კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძიმე დღეში ვართ... ზოგი შიშობს, რომ ერდოღანმა ქვეყნის მთავარი კურსის გადახვევა დაიწყო" - ქართველები თურქეთში დოლარის კატასტროფულ გაძვირებაზე
"მძიმე დღეში ვართ... ზოგი შიშობს, რომ ერდოღანმა ქვეყნის მთავარი კურსის გადახვევა დაიწყო" - ქართველები თურქეთში დოლარის კატასტროფულ გაძვირებაზე

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა თურ­ქეთ­ში ად­გი­ლობ­რი­ვი ვა­ლუ­ტა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში კა­ტას­ტრო­ფუ­ლად გაძ­ვირ­და. ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თვე­ლე­ბის თქმით, დღეს ერთი დო­ლა­რი 10 ლი­რამ­დე ღირ­და და ისი­ნი ვინც, ხელ­ფასს ლი­რა­ში იღე­ბენ, ძა­ლი­ან მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან.

ნინო ბე­დი­ა­ნაშ­ვი­ლი, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ იყო ასე­თი მა­ღა­ლი კურ­სი და ძა­ლი­ან მძი­მე დღე­ში ჩავცვივ­დით. ახ­ლაც იგი­ვე ხდე­ბა. აქ ძა­ლი­ან ცოტა ქარ­თვე­ლი იღებს ხელ­ფასს დო­ლარ­ში, მხო­ლოდ ისი­ნი, ვინც უცხო­ურ პრო­ექ­ტებ­ში არი­ან. უცხო­ე­ლე­ბი კი მი­დი­ან. რო­გორც ამ­ბო­ბენ, "მი­უ­ღე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის" გამო, და­სავ­ლუ­რი, ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი ტო­ვე­ბენ ქვე­ყა­ნას. შე­სა­ბა­მი­სად, უამ­რა­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცია იხუ­რე­ბა და მათ უსამ­სა­ხუ­როდ დარ­ჩე­ნა ემუქ­რე­ბათ...

თურ­ქეთს ტო­ვე­ბენ ის ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც, ვინც ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უცხო­ურ პრო­ექ­ტებ­ში მუ­შა­ობ­დნენ. ჩემი მე­გობ­რის მე­უღ­ლე, რო­მე­ლიც გერ­მა­ნულ-თურ­ქულ ქსე­ლურ მარ­კეტ­ში მთა­ვარ ბუ­ღალ­ტრად მუ­შა­ობ­და, კომ­პა­ნი­ას თან მიჰ­ყავს. ასე­თი არა­ერ­თი შემ­თხვე­ვაა.

ჩვენ, მე და ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ქარ­თვე­ლე­ბი ლი­რა­ში ვი­ღებთ ხელ­ფასს. ანუ რო­დე­საც ვყი­დუ­ლობთ ოჯახ­ში გა­და­საგ­ზავ­ნად, ად­რინ­დელ­თან შე­და­რე­ბით, ხელ­ფა­სის თით­ქმის მე­სა­მე­დი გვრჩე­ბა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თურ­ქეთ­ში დო­ლა­რის გაძ­ვი­რე­ბა აუ­ცი­ლებ­ლად აი­სა­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ზეც.

ეს კი არა­ფე­რია. ად­რეც ვთქვით, რომ არ ღირ­და აქ დარ­ჩე­ნა. მერე თით­ქოს სი­ტუ­ა­ცია სტა­ბი­ლუ­რი გახ­და. ზოგს და­ე­ნა­ნა ჩვე­ნი გაშ­ვე­ბა და ხელ­ფა­სი მოგ­ვი­მა­ტეს. თუმ­ცა, ზოგი მა­ინც წა­ვი­და სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში, ძი­რი­თა­დად, იტა­ლი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში.

მარი თა­ლა­სი, თურ­ქეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი:

- აქა­უ­რი მე­დია კონ­ტროლ­დე­ბა და ოპო­ზი­ცი­ურ აზრს ვერ გა­მო­ხა­ტა­ვენ, მაგ­რამ ბლო­გე­რე­ბი და აქ­ტი­ვის­ტე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წე­რენ, რომ ქვეყ­ნი­დან და­სავ­ლუ­რი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გა­დი­ნე­ბა ხდე­ბა. ზოგი ში­შობს, რომ ერ­დო­ღან­მა თა­ვის გუნდთან ერ­თად ქვეყ­ნის მთა­ვა­რი კურ­სის გა­დახ­ვე­ვა აშ­კა­რად და­ი­წყო. მათ ეში­ნი­ათ, რომ ათა­თურ­ქის გზი­დან გა­და­უხ­ვე­ვენ და მერე გვი­ა­ნი იქ­ნე­ბა.

ჩემი მე­უღ­ლე ად­გი­ლობ­რი­ვი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მის­თვის ვი­დეო ბლო­გებს აკე­თებ­და. რამ­დე­ნი­მე თვის წინ მომ­ხდა­რი მას­შტა­ბუ­რი ხან­ძრი­სა და ჩა­მო­წო­ლილ მე­წყრებ­ზე მუ­შა­ო­ბი­სას, მასა და მის გუნდს უთხრეს, რომ "პა­თო­სი არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფოს სუ­ლის­კვე­თე­ბას". ირი­ბი მი­თი­თე­ბა იყო, რომ ნაკ­ლე­ბად კრი­ტი­კუ­ლი და "შიშ­ვე­ლი" ყო­ფი­ლი­ყო, ანუ ისე­თი მა­სა­ლე­ბი არ გა­ეშ­ვათ, რაც ხალ­ხს დას­ტრე­სავ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ეს ერ­დო­ღა­ნის სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კაა, იქ სა­დაც თა­ვი­სუ­ფა­ლი მე­დი­აა, კრი­ტი­კაც არის და არ უნდა მო­სახ­ლე­ო­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ამ მი­ზე­ზით უამ­რავ­მა და­სავ­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბის მქო­ნე გა­მო­ცე­მამ აქ მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
36

მთავარია სულთანი იყოს კარგად და მოსახლეობა აიტანს რამენაირად. ჩვენთანაც იგივეა. 

xx
4

თურქეთში დოლარის გაძვირებაზე ამბობთ კი არა საქართველოზე ისაუბრეთ

ავტორი:

"მძიმე დღეში ვართ... ზოგი შიშობს, რომ ერდოღანმა ქვეყნის მთავარი კურსის გადახვევა დაიწყო" - ქართველები თურქეთში დოლარის კატასტროფულ გაძვირებაზე

"მძიმე დღეში ვართ... ზოგი შიშობს, რომ ერდოღანმა ქვეყნის მთავარი კურსის გადახვევა დაიწყო" - ქართველები თურქეთში დოლარის კატასტროფულ გაძვირებაზე

ბოლო რამდენიმე დღეა თურქეთში ადგილობრივი ვალუტა დოლართან მიმართებაში კატასტროფულად გაძვირდა. ადგილობრივი ქართველების თქმით, დღეს ერთი დოლარი 10 ლირამდე ღირდა და ისინი ვინც, ხელფასს ლირაში იღებენ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან.

ნინო ბედიანაშვილი, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- რამდენიმე წლის წინ იყო ასეთი მაღალი კურსი და ძალიან მძიმე დღეში ჩავცვივდით. ახლაც იგივე ხდება. აქ ძალიან ცოტა ქართველი იღებს ხელფასს დოლარში, მხოლოდ ისინი, ვინც უცხოურ პროექტებში არიან. უცხოელები კი მიდიან. როგორც ამბობენ, "მიუღებელი პირობების" გამო, დასავლური, ამერიკული პროექტები ტოვებენ ქვეყანას. შესაბამისად, უამრავი ორგანიზაცია იხურება და მათ უსამსახუროდ დარჩენა ემუქრებათ...

თურქეთს ტოვებენ ის ადგილობრივებიც, ვინც ამ წლების განმავლობაში უცხოურ პროექტებში მუშაობდნენ. ჩემი მეგობრის მეუღლე, რომელიც გერმანულ-თურქულ ქსელურ მარკეტში მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, კომპანიას თან მიჰყავს. ასეთი არაერთი შემთხვევაა.

ჩვენ, მე და ჩემი ახლობელი ქართველები ლირაში ვიღებთ ხელფასს. ანუ როდესაც ვყიდულობთ ოჯახში გადასაგზავნად, ადრინდელთან შედარებით, ხელფასის თითქმის მესამედი გვრჩება. დარწმუნებული ვარ, თურქეთში დოლარის გაძვირება აუცილებლად აისახება საქართველოზეც.

ეს კი არაფერია. ადრეც ვთქვით, რომ არ ღირდა აქ დარჩენა. მერე თითქოს სიტუაცია სტაბილური გახდა. ზოგს დაენანა ჩვენი გაშვება და ხელფასი მოგვიმატეს. თუმცა, ზოგი მაინც წავიდა სხვადასხვა ქვეყანაში, ძირითადად, იტალიასა და ესპანეთში.

მარი თალასი, თურქეთში მცხოვრები ქართველი:

- აქაური მედია კონტროლდება და ოპოზიციურ აზრს ვერ გამოხატავენ, მაგრამ ბლოგერები და აქტივისტები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქვეყნიდან დასავლური ინვესტიციების გადინება ხდება. ზოგი შიშობს, რომ ერდოღანმა თავის გუნდთან ერთად ქვეყნის მთავარი კურსის გადახვევა აშკარად დაიწყო. მათ ეშინიათ, რომ ათათურქის გზიდან გადაუხვევენ და მერე გვიანი იქნება.

ჩემი მეუღლე ადგილობრივი ინტერნეტგამოცემისთვის ვიდეო ბლოგებს აკეთებდა. რამდენიმე თვის წინ მომხდარი მასშტაბური ხანძრისა და ჩამოწოლილ მეწყრებზე მუშაობისას, მასა და მის გუნდს უთხრეს, რომ "პათოსი არ შეესაბამებოდა სახელმწიფოს სულისკვეთებას". ირიბი მითითება იყო, რომ ნაკლებად კრიტიკული და "შიშველი" ყოფილიყო, ანუ ისეთი მასალები არ გაეშვათ, რაც ხალხს დასტრესავდა. სინამდვილეში, ეს ერდოღანის სახელმწიფოს პოლიტიკაა, იქ სადაც თავისუფალი მედიაა, კრიტიკაც არის და არ უნდა მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვიოს. ამ მიზეზით უამრავმა დასავლური დაფინანსების მქონე გამოცემამ აქ მუშაობა შეწყვიტა.