სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები" - სანდრო გირგვლიანის მამა სააკაშვილის პატიმრობაზე
"სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები" - სანდრო გირგვლიანის მამა სააკაშვილის პატიმრობაზე

სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის მსხვერ­პლის, სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის მამა გუ­რამ გირ­გვლი­ა­ნი ambebi.ge -სთან სა­კუ­თარ მო­საზ­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პა­ტიმ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და ამ­ბობს, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ არას­წო­რად გა­ი­გო ექ­სპრე­ზი­დენ­ტის როლი მისი შვი­ლის საქ­მე­ში.

"მე ისიც არ ვიცი, რას მო­ი­თხოვს სა­ა­კაშ­ვი­ლი, რა უნდა, რა­ტომ შიმ­ში­ლობს... ამ­ბობს, მინ­და, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლოო... რო­მე­ლი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? ჩემი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? იმა­თი, ცი­ხე­ებ­ში რომ ამო­ალ­პო? ქუ­ჩა­ში და გინ­დაც ისე რომ და­ხო­ცა, იმა­თი? მოკ­ლუ­ლი ბი­ჭე­ბის ძა­ძე­ბი­ა­ნი მშობ­ლე­ბის და ოჯა­ხე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნდა? რამ­დე­ნი ოჯა­ხი გა­ა­უ­ბე­დუ­რა, რამ­დე­ნი?! ყვე­ლა­ფერს რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, მარ­ტო ერთი სან­დრო გა­და­წო­ნის ყვე­ლა­ფერს.

ბევ­რმა არც იცის, რომ მკვლე­ლე­ბის შე­წყა­ლე­ბა აქ არა­ფერ შუ­ა­შია, ამას არა­ვინ ედა­ვე­ბა. არა­ვი­ნაა ჩა­ხე­დუ­ლი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ევ­რო­სა­სა­მარ­თლო პირ­და­პირ ამ­ბობს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი ეხ­მა­რე­ბო­და და მფარ­ვე­ლობ­და დამ­ნა­შა­ვე­ებს, უშუ­ა­ლოდ იყო ჩა­რე­უ­ლი გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­შიო.

მან ხელი შე­უ­წყო ამ საქ­მის და­ფარ­ვას და ხელი და­ა­ფა­რა დამ­ნა­შა­ვე­ებს. ნე­ბის­მი­ერ პრე­ზი­დენტს შე­უძ­ლია შე­ი­წყა­ლოს ის, ვინც მას უნდა, სუ­ლაც 100 კაცი რომ ჰყავ­დეს მოკ­ლუ­ლი, ეს მისი ნე­ბაა და პრე­ზი­დენტს კა­ნო­ნი აძ­ლევს ამის უფ­ლე­ბას. უბ­რა­ლოდ, ის ვერ გა­ი­გეს, რა­ტო­მაა სა­ა­კაშ­ვი­ლი სან­დროს საქ­მეს­თან კავ­შირ­ში.

ი ბა­ტო­ნო, მა­თაც წა­ი­ღონ ეს საქ­მე სტრას­ბურ­გში და მო­ი­გონ ისე, რო­გორც ჩვენ მო­ვი­გეთ.

რა უნდა გა­კეთ­დეს, იცით? სა­ა­კაშ­ვილს საკ­ნის ოთხი­ვე კე­დელ­ზე უნდა და­უ­კი­დონ ტე­ლე­ვი­ზო­რე­ბი და ყვე­ლა მათ­გან­ში აჩ­ვე­ნონ მისი პე­რი­ო­დი, უც­ქი­როს, რას სჩა­დი­ოდ­ნენ ის და მისი დამ­ქა­შე­ბი. გა­ა­ხელს თუ არა თვალს, იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, სულ თა­ვის კად­რებს უნდა უყუ­რებ­დეს, და­უ­კი­დონ და ძა­ლით აყუ­რე­ბი­ნონ ყო­ველ დღე", - ამ­ბობს ის.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე მსჯავ­რდე­ბუ­ლი პი­რე­ბის შე­წყა­ლე­ბი­სას სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ფაქ­ტზე დამ­ნა­შა­ვედ სცნო და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 332-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით. სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩე­ნით მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სას­ჯე­ლის ზო­მად, "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბით გა­ნე­სა­ზღვრა სამი წლის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა, მას­ვე და­მა­ტე­ბი­თი სას­ჯე­ლის სა­ხით თა­ნამ­დე­ბო­ბის და­კა­ვე­ბის უფ­ლე­ბა ერთი წლი­თა და ექ­ვსი თვის ვა­დით ჩა­მო­ერ­თვა.სან­დრო გირ­გვლი­ა­ნის საქ­მე­ზე ახა­ლი გა­რე­მო­ე­ბე­ბის გა­მორ­კვე­ვა და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ბრალ­დე­ბის გა­მო­ტა­ნა მოხ­და სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­ნახ­ლე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში, რო­მელ­საც სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევ­და ევ­რო­საბ­ჭოს მი­ნის­ტრთა კო­მი­ტე­ტი სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მიერ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც გან­მარ­ტა შემ­დე­გი: "სა­სა­მარ­თლო გა­ოგ­ნე­ბუ­ლია იმ ფაქ­ტით, რომ სა­ხელ­მწი­ფო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა გან­შტო­ე­ბე­ბი - შსს, გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის სტა­დი­ა­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბით; პრო­კუ­რა­ტუ­რა, გა­მო­ძი­ე­ბის შემ­დგომ ეტაპ­ზე დაშ­ვე­ბუ­ლი სხვა დარ­ღვე­ვე­ბით; სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ერთ სა­კან­ში უკა­ნო­ნოდ მო­თავ­სე­ბით; შიდა სა­სა­მარ­თლო­ე­ბი, არას­რულ­ფა­სო­ვა­ნი სა­სა­მარ­თლო გან­ხილ­ვე­ბი­თა და მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის ვა­და­ზე ადრე გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბით; სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბის მი­მართ გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი ლმო­ბი­ე­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნით, და ა.შ. - ყვე­ლა ერ­თად, ხმა­შე­წყო­ბი­ლად მოქ­მე­დებ­და იმ მიზ­ნის­თვის, რომ ამ შემ­ზა­რა­ვი მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე რო­გორ­მე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა.“

მკითხველის კომენტარები / 67 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიო
2

მშვენიერი იდეაა 

ნინო
3

ერსით კია მიშას მაგის ღირსი 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები" - სანდრო გირგვლიანის მამა სააკაშვილის პატიმრობაზე

"სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები" - სანდრო გირგვლიანის მამა სააკაშვილის პატიმრობაზე

საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული დანაშაულის მსხვერპლის, სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი ambebi.ge -სთან საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ საზოგადოებამ არასწორად გაიგო ექსპრეზიდენტის როლი მისი შვილის საქმეში.

"მე ისიც არ ვიცი, რას მოითხოვს სააკაშვილი, რა უნდა, რატომ შიმშილობს... ამბობს, მინდა, ქართველი ხალხი გავათავისუფლოო... რომელი ქართველი ხალხის გათავისუფლება უნდა? ჩემი გათავისუფლება უნდა? იმათი, ციხეებში რომ ამოალპო? ქუჩაში და გინდაც ისე რომ დახოცა, იმათი? მოკლული ბიჭების ძაძებიანი მშობლების და ოჯახების გათავისუფლება უნდა? რამდენი ოჯახი გააუბედურა, რამდენი?! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მარტო ერთი სანდრო გადაწონის ყველაფერს.

ბევრმა არც იცის, რომ მკვლელების შეწყალება აქ არაფერ შუაშია, ამას არავინ ედავება. არავინაა ჩახედული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ევროსასამართლო პირდაპირ ამბობს, რომ სააკაშვილი ეხმარებოდა და მფარველობდა დამნაშავეებს, უშუალოდ იყო ჩარეული გირგვლიანის საქმეშიო.

მან ხელი შეუწყო ამ საქმის დაფარვას და ხელი დააფარა დამნაშავეებს. ნებისმიერ პრეზიდენტს შეუძლია შეიწყალოს ის, ვინც მას უნდა, სულაც 100 კაცი რომ ჰყავდეს მოკლული, ეს მისი ნებაა და პრეზიდენტს კანონი აძლევს ამის უფლებას. უბრალოდ, ის ვერ გაიგეს, რატომაა სააკაშვილი სანდროს საქმესთან კავშირში.

ი ბატონო, მათაც წაიღონ ეს საქმე სტრასბურგში და მოიგონ ისე, როგორც ჩვენ მოვიგეთ.

რა უნდა გაკეთდეს, იცით? სააკაშვილს საკნის ოთხივე კედელზე უნდა დაუკიდონ ტელევიზორები და ყველა მათგანში აჩვენონ მისი პერიოდი, უცქიროს, რას სჩადიოდნენ ის და მისი დამქაშები. გაახელს თუ არა თვალს, იქიდან მოყოლებული, სულ თავის კადრებს უნდა უყურებდეს, დაუკიდონ და ძალით აყურებინონ ყოველ დღე", - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დამნაშავედ სცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, "ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.სანდრო გირგვლიანის საქმეზე ახალი გარემოებების გამორკვევა და მიხეილ სააკაშვილისთვის ბრალდების გამოტანა მოხდა საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული განახლებული გამოძიების ფარგლებში, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში ზედამხედველობას უწევდა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, რომელმაც განმარტა შემდეგი: "სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები - შსს, გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა, გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, მსჯავრდებულების ერთ საკანში უკანონოდ მოთავსებით; შიდა სასამართლოები, არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადაზე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი, მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით, და ა.შ. - ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხორციელებულიყო მართლმსაჯულება.“