ტი­პის მოქ­მე­დე­ბა ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, ვის­გა­ნაც არ უნდა მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს.

ვერ აი­ცი­ლე­ბენ ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ვერ აი­ცი­ლე­ბენ იმ ზი­ანს, რა­საც თა­ვი­ან­თი არას­წო­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბით ქვე­ყა­ნას აყე­ნე­ბენ, კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­ზე სულ რომ არა­ფე­რი ვთქვათ“, - გა­ნა­ცხა­და ბო­ბო­ხი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, რომ ერთ-ერთ ოპო­ზი­ცი­ურ შეხ­ვედ­რა­ზე "დრო­ას“ ლი­დე­რის, ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­წამ­ვლის სა­კი­თხი გა­ნი­ხი­ლე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სამართალი
0

წადი და კოჭი გააგორე სახლში,შე პანიკიორო.

საქო
0

ამათგან არაფერია გამორიცხული.

ავტორი:

"ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას" - აკაკი ბობოხიძე

"ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას" - აკაკი ბობოხიძე

"ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას, ოღონდ წინასწარ, პრევენციის მიზნით, ამას სხვას აბრალებენ," - ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება.

ბობოხიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები სახიფათოა.

"ქართული ოცნებისგან“ ეს, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ არის, მაგრამ ზუსტად ისეთივე წარმატებით შემიძლია ბატონ კობახიძეს დავაბრალო, რომ ისინი აპირებენ ელენე ხოშტარიას მოწამვლას, ოღონდ წინასწარ, პრევენციის მიზნით, ამას სხვას აბრალებენ. ასე რომ, ბატონ ირაკლის მინდა მივმართო, ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს ორივე ვერსია განხილული. აქედან გამომდინარე, სწორედ მსგავსი ტიპის განცხადებებია ხიფათის შემცველი. ასეთ განცხადებებს არ უნდა აკეთებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ კანონის საწინააღმდეგო რაიმე ტიპის მოქმედება ხდება ქვეყანაში, ვისგანაც არ უნდა მომდინარეობდეს.

ვერ აიცილებენ ამ პასუხისმგებლობას. ვერ აიცილებენ იმ ზიანს, რასაც თავიანთი არასწორი პოლიტიკური მოქმედებებით ქვეყანას აყენებენ, კონკრეტულ ადამიანებზე სულ რომ არაფერი ვთქვათ“, - განაცხადა ბობოხიძემ.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ერთ-ერთ ოპოზიციურ შეხვედრაზე "დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას მოწამვლის საკითხი განიხილებოდა.