სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვება, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს
პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვება,  შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს

პატ­რო­ნის მიერ ძაღ­ლი­სა და კა­ტის მი­ტო­ვე­ბამ, შე­საძ­ლოა, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სან­ქცი­ის და­კის­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბის­თვის მზად არის “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც დე­პუ­ტა­ტე­ბის - ლე­ვან იო­სე­ლი­ა­ნი­სა და ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვაა.

პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, პატ­რო­ნის მიერ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ძაღ­ლის ან კა­ტის მი­ტო­ვე­ბა გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნე ფი­ზი­კუ­რი პი­რის 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რი­მე­ბას, ხოლო მე­პატ­რო­ნე იუ­რი­დი­უ­ლი ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

პატ­რო­ნის მიერ ძაღ­ლის ან კა­ტის მი­ტო­ვე­ბის გან­მე­ო­რე­ბით შემ­თხვე­ვა­ში კი, მე­პატ­რო­ნე ფი­ზი­კუ­რი პირი - 1 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მე­პატ­რო­ნე იუ­რი­დი­უ­ლი პირი ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­წარ­მე 3 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით და­ჯა­რიმ­დე­ბა.

ინი­ცი­ა­ტორ­თა გან­მარ­ტე­ბით, მი­უ­სა­ფა­რი და უსახ­ლკა­რო ცხო­ვე­ლე­ბის (ძაღ­ლი­სა და კა­ტის) რა­ო­დე­ნო­ბის ზრდის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი მე­პატ­რო­ნე­ე­ბის მიერ ცხო­ვე­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბაა. რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში ვკი­თხუ­ლობთ, ბოლო პე­რი­ოდ­ში გახ­ში­რე­ბუ­ლია ცხო­ვე­ლე­ბის მი­ტო­ვე­ბა მე­პატ­რო­ნე­ე­ბის მიერ, რო­მელ­თაც მათ­ზე ზრუნ­ვი­სა და მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გა­აჩ­ნი­ათ. პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი კი არ არ­სე­ბობს.

“კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია მოქ­მედ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში გა­ნი­სა­ზღვროს პრე­ვენ­ცი­უ­ლი მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლის მე­პატ­რო­ნეს შე­ა­ფერ­ხებს ცხო­ვე­ლის ქუ­ჩა­ში მი­ტო­ვე­ბის­გან.

ამას­თან, კა­ნონპ­რო­ექ­ტის მი­ზა­ნია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს მკაც­რი მე­ქა­ნიზ­მი, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი, რო­გორც ცო­ცხა­ლი, სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბე­ბი­სად­მი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბას, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი მან­კი­ე­რი მენ­ტა­ლი­ტე­ტის შეც­ვლას და ცხო­ვე­ლე­ბი­სად­მი ჰუ­მა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას“, - ნათ­ქვა­მია კა­ნონპ­რო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­ში.

“ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტის ბი­უ­როს 8 ნო­ემ­ბრის სხდო­მა­ზე წა­რედ­გი­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Gio
1

ფუი თქვენი, ადამიანების მატერიალური ყოფა გააუმჯობესეთ, ძაღლებისათვის კი თავშესაფრები ააშენეთ თქვე არაფრისმაქნისებო.

დიმა
0

მარტო ელისაშვილი მუშაობს ამ პარლამენტში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვება, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს

პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვება,  შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდეს

პატრონის მიერ ძაღლისა და კატის მიტოვებამ, შესაძლოა, ადმინისტრაციული სანქციის დაკისრება გამოიწვიოს.

პარლამენტში ინიცირებისთვის მზად არის “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომელიც დეპუტატების - ლევან იოსელიანისა და ალეკო ელისაშვილის საკანონმდებლო ინიციატივაა.

პროექტის მიხედვით, პატრონის მიერ რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის 500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ხოლო მეპატრონე იურიდიული ან ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით.

პატრონის მიერ ძაღლის ან კატის მიტოვების განმეორებით შემთხვევაში კი, მეპატრონე ფიზიკური პირი - 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

ინიციატორთა განმარტებით, მიუსაფარი და უსახლკარო ცხოველების (ძაღლისა და კატის) რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მეპატრონეების მიერ ცხოველების მიტოვებაა. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ბოლო პერიოდში გახშირებულია ცხოველების მიტოვება მეპატრონეების მიერ, რომელთაც მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ვალდებულება გააჩნიათ. პრევენციული მექანიზმი კი არ არსებობს.

“კანონპროექტის მიზანია მოქმედ კანონმდებლობაში განისაზღვროს პრევენციული მექანიზმი, რომელიც შინაური ცხოველის მეპატრონეს შეაფერხებს ცხოველის ქუჩაში მიტოვებისგან.

ამასთან, კანონპროექტის მიზანია ჩამოყალიბდეს მკაცრი მექანიზმი, რაც უზრუნველყოფს ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული არასასურველი ვითარების გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ცხოველებისადმი, როგორც ცოცხალი, სულიერი არსებებისადმი დამოკიდებულების გაჯანსაღებას, საზოგადოებაში არსებული მანკიერი მენტალიტეტის შეცვლას და ცხოველებისადმი ჰუმანური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს 8 ნოემბრის სხდომაზე წარედგინება.