სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა კვარაცხელიას საქმეში არსებული ჩვენებების სკანდალური დეტალები, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ვაჟიც ფიგურირებს - რას აცხადებს გოგლა ჟვანია საპასუხოდ?
ნიკა კვარაცხელიას საქმეში არსებული ჩვენებების სკანდალური დეტალები, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ვაჟიც ფიგურირებს - რას აცხადებს გოგლა ჟვანია საპასუხოდ?

"ტვ პირ­ვე­ლი" 21 წლის ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ახალ დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე­ში ახა­ლი ფი­გუ­რან­ტე­ბი გაჩ­დნენ, მათ შო­რის ექ­სპრე­მი­ერ ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ვაჟი ბუსა ჟვა­ნია, რო­მელ­საც ბრალ­დე­ბუ­ლებ­თან (აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე) მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და.

მა­თი­ვე ცნო­ბით, და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის შემ­დეგ ბრალ­დე­ბუ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში სწო­რედ ბუსა ჟვა­ნი­ას და­უ­რე­კეს და სათ­ქმე­ლი მი­ნიშ­ნე­ბით უთხრეს. გა­სა­ჯა­როვ­და ასე­ვე ტაქ­სის მძღო­ლის ჩვე­ნე­ბა, რო­მელ­მაც ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი მომ­ხდა­რის შემ­დეგ სან­ზო­ნა­ში წა­იყ­ვა­ნა. 65 წლის ვლა­დი­მერ არუ­თი­ნო­ვის ჩვე­ნე­ბით ირ­კვე­ვა, რომ 15 სექ­ტემ­ბერს ორმა ახალ­გაზ­რდამ ვა­ხუშ­ტის ხიდ­ზე გა­ა­ჩე­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სწო­რედ მისი ნომ­რი­დან გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი ექ­სპრე­მი­ე­რის შვი­ლის ნო­მერ­ზე.

"ჩემს უკან მჯდომ­მა, სრუ­ლი აღ­ნა­გო­ბის მა­მა­კაც­მა მკი­თხა, მქონ­და თუ არა ტე­ლე­ფო­ნი და ან­გა­რი­ში, რა­ზეც თან­ხმო­ბა გან­ვა­ცხა­დე. გა­მო­მარ­თვა და ვი­ღა­ცას­თან და­რე­კა. სა­უბ­რი­სას უთხრა, ბუსა, რომ იცო­დე კუს ტბა­ზე არ ახ­ვი­დე, ფრთხი­ლად იყა­ვი, ძაღ­ლე­ბი არი­ან" - ჰყვე­ბა არუ­თი­ნო­ვი ჩვე­ნე­ბა­ში, რო­მელ­საც "ტვ პირ­ვე­ლი" ავ­რცე­ლებს.

ჩვე­ნე­ბებ­ში ბუ­სას სა­ხელს ახ­სე­ნებს მო­ქა­ლა­ქე მაქ­სი­მე რა­მიშ­ვი­ლიც. მისი ჩვე­ნე­ბის მი­ხედ­ვით დგინ­დე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე კვი­რით ადრე კა­ვი­ლა­ძე და ჭე­ლი­ძე სომ­ხეთ­ში, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლებ­თან ბუსა ჟვა­ნი­ას ავ­ტო­მო­ბი­ლით (თეთ­რი "ია­გუ­ა­რი") იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­დეგ AMBEBI.GE გოგ­ლა ჟვ­ნი­ას და­უ­კავ­შირ­და:

- ბუსა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თვი თვეა, სა­ზღვარ­გა­რე­თაა წა­სუ­ლი, მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში აპი­რებს სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას. ჭო­რებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა ძა­ლი­ან არა­სე­რი­ო­ზუ­ლი მგო­ნია. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვინც ავ­რცე­ლებს, მათ თქვან, რა, სა­ი­დან, რო­გორ და ვინ ვის და­უ­კავ­შირ­და. არც ჩემ­თან, არც ნი­ნოს­თან და ბუ­სას­თან არა­ვინ მო­სუ­ლა, მცდე­ლო­ბაც არ ჰქო­ნი­ათ და­კავ­ში­რე­ბის და არც კი­თხვე­ბი და­უს­ვამთ. ეს აგო­რე­ბუ­ლი უაზ­რო თემა მგო­ნია

- თუ იცით, იც­ნობ­და ბუსა აკო ჭე­ლი­ძეს და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძეს?

- არ ვიცი, ჩემ­თვის უცხო გვა­რე­ბია, არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა. მე ნი­ნო­საც ვე­სა­უბ­რე, ბუ­სას დე­დას, თვი­თო­ნაც გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან... ნინო ბუ­სას­თან ერ­თად წა­ვი­და გერ­მა­ნი­ა­ში, ახლა ზუს­ტად არ ვიცი, სად არი­ან, სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში უნდა ეცა­და ჩა­ბა­რე­ბა. ჩა­მო­ვა ნინო და ამ ბრალ­დე­ბა­ზე ყვე­ლას პა­სუხს გას­ცემს.

ცნო­ბის­თვის, ნიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას თბი­ლის­ში, ან­ჯა­ფა­რი­ძის ქუ­ჩა­ზე თავს და­ესხნენ და მის მი­მართ 10-ზე მეტი გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. 22 წლის ახალ­გაზ­რდა მომ­ხდა­რი­დან მე­ო­რე დღეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

მკვლე­ლო­ბა მა­ლე­ვე გახ­სნა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნისრტომ, თუმ­ცა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­მალ­ვა­ში იყ­ვნენ. პო­ლი­ცი­ამ აკო ჭე­ლი­ძე და გი­ორ­გი კა­ვი­ლა­ძე წყნეთ­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე აიყ­ვა­ნა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ მომ­ხდა­რი ფაქ­ტის შემ­დეგ მე­დი­ა­ში იწე­რე­ბო­და, რომ მკვლე­ლო­ბა შუ­რის­ძი­ე­ბის მი­ტო­ვით მოხ­და. ერთ-ერთი ვერ­სი­ით ნიკო კვა­რა­ცხე­ლია, მა­მა­ზე, ე.წ. კა­ნო­ნი­ერ ქურდ გია კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით მოკ­ლეს. შემ­კვე­თე­ბად 20 წლის წინ მოკ­ლუ­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", და­ვით კა­კუ­ლი­ას შვი­ლე­ბი სა­ხელ­დე­ბი­ან.

ნიკა კვა­რა­ცხე­ლია ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნობ­და, ის პლატ­ფორ­მა Feedc-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 26 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
aleko
1

რომ არ გამოეშვათ ვერ დააშავებდა. ეხლა ჩიხეში უნდა იყოს

მიდი მოვდივარ
16

60-70-80 იან წლებში გახმაურებულ მკვლელობებს სუ "ელიტარული" ოჯახების წევრები სჩადიოდნენ. ხშირად ერთმანეთში. თავიდან სისხლებს იღებდნენ ხოლმე, მერე რიგდებოდნენ და დანათესავებაც მოსულა. რა თქმა უნდა არავინ იჭერდა. ნუ, კლასიკური ფეოდალიზმის საზოგადოება ვართ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ნიკა კვარაცხელიას საქმეში არსებული ჩვენებების სკანდალური დეტალები, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ვაჟიც ფიგურირებს - რას აცხადებს გოგლა ჟვანია საპასუხოდ?

ნიკა კვარაცხელიას საქმეში არსებული ჩვენებების სკანდალური დეტალები, რომელშიც ზურაბ ჟვანიას ვაჟიც ფიგურირებს - რას აცხადებს გოგლა ჟვანია საპასუხოდ?

"ტვ პირველი" 21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ახალ დეტალებს ასაჯაროებს. მათი ინფორმაციით, საქმეში ახალი ფიგურანტები გაჩდნენ, მათ შორის ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა ჟვანია, რომელსაც ბრალდებულებთან (აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე) მჭიდრო კავშირი ჰქონდა.

მათივე ცნობით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულებმა რამდენიმე წუთში სწორედ ბუსა ჟვანიას დაურეკეს და სათქმელი მინიშნებით უთხრეს. გასაჯაროვდა ასევე ტაქსის მძღოლის ჩვენება, რომელმაც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები მომხდარის შემდეგ სანზონაში წაიყვანა. 65 წლის ვლადიმერ არუთინოვის ჩვენებით ირკვევა, რომ 15 სექტემბერს ორმა ახალგაზრდამ ვახუშტის ხიდზე გააჩერა. არსებული ინფორმაციით, სწორედ მისი ნომრიდან განხორციელდა ზარი ექსპრემიერის შვილის ნომერზე.

"ჩემს უკან მჯდომმა, სრული აღნაგობის მამაკაცმა მკითხა, მქონდა თუ არა ტელეფონი და ანგარიში, რაზეც თანხმობა განვაცხადე. გამომართვა და ვიღაცასთან დარეკა. საუბრისას უთხრა, ბუსა, რომ იცოდე კუს ტბაზე არ ახვიდე, ფრთხილად იყავი, ძაღლები არიან" - ჰყვება არუთინოვი ჩვენებაში, რომელსაც "ტვ პირველი" ავრცელებს.

ჩვენებებში ბუსას სახელს ახსენებს მოქალაქე მაქსიმე რამიშვილიც. მისი ჩვენების მიხედვით დგინდება, რომ მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე კავილაძე და ჭელიძე სომხეთში, "კანონიერი ქურდის" დავით კაკულიას შვილებთან ბუსა ჟვანიას ავტომობილით (თეთრი "იაგუარი") იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ AMBEBI.GE გოგლა ჟვნიას დაუკავშირდა:

- ბუსა დაახლოებით ერთვი თვეა, საზღვარგარეთაა წასული, მაგისტრატურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას. ჭორებზე კომენტარის გაკეთება ძალიან არასერიოზული მგონია. ამ ინფორმაციას ვინც ავრცელებს, მათ თქვან, რა, საიდან, როგორ და ვინ ვის დაუკავშირდა. არც ჩემთან, არც ნინოსთან და ბუსასთან არავინ მოსულა, მცდელობაც არ ჰქონიათ დაკავშირების და არც კითხვები დაუსვამთ. ეს აგორებული უაზრო თემა მგონია

- თუ იცით, იცნობდა ბუსა აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს?

- არ ვიცი, ჩემთვის უცხო გვარებია, არაფერს მეუბნება. მე ნინოსაც ვესაუბრე, ბუსას დედას, თვითონაც გაოგნებულები არიან... ნინო ბუსასთან ერთად წავიდა გერმანიაში, ახლა ზუსტად არ ვიცი, სად არიან, სხვადასხვა ქვეყნებში უნდა ეცადა ჩაბარება. ჩამოვა ნინო და ამ ბრალდებაზე ყველას პასუხს გასცემს.

ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ და მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მკვლელობა მალევე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისრტომ, თუმცა ბრალდებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმალვაში იყვნენ. პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მედიაში იწერებოდა, რომ მკვლელობა შურისძიების მიტოვით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით ნიკო კვარაცხელია, მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიების მოტივით მოკლეს. შემკვეთებად 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილები სახელდებიან.

ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.