პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება... მივუტევოთ ერთმანეთს და დავივიწყოთ წყენა" - მიხეილ სააკაშვილის წერილი აქციაზე წაიკითხეს
"ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება... მივუტევოთ ერთმანეთს და დავივიწყოთ წყენა" - მიხეილ სააკაშვილის წერილი აქციაზე წაიკითხეს

ვერ ვიქ­ნე­ბი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბის გვერ­დი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი, ამას სიკ­ვდი­ლიც მირ­ჩევ­ნია, ამი­ტო­მაც ვარ აქ! - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მიერ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მოგ­ზავ­ნილ წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რო­მე­ლიც თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე მიმ­დი­ნა­რე მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ცი­ა­ზე შეკ­რე­ბი­ლებს მის­მა ად­ვო­კატ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ გა­აც­ნო.

რო­გორც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, ქარ­თველ­მა ხალ­ხმა არ უნდა და­უშ­ვას პუ­ტი­ნის რუ­სე­თის­კენ ქვეყ­ნის სვლა და ყვე­ლამ ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­აბ­რუ­ნოს და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე.

„მო­გე­სალ­მე­ბით სა­მარ­ტოო საკ­ნი­დან ტე­ლე­ეკ­რა­ნის შემ­ყუ­რე. დარ­ჩე­ნილ სი­ცო­ცხლეს გავცვლი­დი იმა­ში, რომ ახლა თქვენ­თან ერ­თად ვიყო. ჩვენ მრა­ვა­ლ­ა­თას თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს­თან, სა­ი­და­ნაც ერთი ხე­ლის გაწ­ვდე­ნა­ზე ვარ, მაგ­რამ მა­ინც ვერ გი­ერ­თდე­ბით. ვერ გი­ერ­თდე­ბით ჯერ! ჩემი უპირ­ვე­ლე­სი ნატ­ვრა და მთა­ვა­რი სურ­ვი­ლია ქარ­თვე­ლებს ჰქონ­დეთ სა­ხელ­მწი­ფო გა­მორ­ჩე­უ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით და კე­თილ­დღე­ო­ბით, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბით და და­ცუ­ლო­ბით. უძ­ვე­ლეს ევ­რო­პე­ლებს უნდა გვქონ­დეს ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, სხვა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებ­ში კი დავ­დი­ო­დეთ ტუ­რის­ტე­ბად, სას­წავ­ლებ­ლად, ბიზ­ნე­სის სა­კე­თებ­ლად, მაგ­რამ ყო­ველ­თვის უნდა ვბრუნ­დე­ბო­დეთ შინ, რო­გორც მე დავ­ბრუნ­დი შინ. ჩვენს სამ­შობ­ლო­ში უნდა ვბრუნ­დე­ბო­დეთ ყვე­ლა, რომ­ლი­თაც ვი­ა­მა­ყებთ და სა­დაც ცხოვ­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­სა­ნიშ­ნა­ვი. რა­ტომ ვარ დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში? - მე აქ ვარ, რად­გან ვერ ვიქ­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რი, თუნ­დაც, ჩემ­თვის ძა­ლი­ან ახ­ლო­ბელ უკ­რა­ი­ნა­ში. ვერ ვიქ­ნე­ბი სხვა­გან, როცა ამ­დენ სი­სას­ტი­კეს და უბე­დუ­რე­ბას ვხე­დავ ჩემს უსაყ­ვარ­ლეს სამ­შობ­ლო­ში. უე­მო­ცი­ოდ ვერ ვუ­ყუ­რებ მა­სობ­რი­ვად რო­გორ გარ­ბის ჩვე­ნი ქვეყ­ნი­დან ხალ­ხი და რო­გორ ცა­რი­ელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი, მშრო­მე­ლი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან. ვერ ვიქ­ნე­ბი ჩვე­ნი სამ­შობ­ლოს გა­ნად­გუ­რე­ბის გვერ­დი­დან მა­ყუ­რე­ბე­ლი, ამას სიკ­ვდი­ლიც მირ­ჩევ­ნია, ამი­ტო­მაც ვარ აქ!

აქ ვარ და მტკი­ცედ მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი დავ­რჩე და ამით ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო რე­ჟი­მის და­მარ­ცხე­ბა­ში, ჩემი წვლი­ლი შე­ვი­ტა­ნო ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ბრძო­ლა­ში, სი­ღა­ტა­კის, კო­რუფ­ცი­ის, უსა­მარ­თლო­ბის ნგრე­ვის წი­ნა­აღ­მდეგ. ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად წინ აღ­ვუდ­გე ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟიმს, რო­მე­ლიც ჩვენს სამ­შობ­ლოს პუ­ტი­ნის რუ­სეთ­ში მი­ათ­რევს. ყვე­ლამ ერ­თად არ უნდა და­ვუშ­ვათ ეს და ყვე­ლამ ერ­თად სა­ქარ­თვე­ლო უნდა და­ვაბ­რუ­ნოთ და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ვაქ­ცი­ოთ დე­მოკ­რა­ტი­ის, რე­ფორ­მე­ბის და გან­ვი­თა­რე­ბის შუ­ქუ­რად. ის­ტო­რი­ას ჩა­ვა­ბა­როთ ის სიბ­ნე­ლე, სი­ღა­ტა­კე, უსა­მარ­თლო­ბა და ნგრე­ვა, რო­მე­ლიც ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბამ მო­ი­ტა­ნა, ამის­თვის ყვე­ლა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ ქვეყ­ნის შიგ­ნით და მის ფარ­გლებს გა­რეთ, ცი­ხე­ში და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე მყოფ­ნი. ახლა არა­ნა­ი­რი ნიშ­ნით და­ყო­ფის დრო არ არის არც პარ­ტი­უ­ლი, არც რა­ი­მე სხვა ნიშ­ნით. სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოხ­სნის და გა­დარ­ჩე­ნის დროა და ამის­თვის ყვე­ლა­ზე სა­ჭი­რო დღეს ერ­თი­ა­ნო­ბაა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ რომ ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას, ჩვენს ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა დიდი შე­რი­გე­ბა და ამის­თვის უნდა ვი­ყოთ მზად. ქვეყ­ნის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლია შევ­წყვი­ტოთ ერ­თმა­ნე­თის დამ­ცი­რე­ბა, ზი­ზღის ფრქვე­ვა ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და მი­ვუ­ტე­ვოთ ერ­თმა­ნეთს. ამას ვწერ ცი­ხის საკ­ნი­დან უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რი, მაგ­რამ გა­რეთ პირ­ველ რიგ­ში, ამ სუ­ლის­კვე­თე­ბით ვი­მოქ­მე­დებ. კი­დევ ერთი რე­ვან­ში და შუ­რის­ძი­ე­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­რა­ლუ­რად გა­ა­ნად­გუ­რებს და სა­ბო­ლო­ოდ და­ან­გრევს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ჩვენ წინ დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი გვე­ლის. მაგ­რამ ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ი­რი წყე­ნა უნდა და­ვი­ვი­წყოთ. გვერ­დზე გა­დავ­დოთ ჩვე­ნი ნე­გა­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბის ტვირ­თი, რად­გან ამის მო­შო­რე­ბის გა­რე­შე ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა წინ ვერ წავა, ერ­თმა­ნეთ­ზე გა­ბო­რო­ტე­ბულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არას­დროს და­უ­ყე­ნე­ბია პროგ­რე­სის გზა­ზე სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა, არას­დროს შე­უქ­მნია ფა­სე­უ­ლი და ყო­ველ­თვის და­მარ­ცხე­ბუ­ლა სა­კუ­თარ ბრაზ­თან და აგ­რე­სი­ას­თან. ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა ვერ იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი შუღლზე და თუ ჩვენ გვინ­და ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად გვჭირ­დე­ბა დიდი შე­რი­გე­ბა და უარი რე­ვანშსა და შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე. გვე­ყო­ფა მარ­ცხი, ძირს ხელ­ჩა­მოშ­ვე­ბუ­ლე­ბა და ნი­ჰი­ლიზ­მი,“- წერს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 50 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარი ხუანა
11

აბა, ჰე, ხინკლების რევოლუშენ!

ცუდად მოფიქრალი
17

დიდი შერიგებაო,...ეგ 2012-ში შემოგთავაზეს, დაგითმეს ბოლომდე, მაგრამ ვერ შეირგეთ, ვერ გაგვიცანით, არც სინანული, არც ბოდიში არ მოგვისმენია, იბანავეთ ახლა ნაძარცვ ფულში, არავინ გართმევთ, თქვენივე შვილიშვილები ამოგთხრიან და მოგისვრიან, როგორც იქცევიან ფაშისტთა შთამომავლები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება... მივუტევოთ ერთმანეთს და დავივიწყოთ წყენა" - მიხეილ სააკაშვილის წერილი აქციაზე წაიკითხეს

"ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება... მივუტევოთ ერთმანეთს და დავივიწყოთ წყენა" - მიხეილ სააკაშვილის წერილი აქციაზე წაიკითხეს

ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევნია, ამიტომაც ვარ აქ! - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოგზავნილ წერილშია აღნიშნული, რომელიც თავისუფლების მოედანზე მიმდინარე მისი გათავისუფლების აქციაზე შეკრებილებს მისმა ადვოკატმა ნიკა გვარამიამ გააცნო.

როგორც მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაუშვას პუტინის რუსეთისკენ ქვეყნის სვლა და ყველამ ერთად საქართველო უნდა დააბრუნოს დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე.

„მოგესალმებით სამარტოო საკნიდან ტელეეკრანის შემყურე. დარჩენილ სიცოცხლეს გავცვლიდი იმაში, რომ ახლა თქვენთან ერთად ვიყო. ჩვენ მრავალათას თანამემამულესთან, საიდანაც ერთი ხელის გაწვდენაზე ვარ, მაგრამ მაინც ვერ გიერთდებით. ვერ გიერთდებით ჯერ! ჩემი უპირველესი ნატვრა და მთავარი სურვილია ქართველებს ჰქონდეთ სახელმწიფო გამორჩეული თავისუფლებით და კეთილდღეობით, სამართლიანობით და დაცულობით. უძველეს ევროპელებს უნდა გვქონდეს ევროპული ქვეყანა, სხვა ევროპულ ქვეყნებში კი დავდიოდეთ ტურისტებად, სასწავლებლად, ბიზნესის საკეთებლად, მაგრამ ყოველთვის უნდა ვბრუნდებოდეთ შინ, როგორც მე დავბრუნდი შინ. ჩვენს სამშობლოში უნდა ვბრუნდებოდეთ ყველა, რომლითაც ვიამაყებთ და სადაც ცხოვრება იქნება შესანიშნავი. რატომ ვარ დღეს საქართველოში? - მე აქ ვარ, რადგან ვერ ვიქნები ბედნიერი, თუნდაც, ჩემთვის ძალიან ახლობელ უკრაინაში. ვერ ვიქნები სხვაგან, როცა ამდენ სისასტიკეს და უბედურებას ვხედავ ჩემს უსაყვარლეს სამშობლოში. უემოციოდ ვერ ვუყურებ მასობრივად როგორ გარბის ჩვენი ქვეყნიდან ხალხი და როგორ ცარიელდება საქართველო ყველაზე ნიჭიერი, მშრომელი და წესიერი ადამიანებისგან. ვერ ვიქნები ჩვენი სამშობლოს განადგურების გვერდიდან მაყურებელი, ამას სიკვდილიც მირჩევნია, ამიტომაც ვარ აქ!

აქ ვარ და მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი დავრჩე და ამით ჩემი წვლილი შევიტანო რეჟიმის დამარცხებაში, ჩემი წვლილი შევიტანო ქართველი ხალხის ბრძოლაში, სიღატაკის, კორუფციის, უსამართლობის ნგრევის წინააღმდეგ. ქართველ ხალხთან ერთად წინ აღვუდგე ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც ჩვენს სამშობლოს პუტინის რუსეთში მიათრევს. ყველამ ერთად არ უნდა დავუშვათ ეს და ყველამ ერთად საქართველო უნდა დავაბრუნოთ დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვაქციოთ დემოკრატიის, რეფორმების და განვითარების შუქურად. ისტორიას ჩავაბაროთ ის სიბნელე, სიღატაკე, უსამართლობა და ნგრევა, რომელიც ივანიშვილის ოცნებამ მოიტანა, ამისთვის ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, ციხეში და თავისუფლებაზე მყოფნი. ახლა არანაირი ნიშნით დაყოფის დრო არ არის არც პარტიული, არც რაიმე სხვა ნიშნით. საქართველოს გამოხსნის და გადარჩენის დროა და ამისთვის ყველაზე საჭირო დღეს ერთიანობაა. მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ქვეყანას სჭირდება დიდი შერიგება და ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია შევწყვიტოთ ერთმანეთის დამცირება, ზიზღის ფრქვევა ერთმანეთის მიმართ და მივუტევოთ ერთმანეთს. ამას ვწერ ციხის საკნიდან უკანონო პატიმარი, მაგრამ გარეთ პირველ რიგში, ამ სულისკვეთებით ვიმოქმედებ. კიდევ ერთი რევანში და შურისძიება ჩვენს საზოგადოებას მორალურად გაანადგურებს და საბოლოოდ დაანგრევს ჩვენს ქვეყანას, ჩვენ წინ დიდი ცვლილებები გველის. მაგრამ ამისთვის ყველანაირი წყენა უნდა დავივიწყოთ. გვერდზე გადავდოთ ჩვენი ნეგატიური ემოციების ტვირთი, რადგან ამის მოშორების გარეშე ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა, ერთმანეთზე გაბოროტებულ საზოგადოებას არასდროს დაუყენებია პროგრესის გზაზე საკუთარი ქვეყანა, არასდროს შეუქმნია ფასეული და ყოველთვის დამარცხებულა საკუთარ ბრაზთან და აგრესიასთან. ცივილიზებული ქვეყანა ვერ იქნება დაფუძნებული შუღლზე და თუ ჩვენ გვინდა ცივილიზებული ქვეყანა, მაშინ აუცილებლად გვჭირდება დიდი შერიგება და უარი რევანშსა და შურისძიებაზე. გვეყოფა მარცხი, ძირს ხელჩამოშვებულება და ნიჰილიზმი,“- წერს მიხეილ სააკაშვილი.