კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია ოქმის მონაცემები" - ირაკლი კობახიძე
"არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია ოქმის მონაცემები" - ირაკლი კობახიძე

100 000 ხმით რომ გაქვს თით­ქმის წა­გე­ბუ­ლი, რა ხმე­ბის დაც­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, თუ შენ არ ხარ პრო­ვო­კა­ტო­რი, ანუ ნი­კა­ნორ მე­ლია, რაც არის პრაქ­ტი­კუ­ლად სი­ნო­ნი­მე­ბი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს ხმე­ბის დაც­ვის თა­ო­ბა­ზე.

მისი თქმით, ოპო­ზი­ცია სა­სო­წარ­კვე­თი­ლია. რო­გორც კო­ბა­ხი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მათ პარ­ტი­უ­ლი აქ­ტი­ვის­გან აქვთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ იმარ­ჯვე­ბენ იმ და­ნარ­ჩენ 16 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც, სა­დაც ეგ­ზიტ­პო­ლი არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა.

"100 000 ხმით რომ გაქვს წა­გე­ბუ­ლი ქა­ლაქ­ში არ­ჩევ­ნე­ბი, რა ხმე­ბის დაც­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი? აქე­დან რა ჩანს? - ისი­ნი სა­სო­წარ­კვე­თას არი­ან მი­ცე­მუ­ლე­ბი, კრწა­ნის­მა ეს და­ა­დას­ტუ­რა -57.5% 42.5-ზე ემ­თხვე­ვა. შეგ­ვიძ­ლია გან­ვა­ზო­გა­დოთ, 100 000 ხმით რომ გაქვს თით­ქმის წა­გე­ბუ­ლი, რა ხმე­ბის დაც­ვა­ზეა სა­უ­ბა­რი, თუ შენ არ ხარ პრო­ვო­კა­ტო­რი, ანუ ნი­კა­ნორ მე­ლია, რაც არის სი­ნო­ნი­მე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად, ყვე­ლამ კარ­გად იცით.

არ­სე­ბობს ერთი ეგ­ზიტ­პო­ლი და გვა­რა­მი­ას სიზ­მრე­ბი, მაგ­რამ მთა­ვა­რია არც ეგ­ზიტ­პო­ლი და მით უმე­ტეს, არც გვა­რა­მი­ას სიზ­მრე­ბი, მთა­ვა­რი არის ოქ­მის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც გა­მო­გი­ცხა­დეთ. ვინც ერ­კვე­ვა, კრწა­ნის­ში როცა კან­დი­და­ტი იღებს 57.5%-ს , მთე­ლი თბი­ლი­სის მას­შტა­ბით შე­დე­გი არ იქ­ნე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. ნუ და­იმ­შვი­დებთ თავს. ამი­ტომ გვა­რა­მი­ას სიზ­მრებს შე­იძ­ლე­ბა ენ­დოთ 20 წუთი, მაგ­რამ ეს არის 20 - წუ­თი­ა­ნი სიზ­მა­რი, და­მი­ჯე­რეთ. რაც შე­ე­ხე­ბა ნაც­მოძ­რა­ო­ბის კუთ­ვნილ ტე­ლე­ვი­ზი­ებს და მათ წარ­მო­მად­გენ­ლებს, ეს გა­მარ­ჯვე­ბა, რო­მე­ლიც ჩვენ დღეს ვი­ზე­ი­მეთ, არ არის ჩვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბა, ეს არის ქვეყ­ნის, მათ შო­რის, თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბაც. და­მი­ჯე­რეთ, ამ გა­მარ­ჯვე­ბით იხე­ი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა დამ­შვიდ­დე­ბა, დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა და შემ­დე­გი 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ვი­თა­რე­ბა გახ­დე­ბა ამ ქვეყ­ნის დღის წეს­რი­გი ნაც­ვლად არე­უ­ლო­ბი­სა, რი­თაც გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ "ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

ერ­თია ეგ­ზიტ­პო­ლი, რაც გა­მოქ­ვეყ­ნდა და მე­ო­რე ჩვე­ნი აქ­ტი­ვის­გან მი­ღე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ემ­თხვე­ვა ხოლ­მე ცეს­კო-ს მო­ნა­ცე­მებს, რად­გან ჩვე­ნი აქ­ტი­ვი არის უკვე მიჩ­ვე­უ­ლი, უკვე მერ­ვე არ­ჩევ­ნებს ატა­რე­ბენ და ზუს­ტად ით­ვლი­ან არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს, ზუსტ პროგ­ნოზს აკე­თე­ბენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვამ­ბობთ ჩვენ იმას, რომ გარ­და 4 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­სა, სა­დაც ჩა­ტარ­და ეგ­ზიტ­პო­ლი, ჩვენ და­ნარ­ჩენ 16 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­შიც ვი­გებთ არ­ჩევ­ნებს. ზო­გან გვაქვს 60%, ზო­გან 70, ზო­გან 52, ზო­გან 57, მაგ­რამ ოცი­ვე­ში ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვი­გებთ. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ყვე­ლამ პა­ტი­ვი უნდა ვცეთ ცეს­კო-ს და და­ვე­ლო­დოთ სა­ბო­ლოო მო­ნა­ცე­მებს, მაგ­რამ 20-ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში გა­მარ­ჯვე­ბა­ში ჩვენ ვართ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რაო ხაიაა???
13

რაო სიმონ,შაგაცდინა იმედმა???

givi
14

თქვენ ოცნების ლიდერებს, რომ შეგეძლოთ ნორმალური ლაპარაკი და არა შხამის რთხევა გაიმარჯვებდით 60/40-ზე. ასეა ეს!

ავტორი:

"არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია ოქმის მონაცემები" - ირაკლი კობახიძე

"არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია ოქმის მონაცემები" - ირაკლი კობახიძე

100 000 ხმით რომ გაქვს თითქმის წაგებული, რა ხმების დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი, ანუ ნიკანორ მელია, რაც არის პრაქტიკულად სინონიმები, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის წევრების განცხადებებს ხმების დაცვის თაობაზე.

მისი თქმით, ოპოზიცია სასოწარკვეთილია. როგორც კობახიძე აღნიშნავს, მათ პარტიული აქტივისგან აქვთ ინფორმაცია, რომ იმარჯვებენ იმ დანარჩენ 16 მუნიციპალიტეტშიც, სადაც ეგზიტპოლი არ ჩატარებულა.

"100 000 ხმით რომ გაქვს წაგებული ქალაქში არჩევნები, რა ხმების დაცვაზეა საუბარი? აქედან რა ჩანს? - ისინი სასოწარკვეთას არიან მიცემულები, კრწანისმა ეს დაადასტურა -57.5% 42.5-ზე ემთხვევა. შეგვიძლია განვაზოგადოთ, 100 000 ხმით რომ გაქვს თითქმის წაგებული, რა ხმების დაცვაზეა საუბარი, თუ შენ არ ხარ პროვოკატორი, ანუ ნიკანორ მელია, რაც არის სინონიმები პრაქტიკულად, ყველამ კარგად იცით.

არსებობს ერთი ეგზიტპოლი და გვარამიას სიზმრები, მაგრამ მთავარია არც ეგზიტპოლი და მით უმეტეს, არც გვარამიას სიზმრები, მთავარი არის ოქმის მონაცემები, რომელიც გამოგიცხადეთ. ვინც ერკვევა, კრწანისში როცა კანდიდატი იღებს 57.5%-ს , მთელი თბილისის მასშტაბით შედეგი არ იქნება განსხვავებული. ნუ დაიმშვიდებთ თავს. ამიტომ გვარამიას სიზმრებს შეიძლება ენდოთ 20 წუთი, მაგრამ ეს არის 20 - წუთიანი სიზმარი, დამიჯერეთ. რაც შეეხება ნაცმოძრაობის კუთვნილ ტელევიზიებს და მათ წარმომადგენლებს, ეს გამარჯვება, რომელიც ჩვენ დღეს ვიზეიმეთ, არ არის ჩვენი გამარჯვება, ეს არის ქვეყნის, მათ შორის, თქვენი გამარჯვებაც. დამიჯერეთ, ამ გამარჯვებით იხეირებს საქართველოს ყველა მოქალაქე იმიტომ, რომ ქვეყანა დამშვიდდება, დასტაბილურდება და შემდეგი 3 წლის განმავლობაში განვითარება გახდება ამ ქვეყნის დღის წესრიგი ნაცვლად არეულობისა, რითაც გვემუქრებოდნენ "ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები.

ერთია ეგზიტპოლი, რაც გამოქვეყნდა და მეორე ჩვენი აქტივისგან მიღებული ინფორმაციები, რომელიც საბოლოო ჯამში ემთხვევა ხოლმე ცესკო-ს მონაცემებს, რადგან ჩვენი აქტივი არის უკვე მიჩვეული, უკვე მერვე არჩევნებს ატარებენ და ზუსტად ითვლიან არჩევნების შედეგებს, ზუსტ პროგნოზს აკეთებენ. აქედან გამომდინარე ვამბობთ ჩვენ იმას, რომ გარდა 4 მუნიციპალიტეტისა, სადაც ჩატარდა ეგზიტპოლი, ჩვენ დანარჩენ 16 მუნიციპალიტეტშიც ვიგებთ არჩევნებს. ზოგან გვაქვს 60%, ზოგან 70, ზოგან 52, ზოგან 57, მაგრამ ოცივეში ჩვენი მონაცემებით, ვიგებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ცესკო-ს და დაველოდოთ საბოლოო მონაცემებს, მაგრამ 20-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვებაში ჩვენ ვართ გამარჯვებული“, - განაცხადა კობახიძემ.