სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო

რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა, ხმა­უ­რი იყო.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, ად­გილ­ზე შეკ­რე­ბი­ლე­ბი ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ღე­ბა­ვით წარ­წე­რის - "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­შას" გა­კე­თე­ბას ცდი­ლობ­დნენ, რისი სა­შუ­ა­ლე­ბაც მათ არ მის­ცეს.

"სტენ­სი­ლი, რო­მელ­საც ეწე­რა "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­შას", წა­არ­თვეს დე­პუ­ტატ ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს", - გა­ნა­ცხა­და აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ.

პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ამ დრო­ის­თვის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ხმარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, რუს­თა­ვის #12 და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან მხარ­დამ­ჭე­რე­ბი მას შემ­დეგ შე­იკ­რიბ­ნენ, რაც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პი­რად­მა ექიმ­მა, ნი­კო­ლოზ ყიფ­ში­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უ­ა­რეს­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სპე­ცი­ა­ლურ­მა პე­ნი­ტენ­ცი­ურ­მა სამ­სა­ხურ­მა გა­ავ­რცე­ლა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დრო­ი­სათ­ვის და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

საიდან მოვიდნენ ესენი ? გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლებიდან სსრკ მახინჯმა სისტემამ რღვევა დაიწყო, მმართველმა ინსტიტუტებმა , პირველრიგში კომპარტიის მაღალი რიგებიდან დაიწყეს "კარგად ცხოვრება" , მსწრაფლ აუღეს ალღო სამართალდამცავებმა და მიუშვეს ლევი საქონელი , ხელოვნური დეფიციტი და დახლქვეშ ვაჭრობა, ზომა წონაში მოტყუება, ფასთა თამაში , მიწერა და სახელმწიფო სახსრების დატაცება , მკვდარი სულები და ფალსიფიკაცია , აპარვინებდნენ ყველას, ვინც ზემოთ მიიტანდა წილს, ისჯებოდნენ მხოლოდ ისინი , ვინც ძალიან გადაამლაშებდა და ღიად გამოაჩენდა ქონებას და ფუფუნებას მიეცემოდა, ან უნებართვოდ და უკრიშოდ სჩადიოდა, იპარავდა ყველა, მუშაც , გლეხიც , სისტემა ბოლომდე გაირყვნა-პარტიაში შესვლა ფასიანი გახდა ! თანამდებობაში ფულს მილიციის უფროსიც და პროკურორიც იხდიდა , გაის უფროსიც ! ინსპექტორი ქუჩაში ფულის ახიკვას როგორ გაბედავდა უფროსის ნებართვის გარეშე, ის მილიციის უფროსის, ის პროკურორის, ის რაიკომის , ის ცეკასი და ასე შემდეგ ! ეს სისტემა გულისხმობს , რომ ცოტას ყველას აპარინებდნენ, რათა თავად ბევრი მიეთვისებინათ დაუსჯელად, ცხადია უშუალო მომპარავი მეტად მოწყვლადი იყო და ბევრი მათგანი სასტიკად ისჯებოდა, კორუფციული სისტემის მმართველ ორგანიზატორი კი არხეინად იყო-აქედან მოვიდნენ ! შევარდნაძე სამწუხაროდ ამ სისტემის მსხვერპლი გახდა , სანათესაოს და პარტიული გარემოცვის მიერ შემდგარ მრავალ პიკიან პირამიდის კოლექტიურ კენწეროობას მაინც ვერ ასცდა , აი, მიშა კი გახდა "კენწერო" სრულიად შეგნებულად , თავიდანვე ეს პირამიდა "დაამხეცა" და მას კენწეროში ერთპიროვნულად მოექცა-პრემიერი ხელის ბიჭებად ყავდა , ცემდა, საბაჟოს უფროსი რომ აბურთავა გახსოვთ ? მცხეთაში რომ ტრაქტორებს ითხოვდა პრემიერისგან , რა ტონით გახსოვთ ?! რუსის ჯარიც ხომ განდევნა განმუხურიდან, ანუ იარაღიც ებარებოდა ! დახვეწა სისტემა საკანონმდებლო დონეზე და ბენეფიციართა წრე შეკვეცა , ისე რომ გარემოცვას დამოუკიდებელ პიკად ჩამოყალიბების დროს და უფლებას არ აძლევდა, ისე ატრიალებდა მინისტრთა კარუსელს , მხოლოდ ის სუფევდა კაბადონზე, პირდაპირ ქვედა დონეებიდან საყოველთაო აღებმიცემობას ამჯობინა სისტემური , ბიუჯეტის, შეიარაღების , ტენდერ შესყიდვების და ატკატების, კრედიტების და გრანტების კონსოლიდირებული ფორმა ! დღესაც ბევრი მისი მხარდამჭერი სწორედ მაგიტომ ლოცულობს მიშას დაბრუნებაზე , რომ ის აპარვინებდა ცოტცოტას მისდამი ლოიალურად განწყობილებს და მათ მფარველობდა, ინდულგენცია მუშაობდა შერისხვამდე , ბევრმა ეს ლოიალობა ინანა, მაგრამ ვისაც შეარჩინა , ის ახლაც მის დაბრუნებაზე ირჯება, გონია მომავალშიც შერჩება, არადა , ბოლოს რომ მაინც დაისჯება , ცხადია ! ქოცებმა მართვის სისტემა არ შეცვალეს, უბრალოდ ბენეფიციართა წრე გაზარდეს, ოღონდ ქვემოთ ღრმად მაინც არ გაავრცელეს , ამდენად მოაკლდათ მომპარავ მხარდამჭერი მეორეული პოზიციებიდან , საშუალო და ქვედა რგოლებიდან, საბოტაჟი , კომპრომეტაცია ხშირია, ლაფსუსები და უნიათობებიც აქედანაა-საბოტაჟია, სისტემა ხომ თავად ბერწია , ის საყოველთაო კეთილდღეობას ვერ მოიტანს, რეგრესიულია-სსრკ, ეს უმდიდრესი ქვეყანა დაემხო ამ სისტემით ! ერთადერთი რაც მათ ატივტივებს, ესაა ხალხის მასის განწყობა "ნუ იქნება ოღონდ მიშა " , მაგრამ როგორც კი მართლა "მესამე" გამოჩნდება, ეს ქვედა შრე მსწრაფლ მიაშურებს ახალ ცენტრს ხეირისათვის-პირამიდაში ადგილისათვის , ვაშაძეს და გახარიას გამოვრიცხავ , ნაცქოცმოქკავშირიდან მოსული ვერცერთი ვეღარ გაქაჩავს კენწეროობას, სრულიად ახალი, მათთან არააფილირებული უნდა იყოს , ჰოო, ხალხს რა ? ვირი თავფეხი, ვირსა კიდევ იონჯა , სანამ ხალხი მის დემოკრატიულ ფუნქციას არ შეასრულებს და ძველ პირამიდაში მის ადგილს ელოდება, ვირს იონჯა არ მოაკლდება ! ისე, რომ დავითას რაც მოსდის , ყოველთვის თავის თავითა !

-
4

ნუღა უშვებთ მაგ პროვოკატორ ექიმს საერთოდ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ხმაური იყო.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე შეკრებილები ტერიტორიაზე საღებავით წარწერის - "თავისუფლება მიშას" გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

"სტენსილი, რომელსაც ეწერა "თავისუფლება მიშას", წაართვეს დეპუტატ ეკა ხერხეულიძეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ დროისთვის მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილები და მიხეილ სააკაშვილს ხმარდაჭერას უცხადებენ.

ინფორმაციისთვის, რუსთავის #12 დაწესებულებასთან მხარდამჭერები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა. მოგვიანებით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.