კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვაზისუბანში სიტუაცია დაიძაბა - ნიკა მელიას კომენტარის დროს მოქალაქემ თავში ჩაარტყა
ვაზისუბანში სიტუაცია დაიძაბა - ნიკა მელიას კომენტარის დროს მოქალაქემ თავში ჩაარტყა

თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­დატ ნიკა მე­ლი­ას ვა­ზი­სუბ­ნის 62-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ნიკა მე­ლია ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კო­მენ­ტარს აკე­თებ­და, რა დრო­საც მას მო­ქა­ლა­ქემ ზურ­გი­დან ჩა­არ­ტყა. აღ­ნიშ­ნულს ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ერთი პირი და­ა­კა­ვეს.

ად­გილ­ზე ხმა­უ­რი გა­მო­იწ­ვია იმან, რომ ვა­ზი­სუ­ბან­ში, #62-ე სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე ელო­ექტრო­ე­ნერ­გია გა­ი­თი­შა. ად­გილ­ზე მი­ვი­და „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე და მე­რო­ბის კან­დი­და­ტი, ნიკა მე­ლია. მას­თან მი­ახ­ლო­ე­ბას რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ცდი­ლობ­და, იყო სი­ტყვი­ე­რი და­პი­რის­პი­რე­ბა, თუმ­ცა პო­ლი­ცი­ამ ისი­ნი ვი­თა­რე­ბას გა­ნა­რი­და. რო­გორც მე­ლი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს არის სა­არ­ჩევ­ნო დი­ვერ­სია. მისი თქმით, შუქს აქ­რო­ბენ, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბევრ უბანს აგებს.

„ძა­ლი­ან მშვი­დად ვი­ყოთ, არ ავ­ყვეთ ამათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში. ჩვენ არ ავ­ყე­ვით მათ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში და ზი­ზღის, მტრო­ბის ფრქვე­ვა­ში. შე­დე­გად მი­ვი­ღეთ ის, რომ დღეს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ მარ­ცხდე­ბა. პა­რა­ლე­ლუ­რად ხდე­ბა ვი­თომ მოძ­ველ­ბი­ჭო ელე­მენ­ტე­ბის მო­ბი­ლი­ზა­ცია სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან, სა­დაც შუქს აქ­რო­ბენ. გა­ი­გეთ „კა­ნო­ნი­ე­რო ქურ­დე­ბო“, ვი­თომ ძვე­ლო ბი­ჭე­ბო, თქვენ ვერ იქ­ნე­ბით დო­მი­ნან­ტე­ბი ამ ქა­ლაქ­ში. ამ ქა­ლა­ქის მო­მა­ვა­ლი არის მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კო­ა­ლი­ცი­უ­რი მარ­თვე­ლო­ბა, სა­დაც თქვენ თქვე­ნი ად­გი­ლი გექ­ნე­ბათ, მაგ­რამ ვერ იქ­ნე­ბით იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ხალ­ხი და­ჩაგ­როთ“,-გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1111
2

არ ვიცი ნაცია თუ ქოცია, მაგრამ თავში ჩარტყმით რამე რომ დაემართოს ცოდვა ვის კისერზე იქნება ? ვერც მიშა, ვერც ბიძინა და ვერც პუწინი გიშველის მერე.

mixo
17

დაჰკა დოლიიი!

ავტორი:

ვაზისუბანში სიტუაცია დაიძაბა - ნიკა მელიას კომენტარის დროს მოქალაქემ თავში ჩაარტყა

ვაზისუბანში სიტუაცია დაიძაბა - ნიკა მელიას კომენტარის დროს მოქალაქემ თავში ჩაარტყა

თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ ზურგიდან ჩაარტყა. აღნიშნულს ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

ადგილზე ხმაური გამოიწვია იმან, რომ ვაზისუბანში, #62-ე საარჩევნო უბანზე ელოექტროენერგია გაითიშა. ადგილზე მივიდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და მერობის კანდიდატი, ნიკა მელია. მასთან მიახლოებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა, იყო სიტყვიერი დაპირისპირება, თუმცა პოლიციამ ისინი ვითარებას განარიდა. როგორც მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის საარჩევნო დივერსია. მისი თქმით, შუქს აქრობენ, რადგან ხელისუფლება ბევრ უბანს აგებს.

„ძალიან მშვიდად ვიყოთ, არ ავყვეთ ამათ დაპირისპირებაში. ჩვენ არ ავყევით მათ დაპირისპირებაში და ზიზღის, მტრობის ფრქვევაში. შედეგად მივიღეთ ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ მარცხდება. პარალელურად ხდება ვითომ მოძველბიჭო ელემენტების მობილიზაცია საარჩევნო უბნებთან, სადაც შუქს აქრობენ. გაიგეთ „კანონიერო ქურდებო“, ვითომ ძველო ბიჭებო, თქვენ ვერ იქნებით დომინანტები ამ ქალაქში. ამ ქალაქის მომავალი არის მრავალფეროვანი კოალიციური მართველობა, სადაც თქვენ თქვენი ადგილი გექნებათ, მაგრამ ვერ იქნებით იმ მდგომარეობაში, რომ ხალხი დაჩაგროთ“,-განაცხადა მელიამ.