სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ირაკლი ღარიბაშვილს ევროპა ჰგონია "შოპინგზე" რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით ჩამოვლენ" - უგულავა
"ირაკლი ღარიბაშვილს ევროპა ჰგონია "შოპინგზე" რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით ჩამოვლენ" - უგულავა

ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც პრე­მი­ე­რის სა­ვარ­ძე­ლი უკა­ვია, სა­ერ­თოდ გაგ­ნე­ბა­ში არ არის, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით, რა არის ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტია. ამას ევ­რო­პა ჰგო­ნია „შო­პინგზე“ რომ წავ­ლენ და ბევ­რი ჩე­მოდ­ნე­ბით და პარ­კე­ბით ჩა­მოვ­ლენ, - ასე პა­სუ­ხობს ფო­თის მე­რო­ბის კან­დი­და­ტი გიგი უგუ­ლა­ვა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს, რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას „მი­ნი­მუ­მის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რაც ბი­უ­ჯე­ტი­თაა გან­სა­ზღვრუ­ლი“.

რო­გორც უგუ­ლა­ვამ აღ­ნიშ­ნა, ეს გან­ცხა­დე­ბა არის ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რომ „ეს არის ტლუ, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტის არმ­ცოდ­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის“.

„სი­ნამ­დვი­ლე­ში, კე­თილ­დღე­ო­ბა იქ­მნე­ბა სწო­რედ რე­გი­ო­ნა­ლიზ­მით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო იქ­ნე­ბა ძლი­ე­რი, ფოთ­ში იქ­ნე­ბა ერთი პარ­ტი­ის მერი, ზუგ­დიდ­ში შე­იძ­ლე­ბა - მე­ო­რე და ცენ­ტრა­ლუ­რი მთავ­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს სხვა, ყვე­ლას ეს­მის თა­ვი­სი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში, რომ შე­იძ­ლე­ბა იკა­მა­თო, მაგ­რამ ამა­ვე დროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის და შენი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში გა­ა­კე­თო ის საქ­მე, რაც ამომ­რჩე­ველ­მა და­გა­ვა­ლა. სწო­რედ ეს ქმნის დოვ­ლათს, ეს ქმნის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს ადა­მი­ა­ნი იმ­დე­ნად უვი­ცია, რომ ამ ქვეყ­ნის უახ­ლე­სი ის­ტო­რი­აც არ იცის. მა­გა­ლი­თად, 2002 წელს ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც თბი­ლის­ში მა­შინ მერი არ ირ­ჩე­ო­და, მაგ­რამ საკ­რე­ბუ­ლო იყო ოპო­ზი­ცი­უ­რი, და­იძ­რა ბევ­რი სო­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მა - უფა­სო წიგ­ნე­ბის პროგ­რა­მა, მა­შინ და­ი­წყო და გა­მოჩ­ნდა სტა­დი­ო­ნე­ბი, მა­შინ და­ი­წყო პირ­ვე­ლი შე­კე­თე­ბა ლიფ­ტე­ბის და ა.შ. ამ უვიც­მა ადა­მი­ან­მა ისიც არ იცის, რომ 2013 წელს მე ვი­ყა­ვი ჯერ კი­დევ მერი და თვი­თონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში და მთე­ლი დღე და ღამე მარ­ტო მე მებ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად, მე­რი­ას ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა არ შე­უ­წყვე­ტია, პი­რი­ქით, ბევ­რი პრო­ექ­ტი კეთ­დე­ბო­და. ასე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს დე­მოკ­რა­ტია, თუ ჩვენ გვინ­და რომ ქვე­ყა­ნა გან­ვა­ვი­თა­როთ. ეს არის კი­დევ ერთი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, რომ ეს არის ტლუ, გა­უ­ნათ­ლე­ბე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ტექ­სტის არმ­ცოდ­ნე პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცია, რო­მე­ლიც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის და რაც მთა­ვა­რია, პრაქ­ტი­კუ­ლად, ამით აშან­ტა­ჟებს ფო­თე­ლებს, ზუგ­დი­დე­ლებს, თბი­ლი­სე­ლებს, რომ თუ თქვენ მხარს არ და­მი­ჭერთ, დაგსჯით! მინ­და ყვე­ლას ვუ­თხრა, რომ სა­სა­ცი­ლოა ეს ადა­მი­ა­ნი, მისი ნა­ლა­პა­რა­კე­ბიც სა­სა­ცი­ლოა და ვე­რა­ვის ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ვერ დას­ჯის. 30 ოქ­ტომ­ბერს ოპო­ზი­ცია გა­ი­მარ­ჯვებს დიდ ქა­ლა­ქებ­ში და შემ­დეგ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც შე­იც­ვლე­ბა. ოღონდ შე­იც­ვლე­ბა არა ერთი პარ­ტი­ით, არა­მედ, კო­ა­ლი­ცი­ით“, - გა­ნა­ცხა­და უგუ­ლა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცნობისათვის
0

უგულავას დამთავრებული აქვს სასულიერო სემინარია და დაუმთავრებელი უნივერსიტეტის ფილოლოგიური...დასკვნა თქვენზეა

უიუიუიიიი
6

უთვლიდა მაგის ყოფილ ცოლს დაქალებთან ერთად შოპინგიდან ჩამოტანილ ჩემოდნებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ირაკლი ღარიბაშვილს ევროპა ჰგონია "შოპინგზე" რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით ჩამოვლენ" - უგულავა

"ირაკლი ღარიბაშვილს ევროპა ჰგონია "შოპინგზე" რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით ჩამოვლენ" - უგულავა

ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანს, რომელსაც პრემიერის სავარძელი უკავია, საერთოდ გაგნებაში არ არის, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, რა არის ევროპული დემოკრატია. ამას ევროპა ჰგონია „შოპინგზე“ რომ წავლენ და ბევრი ჩემოდნებით და პარკებით ჩამოვლენ, - ასე პასუხობს ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც აცხადებს, რომ ოპოზიციის კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში, მას „მინიმუმის გაკეთების საშუალება ექნება, რაც ბიუჯეტითაა განსაზღვრული“.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ეს განცხადება არის ერთი ნათელი მაგალითი, რომ „ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის“.

„სინამდვილეში, კეთილდღეობა იქმნება სწორედ რეგიონალიზმით, როდესაც საქართველო იქნება ძლიერი, ფოთში იქნება ერთი პარტიის მერი, ზუგდიდში შეიძლება - მეორე და ცენტრალური მთავრობა შეიძლება იყოს სხვა, ყველას ესმის თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, რომ შეიძლება იკამათო, მაგრამ ამავე დროს უფლებამოსილებების და შენი ვალდებულებების ფარგლებში გააკეთო ის საქმე, რაც ამომრჩეველმა დაგავალა. სწორედ ეს ქმნის დოვლათს, ეს ქმნის განვითარებას. ეს ადამიანი იმდენად უვიცია, რომ ამ ქვეყნის უახლესი ისტორიაც არ იცის. მაგალითად, 2002 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც თბილისში მაშინ მერი არ ირჩეოდა, მაგრამ საკრებულო იყო ოპოზიციური, დაიძრა ბევრი სოციალური პროგრამა - უფასო წიგნების პროგრამა, მაშინ დაიწყო და გამოჩნდა სტადიონები, მაშინ დაიწყო პირველი შეკეთება ლიფტების და ა.შ. ამ უვიცმა ადამიანმა ისიც არ იცის, რომ 2013 წელს მე ვიყავი ჯერ კიდევ მერი და თვითონ ხელისუფლებაში და მთელი დღე და ღამე მარტო მე მებრძოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, მერიას ფუნქციონირება არ შეუწყვეტია, პირიქით, ბევრი პროექტი კეთდებოდა. ასე ფუნქციონირებს დემოკრატია, თუ ჩვენ გვინდა რომ ქვეყანა განვავითაროთ. ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი, რომ ეს არის ტლუ, გაუნათლებელი, საერთაშორისო კონტექსტის არმცოდნე პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის და რაც მთავარია, პრაქტიკულად, ამით აშანტაჟებს ფოთელებს, ზუგდიდელებს, თბილისელებს, რომ თუ თქვენ მხარს არ დამიჭერთ, დაგსჯით! მინდა ყველას ვუთხრა, რომ სასაცილოა ეს ადამიანი, მისი ნალაპარაკებიც სასაცილოა და ვერავის ღარიბაშვილი ვერ დასჯის. 30 ოქტომბერს ოპოზიცია გაიმარჯვებს დიდ ქალაქებში და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებაც შეიცვლება. ოღონდ შეიცვლება არა ერთი პარტიით, არამედ, კოალიციით“, - განაცხადა უგულავამ.