სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გუშინ ღამე სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა" - ადვოკატი
"გუშინ ღამე სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა" - ადვოკატი

ად­ვო­კა­ტის, დი­მიტ­რი სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, გუ­შინ ღამე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ანა­ლი­ზებ­ში ერთ-ერთი სა­სი­ცო­ცხლო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კრი­ტი­კულ ზღვარ­ზე და­ე­ცა და სა­ჭი­რო გახ­და რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­თა ჩა­რე­ვა, რის შემ­დე­გაც ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი დას­ტა­ბი­ლურ­და.

"ეს ადას­ტუ­რებს იმას, რაც კონ­სი­ლი­უმ­მა სა­კუ­თარ რე­კო­მენ­და­ცი­ა­ში და დას­კვნა­ში თქვა, რომ ახლა სა­ა­კაშ­ვი­ლი შიმ­ში­ლო­ბის ისეთ ფა­ზა­ში შე­დის, რომ ნე­ბის­მი­ერ დროს არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა და დღის წეს­რიგ­ში დად­გე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გა­წე­ვა“, - აღ­ნიშ­ნა ად­ვო­კატ­მა.

მისი თქმით, იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო არ ას­რუ­ლებს კონ­სი­ლი­უ­მის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ას. ამას­თან, ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, კონ­სი­ლი­უმ­მა სა­კუ­თარ დას­კვნა­ში თქვა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

"იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ არ აპი­რე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნონ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში და თით­ქოს რა­ღაც სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ კერ­ძო კლი­ნი­კა­ში უნდა მომ­ხდა­რი­ყო ჰოს­პი­ტა­ლი­ზე­ბა კონ­სი­ლი­უ­მის მხრი­დან არ ყო­ფი­ლა, ეს არის ტყუ­ი­ლი.

კონ­სი­ლი­უმ­მა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ქოლ­გის ქვეშ შე­იქ­მნა, მათ შო­რის შე­მად­გენ­ლო­ბა ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან იქნა და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, სა­კუ­თარ დას­კვნა­ში თქვა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მკურ­ნა­ლო­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს მრა­ვალპრო­ფი­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მაგ­ნი­ტო რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის და დუპ­ლექს სკა­ნი­რე­ბის გა­კე­თე­ბა. ამის შემ­დეგ ვნა­ხეთ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის შე­ფა­სე­ბა, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბამ შე­ა­მოწ­მა მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და და­დეს დას­კვნა. პრინ­ციპ­ში ამას იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროც არ უარ­ყოფს, რომ მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მაგ­ნი­ტო რე­ზო­ნან­სუ­ლი კვლე­ვის და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის კვლე­ვის გა­კე­თე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აშ­კა­რაა, რომ იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო არ ას­რუ­ლებს კონ­სი­ლი­უ­მის მიერ გა­ცე­მულ რე­კო­მენ­და­ცი­ას იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც გვახ­სოვს ბრე­გა­ძის გან­ცხა­დე­ბა, რო­დე­საც კონ­სი­ლი­უ­მი შე­იქ­მნა და თქვა, რომ მათ ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ას ზედ­მი­წევ­ნით შე­ას­რუ­ლებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

  • კი­თხვა­ზე, რა­ტომ აქვს იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ასე­თი პო­ზი­ცია, ად­ვო­კა­ტი პა­სუ­ხობს, რომ ისი­ნი არ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის მო­ტი­ვით, "ისი­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბით".

"მო­ვის­მი­ნეთ ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა, რომ მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ვინ რას იტყვის და სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­ვა მე-18 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ჯერ ერთი პრე­მი­ერს ვინ ეკი­თხე­ბა, რო­მელ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­დე­ბა სამ­კურ­ნა­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დაყ­ვა­ნა და მერე მე­ო­რე უდაო უკვე, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა იმა­ზე დაყ­რდნო­ბით კი არ ხდე­ბა, სად იქ­ნე­ბა უკე­თე­სად შე­საძ­ლე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა, არა, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა და ამით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა წი­რავს სა­ა­კაშ­ვილს, მის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხის წი­ნა­შე აყე­ნებს. ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ კო­მი­სი­ის ერთ-ერ­თმა წევ­რმა და­ტო­ვა კო­მი­სია და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი არ არ­სე­ბობს, ფაქ­ტია რომ კონ­სი­ლი­უმ­მა დადო დას­კვნა, რო­მე­ლიც არ სრულ­დე­ბა იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს მხრი­დან და ამის შემ­დეგ კონ­სი­ლი­უ­მის წევ­რი ტო­ვებს შე­მად­გენ­ლო­ბას. მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს მი­ზე­ზად ის რას და­ა­სა­ხე­ლებს, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდე­ბა თუ რა­შია საქ­მე და რა­ტომ ხდე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა“ , - გა­ნა­ცხა­და სა­ძაგ­ლიშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტოტო
0

ძალაუფლების პათოლოგიური წყურვილი,ახლა მეორე უკიდურესობა.

არ გაგვიწყალეს გული ამდენმა გიჟებმა.

gio
1

ვაიმე, არ გამასაზღროთ, მართლა? არ გადამრიოთ, სასწრაფოდ აუწიეთ თორემ არ ვიცი როგორ დაგაპატიმრებთ, აბა თქვენ იაცით.დორბლა არ გამიციოთ

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"გუშინ ღამე სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა" - ადვოკატი

"გუშინ ღამე სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა" - ადვოკატი

ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ ღამე მიხეილ სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვარზე დაეცა და საჭირო გახდა რეანიმატოლოგთა ჩარევა, რის შემდეგაც ეს მაჩვენებელი დასტაბილურდა.

"ეს ადასტურებს იმას, რაც კონსილიუმმა საკუთარ რეკომენდაციაში და დასკვნაში თქვა, რომ ახლა სააკაშვილი შიმშილობის ისეთ ფაზაში შედის, რომ ნებისმიერ დროს არის მოსალოდნელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება და დღის წესრიგში დადგება სამედიცინო სერვისის გაწევა“, - აღნიშნა ადვოკატმა.

მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, კონსილიუმმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში.

"იუსტიციის სამინისტროს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ აპირებენ სააკაშვილი გადაიყვანონ კერძო კლინიკაში და თითქოს რაღაც საუბარი იმაზე, რომ კერძო კლინიკაში უნდა მომხდარიყო ჰოსპიტალიზება კონსილიუმის მხრიდან არ ყოფილა, ეს არის ტყუილი.

კონსილიუმმა, რომელიც საქართველოს მთავრობის ქოლგის ქვეშ შეიქმნა, მათ შორის შემადგენლობა ჯანდაცვის სამინისტროსგან იქნა დაკომპლექტებული, საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც შესაძლებელი იქნება მაგნიტო რეზონანსული კვლევის, კომპიუტერული ტომოგრაფიის და დუპლექს სკანირების გაკეთება. ამის შემდეგ ვნახეთ სახალხო დამცველის შეფასება, რომლის წარმომადგენლობამ შეამოწმა მე-18 დაწესებულება და დადეს დასკვნა. პრინციპში ამას იუსტიციის სამინისტროც არ უარყოფს, რომ მე-18 დაწესებულებაში არ არის შესაძლებელი მაგნიტო რეზონანსული კვლევის და კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევის გაკეთება. შესაბამისად, აშკარაა, რომ იუსტიციის სამინისტრო არ ასრულებს კონსილიუმის მიერ გაცემულ რეკომენდაციას იმ პირობებში, როდესაც გვახსოვს ბრეგაძის განცხადება, როდესაც კონსილიუმი შეიქმნა და თქვა, რომ მათ ყველა რეკომენდაციას ზედმიწევნით შეასრულებდნენ", - განაცხადა საძაგლიშვილმა.

  • კითხვაზე, რატომ აქვს იუსტიციის სამინისტროს მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანასთან დაკავშირებით ასეთი პოზიცია, ადვოკატი პასუხობს, რომ ისინი არ ხელმძღვანელობენ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, "ისინი ხელმძღვანელობენ პოლიტიკური გადაწყვეტილებებით".

"მოვისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას იტყვის და სააკაშვილი გადავა მე-18 დაწესებულებაში. ჯერ ერთი პრემიერს ვინ ეკითხება, რომელ დაწესებულებაში მოხდება სამკურნალოდ სააკაშვილის გადაყვანა და მერე მეორე უდაო უკვე, რომ გადაწყვეტილების მიღება იმაზე დაყრდნობით კი არ ხდება, სად იქნება უკეთესად შესაძლებელი მკურნალობა, არა, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხდება და ამით ხელისუფლება წირავს სააკაშვილს, მის სიცოცხლეს საფრთხის წინაშე აყენებს. ნიშანდობლივია, რომ კომისიის ერთ-ერთმა წევრმა დატოვა კომისია და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს, ფაქტია რომ კონსილიუმმა დადო დასკვნა, რომელიც არ სრულდება იუსტიციის სამინისტროს მხრიდან და ამის შემდეგ კონსილიუმის წევრი ტოვებს შემადგენლობას. მნიშვნელობა არ აქვს მიზეზად ის რას დაასახელებს, ნებისმიერი ადამიანი მიხვდება თუ რაშია საქმე და რატომ ხდება ამ გადაწყვეტილების მიღება“ , - განაცხადა საძაგლიშვილმა.