სამართალი
პოლიტიკა

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს
"ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

"ლელო“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას დი­ა­ლო­გის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­წყე­ბას სთა­ვა­ზობს. ამის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბას "ლელო“ ავ­რცე­ლებს.

"ად­გი­ლობ­რი­ვი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის შიმ­ში­ლო­ბის ფონ­ზე ყო­ველ­დღი­უ­რად მძიმ­დე­ბა. გახ­ლე­ჩილ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ემო­ცი­ე­ბი უკი­დუ­რე­სად მძაფ­რდე­ბა და სი­ტუ­ა­ცია უკვე ფეთ­ქე­ბადსა­ში­შია. პრო­ცე­სი აშ­კა­რად მი­ე­ქა­ნე­ბა ქა­ო­სი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო და­პი­რის­პი­რე­ბი­სა­კენ.

ამ ვი­თა­რე­ბა­ში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პო­ლი­ტი­კუ­რი და პერ­სო­ნა­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, ქარ­თვე­ლი ერი­სა და ჩვე­ნი სა­ერ­თო სამ­შობ­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლამ უნდა გა­მოვ­ძებ­ნოთ რე­სურ­სი გო­ნივ­რუ­ლი შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბის გა­და­სად­გმე­ლად.

"ლელო“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თავს, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ და­ვი­წყოთ დი­ა­ლო­გი სი­ტუ­ა­ცი­ის დე­ეს­კა­ლა­ცი­ის კონ­კრე­ტუ­ლი გზე­ბის გა­მო­სა­ძებ­ნად. ყო­ველ­მა და­კარ­გულ­მა წუთ­მა შე­საძ­ლოა დრა­მა­ტუ­ლად შეც­ვა­ლოს ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს ბედი. "ლელო“ მზა­დაა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ჩა­ერ­თოს ოპო­ზი­ცი­ა­სა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის დი­ა­ლოგ­ში", - ნათ­ქვა­მია "ლე­ლოს“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაგა
1

რა დიალოგი,ხო წააგეთ არჩევნები,ძალაზე არიან

არჩი
0

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგის ადგილი არის პარლამენტი და კეთილი ინებოს ორივე მხარემ და ისაუბრონ მშვიდად და კონსტრუქციულად ქვეყნისთვის საჭირბოროტო საქმეებზე.

სამწუხაროდ რეალობა სხვა არის - ოპოზიციას ვერ წარმოუდგენია თავი ხელისუფლების, უფრო სწორად ძალაუფლების გარეშე, თორემ ოპოზიციაც ხელისუფლებაა, მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა იზრუნოს საქვეყნო საქმეებზე, მაგრამ სურვილი არა აქვთ. გვესმის მათგან ყვირილი, რომ ხელისუფლება პანდემიას ვერ უმკლავდება, ვაქცინაცია ჩააგდო - თუმცა ერთი კონსტრუქციული წინადადება, კერძოდ რა უნდა გაკეთდეს, არ მომისმენია.

საერთოდ რაში იღებენ ხალხის გადახდილი ფულიდან ხელფასებს, ქვეყნის არევაში და გადატრიალებაში?!

ავტორი:

"ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

"ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს

"ლელო“ ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებას სთავაზობს. ამის შესახებ განცხადებას "ლელო“ ავრცელებს.

"ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობა პრეზიდენტ სააკაშვილის შიმშილობის ფონზე ყოველდღიურად მძიმდება. გახლეჩილ საზოგადოებაში ემოციები უკიდურესად მძაფრდება და სიტუაცია უკვე ფეთქებადსაშიშია. პროცესი აშკარად მიექანება ქაოსისა და სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ.

ამ ვითარებაში, რაც არ უნდა ღრმა იყოს პოლიტიკური და პერსონალური დაპირისპირება, ქართველი ერისა და ჩვენი საერთო სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა გამოვძებნოთ რესურსი გონივრული შემხვედრი ნაბიჯების გადასადგმელად.

"ლელო“ ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს, დაუყოვნებლივ დავიწყოთ დიალოგი სიტუაციის დეესკალაციის კონკრეტული გზების გამოსაძებნად. ყოველმა დაკარგულმა წუთმა შესაძლოა დრამატულად შეცვალოს ქართული სახელმწიფოს ბედი. "ლელო“ მზადაა დაუყოვნებლივ ჩაერთოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგში", - ნათქვამია "ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.