მსოფლიო
პოლიტიკა

22

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 04:51-ზე, მთვარე მშვილდოსანშია კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ ხორციან კერძებს. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი  უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?
არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი  უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

ყო­ვე­ლი ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბი­სას ევ­რო­პი­სათ­ვის დღის წეს­რიგ­ში დგე­ბა მთა­ვა­რი სა­კი­თხი - სით­ბო, ანუ მო­სახ­ლე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით და თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­ში მის­გან წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით. ბოლო წლე­ბის ტენ­დენ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ად­რინ­დე­ლი პე­რი­ო­დი­სა­გან ამ­ჟა­მინ­დე­ლი სი­ტუ­ა­ცია იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ თუ ადრე ბუ­ნებ­რი­ივ გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხით უმე­ტე­სად ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბი იყ­ვნენ და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, მათ ბოლო ხა­ნებ­ში აღ­მო­სავ­ლე­თიც და­ე­მა­ტა - უკ­რა­ი­ნა, მოლ­დო­ვა, ნა­წი­ლობ­რივ ბე­ლა­რუ­სიც.

  • ზამ­თა­რია, არ გვაქვს გაზი...

მოს­წონთ თუ არ მოს­წონთ ევ­რო­პე­ლებს, ფაქ­ტი ისაა, რომ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სფე­რო­ში ლო­მის წილი რუ­სეთს მი­უ­ძღვის. ად­გი­ლობ­რი­ვი (ევ­რო­პუ­ლი) გა­ზით, რო­მე­ლიც ჩრდი­ლო­ე­თის ზღვის ფსკე­რი­დან იღე­ბენ, ძი­რი­თა­დად მხო­ლოდ ნორ­ვე­გია და დიდი ბრი­ტა­ნე­თია უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, და­ნარ­ჩე­ნე­ბი კი იმ­პორტზე არი­ან და­მო­კი­დე­ბულ­ნი - ციმ­ბი­რუ­ლი გა­ზით საზ­რდო­ო­ბენ. ცხა­დია, ევ­რო­პე­ლე­ბი გა­ზის იმ­პორ­ტის დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით პრობ­ლე­მას ვერ შვე­ლის ვერც კას­პი­ის გა­ზის და ვერც ამე­რი­კუ­ლი თხე­ვა­დი გა­ზის იმ­პორ­ტი, რო­მე­ლიც საკ­მა­ოდ ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლია და რომ­ლის გად­მოტვირ­თვა - გაშ­ვე­ბას ევ­რო­პის მილ­სა­დე­ნე­ბის სის­ტე­მა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის შექ­მნა სჭირ­დე­ბა. რუ­სუ­ლი გაზი შე­და­რე­ბით ია­ფია და მისი იმ­პორ­ტი შე­და­რე­ბით იაფი ჯდე­ბა, ციმ­ბი­რი­დან პირ­და­პი­რი მი­ლე­ბით მი­დის გერ­მა­ნი­ა­ში, სა­ი­და­ნაც შემ­დეგ სხვა ქვეყ­ნებ­შიც ნა­წილ­დე­ბა, ასე­ვე ცნო­ბი­ლია "თურ­ქუ­ლი ნა­კა­დის“ გაზი (უზ­რუნ­ველ­ყოფს სამ­ხრეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნებს), რო­მელ­საც მალე "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დის“ მე­ო­რე რი­გის მილ­სა­დე­ნე­ბი და­ე­მა­ტა.

ევ­რო­პის რუ­სეთ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის მა­ღა­ლი დონე გა­ზით უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­კი­თხში ახ­ლა­ხა­ნაც და­დას­ტურ­და, როცა პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მირ პუ­ტინ­მა, რო­გორც გერ­მა­ნუ­ლი გა­ზე­თი "დი ველ­ტი“ წერს, მხო­ლოდ ერთი ფრა­ზით გან­მუხ­ტა ოქ­ტომ­ბერ­ში შექ­მნი­ლი კრი­ზი­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გა­ზით მო­მა­რა­გე­ბი­სა და ბუ­ნებ­რი­ვი საწ­ვა­ვის კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაზ­რდილ ფა­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით: "ვთხოვ "გა­ზპ­რომს“ ევ­რო­პის გა­ზა­ცა­ვე­ბი შე­ავ­სოს“ - ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ამ თით­ქოს­და შემ­თხვე­ვით ნათ­ქვა­მის შე­დე­გად ევ­რო­პის გა­ზის ბა­ზარ­მა შვე­ბით ამო­ი­სუნ­თქა... კრი­ზის­მა გვაჩ­ვე­ნა, რომ ევ­რო­პის ბა­ზარ­ზე რუ­სე­თი დო­მი­ნი­რებს“, - აღ­ნიშ­ნავს გა­ზე­თი.

უკ­რა­ი­ნა ბოლო დრომ­დე ცენ­ტრა­ლურ ად­გილს იკა­ვებ­და რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზი­ტში ცენ­ტრა­ლუ­რი და და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად. ალ­ბათ, ბევ­რს ახ­სოვს ევ­რო­პუ­ლი ენერ­გე­ტი­კის ის­ტო­რი­ა­ში შე­სუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი "გაზი-მი­ლე­ბის“ («Газ-трубы») და "ურენ­გოი-უჟგო­რო­დის“ გაზ­სა­დე­ნი სა­ხელ­წო­დე­ბით 1970-იან წლებ­ში, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი აჟი­ო­ტა­ჟი. რაც შე­ე­ხე­ბა თვი­თონ უკ­რა­ი­ნას, 1991 წლი­დან, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­დეგ კი­ევს მოს­კო­ვი ტრან­ზი­ტის ფულს უხ­დი­და და გაზს ნა­ტუ­რი­თაც აძ­ლევ­და და­ბა­ლი ფა­სით.

მოს­კოვ-კი­ე­ვის ურ­თი­ერ­თო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შემ­დეგ კრემ­ლმა ციმ­ბი­რუ­ლი გა­ზის ექ­სპორ­ტის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ი­სათ­ვის თა­ვის არი­დე­ბა გა­და­წყვი­ტა - აქ­ცენ­ტი გა­და­ი­ტა­ნა სა­მო­კავ­ში­რეო სა­ხელ­მწი­ფო­ზე - ბე­ლა­რუს­ზე, რომ­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც "ია­მალ-ევ­რო­პის“ გაზ­სა­დე­ნი გა­დის, აგ­რეთ­ვე ხელი მიჰ­ყო ახა­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის - უკვე ნახ­სე­ნებ "თურ­ქუ­ლი“ და "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დე­ბის“ მშე­ნებ­ლო­ბა­სა და მათ ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ას (მთა­ვარ კლი­ენ­ტთან - გერ­მა­ნი­ას­თან შე­თან­ხმე­ბით). უკ­რა­ი­ნა თან­და­თან ამო­ვარ­და გაზ­გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ და სატ­რან­ზი­ტო სის­ტე­მი­დან, რა­მაც ბუ­ნებ­რი­ვია, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის­თვის უაღ­რე­სად ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გე­ბი მო­ი­ტა­ნა. კი­ევს ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზის წყა­როს ძი­ე­ბა უხ­დე­ბო­და - ხან ევ­რო­პი­დან რე­ვერ­სით (ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ნა­ყი­დი რუ­სუ­ლი გაზი რე­ვერ­სის პრინ­ცი­პით - სლო­ვა­კე­თი­დან უნ­გრე­თი­დან და პო­ლო­ნე­თი­დან), ხან კას­პი­ის გა­ზის იმე­დით, მაგ­რამ ეს უკა­ნას­კნე­ლი ამ ეტაპ­ზე გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი რჩე­ბა. მარ­თა­ლია, სა­კუ­თა­რი გაზი უკ­რა­ი­ნას აქვს, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სად - ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბას ხარ­კო­ვის, პოლ­ტა­ვი­სა და ლვო­ვის სა­ბა­დო­ე­ბი­დან ამო­ღე­ბუ­ლი გაზი მხო­ლოდ 30%-მდე აკ­მა­ყო­ფი­ლებს, და­ნარ­ჩე­ნი მო­ცუ­ლო­ბა იმ­პორ­ტით იფა­რე­ბა (უკ­რა­ი­ნას ყო­ველ­წლი­უ­რად 30 მი­ლი­არდ კუბ­მეტ­რამ­დე ბუ­ნებ­რი­ვი გაზი სჭირ­დე­ბა).

დღე­ი­სათ­ვის უკ­რა­ი­ნა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­თან სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­შია, ცდი­ლობს კვლავ მი­აღ­წი­ოს თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რუ­სუ­ლი გა­ზის ტრან­ზიტს, რათა ესო­დენ სა­ჭი­რო ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლე­ბი მი­ი­ღოს. ამ მიზ­ნით კი­ე­ვი ყვე­ლა გზას იყე­ნებს - ითხოვს დახ­მა­რე­ბას აშშ-სგან, ევ­რო­კავ­ში­რის­გან, რომ ვა­შინგტონ-ბრი­უ­სელ­მა მოს­კო­ვი აი­ძუ­ლონ ციმ­ბი­რუ­ლი გაზი კვლავ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ა­ტა­როს. უნდა ით­ქვას, რომ კი­ევ­მა ამ მიზ­ნით გარ­კვე­ულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია - აშშ-სა და რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტე­ბის ჟე­ნე­ვის სა­მიტ­ზე (2021 წლის ივ­ნის­ში) გა­და­წყდა, რომ კრემ­ლი გა­ზის გარ­კვე­ულ რა­ო­დე­ნო­ბის ექ­სპორ­ტი­სათ­ვის კვლავ უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ით ისარ­გებ­ლებს ("ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი-2“-ის მშე­ნებ­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ), მაგ­რამ ზამ­თა­რი ახ­ლოვ­დე­ბა, "ჩრდი­ლო­ე­თის ნა­კა­დი-2“-ის მშე­ნებ­ლო­ბაც დას­რულ­და, ჯერ­ჯე­რო­ბით კი უკ­რა­ი­ნის მილ­სა­დე­ნე­ბი ცა­რი­ე­ლია, რუ­სუ­ლი გაზი აგ­ვი­ა­ნებს. რა თქმა უნდა, ასე­თი გა­ურ­კვე­ვე­ლი სი­ტუ­ა­ცია უკ­რა­ი­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას ძა­ლი­ან აშ­ფო­თებს. ეს კი­დევ არა­ფე­რი - პირ­ველ ნო­ემ­ბერს უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კამ რუ­სე­თი­სა­გან კი­დევ ერთი ძლი­ე­რი დარ­ტყმა მი­ი­ღო: მოს­კოვ­მა კი­ევს ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და ქვა­ნახ­ში­რის მი­წო­დე­ბა შე­უ­წყვი­ტა.

  • ..არც ნახ­ში­რი და არც დენი

პა­რა­დოქ­სუ­ლი ფაქ­ტი: სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბოლო დღე­ე­ბამ­დე რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნი­სათ­ვის ქვა­ნახ­ში­რის ძი­რი­თად მიმ­წო­დებ­ლად რჩე­ბო­და (დონ­ბა­სის კი­ე­ვის კონ­ტრო­ლი­დან გას­ვლის შემ­დეგ). ერთი შე­ხედ­ვით, მარ­თლაც პა­რა­დოქ­სუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა - მტე­რი და ოკუ­პან­ტი რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას პრო­დუქ­ცი­ით ამა­რა­გებს... შე­იძ­ლე­ბა ვინ­მეს გა­უკ­ვირ­დეს, მაგ­რამ რუ­სუ­ლი ქვა­ნახ­ში­რის წილ­მა უკ­რა­ი­ნის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში 2021 წლი­სათ­ვის 68%-ს მი­აღ­წია - ნა­ტუ­რა­ლუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბით - 10,3 მი­ლი­ონ ტო­ნას. თუმ­ცა აქვე ვი­ტყვით, რომ ქვა­ნახ­ში­რის მი­წო­დე­ბის შე­წყვე­ტა არ შე­ე­ხე­ბა კოქსვად ნახ­შირს (ანტრა­ციტს), რი­თაც მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნე­ბი მა­რაგ­დე­ბა.

მოკ­ლედ, უკ­რა­ი­ნის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი (თეს) ქვა­ნახ­ში­რის გა­რე­შე დარ­ჩნენ. თუ არ არის ქვა­ნახ­ში­რი, არ მოხ­დე­ბა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. სლა­ვი­ანსკის თეს-ი უკვე გა­ჩერ­და, ხოლო ტრი­პო­ლის, ზმი­ე­ვის, კრი­ვოი რო­გის, ზა­პო­რო­ჟი­ეს და სხვა ქა­ლა­ქე­ბის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის სა­წყო­ბებ­ში მხო­ლოდ ათი დღის სამ­ყო­ფი ქვა­ნახ­ში­რი რჩე­ბა. რუ­სე­თი­სათ­ვის უმ­ჯო­ბე­სია ქვა­ნახ­ში­რი ჩი­ნეთს მი­ა­წო­დოს, უფრო ძვი­რად და მის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნად.

რუსი ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, უკ­რა­ი­ნა უმ­ძი­მე­სი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას - კი­ევს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი არ ეყო­ფა და დიდი რის­კია, რომ ქვე­ყა­ნამ ზამ­თრის გა­სათ­ბო­ბი სე­ზო­ნი ვერ გა­და­ი­ტა­ნოს. თეს-ებში ქვა­ნახ­ში­რის უკ­მა­რი­სო­ბის სა­კომ­პენ­სა­ცი­ოდ, რო­გორც ჩანს, უკ­რა­ი­ნას ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი მო­უ­წევს, მაგ­რამ სა­ი­დან? ადრე კი­ევს ელექტრო­ე­ნერ­გია იმა­ვე რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან შეჰ­ქონ­და, ახლა კი... ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­ღე­ბაც პირ­ვე­ლი ნო­ემ­ბრი­დან წყდე­ბა... ძვე­ლი კონ­ტრაქ­ტი დას­რულ­და, ახა­ლი ჯერ არ და­დე­ბუ­ლა... ახა­ლი კონ­ტრაქ­ტი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია აუქ­ცი­ო­ნის ჩა­ტა­რე­ბა, რუ­სუ­ლი მხა­რე არ ჩქა­რობს, ზამ­თა­რი კი კარ­ზეა მომ­დგა­რი.

რამ­დე­ნად შე­უძ­ლია უკ­რა­ი­ნას სა­ზღვარ­გა­რეთ ქვა­ნახ­ში­რი­სა და ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ყიდ­ვა? ამ სა­კი­თხის გა­დაჭ­რა საკ­მა­ოდ რთუ­ლია. ევ­რო­პას თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი აქვს, უშუ­ა­ლო მე­ზო­ბელ­თან - ბე­ლა­რუს­თან კი უკ­რა­ი­ნას ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ალექ­სან­დრე ლუ­კა­შენ­კოს მწვა­ვე კრი­ტი­კის გამო. რუ­სულ ქვა­ნახ­შირ­საც ვერ ჩა­ა­ნაც­ვლებს - სა­ი­დან, პო­ლო­ნე­თი­დან? ვარ­შა­ვა თვი­თო­ნაც რუ­სუ­ლი ქვა­ნახ­ში­რით საზ­რდო­ობს. მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი ქარ­ხნე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო ანტრა­ცი­ტი კი სა­ერ­თოდ ცო­ტაა, მას ევ­რო­პის ქვეყ­ნებ­ში, სან­თლი­თაც რომ ეძე­ბო, ვერ იყი­დი.

უკ­რა­ი­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი ქვეყ­ნის ენერ­გე­ტი­კა­ში შექ­მნილ სიძ­ნე­ლე­ებს პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბით ხსნი­ან - რუ­სე­თი ცდი­ლობს უკ­რა­ი­ნა ბო­ლომ­დე დაწ­ნე­ხოს, ვიდ­რე კი­ე­ვი თა­ვის სა­ში­ნაო და სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სის კო­რექ­ტი­რე­ბას არ მო­ახ­დენს ან ვიდ­რე კი­ევ­ში ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ შე­იც­ვლე­ბა. "ამ შემ­თხვე­ვა­ში საქ­მე გვაქვს ნამ­დვილ პო­ლი­ტი­კურ დე­მარშთან რუ­სე­თის მხრი­დან. კრემ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით გამ­წა­რე­ბუ­ლია იმით, რომ უკ­რა­ი­ნამ დონ­ბა­სელ სე­პა­რა­ტის­ტებს დრო­ნით (უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტით) - თურ­ქუ­ლი "ბა­ი­რახ­ტრით“ და­არ­ტყა. რუ­სე­თი უკ­რა­ი­ნას ელექტრო­ე­ნერ­გი­ას და ქვა­ნახ­შირს აღარ მი­აწ­ვდის“, - დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არი­ან უკ­რა­ი­ნე­ლი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი.

  • სად არის უკ­რა­ი­ნუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია?

ჩვე­ნი მკი­თხვე­ლე­ბის დიდ ნა­წილს, ალ­ბათ, ახ­სოვთ 1987 წელს ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რის ავა­რია უკ­რა­ი­ნა­ში (სხვა­თა შო­რის, მის ლიკ­ვი­და­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ), მაგ­რამ ჩერ­ნო­ბი­ლის გარ­და, უკ­რა­ი­ნა­ში კი­დევ რამ­დე­ნი­მე ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რი არ­სე­ბობს - ზა­პო­რო­ჟი­ეს აეს - ი (ევ­რო­პა­ში უდი­დე­სი), როვ­ნოს აეს - ი, სამ­ხრეთ უკ­რა­ი­ნის აეს - ი. კი­დევ ერ­თის - ხმელ­ნიც­კის აეს-ის მშე­ნებ­ლო­ბა გა­ყი­ნუ­ლია. და მა­ინც, ამის მი­უ­ხე­და­ვად, ატო­მუ­რი ელექტრო­სად­გუ­რე­ბის წილი უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კა­ში მხო­ლოდ და­ახ­ლო­ე­ბით 60%-ს აღ­წევს, ანუ ქვეყ­ნის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს მთლი­ა­ნად ვერ ფა­რავს.

არა­და, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, უც­ნა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია იქ­მნე­ბა - ატო­მურ ელ­სად­გუ­რებს დიდი სიმ­ძლავ­რის რე­ზერ­ვე­ბი აქვთ გე­ნე­რა­ცი­ის სფე­რო­ში. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა მათი სრუ­ლი სიმ­ძლავ­რით ამოქ­მე­დე­ბა და ქვეყ­ნის "ელექტრო­ე­ნერ­გი­ით გაბრ­წყი­ნე­ბა“? თა­ნაც იაფი ელექტრო­ე­ნერ­გი­ით, თბო­ლე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის მიერ გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ­თან შე­და­რე­ბით.

თურ­მე მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი აეს-ების სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ჩარ­თვა არ შე­იძ­ლე­ბა - ასეთ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბი­სას მო­სა­ლოდ­ნე­ლია მათი ავა­რი­უ­ლი გა­მორ­თვა, რაც მძი­მე შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია. "ვთქვათ და ერთი ბლო­კი გა­მო­ირ­თო - ეს ნიშ­ნავს მი­ნუს 1000 მე­გა­ვატს, რო­მე­ლიც სას­წრა­ფოდ უნდა იქ­ნეს კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ სა­ი­დან? ბლო­კის გა­მორ­თვა დო­მი­ნოს პრინ­ცი­პის შე­დეგს გა­მო­იწ­ვევს. სწო­რედ ამი­ტო­მაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი“, - გან­მარ­ტავს წყა­რო უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კის სა­მი­ნის­ტრო­დან.

მაგ­რამ არის სხვა მი­ზე­ზე­ბიც, თუ რა­ტომ არ შე­უძ­ლი­ათ უკ­რა­ი­ნის აეს-ებს გე­ნე­რა­ცი­ის მკვეთ­რი გაზ­რდა. ისი­ნი მუდ­მი­ვად ერთი სიმ­ძლავ­რით მუ­შა­ო­ბენ - დღი­სით და ღა­მით, მაგ­რამ დე­ნის მოხ­მა­რე­ბა დღი­სით სხვაა, ღა­მით სხვა. სად წა­ი­ღოს "ზედ­მე­ტი“ ელექტრო­ე­ნერ­გია ატო­მურ­მა სად­გურ­მა? ვერ­სად ვერ წა­ი­ღებს, ვერც გა­ყი­დის, რად­გან ახლო-მახ­ლო მე­ზობ­ლებ­ში არა­ვის ჭირ­დე­ბა. ასეთ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში უმ­ჯო­ბე­სია ისევ თბო­ლექტრო­სად­გუ­რე­ბი და­იტ­ვირ­თოს ცვა­ლე­ბა­დი გე­ნე­რა­ცი­ით, მაგ­რამ მათ­თვის ქვა­ნახ­ში­რი არ არის... მოკ­ლედ, "მო­ჯა­დო­ე­ბუ­ლი წრე“ იქ­მნე­ბა.

უკ­რა­ი­ნის ატო­მუ­რი ენერ­გე­ტი­კი­სათ­ვის დიდ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვით უზ­რუნ­ველ­ყო­ფაც - ელ­სად­გუ­რე­ბის სრუ­ლი დატ­ვირ­თვით ამუ­შა­ვე­ბა მეტი რა­ო­დე­ნო­ბის ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ურა­ნის შე­ძე­ნას სა­ჭი­რო­ებს. "ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის მო­წო­დე­ბა ძა­ლი­ან რთულ პრო­ცესს წარ­მო­ად­გენს. ამის­თვის დიდი ხნით ადრე უნდა მო­ემ­ზა­დო. ამი­ტო­მაც უკ­რა­ი­ნის "ენერ­გო­ა­ტომს“ არ შე­უძ­ლია დახ­მა­რე­ბის­თვის ამე­რი­კას ან რუ­სეთს, ან სხვა და­სავ­ლელ პარტნი­ორს მი­მარ­თოს - იქ­ნებ ამ ზამ­თრის­თვის ცოტა მეტი მომ­ცე, ვიდ­რე კონ­ტრაქ­ტშია ჩა­წე­რი­ლიო“.

ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, თუ უახ­ლო­ეს ხან­ში უკ­რა­ი­ნის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბის­თვის რუ­სუ­ლი ქვა­ნახ­ში­რის მო­წო­დე­ბის სა­კი­თხი და­დე­ბი­თად არ გა­და­წყდე­ბა, ან იმა­ვე რუ­სე­თი­დან და ბე­ლა­რუ­სი­დან ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი არ მოხ­დე­ბა, უკ­რა­ი­ნის ენერ­გე­ტი­კას წინ ძა­ლი­ან რთუ­ლი ზამ­თა­რი ელო­დე­ბა, ხოლო უკ­რა­ი­ნელ მომ­ხმა­რებ­ლებს - ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მა­სობ­რი­ვი გა­მორ­თვე­ბის საფრ­თხე ემუქ­რე­ბათ.

ავ­ტო­რი: სი­მონ კი­ლა­ძე

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Vasilii
21

რუსეᲗმა მარტო უკრაინასᲗან კი არ უნდა გაწყვიტოს ყოველგვარი ვაჭრობა. არამედ დასავლეᲗის სატელიᲗᲗან და რუსეᲗის მტერᲗან ე.წ.საქარᲗველოსᲗან.100 პროცენტიანი სანქცია... მტერი მტერია. უნდა დაისაჯოს. 

Giusha3232
0

რა უქნეს მდიდარ უკრაინას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი  უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

არც გაზი, არც ქვანახშირი და არც ელექტროენერგია: ენერგოკრიზისი  უკრაინაში - რას ცდილობს ვლადიმირ პუტინი?

ყოველი ზამთრის მოახლოებისას ევროპისათვის დღის წესრიგში დგება მთავარი საკითხი - სითბო, ანუ მოსახლეობისა და ეკონომიკის უზრუნველყოფა ბუნებრივი გაზით და თბოელექტროსადგურებში მისგან წარმოებული ელექტროენერგიით. ბოლო წლების ტენდენციის მიხედვით, ადრინდელი პერიოდისაგან ამჟამინდელი სიტუაცია იმით განსხვავდება, რომ თუ ადრე ბუნებრიივ გაზით უზრუნველყოფის საკითხით უმეტესად ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ დაინტერესებულნი, მათ ბოლო ხანებში აღმოსავლეთიც დაემატა - უკრაინა, მოლდოვა, ნაწილობრივ ბელარუსიც.

  • ზამთარია, არ გვაქვს გაზი...

მოსწონთ თუ არ მოსწონთ ევროპელებს, ფაქტი ისაა, რომ ევროპის ქვეყნების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფის სფეროში ლომის წილი რუსეთს მიუძღვის. ადგილობრივი (ევროპული) გაზით, რომელიც ჩრდილოეთის ზღვის ფსკერიდან იღებენ, ძირითადად მხოლოდ ნორვეგია და დიდი ბრიტანეთია უზრუნველყოფილი, დანარჩენები კი იმპორტზე არიან დამოკიდებულნი - ციმბირული გაზით საზრდოობენ. ცხადია, ევროპელები გაზის იმპორტის დივერსიფიცირებას ცდილობენ, მაგრამ ჯერჯერობით პრობლემას ვერ შველის ვერც კასპიის გაზის და ვერც ამერიკული თხევადი გაზის იმპორტი, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია და რომლის გადმოტვირთვა - გაშვებას ევროპის მილსადენების სისტემაში სპეციალური ინფრასტრუქტურის შექმნა სჭირდება. რუსული გაზი შედარებით იაფია და მისი იმპორტი შედარებით იაფი ჯდება, ციმბირიდან პირდაპირი მილებით მიდის გერმანიაში, საიდანაც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც ნაწილდება, ასევე ცნობილია "თურქული ნაკადის“ გაზი (უზრუნველყოფს სამხრეთ ევროპის ქვეყნებს), რომელსაც მალე "ჩრდილოეთის ნაკადის“ მეორე რიგის მილსადენები დაემატა.

ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი დონე გაზით უზრუნველყოფის საკითხში ახლახანაც დადასტურდა, როცა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, როგორც გერმანული გაზეთი "დი ველტი“ წერს, მხოლოდ ერთი ფრაზით განმუხტა ოქტომბერში შექმნილი კრიზისული სიტუაცია გაზით მომარაგებისა და ბუნებრივი საწვავის კატასტროფულად გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით: "ვთხოვ "გაზპრომს“ ევროპის გაზაცავები შეავსოს“ - ვლადიმერ პუტინის ამ თითქოსდა შემთხვევით ნათქვამის შედეგად ევროპის გაზის ბაზარმა შვებით ამოისუნთქა... კრიზისმა გვაჩვენა, რომ ევროპის ბაზარზე რუსეთი დომინირებს“, - აღნიშნავს გაზეთი.

უკრაინა ბოლო დრომდე ცენტრალურ ადგილს იკავებდა რუსული გაზის ტრანზიტში ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ქვეყნების უზრუნველსაყოფად. ალბათ, ბევრს ახსოვს ევროპული ენერგეტიკის ისტორიაში შესული პროექტები "გაზი-მილების“ («Газ-трубы») და "ურენგოი-უჟგოროდის“ გაზსადენი სახელწოდებით 1970-იან წლებში, ამასთან დაკავშირებული პოლიტიკური აჟიოტაჟი. რაც შეეხება თვითონ უკრაინას, 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ კიევს მოსკოვი ტრანზიტის ფულს უხდიდა და გაზს ნატურითაც აძლევდა დაბალი ფასით.

მოსკოვ-კიევის ურთიერთობის გაუარესების შემდეგ კრემლმა ციმბირული გაზის ექსპორტის უზრუნველსაყოფად უკრაინის ტერიტორიისათვის თავის არიდება გადაწყვიტა - აქცენტი გადაიტანა სამოკავშირეო სახელმწიფოზე - ბელარუსზე, რომლის ტერიტორიაზეც "იამალ-ევროპის“ გაზსადენი გადის, აგრეთვე ხელი მიჰყო ახალი მილსადენების - უკვე ნახსენებ "თურქული“ და "ჩრდილოეთის ნაკადების“ მშენებლობასა და მათ ექსპლოატაციას (მთავარ კლიენტთან - გერმანიასთან შეთანხმებით). უკრაინა თანდათან ამოვარდა გაზგამანაწილებელ და სატრანზიტო სისტემიდან, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკისთვის უაღრესად ნეგატიური შედეგები მოიტანა. კიევს ბუნებრივი გაზის წყაროს ძიება უხდებოდა - ხან ევროპიდან რევერსით (ევროკავშირის მიერ ნაყიდი რუსული გაზი რევერსის პრინციპით - სლოვაკეთიდან უნგრეთიდან და პოლონეთიდან), ხან კასპიის გაზის იმედით, მაგრამ ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე განუხორციელებელი რჩება. მართალია, საკუთარი გაზი უკრაინას აქვს, მაგრამ არასაკმარისად - ქვეყნის მოთხოვნილებას ხარკოვის, პოლტავისა და ლვოვის საბადოებიდან ამოღებული გაზი მხოლოდ 30%-მდე აკმაყოფილებს, დანარჩენი მოცულობა იმპორტით იფარება (უკრაინას ყოველწლიურად 30 მილიარდ კუბმეტრამდე ბუნებრივი გაზი სჭირდება).

დღეისათვის უკრაინა, რომელიც რუსეთთან სამხედრო-პოლიტიკურ დაპირისპირებაშია, ცდილობს კვლავ მიაღწიოს თავის ტერიტორიაზე რუსული გაზის ტრანზიტს, რათა ესოდენ საჭირო ფინანსური შემოსავლები მიიღოს. ამ მიზნით კიევი ყველა გზას იყენებს - ითხოვს დახმარებას აშშ-სგან, ევროკავშირისგან, რომ ვაშინგტონ-ბრიუსელმა მოსკოვი აიძულონ ციმბირული გაზი კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე გაატაროს. უნდა ითქვას, რომ კიევმა ამ მიზნით გარკვეულ წარმატებას მიაღწია - აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ჟენევის სამიტზე (2021 წლის ივნისში) გადაწყდა, რომ კრემლი გაზის გარკვეულ რაოდენობის ექსპორტისათვის კვლავ უკრაინის ტერიტორიით ისარგებლებს ("ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობის დასრულების სანაცვლოდ), მაგრამ ზამთარი ახლოვდება, "ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის მშენებლობაც დასრულდა, ჯერჯერობით კი უკრაინის მილსადენები ცარიელია, რუსული გაზი აგვიანებს. რა თქმა უნდა, ასეთი გაურკვეველი სიტუაცია უკრაინის ხელმძღვანელობას ძალიან აშფოთებს. ეს კიდევ არაფერი - პირველ ნოემბერს უკრაინის ენერგეტიკამ რუსეთისაგან კიდევ ერთი ძლიერი დარტყმა მიიღო: მოსკოვმა კიევს ელექტროენერგიისა და ქვანახშირის მიწოდება შეუწყვიტა.

  • ..არც ნახშირი და არც დენი

პარადოქსული ფაქტი: სამხედრო-პოლიტიკური დაპირისპირების მიუხედავად, ბოლო დღეებამდე რუსეთი უკრაინისათვის ქვანახშირის ძირითად მიმწოდებლად რჩებოდა (დონბასის კიევის კონტროლიდან გასვლის შემდეგ). ერთი შეხედვით, მართლაც პარადოქსული სიტუაციაა - მტერი და ოკუპანტი რუსეთი უკრაინას პროდუქციით ამარაგებს... შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, მაგრამ რუსული ქვანახშირის წილმა უკრაინის უზრუნველყოფაში 2021 წლისათვის 68%-ს მიაღწია - ნატურალური გამოხატულებით - 10,3 მილიონ ტონას. თუმცა აქვე ვიტყვით, რომ ქვანახშირის მიწოდების შეწყვეტა არ შეეხება კოქსვად ნახშირს (ანტრაციტს), რითაც მეტალურგიული ქარხნები მარაგდება.

მოკლედ, უკრაინის თბოელექტროსადგურები (თეს) ქვანახშირის გარეშე დარჩნენ. თუ არ არის ქვანახშირი, არ მოხდება ელექტროენერგიის გამომუშავება. სლავიანსკის თეს-ი უკვე გაჩერდა, ხოლო ტრიპოლის, ზმიევის, კრივოი როგის, ზაპოროჟიეს და სხვა ქალაქების თბოელექტროსადგურების საწყობებში მხოლოდ ათი დღის სამყოფი ქვანახშირი რჩება. რუსეთისათვის უმჯობესია ქვანახშირი ჩინეთს მიაწოდოს, უფრო ძვირად და მისთვის მომგებიანად.

რუსი ექსპერტების აზრით, უკრაინა უმძიმესი პრობლემის წინაშე დგას - კიევს არსებული რესურსები არ ეყოფა და დიდი რისკია, რომ ქვეყანამ ზამთრის გასათბობი სეზონი ვერ გადაიტანოს. თეს-ებში ქვანახშირის უკმარისობის საკომპენსაციოდ, როგორც ჩანს, უკრაინას ელექტროენერგიის იმპორტი მოუწევს, მაგრამ საიდან? ადრე კიევს ელექტროენერგია იმავე რუსეთიდან და ბელარუსიდან შეჰქონდა, ახლა კი... ელექტროენერგიის მიღებაც პირველი ნოემბრიდან წყდება... ძველი კონტრაქტი დასრულდა, ახალი ჯერ არ დადებულა... ახალი კონტრაქტისათვის აუცილებელია აუქციონის ჩატარება, რუსული მხარე არ ჩქარობს, ზამთარი კი კარზეა მომდგარი.

რამდენად შეუძლია უკრაინას საზღვარგარეთ ქვანახშირისა და ელექტროენერგიის ყიდვა? ამ საკითხის გადაჭრა საკმაოდ რთულია. ევროპას თავისი გასაჭირი აქვს, უშუალო მეზობელთან - ბელარუსთან კი უკრაინას ასევე პოლიტიკური პრობლემები აქვს, ალექსანდრე ლუკაშენკოს მწვავე კრიტიკის გამო. რუსულ ქვანახშირსაც ვერ ჩაანაცვლებს - საიდან, პოლონეთიდან? ვარშავა თვითონაც რუსული ქვანახშირით საზრდოობს. მეტალურგიული ქარხნებისათვის საჭირო ანტრაციტი კი საერთოდ ცოტაა, მას ევროპის ქვეყნებში, სანთლითაც რომ ეძებო, ვერ იყიდი.

უკრაინელი ექსპერტები ქვეყნის ენერგეტიკაში შექმნილ სიძნელეებს პოლიტიკური მიზეზებით ხსნიან - რუსეთი ცდილობს უკრაინა ბოლომდე დაწნეხოს, ვიდრე კიევი თავის საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირებას არ მოახდენს ან ვიდრე კიევში ხელისუფლება არ შეიცვლება. "ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნამდვილ პოლიტიკურ დემარშთან რუსეთის მხრიდან. კრემლი განსაკუთრებით გამწარებულია იმით, რომ უკრაინამ დონბასელ სეპარატისტებს დრონით (უპილოტო საფრენი აპარატით) - თურქული "ბაირახტრით“ დაარტყა. რუსეთი უკრაინას ელექტროენერგიას და ქვანახშირს აღარ მიაწვდის“, - დარწმუნებულნი არიან უკრაინელი პოლიტოლოგები.

  • სად არის უკრაინული ელექტროენერგია?

ჩვენი მკითხველების დიდ ნაწილს, ალბათ, ახსოვთ 1987 წელს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარია უკრაინაში (სხვათა შორის, მის ლიკვიდაციაში ქართველებიც მონაწილეობდნენ), მაგრამ ჩერნობილის გარდა, უკრაინაში კიდევ რამდენიმე ატომური ელექტროსადგური არსებობს - ზაპოროჟიეს აეს - ი (ევროპაში უდიდესი), როვნოს აეს - ი, სამხრეთ უკრაინის აეს - ი. კიდევ ერთის - ხმელნიცკის აეს-ის მშენებლობა გაყინულია. და მაინც, ამის მიუხედავად, ატომური ელექტროსადგურების წილი უკრაინის ენერგეტიკაში მხოლოდ დაახლოებით 60%-ს აღწევს, ანუ ქვეყნის მოთხოვნილებებს მთლიანად ვერ ფარავს.

არადა, ექსპერტების აზრით, უცნაური სიტუაცია იქმნება - ატომურ ელსადგურებს დიდი სიმძლავრის რეზერვები აქვთ გენერაციის სფეროში. რატომ არ შეიძლება მათი სრული სიმძლავრით ამოქმედება და ქვეყნის "ელექტროენერგიით გაბრწყინება“? თანაც იაფი ელექტროენერგიით, თბოლელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულთან შედარებით.

თურმე მოძველებული აეს-ების სრული დატვირთვით ჩართვა არ შეიძლება - ასეთ რეჟიმში მუშაობისას მოსალოდნელია მათი ავარიული გამორთვა, რაც მძიმე შედეგების მომტანია. "ვთქვათ და ერთი ბლოკი გამოირთო - ეს ნიშნავს მინუს 1000 მეგავატს, რომელიც სასწრაფოდ უნდა იქნეს კომპენსირებული, მაგრამ საიდან? ბლოკის გამორთვა დომინოს პრინციპის შედეგს გამოიწვევს. სწორედ ამიტომაა აუცილებელი ელექტროენერგიის იმპორტი“, - განმარტავს წყარო უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროდან.

მაგრამ არის სხვა მიზეზებიც, თუ რატომ არ შეუძლიათ უკრაინის აეს-ებს გენერაციის მკვეთრი გაზრდა. ისინი მუდმივად ერთი სიმძლავრით მუშაობენ - დღისით და ღამით, მაგრამ დენის მოხმარება დღისით სხვაა, ღამით სხვა. სად წაიღოს "ზედმეტი“ ელექტროენერგია ატომურმა სადგურმა? ვერსად ვერ წაიღებს, ვერც გაყიდის, რადგან ახლო-მახლო მეზობლებში არავის ჭირდება. ასეთ სიტუაციებში უმჯობესია ისევ თბოლექტროსადგურები დაიტვირთოს ცვალებადი გენერაციით, მაგრამ მათთვის ქვანახშირი არ არის... მოკლედ, "მოჯადოებული წრე“ იქმნება.

უკრაინის ატომური ენერგეტიკისათვის დიდ პრობლემას წარმოადგენს ბირთვული საწვავით უზრუნველყოფაც - ელსადგურების სრული დატვირთვით ამუშავება მეტი რაოდენობის ძვირადღირებული ურანის შეძენას საჭიროებს. "ბირთვული საწვავის მოწოდება ძალიან რთულ პროცესს წარმოადგენს. ამისთვის დიდი ხნით ადრე უნდა მოემზადო. ამიტომაც უკრაინის "ენერგოატომს“ არ შეუძლია დახმარებისთვის ამერიკას ან რუსეთს, ან სხვა დასავლელ პარტნიორს მიმართოს - იქნებ ამ ზამთრისთვის ცოტა მეტი მომცე, ვიდრე კონტრაქტშია ჩაწერილიო“.

ექსპერტების აზრით, თუ უახლოეს ხანში უკრაინის თბოელექტროსადგურებისთვის რუსული ქვანახშირის მოწოდების საკითხი დადებითად არ გადაწყდება, ან იმავე რუსეთიდან და ბელარუსიდან ელექტროენერგიის იმპორტი არ მოხდება, უკრაინის ენერგეტიკას წინ ძალიან რთული ზამთარი ელოდება, ხოლო უკრაინელ მომხმარებლებს - ელექტროენერგიის მასობრივი გამორთვების საფრთხე ემუქრებათ.

ავტორი: სიმონ კილაძე