კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოცნებამ" რატომ არ უნდა დამიჭიროს მხარი, გამოცდილებას დამიწუნებენ, პროფესიონალიზმს თუ გაკეთებულ საქმეებს?" - მამუკა ხაზარაძე
"ოცნებამ" რატომ არ უნდა დამიჭიროს მხარი, გამოცდილებას დამიწუნებენ, პროფესიონალიზმს თუ გაკეთებულ საქმეებს?" - მამუკა ხაზარაძე

"ლე­ლოს“ ლი­დე­რის და ოპო­ზი­ცი­ის ნა­წი­ლი­დან თბი­ლი­სის ვიცე-მე­რო­ბის კან­დი­და­ტის მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში ოპო­ზი­ცი­ის გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პარ­ლა­მენტს და­ტო­ვებს.

ამის შე­სა­ხებ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „თა­ვი­სუ­ფა­ლი სივ­რცე“ გა­ნა­ცხა­და და გან­მარ­ტა, რომ პარ­ლა­მენ­ტის და­ტო­ვე­ბის შემ­დეგ „მარ­შა­ლის გეგ­მის“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას.

„მე ვტო­ვებ პარ­ლა­მენტს და მე­ო­რე დღი­დან­ვე შე­ვუდ­გე­ბი იმ იდე­ე­ბი­სა და გეგ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რო­მე­ლიც გვაქვს „მარ­შა­ლის გეგ­მის“ სა­ხით“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

ამას­თან, კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა, რომ დე­და­ქა­ლა­ქის საკ­რე­ბუ­ლოს უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მყო­ფი „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­რი­ის ოპო­ზი­ცი­ურ შე­მად­გენ­ლო­ბას მხარს და­უ­ჭერს, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის თქმით, ეს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, რის შემ­დე­გაც „ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში“ დაშ­ლის პრო­ცე­სი და­ი­წყე­ბა“.

„მე უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებს მო­გე­ბის შემ­თხვე­ვა­ში საკ­რე­ბუ­ლო­ში „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წევ­რე­ბის არ­გუ­მენ­ტი, რა­ტომ არ უნდა და­მი­ჭი­რონ მხა­რი - გა­მოც­დი­ლე­ბას და­მი­წუ­ნე­ბენ, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს თუ გა­კე­თე­ბულ საქ­მე­ებს? ეს საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა და სი­ა­მოვ­ნე­ბით მო­ვუს­მენ. ასე­ვე, ელე­ნე ხოშ­ტა­რია მთე­ლი თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის­თვის და ამ ქვეყ­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის იბ­რძვის. ზურა ჯა­ფა­რი­ძეს კი აქვს საკ­მა­ოდ თა­მა­მი, თა­ვი­სუ­ფა­ლი იდე­ე­ბი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ხედ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ეს სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა და რო­გორც კი ეს მოხ­დე­ბა, გარ­წმუ­ნებთ, რომ ბევ­რი რამ მოხ­დე­ბა საკ­რე­ბუ­ლო­ში, იმი­ტომ რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ დაშ­ლის პრო­ცესს და­ი­წყებს. ეს არ არის პარ­ტია, რო­მე­ლიც არ არის იდე­ო­ლო­გი­ა­ზე და მი­ზან­ზე აწყო­ბი­ლი. 9 წელი საკ­მა­რი­სია იმის­თვის, რომ ან და­მარ­ცხდე, ან რა­ი­მე წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო“,- გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძემ.

გარ­და ამი­სა, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გან­მარ­ტავს, რა­ტომ გა­და­წყვი­ტა „ლე­ლომ“ ოპო­ზი­ცი­ის ნა­წილ­თან კო­ა­ლი­ცია და თა­ვად რა­ტომ და­თან­ხმდა ვიცე-მე­რო­ბის პოსტს. რო­გორც ხა­ზა­რა­ძე აცხა­დებს, აღ­ნიშ­ნულ კო­ა­ლი­ცი­ა­ში „ლე­ლოს“ სე­რი­ო­ზუ­ლი წონა აქვს“.

„ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“ კი არ შე­ვუ­ერ­თდით, შევ­ქმე­ნით კო­ა­ლი­ცია ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებ­თან, ეს არ არის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­ა­ლი­ცია, ეს არის ქა­ლა­ქის სამ­თავ­რო­ბო კო­ა­ლი­ცია, სა­დაც ისეთ ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან ნიკა მე­ლია, ზურა ჯა­ფა­რი­ძე, ელე­ნე ხოშ­ტა­რია. თუ მთლი­ან გუნდს გა­და­ხე­დავთ, და­ი­ნა­ხავთ, რომ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბით არის და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი მო­მა­ვა­ლი მთავ­რო­ბა. პო­ლი­ტი­კურ ვაჭ­რო­ბას იმა­ზე, ვინ რა თა­ნამ­დე­ბო­ბას და­ი­კა­ვებ­და, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია. ადა­მი­ა­ნე­ბი და­კომ­პლექტდნენ მათი უნა­რე­ბის, გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გამო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი თვი­სე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

რაც შე­ე­ხე­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ეს იყო ჩემი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. იმ კრი­ზისს, რო­მელ­საც ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა დღეს გა­ნიც­დის, ვერ გა­დავ­ლა­ხავთ, თუ ერთი მხრივ სა­ერ­თო ენას არ ვნა­ხავთ, მე­ო­რე მხრივ კი, თუ ყვე­ლა ლი­დე­რი არ ჩა­ერ­თვე­ბა და არ და­ა­ნა­ხებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ეს მარ­თლა გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლაა და მარ­თლა ყვე­ლა­ფერს ვდებთ, რათა ვარ­დნა, რა­საც ქვე­ყა­ნა გა­ნიც­დის, გა­ჩერ­დეს. რო­დე­საც ასეთ ბრძო­ლა­ზეა სა­უ­ბა­რი, არ შე­იძ­ლე­ბა შენი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი გა­უშ­ვა და შენ ამას შო­რი­დან უყუ­რო იმი­ტომ, რომ შე­დე­გის მი­ხედ­ვით იქი­დან და­უს­ვრე­ლი და ზი­ა­ნის გა­რე­შე გა­მოხ­ვი­დე.

ის ფაქ­ტი, რომ „ლელო“ საკ­მა­ოდ მსხვი­ლა­დაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი თბი­ლი­სის მთავ­რო­ბის კო­ა­ლი­ცი­ა­ში, თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვად და სტა­ტუ­სუ­რად მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ჩვენ საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი წონა გვაქვს, წონა არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბით, არა­მედ პო­ზი­ცი­ით. მე­ო­რე არ­გუ­მენ­ტი, რა­ტომ გა­დავ­დგით ეს ნა­ბი­ჯი, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია საქ­მის კე­თე­ბა, ეს ჩემი მო­წო­დე­ბაა. მიყ­ვარს შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი საქ­მის კე­თე­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ხა­ზა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვერ მოიხმარე
19

შენი გაკეთებული არ გაიშვა,სამ თვეში 901 ლარი გადამახდევინეს თიბისი ბანკმა და 709 ლარი %-ში წაიღეს ამ კანონიერმა ყაჩაღებმა, რამეს გაარკვევ თუ ვინმეს ნახავ რომ აგიხსნას ყაჩაღობის რა სახეობაა ეს?

რატი
4

აბა რა, მევახშეობა დაგეწუნება თუ თაღლითობა?

ავტორი:

"ოცნებამ" რატომ არ უნდა დამიჭიროს მხარი, გამოცდილებას დამიწუნებენ, პროფესიონალიზმს თუ გაკეთებულ საქმეებს?" - მამუკა ხაზარაძე

"ოცნებამ" რატომ არ უნდა დამიჭიროს მხარი, გამოცდილებას დამიწუნებენ, პროფესიონალიზმს თუ გაკეთებულ საქმეებს?" - მამუკა ხაზარაძე

"ლელოს“ ლიდერის და ოპოზიციის ნაწილიდან თბილისის ვიცე-მერობის კანდიდატის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დედაქალაქის მერის არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტს დატოვებს.

ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა და განმარტა, რომ პარლამენტის დატოვების შემდეგ „მარშალის გეგმის“ განხორციელებაზე დაიწყებს მუშაობას.

„მე ვტოვებ პარლამენტს და მეორე დღიდანვე შევუდგები იმ იდეებისა და გეგმების განხორციელებას, რომელიც გვაქვს „მარშალის გეგმის“ სახით“,- განაცხადა ხაზარაძემ.

ამასთან, კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ დედაქალაქის საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მერიის ოპოზიციურ შემადგენლობას მხარს დაუჭერს, მამუკა ხაზარაძის თქმით, ეს საინტერესო პროცესი იქნება, რის შემდეგაც „ქართულ ოცნებაში“ დაშლის პროცესი დაიწყება“.

„მე უბრალოდ მაინტერესებს მოგების შემთხვევაში საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრების არგუმენტი, რატომ არ უნდა დამიჭირონ მხარი - გამოცდილებას დამიწუნებენ, პროფესიონალიზმს თუ გაკეთებულ საქმეებს? ეს საკმაოდ საინტერესო პროცესი იქნება და სიამოვნებით მოვუსმენ. ასევე, ელენე ხოშტარია მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ადამიანის უფლებებისთვის და ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის იბრძვის. ზურა ჯაფარიძეს კი აქვს საკმაოდ თამამი, თავისუფალი იდეები ქვეყნის ეკონომიკურ ხედვასთან დაკავშირებით.

ეს საინტერესო პროცესი იქნება და როგორც კი ეს მოხდება, გარწმუნებთ, რომ ბევრი რამ მოხდება საკრებულოში, იმიტომ რომ „ქართული ოცნება“ დაშლის პროცესს დაიწყებს. ეს არ არის პარტია, რომელიც არ არის იდეოლოგიაზე და მიზანზე აწყობილი. 9 წელი საკმარისია იმისთვის, რომ ან დამარცხდე, ან რაიმე წარმატებას მიაღწიო“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე განმარტავს, რატომ გადაწყვიტა „ლელომ“ ოპოზიციის ნაწილთან კოალიცია და თავად რატომ დათანხმდა ვიცე-მერობის პოსტს. როგორც ხაზარაძე აცხადებს, აღნიშნულ კოალიციაში „ლელოს“ სერიოზული წონა აქვს“.

„ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ შევუერთდით, შევქმენით კოალიცია ძალიან საინტერესო ადამიანებთან, ეს არ არის საპარლამენტო კოალიცია, ეს არის ქალაქის სამთავრობო კოალიცია, სადაც ისეთ ადამიანები არიან გაერთიანებულები, როგორებიც არიან ნიკა მელია, ზურა ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია. თუ მთლიან გუნდს გადახედავთ, დაინახავთ, რომ საკმაოდ სერიოზული პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული მომავალი მთავრობა. პოლიტიკურ ვაჭრობას იმაზე, ვინ რა თანამდებობას დაიკავებდა, ადგილი არ ჰქონია. ადამიანები დაკომპლექტდნენ მათი უნარების, გაკეთებული საქმეების გამო და პროფესიონალური თვისებებიდან გამომდინარე.

რაც შეეხება ამ გადაწყვეტილებას, ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. იმ კრიზისს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა დღეს განიცდის, ვერ გადავლახავთ, თუ ერთი მხრივ საერთო ენას არ ვნახავთ, მეორე მხრივ კი, თუ ყველა ლიდერი არ ჩაერთვება და არ დაანახებს საზოგადოებას, რომ ეს მართლა გადამწყვეტი ბრძოლაა და მართლა ყველაფერს ვდებთ, რათა ვარდნა, რასაც ქვეყანა განიცდის, გაჩერდეს. როდესაც ასეთ ბრძოლაზეა საუბარი, არ შეიძლება შენი თანაგუნდელები გაუშვა და შენ ამას შორიდან უყურო იმიტომ, რომ შედეგის მიხედვით იქიდან დაუსვრელი და ზიანის გარეშე გამოხვიდე.

ის ფაქტი, რომ „ლელო“ საკმაოდ მსხვილადაა წარმოდგენილი თბილისის მთავრობის კოალიციაში, თანამდებობრივად და სტატუსურად მიანიშნებს, რომ ჩვენ საკმაოდ სერიოზული წონა გვაქვს, წონა არ განისაზღვრება ხალხის რაოდენობით, არამედ პოზიციით. მეორე არგუმენტი, რატომ გადავდგით ეს ნაბიჯი, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქმის კეთება, ეს ჩემი მოწოდებაა. მიყვარს შედეგზე ორიენტირებული საქმის კეთება“,- განაცხადა ხაზარაძემ.