პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას" - რა წერია ნატო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში
"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას" - რა წერია ნატო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში

"ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა გმობს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას და ამ ქვეყ­ნე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­კენ მი­მარ­თულ უწყვეტ მცდე­ლო­ბას", - ამის შე­სა­ხებ ნატო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის მიერ მომ­ზა­დე­ბულ რე­ზო­ლუ­ცი­ა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

"ასამ­ბლეა გმობს რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს, უკ­რა­ი­ნი­სა და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის დარ­ღვე­ვას, რუ­სე­თის უწყვეტ მცდე­ლო­ბას, გა­მო­იწ­ვი­ოს ამ ქვეყ­ნე­ბის დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, ჩა­შა­ლოს მათი ევ­რო­პუ­ლი და/ან ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცია და ხელი შე­უ­წყოს უგუ­ნურ და უპა­სუ­ხის­მგებ­ლო ეს­კა­ლა­ცი­ებს,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში.

  • ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლეა ხაზს უს­ვამს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მიღ­წე­უ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას.

"გა­მო­ხა­ტავს შეშ­ფო­თე­ბას აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის/სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ქარ­თველ­თა მი­მართ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის მძი­მე დარ­ღვე­ვე­ბი­სა და ეთ­ნი­კუ­რი დის­კრი­მი­ნა­ცი­ის გამო, ხაზს უს­ვამს ევ­რო­კავ­ში­რის შუ­ა­მავ­ლო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ცე­ცხლის შე­წყვე­ტის შე­თან­ხმე­ბის რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას და იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულi პი­რე­ბის უფ­ლე­ბას, დაბ­რუნ­დნენ თა­ვი­ანთ სახ­ლებ­ში,“ - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

  • რე­ზო­ლუ­ცია მო­უ­წო­დებს ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­სა და პარ­ლა­მენ­ტებს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის მხარ­და­ჭე­რა გა­აძ­ლი­ე­რონ.

"მო­ვუ­წო­დებთ, გა­აძ­ლი­ე­რონ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის­კენ მი­მარ­თუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის ძა­ლის­ხმე­ვის მი­მართ მხარ­და­ჭე­რა, გა­მო­ხა­ტონ სო­ლი­და­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის მი­მართ ერ­თობ­ლი­ვი წვრთნე­ბის გაზ­რდი­თა და მათი თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გაზ­რდის პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რით და გა­აგ­რძე­ლონ რუ­სე­თის მიერ უკ­რა­ი­ნის, სა­ქარ­თვე­ლოს და მოლ­დო­ვას რეს­პუბ­ლი­კის ნა­წი­ლე­ბის დრო­ე­ბი­თი ოკუ­პა­ცი­ი­სა და უკა­ნო­ნო ანექ­სი­ის დაგ­მო­ბა,“- აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

რე­ზო­ლუ­ცია ნატო-ს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე პო­ლი­ტი­კურ­მა კო­მი­ტეტ­მა წა­რად­გი­ნა და პლე­ნა­რულ­მა ასამ­ბლე­ამ და­ამ­ტკი­ცა.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რობერტი
13

ტექსტი ცოტა მაინც შეცვალეთ თქვე უპატრონოებო, 18 წელია იგივეს გაიძახით და 2008 წლიდან ოკუპაციის დაგმობა მიემატა მხოლოდ. ამათი იმედი ჩემ მტერს ქონდეს...

?!
14

ბიძინას რო ეწყინება, ვერ გაითვალისწინეს ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას" - რა წერია ნატო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში

"ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას" - რა წერია ნატო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში

"ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ამ ქვეყნების დესტაბილიზაციისკენ მიმართულ უწყვეტ მცდელობას", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მომზადებულ რეზოლუციაშია აღნიშნული.

"ასამბლეა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, რუსეთის უწყვეტ მცდელობას, გამოიწვიოს ამ ქვეყნების დესტაბილიზაცია, ჩაშალოს მათი ევროპული და/ან ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ხელი შეუწყოს უგუნურ და უპასუხისმგებლო ესკალაციებს,“ - აღნიშნულია რეზოლუციაში.

  • ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის მიერ განხორციელების აუცილებლობას.

"გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისა და ეთნიკური დისკრიმინაციის გამო, ხაზს უსვამს ევროკავშირის შუამავლობით მიღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელების აუცილებლობას და იძულებით გადაადგილებულi პირების უფლებას, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.

  • რეზოლუცია მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, საქართველოსა და უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა გააძლიერონ.

"მოვუწოდებთ, გააძლიერონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებისკენ მიმართული საქართველოსა და უკრაინის ძალისხმევის მიმართ მხარდაჭერა, გამოხატონ სოლიდარობა საქართველოსა და უკრაინის მიმართ ერთობლივი წვრთნების გაზრდითა და მათი თავდაცვისუნარიანობის გაზრდის პრაქტიკული მხარდაჭერით და გააგრძელონ რუსეთის მიერ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას რესპუბლიკის ნაწილების დროებითი ოკუპაციისა და უკანონო ანექსიის დაგმობა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე პოლიტიკურმა კომიტეტმა წარადგინა და პლენარულმა ასამბლეამ დაამტკიცა.