სამართალი
პოლიტიკა

28

თებერვალი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის პირველი დღე დადგება 04:45-ზე; მთვარის მეორე დღე დაიწყება 08:43 დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მეტად დაისვენეთ. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
მეცნიერება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოლთ ბეის" გზა ჭურჭლის მრეცხავობიდან მილიონრობამდე - როგორ გახდა სტამბოლელი ყასაბი პოპულარული და რატომ არის სპორტსმენების ფავორიტი
"სოლთ ბეის" გზა ჭურჭლის მრეცხავობიდან მილიონრობამდე - როგორ გახდა სტამბოლელი ყასაბი პოპულარული და რატომ არის სპორტსმენების ფავორიტი

ნუს­რეთ გოქჩე, იგი­ვე "სოლთ ბეი", პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქი შე­ფია. მას სტამ­ბო­ლელ სექ­სუ­ა­ლურ ყა­საბ­საც უწო­დე­ბენ. "სოლთ ბეის" ცნო­ბი­ლი ვი­დეო, სა­დაც ის იდაყ­ვის დახ­მა­რე­ბით სტე­იკ­ზე მა­რილს აყ­რის, 2017 წელს გავ­რცელ­და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში და 2 დღე­ში 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ნახ­ვა ჰქონ­და.

"სოლთ ბეი" 1983 წელს, ერზრუმ­ში და­ი­ბა­და, ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო, 11 წლის ასაკ­ში სკო­ლა და­ტო­ვა და ყას­ბის თა­ნა­შემ­წე გახ­და. ნუს­რეთს ჭურ­ჭლის რე­ცხვაც კი უწევ­და, რათა ოჯახს დახ­მა­რე­ბო­და. ოც­ნე­ბის­კენ სწრაფ­ვა ჯერ კი­დევ 2010 წელს და­ი­წყო და სტამ­ბოლ­ში სა­კუ­თა­რი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა.

"ინ­სტაგ­რამ­ზე" მას უკვე 38 მი­ლი­ო­ნი ერ­თგუ­ლი მიმ­დე­ვა­რი ჰყავს. ბევ­რი ფა­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში პარტნი­ო­რი არ ჰყავს და ამა­ზე არც კი ფიქ­რობს. ნუს­რეთ გოქჩეს ქო­ნე­ბა, ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, 60 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენს.

"მე ქა­ლე­ბის გა­ბედ­ნი­ე­რე­ბა მინ­და, მათი გა­უ­ბე­დუ­რე­ბა კი არა. დი­ლის 3:00 სა­ა­თამ­დე ვმუ­შა­ობ და ამა­ზე ნამ­დვი­ლად გაბ­რაზ­დე­ბა ჩემი მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი“, - ამ­ბობს ნუს­რეთ გოქჩე.

თურ­ქი შეფი ნელ-ნელა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლებ­ში ხსნის “Nusr-Et” სტე­ი­კის სახ­ლებს, მათ შო­რი­საა ნიუ იორ­კი, დუ­ბაი და სტამ­ბო­ლი. ნუს­რეთ­მა 1 თვის წინ რი­გით მე­ცა­მე­ტე რეს­ტო­რა­ნი გახ­სნა, ამ­ჯე­რად ლონ­დონ­ში. და­ხე­ლოვ­ნე­ბულ­მა კუ­ლი­ნარ­მა Times- თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, რომ მან ყას­ბის პორო­ფე­სია პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­ხა­და:

  • "ბავ­შვებს სურთ, რომ იყ­ვნენ "სოლთ ბეი". მათ­თვის მე კუ­მი­რი ვარ, შთა­გო­ნე­ბის წყა­რო. ძვე­ლად სირ­ცხვი­ლი იყო ყო­ფი­ლი­ყა­ვი ყა­სა­ბი, ახლა კი ყვე­ლას მო­ვან­დო­მე, ამ პრო­ფე­სი­ას და­ე­უფ­ლოს."

"სოლთ ბეი" სპორ­ტსმე­ნე­ბის საყ­ვა­რე­ლი შეფ-მზა­რე­უ­ლია და გარ­და იმი­სა, რომ მის მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტე­იკს მი­ირ­თმე­ვენ, ამას­თან, ხორ­ცზე მა­რი­ლის მოყ­რის უჩ­ვე­უ­ლო ხე­ლოვ­ნე­ბა­საც იმე­ო­რე­ბენ. აღ­ნიშ­ნუ­ლის ამ­სახ­ველ ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს კი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ავ­რცე­ლე­ბენ. ნუს­რეთ გოქჩე ელი­ტა­რუ­ლი წრის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მზა­რე­უ­ლად მი­იჩ­ნე­ვა.

სოლთ ბეი დე­ვიდ ბეკ­ჰემ­თან ერ­თად
რო­დე­საც მად­რი­დის რე­ალ­მა ჩემ­პი­ონ­თა ლიგა მო­ი­გო, ნუს­რეთ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებს გა­სახ­დელ­ში მი­ა­კი­თხა და გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა.

დე­ვიდ ბექ­ჰე­მი, ნა­ო­მი კემ­ბე­ლი, ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მი, სნუპ დოგი, ლი­ო­ნელ მესი და მრა­ვა­ლი სხვა ცნო­ბი­ლი სახე სტუმ­რობს "სოლთ ბეის" რეს­ტორ­ნებს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წერ­ტილ­ში.

კო­ნორ მა­კგ­რე­გო­რი "სოლთ ბეის" მიერ მომ­ზა­დე­ბულ სტე­იკს აგე­მოვ­ნებს

სერ­ხიო რა­მოს­თან ერ­თად

ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რი­ომ ასე შე­ა­ფა­სა ნუს­რე­თის მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი სტე­ი­კი - "ეს სა­უ­კე­თე­სო ხორ­ცი იყო, რაც კი ოდეს­მე მი­ჭა­მია“.

ლონ­დონ­ში "სოლთ ბეის" ახა­ლი "სტე­იკ ჰა­უ­სის" გახ­სნას ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი და­ეს­წრნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ რეს­ტო­რან­ში კერ­ძე­ბის ფა­სებს კრი­ტი­კა მოჰ­ყვა. სტე­ი­კი 630, ბურ­გე­რი 100, სპა­გე­ტი კი 80 ფუნ­ტი ღირს. ზოგი კერ­ძის ფასი 1000 ფუნ­ტსაც კი აღ­წევს.

"სოლთ ბე­ის­თან" სა­ვახ­შმოდ მყოფ­მა ერთ-ერ­თმა ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე დღის წინ ინ­ტერ­ნეტ­ში გა­ავ­რცე­ლა ქვით­რის ფოტო, სა­დაც ჩანს, რომ სა­ერ­თო და­ნა­ხარ­ჯი 6 000 ფუნტს აღე­მა­ტე­ბა. "სპა­გე­ტი­ში 80 დო­ლა­რის გა­დახ­დის შემ­დეგ, ჯო­ბია იტა­ლი­უ­რად ამო­ვიდ­გა ენა“, - გვხვდე­ბა ერთ-ერთი კო­მენ­ტა­რი ფო­ტო­ზე

ფა­სე­ბის გარ­და, ბევ­რი ჰი­გი­ე­ნა­საც უწუ­ნებს ცნო­ბილ შეფს და ხორ­ცი­ა­ნი ხე­ლით პუ­რის ნაჭ­რე­ბის და­ტეხ­ვის­თვის აკ­რი­ტი­კებს. ვი­დე­ომ, სა­დაც ეს მო­მენ­ტია ასა­ხუ­ლი, ბევ­რი ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. კოს­მი­უ­რი ფა­სე­ბის, თუ კერ­ძე­ბის უხელ­თათ­მა­ნოდ გამ­ზა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ეჭვი არა­ვის ეპა­რე­ბა, რომ "სოლთ ბეის" სტე­ი­კის სახ­ლს კი­დევ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ეწ­ვე­ვა და არც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი შე­წყვე­ტენ მის რეს­ტორ­ნებ­ში სტუმ­რო­ბას.

მო­ამ­ზა­და ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნოდარი
1

დიკაპრიოს რა კაი გამძღარის სახე აქვს.

ძინ პინი
8

სტეიკის სამშობლო აშშ-ა მეგობრებო. თურქების სამზარეულო იმდენად მწირეა და არაიმპროვიზებული რომ ეს მარტივი პროპაგანდა რეკლამის გარეშე ვერ იმუშავებდა.... უაზროდ ძვირი რესტორანი და დაბალი ხარისხის ტიპური თურქული მომსახურება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"სოლთ ბეის" გზა ჭურჭლის მრეცხავობიდან მილიონრობამდე - როგორ გახდა სტამბოლელი ყასაბი პოპულარული და რატომ არის სპორტსმენების ფავორიტი

"სოლთ ბეის" გზა ჭურჭლის მრეცხავობიდან მილიონრობამდე - როგორ გახდა სტამბოლელი ყასაბი პოპულარული და რატომ არის სპორტსმენების ფავორიტი

ნუსრეთ გოქჩე, იგივე "სოლთ ბეი", პოპულარული თურქი შეფია. მას სტამბოლელ სექსუალურ ყასაბსაც უწოდებენ. "სოლთ ბეის" ცნობილი ვიდეო, სადაც ის იდაყვის დახმარებით სტეიკზე მარილს აყრის, 2017 წელს გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში და 2 დღეში 5 მილიონამდე ნახვა ჰქონდა.

"სოლთ ბეი" 1983 წელს, ერზრუმში დაიბადა, ფინანსური პრობლემების გამო, 11 წლის ასაკში სკოლა დატოვა და ყასბის თანაშემწე გახდა. ნუსრეთს ჭურჭლის რეცხვაც კი უწევდა, რათა ოჯახს დახმარებოდა. ოცნებისკენ სწრაფვა ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო და სტამბოლში საკუთარი რესტორანი გახსნა.

"ინსტაგრამზე" მას უკვე 38 მილიონი ერთგული მიმდევარი ჰყავს. ბევრი ფანის მიუხედავად, რეალურ ცხოვრებაში პარტნიორი არ ჰყავს და ამაზე არც კი ფიქრობს. ნუსრეთ გოქჩეს ქონება, ბოლო მონაცემებით, 60 მილიონ დოლარს შეადგენს.

"მე ქალების გაბედნიერება მინდა, მათი გაუბედურება კი არა. დილის 3:00 საათამდე ვმუშაობ და ამაზე ნამდვილად გაბრაზდება ჩემი მეორე ნახევარი“, - ამბობს ნუსრეთ გოქჩე.

თურქი შეფი ნელ-ნელა მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან ადგილებში ხსნის “Nusr-Et” სტეიკის სახლებს, მათ შორისაა ნიუ იორკი, დუბაი და სტამბოლი. ნუსრეთმა 1 თვის წინ რიგით მეცამეტე რესტორანი გახსნა, ამჯერად ლონდონში. დახელოვნებულმა კულინარმა Times- თან ინტერვიუში თქვა, რომ მან ყასბის პოროფესია პოპულარული გახადა:

  • "ბავშვებს სურთ, რომ იყვნენ "სოლთ ბეი". მათთვის მე კუმირი ვარ, შთაგონების წყარო. ძველად სირცხვილი იყო ყოფილიყავი ყასაბი, ახლა კი ყველას მოვანდომე, ამ პროფესიას დაეუფლოს."

"სოლთ ბეი" სპორტსმენების საყვარელი შეფ-მზარეულია და გარდა იმისა, რომ მის მიერ მომზადებულ სტეიკს მიირთმევენ, ამასთან, ხორცზე მარილის მოყრის უჩვეულო ხელოვნებასაც იმეორებენ. აღნიშნულის ამსახველ ვიდეოებსა და ფოტოებს კი სოციალურ ქსელებში ავრცელებენ. ნუსრეთ გოქჩე ელიტარული წრის წარმომადგენლების მზარეულად მიიჩნევა.

სოლთ ბეი დევიდ ბეკჰემთან ერთად
როდესაც მადრიდის რეალმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ნუსრეთმა ფეხბურთელებს გასახდელში მიაკითხა და გამარჯვება მიულოცა.

დევიდ ბექჰემი, ნაომი კემბელი, ჯეისონ სტეტჰემი, სნუპ დოგი, ლიონელ მესი და მრავალი სხვა ცნობილი სახე სტუმრობს "სოლთ ბეის" რესტორნებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში.

კონორ მაკგრეგორი "სოლთ ბეის" მიერ მომზადებულ სტეიკს აგემოვნებს

სერხიო რამოსთან ერთად

ლეონარდო დიკაპრიომ ასე შეაფასა ნუსრეთის მიერ მომზადებული სტეიკი - "ეს საუკეთესო ხორცი იყო, რაც კი ოდესმე მიჭამია“.

ლონდონში "სოლთ ბეის" ახალი "სტეიკ ჰაუსის" გახსნას ცნობილი სახეები დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ რესტორანში კერძების ფასებს კრიტიკა მოჰყვა. სტეიკი 630, ბურგერი 100, სპაგეტი კი 80 ფუნტი ღირს. ზოგი კერძის ფასი 1000 ფუნტსაც კი აღწევს.

"სოლთ ბეისთან" სავახშმოდ მყოფმა ერთ-ერთმა ადამიანმა რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გაავრცელა ქვითრის ფოტო, სადაც ჩანს, რომ საერთო დანახარჯი 6 000 ფუნტს აღემატება. "სპაგეტიში 80 დოლარის გადახდის შემდეგ, ჯობია იტალიურად ამოვიდგა ენა“, - გვხვდება ერთ-ერთი კომენტარი ფოტოზე

ფასების გარდა, ბევრი ჰიგიენასაც უწუნებს ცნობილ შეფს და ხორციანი ხელით პურის ნაჭრების დატეხვისთვის აკრიტიკებს. ვიდეომ, სადაც ეს მომენტია ასახული, ბევრი ნეგატიური გამოხმაურება ჰპოვა ინტერნეტ სივრცეში. კოსმიური ფასების, თუ კერძების უხელთათმანოდ გამზადების მიუხედავად, ეჭვი არავის ეპარება, რომ "სოლთ ბეის" სტეიკის სახლს კიდევ უამრავი ადამიანი ეწვევა და არც ცნობილი სახეები შეწყვეტენ მის რესტორნებში სტუმრობას.

მოამზადა ანა სიბოშვილმა