სამართალი
პოლიტიკა
Faceამბები

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ რამე უბედურება მოხდება, გამოჩნდეს მშველელი" - რა ვიდეო ვრცელდება თბილისის 161-ე სკოლიდან და რას ამბობს სკოლის შენობაში არსებულ ბზარებზე დირექტორი
"სანამ რამე უბედურება მოხდება, გამოჩნდეს მშველელი" - რა ვიდეო ვრცელდება თბილისის 161-ე სკოლიდან და რას ამბობს სკოლის შენობაში არსებულ ბზარებზე დირექტორი

"ფე­ის­ბუ­ქის" ერთ-ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი, დაკო სუ­და­ძე აქ­ვეყ­ნებს ვი­დე­ოს, სა­დაც პოს­ტის ავ­ტო­რის ცნო­ბით, თბი­ლი­სის 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლის შე­ნო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ბზა­რე­ბია ასა­ხუ­ლი.

"ეს ბზა­რე­ბი თბი­ლი­სის ცენ­ტრში, იო­სე­ბი­ძის ქუ­ჩა­ზე, 161-ე სა­ჯა­რო სკო­ლას აქვს, კო­მენ­ტა­რი თქვენ­თვის მო­მინ­დვია, სა­ნამ რამე უბა­დუ­რე­ბა მოხ­დე­ბა, გა­მოჩ­ნდეს მშვე­ლე­ლი" - წერს სუ­და­ძე.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის 161-ე სკო­ლის დი­რექ­ტორს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც მი­ხე­ილ მინ­და­ძემ ambebi.ge- ს გა­ნუ­ცხა­და, ის ბზა­რე­ბი, რაც ვი­დე­ო­ში ჩანს, რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბობს, თუმ­ცა მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კუ­რი პრობ­ლე­მაა და საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს.

"ეს ბზა­რე­ბი არის გა­მოწ­ვე­უ­ლი იმის გამო, რომ სკო­ლის ორი კორ­პუ­სი ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით არის აშე­ნე­ბუ­ლი. მათ შო­რის მცი­რე და­შო­რე­ბაა, ამი­ტო­მაც გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დუ­ლო­ბით იკე­თებს ბზა­რებს და სჭირ­დე­ბა შე­ლეს­ვა, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ ეს მხო­ლოდ უსი­ა­მოვ­ნო შე­სა­ხე­დია და მეტი არა­ფე­რი.

ის არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს საფრ­თხეს. ასე რომ იყოს, ჩვენ იქ ბავ­შვებს არ გა­ვა­ჩე­რებ­დით. არ ვიცი ვის უნდა ამ პოს­ტით ყუ­რა­დღე­ბის მი­პყრო­ბა. მოყ­ვა­ნი­ლი გვყავ­და სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და მათ შე­ა­მოწ­მეს ყვე­ლა­ფე­რი", - გან­მარ­ტა ambebi.ge -სთან მი­ხე­ილ მინ­და­ძემ.

ნა­ხეთ ვი­დეო:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
georgian
7

მშვენიერი სკოლაა, დირექტორიც კარგად მიშაობს არჩევნებზე. კახი აუვცილებლად მოგხედავთ.

!
13

გამოვიდეს ოპოზიცია დასახმარებლად. ოპოზიციას შრომაც ევალება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სანამ რამე უბედურება მოხდება, გამოჩნდეს მშველელი" - რა ვიდეო ვრცელდება თბილისის 161-ე სკოლიდან და რას ამბობს სკოლის შენობაში არსებულ ბზარებზე დირექტორი

"სანამ რამე უბედურება მოხდება, გამოჩნდეს მშველელი" - რა ვიდეო ვრცელდება თბილისის 161-ე სკოლიდან და რას ამბობს სკოლის შენობაში არსებულ ბზარებზე დირექტორი

"ფეისბუქის" ერთ-ერთი მომხმარებელი, დაკო სუდაძე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც პოსტის ავტორის ცნობით, თბილისის 161-ე საჯარო სკოლის შენობაში არსებული ბზარებია ასახული.

"ეს ბზარები თბილისის ცენტრში, იოსებიძის ქუჩაზე, 161-ე საჯარო სკოლას აქვს, კომენტარი თქვენთვის მომინდვია, სანამ რამე უბადურება მოხდება, გამოჩნდეს მშველელი" - წერს სუდაძე.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის 161-ე სკოლის დირექტორს დავუკავშირდით. როგორც მიხეილ მინდაძემ ambebi.ge- ს განუცხადა, ის ბზარები, რაც ვიდეოში ჩანს, რეალურად არსებობს, თუმცა მხოლოდ ესთეტიკური პრობლემაა და საფრთხეს არ წარმოადგენს.

"ეს ბზარები არის გამოწვეული იმის გამო, რომ სკოლის ორი კორპუსი ერთმანეთის გვერდით არის აშენებული. მათ შორის მცირე დაშორებაა, ამიტომაც გარკვეული პერიოდულობით იკეთებს ბზარებს და სჭირდება შელესვა, მაგრამ გარწმუნებთ ეს მხოლოდ უსიამოვნო შესახედია და მეტი არაფერი.

ის არავისთვის წარმოადგენს საფრთხეს. ასე რომ იყოს, ჩვენ იქ ბავშვებს არ გავაჩერებდით. არ ვიცი ვის უნდა ამ პოსტით ყურადღების მიპყრობა. მოყვანილი გვყავდა სპეციალისტები და მათ შეამოწმეს ყველაფერი", - განმარტა ambebi.ge -სთან მიხეილ მინდაძემ.

ნახეთ ვიდეო: