პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სულხან მოლაშვილის მამა:  "ჩემი შვილისთვის პირობა მქონდა მიცემული, მიშას რომ დაიჭერდნენ, 40 დღე მივიდოდი ციხეში და გაზეთებს მივუტანდი - ამას გავაკეთებ"
სულხან მოლაშვილის მამა:  "ჩემი შვილისთვის პირობა მქონდა მიცემული, მიშას რომ დაიჭერდნენ, 40 დღე მივიდოდი ციხეში და გაზეთებს მივუტანდი - ამას გავაკეთებ"

რა­ტომ არ არის საქ­მე გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი და რა­ტომ ბრა­ლი არ აქვს წა­ყე­ნე­ბუ­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ზე? - ამის შე­სა­ხებ კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის მამა თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი სტუ­დია“ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს პო­ლიტ­პა­ტი­მარს უწო­დე­ბენ, თა­ვის დრო­ზე სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლის პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბის შე­სა­ხებ ხმა არ ამო­უ­ღი­ათ.

"სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი, ჩემი შვი­ლი და­ა­პა­ტიმ­რეს, აწა­მეს და რა არ გა­უ­კე­თეს. აი, მას, ვინც ახლა იძა­ხის, რომ პო­ლიტ­პა­ტი­მა­რია სა­ა­კაშ­ვი­ლი, მა­შინ უთ­ქვამს, რომ პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი იყო სულ­ხან მო­ლაშ­ვი­ლი? მი­თუ­მე­ტეს, რო­დე­საც სტრას­ბურ­გმა ოთხი პუნ­ქტით თავ­ზე გა­და­ა­ხია ჩვენს მთავ­რო­ბას მათი ნა­მოქ­მე­და­რი და მი­უ­თი­თა, რომ ადე­ქით და ახ­ლი­დან გა­მო­ი­ძი­ეთ საქ­მეო.

მე ბა­ტონ ან­ზორ მე­ლი­ას ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, რო­გორც დი­დე­ბულ პი­როვ­ნე­ბას, ღმერ­თმა კარ­გად ამ­ყო­ფოს მისი შვი­ლი ნი­კა­ნორ მე­ლია, მაგ­რამ მე რომ ნი­კა­ნორ მე­ლია მოვ­კლა, სი­ტყვის მა­სა­ლად ვამ­ბობ, მე პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ვიქ­ნე­ბი?“, - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, 40 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ დღე მივა რუს­თა­ვის ცი­ხე­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და გა­ზე­თებს შე­უ­ტანს, რას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც პი­რო­ბა წლე­ბის წინ შვილს, სულ­ხან მო­ლაშ­ვილს მის­ცა.

"რო­დე­საც "რეს­ბალ­ნი­ცა­ში" მივ­დი­ო­დი, ყო­ველ დღე ჩემი სახ­ლი­დან გა­ვივ­ლი­დი, გა­ზე­თებს ვი­ყიდ­დი, სულ­ხა­ნი მთხოვ­და, გა­ზე­თე­ბი მინ­დაო. რომ მი­ვი­დო­დი, "პე­რე­დაჩს" რომ ეძა­ხი­ან, იქ რომ და­მი­ნა­ხავ­დნენ, ოჰ, ფოს­ტა­ლი­ო­ნი მო­ვი­დაო. რიგ­ში, რომ ვი­ყა­ვი, ვამ­ბობ­დი, მე აუ­ცი­ლებ­ლად მო­მი­წევს აქ მოს­ვლა კი­დევ, რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ, მი­შას რომ და­ა­პა­ტიმ­რე­ბენ, მე პი­რო­ბას ვიძ­ლე­ვი ახლა თქვენს წი­ნა­შე- მეთ­ქი.

ახლა ორ­შა­ბათს, ორი დღის წინ, ავი­ღე გა­ზე­თე­ბი, პირ­ვე­ლად მოვ­ხვდი იქ, არც ვი­ცო­დი სად იყო მე­თორ­მე­ტე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, რო­გორც იქნა მი­ვა­გე­ნი და მი­ჭი­რავს გა­ზე­თე­ბი ხელ­ში და ოფი­ცი­ა­ლუ­რად მი­ვე­დი მი­სა­ღებ­ში. მე ვუ­თხა­რი, რომ პი­რო­ბა მაქვს ჩემი შვი­ლის სა­ხელ­ზე, რომ აუ­ცი­ლებ­ლად 40 დღე მი­შას გა­ზე­თე­ბი უნდა შე­ვუგ­ზავ­ნო. იცით რა მი­თხრეს? ვე­რაო, ან ოჯა­ხის წევ­რი უნდა იყო, ან კი­დევ პარ­ლა­მენ­ტა­რიო. თა­ნაც რა გა­ზე­თი მი­ჭი­რავს იცით? წე­რია, "თა­მაზ მო­ლაშ­ვი­ლი, სურ­ვი­ლი მაქვს მას შე­ვუგ­ზავ­ნო გა­ზე­თე­ბი“. უარი მი­თხრეს არ მი­ი­ღეს, ახლა ვფიქ­რობ, რა ვქნა, მაგ­რამ 40 დღე ვივ­ლი, ოდეს­ღაც იმა­თაც ხომ მო­წყინ­დე­ბათ, იმი­ტომ, რომ ჩემი შვი­ლის სა­ხელ­ზე პი­რო­ბა მაქვს მი­ცე­მუ­ლი, ვი­ძახ­დი ხოლ­მე, სულ­ხან, შენს სულს ვფი­ცავ, მე ამის გამ­კე­თე­ბე­ლი ვარ და ვა­კე­თებ“, - გა­ნა­ცხა­და თა­მაზ მო­ლაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქეთი
45

ჯერ ეს აწვება ძველბიჭობას და ის ცხონებული რა იქნებოდა! ბიუჯეტის ხვრა, პაპიკო, არ შეერგება არავის! მამალაძეც შენი შვილივით უმწიკვლო ოყო! 

ნონა
43

ვინც პეტიციას ხელი მოაწერა უფას შევთხოვ მოლაშვილების გავლილი სიმწარე გამოგაცდევინოთ ,ხელიც რომ არ მოგეწერად ისედაც ვიცოდით თქვენი უმოწყალო სახები და გვარები ,მიშას მონებო და ერის და ქვეყნის გამყიდველებო

ავტორი:

სულხან მოლაშვილის მამა:  "ჩემი შვილისთვის პირობა მქონდა მიცემული, მიშას რომ დაიჭერდნენ, 40 დღე მივიდოდი ციხეში და გაზეთებს მივუტანდი - ამას გავაკეთებ"

სულხან მოლაშვილის მამა:  "ჩემი შვილისთვის პირობა მქონდა მიცემული, მიშას რომ დაიჭერდნენ, 40 დღე მივიდოდი ციხეში და გაზეთებს მივუტანდი - ამას გავაკეთებ"

რატომ არ არის საქმე გამოძიებული და რატომ ბრალი არ აქვს წაყენებული მიხეილ სააკაშვილს სულხან მოლაშვილის მკვლელობაზე? - ამის შესახებ კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის მამა თამაზ მოლაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

მისი თქმით, ადამიანებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარს უწოდებენ, თავის დროზე სულხან მოლაშვილის პოლიტპატიმრობის შესახებ ხმა არ ამოუღიათ.

"სულხან მოლაშვილი, ჩემი შვილი დააპატიმრეს, აწამეს და რა არ გაუკეთეს. აი, მას, ვინც ახლა იძახის, რომ პოლიტპატიმარია სააკაშვილი, მაშინ უთქვამს, რომ პოლიტპატიმარი იყო სულხან მოლაშვილი? მითუმეტეს, როდესაც სტრასბურგმა ოთხი პუნქტით თავზე გადაახია ჩვენს მთავრობას მათი ნამოქმედარი და მიუთითა, რომ ადექით და ახლიდან გამოიძიეთ საქმეო.

მე ბატონ ანზორ მელიას ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც დიდებულ პიროვნებას, ღმერთმა კარგად ამყოფოს მისი შვილი ნიკანორ მელია, მაგრამ მე რომ ნიკანორ მელია მოვკლა, სიტყვის მასალად ვამბობ, მე პოლიტპატიმარი ვიქნები?“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.

მისივე თქმით, 40 დღის განმავლობაში ყოველ დღე მივა რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილთან და გაზეთებს შეუტანს, რასთან დაკავშირებითაც პირობა წლების წინ შვილს, სულხან მოლაშვილს მისცა.

"როდესაც "რესბალნიცაში" მივდიოდი, ყოველ დღე ჩემი სახლიდან გავივლიდი, გაზეთებს ვიყიდდი, სულხანი მთხოვდა, გაზეთები მინდაო. რომ მივიდოდი, "პერედაჩს" რომ ეძახიან, იქ რომ დამინახავდნენ, ოჰ, ფოსტალიონი მოვიდაო. რიგში, რომ ვიყავი, ვამბობდი, მე აუცილებლად მომიწევს აქ მოსვლა კიდევ, რამდენიმე წლის შემდეგ, მიშას რომ დააპატიმრებენ, მე პირობას ვიძლევი ახლა თქვენს წინაშე- მეთქი.

ახლა ორშაბათს, ორი დღის წინ, ავიღე გაზეთები, პირველად მოვხვდი იქ, არც ვიცოდი სად იყო მეთორმეტე დაწესებულება, როგორც იქნა მივაგენი და მიჭირავს გაზეთები ხელში და ოფიციალურად მივედი მისაღებში. მე ვუთხარი, რომ პირობა მაქვს ჩემი შვილის სახელზე, რომ აუცილებლად 40 დღე მიშას გაზეთები უნდა შევუგზავნო. იცით რა მითხრეს? ვერაო, ან ოჯახის წევრი უნდა იყო, ან კიდევ პარლამენტარიო. თანაც რა გაზეთი მიჭირავს იცით? წერია, "თამაზ მოლაშვილი, სურვილი მაქვს მას შევუგზავნო გაზეთები“. უარი მითხრეს არ მიიღეს, ახლა ვფიქრობ, რა ვქნა, მაგრამ 40 დღე ვივლი, ოდესღაც იმათაც ხომ მოწყინდებათ, იმიტომ, რომ ჩემი შვილის სახელზე პირობა მაქვს მიცემული, ვიძახდი ხოლმე, სულხან, შენს სულს ვფიცავ, მე ამის გამკეთებელი ვარ და ვაკეთებ“, - განაცხადა თამაზ მოლაშვილმა.