კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ" - სააკაშვილის მორიგი გზავნილი ციხიდან
"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ" - სააკაშვილის მორიგი გზავნილი ციხიდან

#12-ე სას­ჯეღსრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტის წე­რი­ლი გა­აც­ნო.

რო­გორც მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, მათი გა­მარ­ჯვე­ბის რე­ცეპ­ტი მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბა­სა და და­უ­ღა­ლა­ო­ბა­შია.

"ჩვენ ახლა გვჭირ­დე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თი­ა­ნო­ბა. თი­თო­ე­ულ მედ­გარ, გა­უ­ტე­ხელ ადა­მი­ანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ოქ­როს ფასი აქვს. ჩვე­ნი ძალა ახლა ერ­თო­ბა­შია" - აღ­ნიშ­ნუ­ლია წე­რილ­ში.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი წერს, მისი ცი­ხი­დან დახ­სნის პი­რო­ბებ­ში, მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში, რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას მი­აღ­წევს.

"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა ამ არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა უკ­ლებ­ლივ ყვე­ლა ქა­ლაქ­ში. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია და ივა­ნიშ­ვი­ლი და­მარ­ცხე­ბუ­ლი! [ქარ­თველ ხალ­ხს] მა­ნამ­დე ეუბ­ნე­ბოდ­ნენ რა აზრი აქვს მოს­ვლას, მა­ინც ვერ მო­ი­გებ­თო, მერე როცა მო­ი­გეს უბ­რა­ლოდ გა­ა­ბა­თი­ლეს მო­გე­ბა და ახლა არ­წმუ­ნე­ბენ, ახლა რა აზრი აქვს ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლას, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვაო. არა­და, ერ­თა­დერ­თი, ივა­ნიშ­ვილს და მის ბან­დას ეში­ნი­ათ სწო­რედ ჩვე­ნი მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბის და ჩვე­ნი მრა­ვალ­ჯერ ქუ­ჩა­ში გა­მოს­ვლის. არ არ­სე­ბობს მსოფ­ლი­ო­ში დიქ­ტა­ტო­რი, რო­მელ­საც ამის არ ეში­ნია და ეს დიქ­ტა­ტო­რი გან­სა­კუთ­რე­ბით სუს­ტია, იმი­ტომ, რომ ძი­რი­თა­დი ფული და­სავ­ლე­თის ბან­კებ­ში აქვს. და­სავ­ლეთ­მა აბ­სო­ლუ­ტუ­რად ზუს­ტად და­ა­ფიქ­სი­რა სა­არ­ჩევ­ნო დარ­ღვე­ვე­ბი და ახლა მით მე­ტად დაგ­ვი­ჭერს მხარს, რაც მეტ­ნი და მე­ტად გა­მო­ვალთ ქუ­ჩებ­ში. აკი, თქვა ეუ­თოს დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჩვენ ყვე­ლა­ფე­რი ვთქვით და ახლა და­ნარ­ჩე­ნი ქარ­თველ ხალ­ხზე­აო.

ახლა აუ­ცილ­ბე­ლად შე­მოგ­ვე­სე­ვი­ან სხვა­დას­ხვა ექ­სპერ­ტე­ბი და პო­ლი­ტი­კა­ნე­ბი ერთი ლო­ზუნ­გით, რომ ქუ­ჩა­ში შემ­დგომ ბრძო­ლას აზრი არ აქვს, მა­ინც არა­ფე­რი გა­მო­ვა. ჯერ ერთი, გა­რეთ არი­ან მა­გა­რი, უკვე ბრძო­ლა­ში გა­მობ­რძმე­დი­ლი ლი­დე­რე­ბი, რო­გო­რიც გან­სა­კუთ­რე­ბით, ნიკა მე­ლი­აა, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე გა­ბე­დუ­ლი ლი­დე­რი, რე­გი­ო­ნუ­ლი ლი­დე­რე­ბი და სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბის, მათ შო­რის, ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი და ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნი ლი­დე­რე­ბი. ასე­ვე, ჩემი ცი­ხი­დან დახ­სნის პი­რო­ბებ­ში გაძ­ლევთ სი­ტყვას, მაქ­სი­მუმ 10 დღე­ში მი­ვაღ­წევთ რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნას და დავ­დებთ ივა­ნიშ­ვილს ბე­ჭებ­ზე. ჩვენ ახლა გვჭირ­დე­ბა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თი­ა­ნო­ბა. თი­თო­ე­ულ მედ­გარ, გა­უ­ტე­ხელ ადა­მი­ანს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ოქ­როს ფასი აქვს. ჩვე­ნი ძალა ახლა ერ­თო­ბა­შია და გა­მარ­ჯვე­ბის რე­ცეპ­ტი მრა­ვალ­რი­ცხოვ­ნო­ბა­სა და და­უ­ღა­ლა­ო­ბა­შია“, - ნათ­ქვა­მია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
1

დასანანია ბ-ნი ავლიპი ცოცხალი რომ არ არის. რა დიდებული პაციენტი ეყოლებოდა

ოლიკო
0

მამამისი ინტერვიუში ამბობდა,რომ იმდენი წელი ეხვეწებოდნენ მისი მომხრეები მიშა ჩამოდიო და ჩამოვიდაო,მერე ბოლოს მიშა ბოლომდე .......

კარგი რა სხვა მამაშვილური რჩევა არ გაქვს

რომელ ქართველს არ უყვარს კარგი ჭამა,კაცი კიდევ შ ი მ შ ი ლ ო ბ ს 

ავტორი:

"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ" - სააკაშვილის მორიგი გზავნილი ციხიდან

"ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და ივანიშვილს ბეჭებზე დავდებთ" - სააკაშვილის მორიგი გზავნილი ციხიდან

#12-ე სასჯეღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპრეზიდენტის წერილი გააცნო.

როგორც მესამე პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, მათი გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია.

"ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია" - აღნიშნულია წერილში.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მისი ციხიდან დახსნის პირობებში, მაქსიმუმ 10 დღეში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მიაღწევს.

"ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა უკლებლივ ყველა ქალაქში. ქართველი ხალხი გამარჯვებულია და ივანიშვილი დამარცხებული! [ქართველ ხალხს] მანამდე ეუბნებოდნენ რა აზრი აქვს მოსვლას, მაინც ვერ მოიგებთო, მერე როცა მოიგეს უბრალოდ გააბათილეს მოგება და ახლა არწმუნებენ, ახლა რა აზრი აქვს ქუჩაში გამოსვლას, მაინც არაფერი გამოვაო. არადა, ერთადერთი, ივანიშვილს და მის ბანდას ეშინიათ სწორედ ჩვენი მრავალრიცხოვნობის და ჩვენი მრავალჯერ ქუჩაში გამოსვლის. არ არსებობს მსოფლიოში დიქტატორი, რომელსაც ამის არ ეშინია და ეს დიქტატორი განსაკუთრებით სუსტია, იმიტომ, რომ ძირითადი ფული დასავლეთის ბანკებში აქვს. დასავლეთმა აბსოლუტურად ზუსტად დააფიქსირა საარჩევნო დარღვევები და ახლა მით მეტად დაგვიჭერს მხარს, რაც მეტნი და მეტად გამოვალთ ქუჩებში. აკი, თქვა ეუთოს დამკვირვებლების ხელმძღვანელმა, ჩვენ ყველაფერი ვთქვით და ახლა დანარჩენი ქართველ ხალხზეაო.

ახლა აუცილბელად შემოგვესევიან სხვადასხვა ექსპერტები და პოლიტიკანები ერთი ლოზუნგით, რომ ქუჩაში შემდგომ ბრძოლას აზრი არ აქვს, მაინც არაფერი გამოვა. ჯერ ერთი, გარეთ არიან მაგარი, უკვე ბრძოლაში გამობრძმედილი ლიდერები, როგორიც განსაკუთრებით, ნიკა მელიაა, ასევე რამდენიმე გაბედული ლიდერი, რეგიონული ლიდერები და სხვადასხვა პარტიების, მათ შორის, ახალგაზრდა თაობა ძალიან გონიერი და ბრძოლისუნარიანი ლიდერები. ასევე, ჩემი ციხიდან დახსნის პირობებში გაძლევთ სიტყვას, მაქსიმუმ 10 დღეში მივაღწევთ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას და დავდებთ ივანიშვილს ბეჭებზე. ჩვენ ახლა გვჭირდება ფართო საზოგადოებრივი ერთიანობა. თითოეულ მედგარ, გაუტეხელ ადამიანს დიდი მნიშვნელობა და ოქროს ფასი აქვს. ჩვენი ძალა ახლა ერთობაშია და გამარჯვების რეცეპტი მრავალრიცხოვნობასა და დაუღალაობაშია“, - ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.