პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები" - იულია ტიმოშენკო
"მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები" - იულია ტიმოშენკო

ძვირ­ფა­სო მიშა, კარ­გად ვიცი, პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას შიმ­ში­ლო­ბა თით­ქმის ერ­თა­დერ­თი ფორ­მაა პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტად. ასე­ვე მშვე­ნივ­რად ვხვდე­ბი შენს მო­ტი­ვებს, თუ რა­ტომ იყა­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ მინ­და უმორ­ჩი­ლე­სად გთხო­ვო, შე­წყვი­ტო შიმ­ში­ლო­ბა. შენს ქვე­ყა­ნას ცო­ცხა­ლი, ჯან­მრთე­ლი და ძლი­ე­რი სჭირ­დე­ბი, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნის ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, იუ­ლია ტი­მო­შენ­კომ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე გა­უშ­ვეს.

რო­გორც იუ­ლია ტი­მო­შენ­კომ აღ­ნიშ­ნა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა შიმ­ში­ლო­ბა შე­წყვი­ტოს.

მისი თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­პა­ტიმ­რო­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს.

„მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჩემი გულ­წრფე­ლი და ღრმა მხარ­და­ჭე­რა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ. 2005 წელს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის რან­გში, პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე, ჩვენ­თან ყვე­ლა­ზე ძმურ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ჩვენ ყუ­რა­დღე­ბით ვა­დევ­ნებ­დით თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მებს და გულ­წრფე­ლად ვგულ­შე­მატ­კივ­რობ­დით „ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ას“ და მის წარ­მა­ტე­ბას. შემ­დეგ კი, თა­ვა­დაც წა­ვე­დით მსგავ­სი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი გზით. მე და მი­ხე­ილს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი გვქო­ნია, ბევ­რგზის გვი­კა­მა­თია, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი ადა­მი­ა­ნუ­რია. ერთი და­ნამ­დვი­ლე­ბით ვიცი, რომ ის გულ­წრფე­ლად გულ­შე­მატ­კივ­რობს ძლი­ერ და დე­მოკ­რა­ტი­ულ უკ­რა­ი­ნას. მას უსა­ზღვროდ უყ­ვარს და იბ­რძვის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მყა­რად მდგო­მი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და ეს მის­თვის უმ­თავ­რე­სია. მე თა­ვად გა­ვი­ა­რე პო­ლი­ტი­კუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბი და კარ­გად ვიცი რას ნიშ­ნავს პო­ლიტ­პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნა, ამას არა­სო­დეს არა­ვის ვუ­სურ­ვებ. უსა­მარ­თლოა ადა­მი­ა­ნის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის წარ­თმე­ვა, პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბის გამო. ამის გამო მი­მაჩ­ნია, რომ მი­ხე­ილს აქვს უდა­ვო და უპი­რო­ბო უფ­ლე­ბა, იყოს თა­ვი­სუ­ფა­ლი თა­ვის სამ­შობ­ლო­ში და არა ცი­ხე­ში. სწო­რედ თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ­მა და­იც­ვას თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლო.

ძვირ­ფა­სო მიშა, მე რო­გორც არა­ვინ, კარ­გად ვიცი პა­ტიმ­რო­ბა­ში ყოფ­ნი­სას შიმ­ში­ლო­ბა თით­ქმის ერ­თა­დერ­თი ფორ­მაა პრო­ტეს­ტის გა­მო­სა­ხა­ტად. ასე­ვე მშვე­ნივ­რად ვხვდე­ბი შენს მო­ტი­ვებს, თუ რა­ტომ იყა­ვი იძუ­ლე­ბუ­ლი ასე მოქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ამა­ვე დროს, მინ­და უმორ­ჩი­ლე­სად გთხო­ვო, შე­წყვი­ტო შიმ­ში­ლო­ბა. შენს ქვე­ყა­ნას ცო­ცხა­ლი, ჯან­მრთე­ლი და ძლი­ე­რი სჭირ­დე­ბი. ასე­ვე მივ­მარ­თავ მის მხარ­დამ­ჭე­რებს, მი­მარ­თონ თხოვ­ნით მათ ლი­დერს, შე­წყვი­ტოს შიმ­ში­ლო­ბა, - ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი სი­ცო­ცხლი­სა და თქვე­ნი სა­ერ­თო ბრძო­ლის­თვის. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლდეს. მიშა შეხ­ვედ­რამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე“, - გა­ნა­ცხა­და ტი­მო­შენ­კომ.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ой ой ой
0

Принцесса ты наша газовая))))

ხერხემალს მიხედე შენ ხერხემალს. მერკელი წავიდა და ვინც მოვა ან გამოგიგზავნის პროფესორებს ან არა.

georgian
26

აბა ქოცებო მიესიეთ რუსეთის მოძულე ქალს. თან რუსულ ტელეარხებზე გადართეთ და დატკბით მათთან ერთად, როგორ ხარობენ ჩვენი ქვეყნის დასუსტებით თქვე უგუნურებო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები" - იულია ტიმოშენკო

"მიშა, მინდა გთხოვო შეწყვიტო შიმშილობა, შენს ქვეყანას ცოცხალი და ჯანმრთელი სჭირდები" - იულია ტიმოშენკო

ძვირფასო მიშა, კარგად ვიცი, პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები, - ამის შესახებ უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, იულია ტიმოშენკომ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე გაუშვეს.

როგორც იულია ტიმოშენკომ აღნიშნა, მნიშვნელოვანია ყოფილმა პრეზიდენტმა შიმშილობა შეწყვიტოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან უნდა გათავისუფლდეს.

„მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი და ღრმა მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 2005 წელს პრემიერ-მინისტრის რანგში, პირველი ვიზიტი სწორედ საქართველოში განვახორციელე, ჩვენთან ყველაზე ძმურ სახელმწიფოში. ჩვენ ყურადღებით ვადევნებდით თვალს საქართველოში მიმდინარე რეფორმებს და გულწრფელად ვგულშემატკივრობდით „ვარდების რევოლუციას“ და მის წარმატებას. შემდეგ კი, თავადაც წავედით მსგავსი რევოლუციური გზით. მე და მიხეილს განსხვავებული პოზიციები გვქონია, ბევრგზის გვიკამათია, მაგრამ ყველაფერი ადამიანურია. ერთი დანამდვილებით ვიცი, რომ ის გულწრფელად გულშემატკივრობს ძლიერ და დემოკრატიულ უკრაინას. მას უსაზღვროდ უყვარს და იბრძვის დემოკრატიული, თავისუფალი და მყარად მდგომი საქართველოსთვის და ეს მისთვის უმთავრესია. მე თავად გავიარე პოლიტიკური რეპრესიები და კარგად ვიცი რას ნიშნავს პოლიტპატიმრობაში ყოფნა, ამას არასოდეს არავის ვუსურვებ. უსამართლოა ადამიანისთვის თავისუფლების წართმევა, პოლიტიკური ბრძოლისა და შეხედულების გამო. ამის გამო მიმაჩნია, რომ მიხეილს აქვს უდავო და უპირობო უფლება, იყოს თავისუფალი თავის სამშობლოში და არა ციხეში. სწორედ თავისუფლებაში მყოფმა დაიცვას თავისი მშობლიური საქართველო.

ძვირფასო მიშა, მე როგორც არავინ, კარგად ვიცი პატიმრობაში ყოფნისას შიმშილობა თითქმის ერთადერთი ფორმაა პროტესტის გამოსახატად. ასევე მშვენივრად ვხვდები შენს მოტივებს, თუ რატომ იყავი იძულებული ასე მოქცეულიყავი, მაგრამ ამავე დროს, მინდა უმორჩილესად გთხოვო, შეწყვიტო შიმშილობა. შენს ქვეყანას ცოცხალი, ჯანმრთელი და ძლიერი სჭირდები. ასევე მივმართავ მის მხარდამჭერებს, მიმართონ თხოვნით მათ ლიდერს, შეწყვიტოს შიმშილობა, - ეს მნიშვნელოვანია მისი სიცოცხლისა და თქვენი საერთო ბრძოლისთვის. მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. მიშა შეხვედრამდე თავისუფლებაზე“, - განაცხადა ტიმოშენკომ.