სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აქ დღემდე არ სჯერათ კოვიდის არსებობის, რეგიონში ექიმი აღარ დაგვრჩა, ვაქცინები გაგვიფუჭდა" - ეპიდაფეთქება და უმართავი სიტუაცია ცხინვალში
"აქ დღემდე არ სჯერათ კოვიდის არსებობის, რეგიონში ექიმი აღარ დაგვრჩა, ვაქცინები გაგვიფუჭდა" - ეპიდაფეთქება და უმართავი სიტუაცია ცხინვალში

ახალ­გო­რის რა­ი­ონს, ასე­ვე ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონს კო­ვიდ-ვირუ­სი უტევს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ყო­ველ­დღი­უ­რად, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა რე­კორ­დებს ხსნის. დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად იმა­ზე ორ­ჯერ მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ვიდ­რე შარ­შან, კო­ვიდ-19-ის გავ­რცე­ლე­ბის პი­კის დროს...

მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი, "სპუტ­ნი­კის" ვაქ­ცი­ნით აიც­რა, ან ვაქ­ცი­ნის ყალ­ბი ცნო­ბა გა­ა­კე­თა, რად­გან ვაქ­ცი­ნას არ ენ­დო­ბო­და, ან სა­ერ­თოდ არ აც­რი­ლა. ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტი, თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი, AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ჰყვე­ბა, რომ ახლა რე­გი­ონ­ში, ყო­ველ­დღი­უ­რად 100-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ინ­ფი­ცირ­დე­ბა, ოღონდ ეს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი, რე­ა­ლო­ბა გა­ცი­ლე­ბით მძი­მეა.

"რამ­დე­ნი კვი­რაა ამა­ზე ვწერ, რომ ხალ­ხი არ იც­რე­ბა და რა­ი­ონ­ში კო­ვიდ-აფეთ­ქე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია-მეთ­ქი. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, პრობ­ლე­მებ­ზე სა­უბ­რი­სას რო­გორც ქარ­თულ, ასე­ვე, ოსურ მხა­რე­ებ­საც ვნიშ­ნავ, ვსა­უბ­რობ ჯან­დაც­ვის უწყე­ბა­ში არ­სე­ბულ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­სა და კო­რუფ­ცი­ა­ზე, მაგ­რამ "წერე და იკი­თხეს" პრინ­ცი­პია. ჩვენ ვის დავ­კარ­გვი­ვართ. მხო­ლოდ მა­შინ ვახ­სენ­დე­ბით, თუ ვინ­მე გარ­და­იც­ვა­ლა ან და­ა­კა­ვეს... ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა კო­ვი­დი გან­სა­კუთ­რე­ბით გვი­ტევს. ცხინ­ვალ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ოფი­ცი­ა­ლუ­რად 80-100 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჰყავთ, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად რამ­დე­ნია, ად­ვი­ლი წარ­მო­სად­გე­ნია... ჩვენს რა­ი­ონ­ში, სულ რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნია ვაქ­ცი­ნი­რე­ბუ­ლი. აქ ჯან­დაც­ვა ხომ მხო­ლოდ კო­რუფ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბაა" - ამ­ბობს თა­მარ მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

ახალ­გო­რე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვის­ტის თქმით, კა­რან­ტინ­ში, იმ სივ­რცე­ში, სა­დაც ქარ­თუ­ლი მხა­რი­დან, ან ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან გად­მო­სუ­ლი ან სხვა სა­ეჭ­ვო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი, ცუდი ვი­თა­რე­ბაა.

"იქ შე­იძ­ლე­ბა ქუ­ჩი­და­ნაც შე­ვი­დეს ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი და იმ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, მო­რი­გე ექი­მი­სა და პა­ცი­ენ­ტე­ბის კამ­პა­ნი­ას შე­ურთდეს, მათ­თან ერ­თად მი­ირ­თვას საჭ­მე­ლი, უყუ­როს ტე­ლე­ვი­ზორს, ისარ­გებ­ლონ სა­ერ­თო ნივ­თე­ბით. მერე კი სახ­ლში წა­ვი­დეს... არა­ვინ აკონ­ტრო­ლებს. ამას ემა­ტე­ბა ის კა­ტე­გო­რი­აც, რო­მელ­თაც დღემ­დე არ სჯე­რათ კო­რო­ნა­ვირუ­სის არ­სე­ბო­ბის, მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ამ­ბე­ბი იმი­ტომ მო­ი­გო­ნეს, რომ ადა­მი­ა­ნებს აცრა გა­უ­კე­თონ, მათ­გან ბევ­რი ვერ გა­დარ­ჩეს და ასე გა­მოხ­ში­რა­ვენ კა­ცობ­რი­ო­ბას. ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნი­დან ქარ­თულ მხა­რეს სამ­კურ­ნა­ლოდ 300-მდე ადა­მი­ა­ნი გა­და­ვი­და და მხო­ლოდ 15 აიც­რა. ექი­მე­ბიც კი არ იც­რე­ბი­ან... ახლა რომ და­ი­წყოს აც­რის კამ­პა­ნია, შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ახალ­გორ­ში შე­მო­ტა­ნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი უკვე გა­ფუ­ჭე­ბუ­ლია, ვადა გა­უ­ვი­და.

შე­სა­ბა­მი­სად, ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პი­კიც სა­ხე­ზეა. ყვე­ლა­ზე ცუდი კი ის არის, რომ რა­ი­ონ­ში კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლიც აღარ დარ­ჩა, ყვე­ლა გა­აქ­ცი­ეს ან თა­ვად წა­ვი­და..." - ამ­ბობს მე­ა­რა­ყიშ­ვი­ლი.

ცხინ­ვა­ლის მთა­ვა­რი სა­ნი­ტა­რუ­ლი ექი­მი, მა­რი­ნა კო­ჩი­ე­ვა აღ­ნიშ­ნავს, რომ დელ­ტა შტა­მის გავ­რცე­ლე­ბის მი­ზე­ზი, კომ­პაქ­ტუ­რად ჩა­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში ხალ­ხმრა­ვა­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბი, ქორ­წი­ლე­ბი და ქელე­ხე­ბი შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო, რაც რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან ხში­რად ხდე­ბა, რად­გან მათი ტრა­დი­ცი­უ­ლი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია და ვირუ­სის საფრ­თხის მი­უ­ხე­და­ვად, უარს არა­ვინ ამ­ბობს.

"ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა სრუ­ლი­ად უპა­სუ­ხის­მგებ­ლოდ იქ­ცე­ვა. ამ დრო­ის­თვის ცხინ­ვალ­ში სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 140-მდე მძი­მე პა­ცი­ენ­ტი ჰყავთ, 1400-მდე კი ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ა­ში მკურ­ნა­ლობს. ეს კი სა­გან­გა­შო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია", - აცხა­დებს კო­ჩი­ე­ვა.

ekhokavkaza.com-თან სა­უ­ბარ­ში, ახალ­გო­რის რა­ი­ო­ნის სა­ა­ვად­მყო­ფოს მთა­ვა­რი ექი­მი, ჯე­მალ ბე­დო­ე­ვი ამ­ბობს, რომ უკვე 60-მდე შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, პსრ-ის ტესტს კი­დევ 20-მდე ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა.

"ვი­საც ვირუ­სის მსუ­ბუ­ქი ფორ­მა აქვს, სახ­ლში მკურ­ნა­ლო­ბას ვუ­ნიშ­ნავთ, მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს - ვი­ტო­ვებთ" - ამ­ბობს ექი­მი.

მი­სი­ვე ცნო­ბით, ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლუ­რო­ბა რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გამ­კაც­რე­ბის გა­რე­შე არ მოხ­დე­ბა. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მა­სობ­რი­ვი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის აკ­რძალ­ვა, ფი­ნან­სუ­რი სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა და მკაც­რი კონ­ტრო­ლი, თო­რემ ვი­თა­რე­ბა უმარ­თა­ვი გახ­დე­ბა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, ცხინ­ვა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­მო­დის ხმე­ბი, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, ყო­ველ­დღი­უ­რად იხო­ცე­ბი­ან.

"სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ად­გი­ლი არ არის. უბ­რა­ლო მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ შინ დარ­ჩე­ნის­კენ, თა­ვად კი, რეს­ტორ­ნებს ხუ­რა­ვენ, აც­რის სა­ბუ­თებს აკე­თე­ბენ. ვლა­დი­კავ­კა­ზი­დან შე­მო­სუ­ლე­ბი, კა­რან­ტინს არც აღი­ა­რე­ბენ და პირ­და­პირ სახ­ლში მი­დი­ან. ჩვენ კი, კა­ნო­ნის შეს­რუ­ლე­ბის­კენ მოგ­ვი­წო­დე­ბენ" - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

ლალი პა­პას­კი­რი

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
666
5

კაი გვჯერა ხო !!! 999

Kritikosi
1

არ სცხელა პუტინს თქვენთვის არაა, ნეტა რა გაწუწუნებთ ახლა. იქნეუქნებს იქ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"აქ დღემდე არ სჯერათ კოვიდის არსებობის, რეგიონში ექიმი აღარ დაგვრჩა, ვაქცინები გაგვიფუჭდა" - ეპიდაფეთქება და უმართავი სიტუაცია ცხინვალში

"აქ დღემდე არ სჯერათ კოვიდის არსებობის, რეგიონში ექიმი აღარ დაგვრჩა, ვაქცინები გაგვიფუჭდა" - ეპიდაფეთქება და უმართავი სიტუაცია ცხინვალში

ახალგორის რაიონს, ასევე ცხინვალის რეგიონს კოვიდ-ვირუსი უტევს. ადგილობრივების თქმით, ყოველდღიურად, ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდებს ხსნის. დელტა შტამის გავრცელების პირობებში, ყოველდღიურად იმაზე ორჯერ მეტი ადამიანი ინფიცირდება, ვიდრე შარშან, კოვიდ-19-ის გავრცელების პიკის დროს...

მოსახლეობის ნაწილი, "სპუტნიკის" ვაქცინით აიცრა, ან ვაქცინის ყალბი ცნობა გააკეთა, რადგან ვაქცინას არ ენდობოდა, ან საერთოდ არ აცრილა. ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი, AMBEBI.GE-სთან საუბარში ჰყვება, რომ ახლა რეგიონში, ყოველდღიურად 100-ზე მეტი ადამიანი ინფიცირდება, ოღონდ ეს, ოფიციალურად, სინამდვილეში კი, რეალობა გაცილებით მძიმეა.

"რამდენი კვირაა ამაზე ვწერ, რომ ხალხი არ იცრება და რაიონში კოვიდ-აფეთქება გარდაუვალია-მეთქი. სოციალურ ქსელში, პრობლემებზე საუბრისას როგორც ქართულ, ასევე, ოსურ მხარეებსაც ვნიშნავ, ვსაუბრობ ჯანდაცვის უწყებაში არსებულ განუკითხაობასა და კორუფციაზე, მაგრამ "წერე და იკითხეს" პრინციპია. ჩვენ ვის დავკარგვივართ. მხოლოდ მაშინ ვახსენდებით, თუ ვინმე გარდაიცვალა ან დააკავეს... ბოლო რამდენიმე დღეა კოვიდი განსაკუთრებით გვიტევს. ცხინვალში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად ოფიციალურად 80-100 ინფიცირებული ჰყავთ, არაოფიციალურად რამდენია, ადვილი წარმოსადგენია... ჩვენს რაიონში, სულ რამდენიმე ადამიანია ვაქცინირებული. აქ ჯანდაცვა ხომ მხოლოდ კორუფციის საშუალებაა" - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტის თქმით, კარანტინში, იმ სივრცეში, სადაც ქართული მხარიდან, ან ვლადიკავკაზიდან გადმოსული ან სხვა საეჭვო ადამიანები არიან განთავსებული, ცუდი ვითარებაა.

"იქ შეიძლება ქუჩიდანაც შევიდეს ნებისმიერი ადამიანი და იმ სამედიცინო პერსონალს, მორიგე ექიმისა და პაციენტების კამპანიას შეურთდეს, მათთან ერთად მიირთვას საჭმელი, უყუროს ტელევიზორს, ისარგებლონ საერთო ნივთებით. მერე კი სახლში წავიდეს... არავინ აკონტროლებს. ამას ემატება ის კატეგორიაც, რომელთაც დღემდე არ სჯერათ კორონავირუსის არსებობის, მიაჩნიათ, რომ ეს ამბები იმიტომ მოიგონეს, რომ ადამიანებს აცრა გაუკეთონ, მათგან ბევრი ვერ გადარჩეს და ასე გამოხშირავენ კაცობრიობას. ახალგორის რაიონიდან ქართულ მხარეს სამკურნალოდ 300-მდე ადამიანი გადავიდა და მხოლოდ 15 აიცრა. ექიმებიც კი არ იცრებიან... ახლა რომ დაიწყოს აცრის კამპანია, შეუძლებელია, რადგან ახალგორში შემოტანილი ვაქცინები უკვე გაფუჭებულია, ვადა გაუვიდა.

შესაბამისად, ვირუსის გავრცელების პიკიც სახეზეა. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ რაიონში კვალიფიციური სამედიცინო პერსონალიც აღარ დარჩა, ყველა გააქციეს ან თავად წავიდა..." - ამბობს მეარაყიშვილი.

ცხინვალის მთავარი სანიტარული ექიმი, მარინა კოჩიევა აღნიშნავს, რომ დელტა შტამის გავრცელების მიზეზი, კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში ხალხმრავალი წვეულებები, ქორწილები და ქელეხები შეიძლებოდა გამხდარიყო, რაც რეგიონში ძალიან ხშირად ხდება, რადგან მათი ტრადიციული ცხოვრების ნაწილია და ვირუსის საფრთხის მიუხედავად, უარს არავინ ამბობს.

"ადგილობრივი მოსახლეობა სრულიად უპასუხისმგებლოდ იქცევა. ამ დროისთვის ცხინვალში საავადმყოფოში, 140-მდე მძიმე პაციენტი ჰყავთ, 1400-მდე კი ამბულატორიაში მკურნალობს. ეს კი საგანგაშო მაჩვენებელია", - აცხადებს კოჩიევა.

ekhokavkaza.com-თან საუბარში, ახალგორის რაიონის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, ჯემალ ბედოევი ამბობს, რომ უკვე 60-მდე შემთხვევა გამოვლინდა, პსრ-ის ტესტს კიდევ 20-მდე ადამიანი ელოდება.

"ვისაც ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს, სახლში მკურნალობას ვუნიშნავთ, მძიმე პაციენტებს - ვიტოვებთ" - ამბობს ექიმი.

მისივე ცნობით, ვითარების სტაბილურობა რეგულაციების გამკაცრების გარეშე არ მოხდება. აუცილებელია, მასობრივი ღონისძიებების აკრძალვა, ფინანსური სანქციების შემოღება და მკაცრი კონტროლი, თორემ ვითარება უმართავი გახდება.

ადგილობრივების თქმით, ცხინვალის საავადმყოფოდან გამოდის ხმები, რომ პაციენტები, განურჩევლად ასაკისა, ყოველდღიურად იხოცებიან.

"საავადმყოფოში ადგილი არ არის. უბრალო მოსახლეობას მოუწოდებენ შინ დარჩენისკენ, თავად კი, რესტორნებს ხურავენ, აცრის საბუთებს აკეთებენ. ვლადიკავკაზიდან შემოსულები, კარანტინს არც აღიარებენ და პირდაპირ სახლში მიდიან. ჩვენ კი, კანონის შესრულებისკენ მოგვიწოდებენ" - წერენ ადგილობრივები.

ლალი პაპასკირი