სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი... მალე ყველა შეეგუება, რომ მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა" - ირაკლი კობახიძე
"სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი... მალე ყველა შეეგუება, რომ მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა" - ირაკლი კობახიძე

"გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ვი­ხი­ლეთ რა­დი­კა­ლე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლი მცდე­ლო­ბა, კი­დევ ერთხელ აე­რი­ათ ქვე­ყა­ნა არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც კი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაძ­ლევთ მკა­ფიო პი­რო­ბას, რომ ვერ­ცერთ ამ­გვარ მცდე­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბა ვერ ექ­ნე­ბა," - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ჩიხ­ში შე­სუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბის რი­გებ­ში დღემ­დე არ წყდე­ბა სა­უბ­რე­ბი რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებ­ზე, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ზე.

"30 ოქ­ტომ­ბერს დას­რულ­და ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და არ­ჩევ­ნებ­თან ერ­თად, დას­რულ­და რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცი­ის ამ­ბი­ცი­აც, და­ებ­რუ­ნე­ბი­ნა ძა­ლა­უფ­ლე­ბა და აღედ­გი­ნა ძა­ლა­დო­ბა­სა და სიც­რუ­ე­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი რე­ჟი­მი სა­ქარ­თვე­ლო­ში. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ არის ღირ­სე­ბის, თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და მშვი­დო­ბის გა­რან­ტი ამ ქვე­ყა­ნა­ში და არა­ვის მივ­ცემთ მისი წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენ ვი­ხი­ლეთ რა­დი­კა­ლე­ბის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის­თვის გან­წი­რუ­ლი მცდე­ლო­ბა, კი­დევ ერთხელ აე­რი­ათ ქვე­ყა­ნა არ­ჩევ­ნე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც კი. სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაძ­ლევთ მკა­ფიო პი­რო­ბას, რომ ვერ­ცერთ ამ­გვარ მცდე­ლო­ბას წარ­მა­ტე­ბა ვერ ექ­ნე­ბა. კა­ნო­ნის დარ­ღვე­ვის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად მი­ი­ღე­ბენ უმ­კაც­რეს პა­სუხს. ჩიხ­ში შე­სუ­ლი რა­დი­კა­ლე­ბის რი­გებ­ში დღემ­დე არ წყდე­ბა სა­უბ­რე­ბი რა­დი­კა­ლურ ნა­ბი­ჯებ­ზე, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბის მკვლე­ლო­ბა­ზე, რა­ზეც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მაც გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია. ამას­თან, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა გვინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ჩვენ­თვის მო­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რომ­ლის თა­ნახ­მად გუ­შინ ერთ-ერთ თათ­ბირ­ზე გან­ხი­ლულ იქნა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ას მო­წამ­ვლის სცე­ნა­რიც. კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას სიფრ­თხი­ლის­კენ. რა­დი­კა­ლებს კი ვაფრ­თხი­ლებთ, რომ ნე­ბის­მი­ე­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მცდე­ლო­ბა კა­ნო­ნის შე­სა­ბა­მი­სად უმ­კაც­რე­სად და­ის­ჯე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­სუ­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და აღ­ნიშ­ნა, რომ "არ არის ად­ვი­ლი სკა­მებს და­ხარ­ბე­ბუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო ავან­ტუ­რის­ტე­ბის­გან - მე­ლი­ე­ბის­გან, ხა­ბე­იშ­ვი­ლე­ბის­გან, უგუ­ლა­ვე­ბის­გან - შე­უ­რა­ცხყო­ფის მოს­მე­ნა“.

"გან­სა­კუთ­რე­ბულ მად­ლო­ბას ვუხ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს, გმირ პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­სუ­ლი დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მოვ­ლე­ნი­ლი ღირ­სე­ბი­სა და მოთ­მი­ნე­ბის­თვის. არ არის ად­ვი­ლი სკა­მებს და­ხარ­ბე­ბუ­ლი სა­მარ­ცხვი­ნო ავან­ტუ­რის­ტე­ბის­გან - მე­ლი­ე­ბის­გან, ხა­ბე­იშ­ვი­ლე­ბის­გან, უგუ­ლა­ვე­ბის­გან - შე­უ­რა­ცხყო­ფის მოს­მე­ნა. მად­ლო­ბა პო­ლი­ცი­ე­ლებს, რომ­ლებ­მაც თა­ვი­ან­თი სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბა ღირ­სე­ბით შე­ას­რუ­ლეს და სა­ხელ­მწი­ფო და­იც­ვეს. მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დი სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბებს სა­ა­კაშ­ვი­ლის გლ­და­ნის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნის სა­თა­ნა­დოდ და­გეგ­მვი­სა და აღ­სრუ­ლე­ბის­თვის. რა­დი­კა­ლე­ბის გუ­შინ­დე­ლი დესტრუქ­ცი­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბით ნათ­ლად გა­მოჩ­ნდა, რა­ტომ ითხოვ­დნენ ისი­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას. მი­ზე­ზი ერ­თა­დერ­თი იყო - სა­მო­ქა­ლა­ქო კლი­ნი­კას­თან ბევ­რად უფრო მარ­ტი­ვია იმ რა­დი­კა­ლუ­რი გეგ­მე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ისი­ნი გუ­შინ მოქ­მე­დებ­დნენ. ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მწი­ფო ვერ და­უშ­ვებს, რა­დი­კა­ლე­ბის ახი­რე­ბის გამო, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის, პა­ცი­ენ­ტე­ბი­სა და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სიმ­შვი­დეს არა­სა­ჭი­რო პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნას. ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბი ხში­რად სა­უბ­რო­ბენ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე, რო­გორც ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მის მთა­ვარ პრობ­ლე­მა­ზე. სა­უ­ბა­რი არის ორ­მხრივ პო­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე, მა­შინ, რო­დე­საც, რე­ა­ლუ­რად, პო­ლა­რი­ზა­ცი­ის წყა­რო ყო­ველ­თვის რა­დი­კა­ლე­ბი არი­ან, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ კი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვად მო­აზ­როვ­ნე პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, ყო­ველ­თვის მო­პა­სუ­ხის როლ­ში უწევს ხოლ­მე ყოფ­ნა“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს ყვე­ლა ხე­დავს, რომ პო­ლა­რი­ზა­ცი­ის მცდე­ლო­ბას ჰყავს მხო­ლოდ ერთი მხა­რე - ეს არის რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია.

"შე­სა­ბა­მი­სად, მო­ვუ­წო­დებთ ყვე­ლას, ყვე­ლა­ფერს და­არ­ქვან თა­ვი­სი სა­ხე­ლი, რაც რა­დი­კა­ლე­ბის უსუ­სურ მცდე­ლო­ბას, არი­ონ ქვე­ყა­ნა, კი­დევ უფრო სწრა­ფად და­უს­ვამს სა­ბო­ლოო წერ­ტილს. დღეს, რო­დე­საც არ­ჩევ­ნე­ბი დას­რულ­და და 2024 წლამ­დე არა­ვი­თა­რი არ­ჩევ­ნე­ბი აღარ იქ­ნე­ბა, ქვე­ყა­ნას ჭირ­დე­ბა დღის წეს­რი­გის შეც­ვლა. ახა­ლი დღის წეს­რი­გი უნდა იყოს ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის, ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბის, უკე­თე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის, უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მე­ბის, ქვეყ­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი სა­გა­რეო პო­ზი­ცი­ე­ბის დღის წეს­რი­გი. ამ ფონ­ზე, რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია ცდი­ლობს, ქვე­ყა­ნა და­ტო­ვოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კინ­კლა­ო­ბი­სა და ქა­ო­სის იმი­ტა­ცი­ის დღის წეს­რიგ­ში, რა­საც ჩვენ ვერ და არ და­ვუშ­ვებთ. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე კარ­გად არის ცნო­ბი­ლი რა­დი­კა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის სტრა­ტე­გია - ისი­ნი პე­რი­ო­დუ­ლად ხე­ლოვ­ნუ­რად ქმნი­ან გარ­კვე­ულ თე­მებ­სა და კლი­შე­ებს და ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ თე­მე­ბი­სა და კლი­შე­ე­ბის გავ­ლე­ნის ქვეშ აცხოვ­რონ. ამ­გვა­რი თემა და კლი­შე თა­ვის დრო­ზე იყო "უნი­ა­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა“, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მას შემ­დეგ მოხ­სნეს დღის წეს­რი­გი­დან, რაც "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე სამ­ჯერ მეტი გზა და­ა­გო, სამ­ჯერ მეტი გაზი გა­იყ­ვა­ნა, სამ­ჯერ მეტი ბაღი და სკო­ლა აა­შე­ნა, სამ­ჯერ მეტ ადა­მი­ანს გა­უ­წია ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა და ა.შ. ასე­თი­ვე თემა იყო ქვე­ყა­ნა­ში "კრი­მი­ნა­ლის თა­რე­ში“, ვიდ­რე არ გა­ირ­კვა, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, მა­გა­ლი­თად, მკვლე­ლო­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ორ­ჯერ შემ­ცირ­და. დღეს რა­დი­კა­ლე­ბის კუთ­ვნი­ლი პარ­ტი­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი ცდი­ლო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამ­გვარ თე­მად სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი პა­ტიმ­რო­ბა მო­ახ­ვი­ონ. ჩვენ რა­დი­კა­ლე­ბის ამ დღის წეს­რიგს ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გავ­ყვე­ბით“, - აღ­ნიშ­ნა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ და დას­ძი­ნა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის ერთ-ერთი პა­ტი­მა­რი.

"მე­ტიც, სა­ა­კაშ­ვი­ლი არის პა­ტი­მა­რი, რო­მელ­საც სხვა პა­ტიმ­რებ­ზე ბევ­რად უფრო მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი აქვს ჩა­დე­ნი­ლი სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის, ხალ­ხი­სა და ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­შე - ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბა, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, ღირ­სე­ბის შე­ლახ­ვა, მკვლე­ლო­ბა, ბიზ­ნე­სის რე­კე­ტი, ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20 პრო­ცენ­ტის ჩა­ბა­რე­ბა და მრა­ვა­ლი სხვა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მწი­ფო მას მო­ე­პყრო­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მაგ­რამ არა უმე­ტეს. ყვე­ლა ძა­ლი­ან მალე შე­ე­გუ­ე­ბა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბო­ლომ­დე მო­უ­წევს სას­ჯე­ლის მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, რომ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ახა­ლი, გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი დღის წეს­რი­გი და ჩვენ ამ დღის წეს­რიგს აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ქმნით“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
SPQR
3

მერე რა რომ ათეულომით ათასი გააუბედურა, ომი წააგო და იფორთხა, სამაგიეროდ უყცარს ფაფა, უყვარს თაფლი, უყვარს ტყუილები და არავინ საკუთარი თავის გარდა

hm
3

შენ და თქვენ არ მოგიწიოთ მაგაზე მეტი დანაშაული გაქვთ ჩადენილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი... მალე ყველა შეეგუება, რომ მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა" - ირაკლი კობახიძე

"სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი... მალე ყველა შეეგუება, რომ მას ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა" - ირაკლი კობახიძე

"გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება," - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე.

"30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. "ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას. გასული დღეების განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რადიკალების წარუმატებლობისთვის განწირული მცდელობა, კიდევ ერთხელ აერიათ ქვეყანა არჩევნების დასრულების შემდეგაც კი. საზოგადოებას ვაძლევთ მკაფიო პირობას, რომ ვერცერთ ამგვარ მცდელობას წარმატება ვერ ექნება. კანონის დარღვევის შემთხვევაში, ისინი კანონის შესაბამისად მიიღებენ უმკაცრეს პასუხს. ჩიხში შესული რადიკალების რიგებში დღემდე არ წყდება საუბრები რადიკალურ ნაბიჯებზე, მათ შორის, საკუთარი თანაგუნდელების მკვლელობაზე, რაზეც რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც გაავრცელა ინფორმაცია. ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება გვინდა გავამახვილოთ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად გუშინ ერთ-ერთ თათბირზე განხილულ იქნა ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარიც. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. რადიკალებს კი ვაფრთხილებთ, რომ ნებისმიერი დანაშაულის ჩადენის მცდელობა კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ პოლიციელებს გასული ღამის განმავლობაში მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ "არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან - შეურაცხყოფის მოსმენა“.

"განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი სამართალდამცავებს, გმირ პოლიციელებს გასული დღეების განმავლობაში გამოვლენილი ღირსებისა და მოთმინებისთვის. არ არის ადვილი სკამებს დახარბებული სამარცხვინო ავანტურისტებისგან - მელიებისგან, ხაბეიშვილებისგან, უგულავებისგან - შეურაცხყოფის მოსმენა. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობა ღირსებით შეასრულეს და სახელმწიფო დაიცვეს. მადლობას გადავუხდი სამართალდამცავ უწყებებს სააკაშვილის გლდანის კლინიკაში გადაყვანის სათანადოდ დაგეგმვისა და აღსრულებისთვის. რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო - სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ. ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ხშირად საუბრობენ პოლარიზაციაზე, როგორც ქვეყნის პოლიტიკური სისტემის მთავარ პრობლემაზე. საუბარი არის ორმხრივ პოლარიზაციაზე, მაშინ, როდესაც, რეალურად, პოლარიზაციის წყარო ყოველთვის რადიკალები არიან, "ქართულ ოცნებას“ კი, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკურ ძალას, ყოველთვის მოპასუხის როლში უწევს ხოლმე ყოფნა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დღეს ყველა ხედავს, რომ პოლარიზაციის მცდელობას ჰყავს მხოლოდ ერთი მხარე - ეს არის რადიკალური ოპოზიცია.

"შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, ყველაფერს დაარქვან თავისი სახელი, რაც რადიკალების უსუსურ მცდელობას, არიონ ქვეყანა, კიდევ უფრო სწრაფად დაუსვამს საბოლოო წერტილს. დღეს, როდესაც არჩევნები დასრულდა და 2024 წლამდე არავითარი არჩევნები აღარ იქნება, ქვეყანას ჭირდება დღის წესრიგის შეცვლა. ახალი დღის წესრიგი უნდა იყოს ეკონომიკური განვითარების, ადამიანების დასაქმების, უკეთესი სოციალური დაცვის, უკეთესი განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების, ქვეყნის გაძლიერებული საგარეო პოზიციების დღის წესრიგი. ამ ფონზე, რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, ქვეყანა დატოვოს საზოგადოებისთვის მომაბეზრებელი პოლიტიკური კინკლაობისა და ქაოსის იმიტაციის დღის წესრიგში, რასაც ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ. საზოგადოებისთვის უკვე კარგად არის ცნობილი რადიკალების კუთვნილი მედიასაშუალებების სტრატეგია - ისინი პერიოდულად ხელოვნურად ქმნიან გარკვეულ თემებსა და კლიშეებს და ცდილობენ, საზოგადოება ამ თემებისა და კლიშეების გავლენის ქვეშ აცხოვრონ. ამგვარი თემა და კლიშე თავის დროზე იყო "უნიათო ხელისუფლება“, რომელიც მხოლოდ მას შემდეგ მოხსნეს დღის წესრიგიდან, რაც "ქართულმა ოცნებამ“ წინა ხელისუფლებაზე სამჯერ მეტი გზა დააგო, სამჯერ მეტი გაზი გაიყვანა, სამჯერ მეტი ბაღი და სკოლა ააშენა, სამჯერ მეტ ადამიანს გაუწია ჯანდაცვის მომსახურება და ა.შ. ასეთივე თემა იყო ქვეყანაში "კრიმინალის თარეში“, ვიდრე არ გაირკვა, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მაგალითად, მკვლელობის მაჩვენებელი ორჯერ შემცირდა. დღეს რადიკალების კუთვნილი პარტიული ტელევიზიები ცდილობენ, საზოგადოებას ამგვარ თემად სააკაშვილი და მისი პატიმრობა მოახვიონ. ჩვენ რადიკალების ამ დღის წესრიგს ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავყვებით“, - აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი პატიმარი.

"მეტიც, სააკაშვილი არის პატიმარი, რომელსაც სხვა პატიმრებზე ბევრად უფრო მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და ცალკეული მოქალაქეების წინაშე - ეს არის ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, მკვლელობა, ბიზნესის რეკეტი, ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება და მრავალი სხვა. შესაბამისად, სახელმწიფო მას მოეპყრობა ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს. ყველა ძალიან მალე შეეგუება, რომ მიხეილ სააკაშვილს ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ქვეყანას სჭირდება ახალი, განვითარებაზე ორიენტირებული დღის წესრიგი და ჩვენ ამ დღის წესრიგს აუცილებლად შევქმნით“, - განაცხადა კობახიძემ.