სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის, სახეზე ეტყობა შეშუპება, უჭირს კომუნიკაცია" - რას ამბობს ადვოკატი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ
"მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის, სახეზე ეტყობა შეშუპება, უჭირს კომუნიკაცია" - რას ამბობს ადვოკატი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის შოთა თუთ­ბე­რი­ძის გან­ცხა­დე­ბით, სა­ა­კაშ­ვი­ლი “შე­სამ­ჩნე­ვად და­სუს­ტე­ბუ­ლია და მას კო­მუ­ნი­კა­ცია უჭირს”.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ამ ეტაპ­ზე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ხა­ტა ძა­ლი­ან დიდი მად­ლი­ე­რე­ბა კა­თო­ლი­კოს - პატ­რი­არ­ქის მი­მართ, რომ­ლის მიერ გუ­შინ გა­ცე­მუ­ლი კურ­თხე­ვის შემ­დეგ მე­უ­ფე ნი­კო­ლოზ­მა მო­ი­ნა­ხუ­ლა პრე­ზი­დენ­ტი და გა­დას­ცა სა­ჩუ­ქა­რი - სამ­კერ­დე ჯვა­რი, აღ­სა­რე­ბა ჩა­ი­ბა­რა და აზი­ა­რა. ამის­თვის პრე­ზი­დენ­ტი ძა­ლი­ან მად­ლო­ბე­ლია.

რაც შე­ე­ხე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბას, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი არის შე­სამ­ჩნე­ვად და­სუს­ტე­ბუ­ლი. შე­სამ­ჩნე­ვია, რომ მას აღარ აქვს ენერ­გია, უჭირს კო­მუ­ნი­კა­ცია. ის ამ ეტა­პის­თვის, აღარ იღებს არ­ცერთ იმ ნივ­თი­ე­რე­ბას, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფ­და მის­თვის სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, რისი შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ეტყო­ბა შე­შუ­პე­ბა სა­ხე­ზე, საკ­მა­ოდ სუს­ტად არის. ვფიქ­რობ, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი”,- გა­ნა­ცხა­და თუთ­ბე­რი­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნას, ად­ვო­კა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ სა­კი­თხზე რო­გორც სა­ა­კაშ­ვი­ლის, ისე მისი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბის პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია.

"კლი­ნი­კა­ში გა­დაყ­ვა­ნა­ზე ჩვე­ნი პო­ზი­ცია უც­ვლე­ლია, სა­ა­კაშ­ვილს დიდი ალ­ბა­თო­ბით დას­ჭირ­დე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნა. არ­სე­ბობს მთავ­რო­ბის მიერ ფორ­მი­რე­ბუ­ლი და ნდო­ბა­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­სი­ლი­უ­მის დას­კვნა, რე­კო­მენ­და­ცია, თუ სად უნდა მოხ­დეს გა­დაყ­ვა­ნა. იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო სულ ტყუ­ი­ლად ებ­რძვის „ქა­რის წის­ქვი­ლებს“ და ითხოვს, რომ პრე­ზი­დენ­ტი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყოს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მე­ლიც არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სტან­დარ­ტებს”,- გა­ნა­ცხა­და შოთა თუთ­ბე­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმელი
0

დაანებეთ ბოდიალს და ხალხის შეცდომაში შეყვანას თავი.თქვენ რომ გისმინოთ 

სააკაშვილი მკვდარი უნდა იყოს.იცოდეთ ფაფის მირთმრვით ადამიანი არ კვდება.

ქართველი
0

უცვლელია ჩემი პოზიციაც ვტირი და ვტირი მისი დასუსტების გამო ჰა, ჰა და ჰაააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის, სახეზე ეტყობა შეშუპება, უჭირს კომუნიკაცია" - რას ამბობს ადვოკატი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ

"მიხეილ სააკაშვილი საკმაოდ სუსტად არის, სახეზე ეტყობა შეშუპება, უჭირს კომუნიკაცია" - რას ამბობს ადვოკატი ციხეში ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შოთა თუთბერიძის განცხადებით, სააკაშვილი “შესამჩნევად დასუსტებულია და მას კომუნიკაცია უჭირს”.

როგორც ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

"პრეზიდენტმა გამოხატა ძალიან დიდი მადლიერება კათოლიკოს - პატრიარქის მიმართ, რომლის მიერ გუშინ გაცემული კურთხევის შემდეგ მეუფე ნიკოლოზმა მოინახულა პრეზიდენტი და გადასცა საჩუქარი - სამკერდე ჯვარი, აღსარება ჩაიბარა და აზიარა. ამისთვის პრეზიდენტი ძალიან მადლობელია.

რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიხეილ სააკაშვილი არის შესამჩნევად დასუსტებული. შესამჩნევია, რომ მას აღარ აქვს ენერგია, უჭირს კომუნიკაცია. ის ამ ეტაპისთვის, აღარ იღებს არცერთ იმ ნივთიერებას, რაც უზრუნველყოფდა მისთვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას, რისი შედეგიც სახეზეა. ეტყობა შეშუპება სახეზე, საკმაოდ სუსტად არის. ვფიქრობ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი”,- განაცხადა თუთბერიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას, ადვოკატის ინფორმაციით, ამ საკითხზე როგორც სააკაშვილის, ისე მისი უფლებადამცველების პოზიცია უცვლელია.

"კლინიკაში გადაყვანაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია, სააკაშვილს დიდი ალბათობით დასჭირდება სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა. არსებობს მთავრობის მიერ ფორმირებული და ნდობაგამოცხადებული კონსილიუმის დასკვნა, რეკომენდაცია, თუ სად უნდა მოხდეს გადაყვანა. იუსტიციის სამინისტრო სულ ტყუილად ებრძვის „ქარის წისქვილებს“ და ითხოვს, რომ პრეზიდენტი გადაყვანილი იყოს დაწესებულებაში, რომელიც არ აკმაყოფილებს სტანდარტებს”,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.