სამართალი
პოლიტიკა

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მხარდამჭერები და "ნაცმოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მხარდამჭერები და "ნაცმოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ

რუს­თა­ვის მე-12 პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან, სა­დაც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ­ყო­ფე­ბა, მხარ­დამ­ჭე­რე­ბი და „ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რე­ბი შე­იკ­რიბ­ნენ.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია.

რო­გორც ნიკა მე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლე­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ეკის­რე­ბა.

ნიკა მე­ლი­ამ კი­დევ ერთხელ ისა­უბ­რა 14 ოქ­ტომ­ბრის აქ­ცი­ა­ზე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით გა­ი­მარ­თე­ბა და აღ­ნიშ­ნა, რომ ეს „იქ­ნე­ბა ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი, ძა­ლი­ან მძლავ­რი აქ­ცია“ .

„პირ­ველ რიგ­ში, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­ი­გოს ახლა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მეც, თქვენც და ყვე­ლა, რომ უყუ­რებს, აუ­ცი­ლებ­ლად გა­დას­ცე­მენ, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კონკნ­რე­ტუ­ლად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთლო­ბა­ზე, სი­ცო­ცხლე­ზე არც მეტი და არც ნაკ­ლე­ბი ეკის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს. დი­ა­ხაც, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლე­ზე, ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გე­კის­რე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლო მთლი­ა­ნად შენ! ვფიქ­რობ, უნდა დავ­ფიქ­რდეთ და და­ფიქ­რდეთ თქვენ, თუ რამ­დე­ნად სა­შიშ ცე­ცხლს ეთა­მა­შე­ბით და გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ ხალ­ხო, არ მინ­და ეს მუ­ქა­რად ჩათ­ვა­ლოს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მაც კი, მაგ­რამ 14 ოქ­ტომ­ბერს ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი , ძა­ლი­ან მძლავ­რი აქ­ცია იქ­ნე­ბა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­თხოვ­ნით. ყვე­ლა­ფე­რი უნდა იღო­ნეთ ახლა, რომ ამ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა და სი­ცო­ცხლე, რო­მე­ლიც თქვენ ხელ­შია, თქვენს მი­ერ­ვე უკა­ნო­ნოდ და­ტუ­სა­ღე­ბუ­ლი მი­ხელ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბას და სი­ცო­ცხლეს გა­უფრ­თხილ­დეთ. თუკი გაქვთ წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რა პრო­ცე­სე­ბი შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს ქვე­ყა­ნა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით თქვენ თავს თუ თქვენ შე­ი­წი­რავთ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სი­ცო­ცხლეს. ამ გზა­ზე დგა­ხართ და ყვე­ლა­ფერს აკე­თებთ, რომ ეს მოხ­დეს, მაგ­რამ თუკი გი­ფიქ­რი­ათ და მე ვფიქ­რობ, გი­ფიქ­რი­ათ, რა შე­იძ­ლე­ბა ამ ყვე­ლა­ფერს მოჰ­ყვეს და რა შე­იძ­ლე­ბა დატ­რი­ალ­დეს თქვენ თავს. ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ფაქ­ტის კონ­სტან­ტი­რე­ბა მი­წევს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მდა­ბიო ხალ­ხი აღ­მოჩ­ნდა, კაცი, პა­ტი­მა­რი ცი­ხე­ში ჰყავთ გა­მომ­წყვდე­უ­ლი, შიმ­ში­ლობს და ბოლო სი­ტყვე­ბით ლან­ძღა­ვენ - ბოლო სი­ტყვე­ბით, უკა­ნას­კნე­ლი სი­ტყვე­ბით ტა­ლახ­ში აგო­რა­ვებთ, კო­ბა­ხი­ძით და­წყე­ბუ­ლი, ღა­რი­ბაშ­ვი­ლით გაგ­რძე­ლე­ბუ­ლი, რა­ღა­ცა ხომ არ­სე­ბობს. ფსკე­რი მო­რა­ლუ­რი და­ცე­მის ეტყო­ბა არ არ­სე­ბობს, რო­დე­საც სა­კი­თხი „ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ეხე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ნიკა მე­ლი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
3

ერთი ნაბიჯიც და ციხეში ხართ ! მცდარია მოსაზრება, რომ მოსახლეობა ამათ გარდა სხვას ხმას არ მისცემს-მისცემს, ახლა ამომრჩევლის 60 % ამ ორი ძალის წინააღმდეგია, ამიტომ დემონსტრაციულად არ დადის არჩევნებზე, ანუ ეგ ორი , მშობელ მოქკავშირიანად განწირულია , რადგან მოსული არჩევნებზე მოსული დანარჩენი ორმოცი პროცენტიც ნაცქოცის წინააღმდეგ აძლევს ხმებს სხვა პარტიებს , ანუ, მალე ვიხლილავთ მაგათ მთავრობასა და პარლემენტს გარეთ და ციხეებს შიგნით ! მაგრამ, თუ გადასახადებს პატიოსნად გადაიხდიან , ამნისტიას გავუკეთებთ , დაუსაბუთებელ ქონებასაც კი არ წავართმევთ , თუკი სამუშაო ადგილებს და გადასახადს წარმოშობენ და ამრავლებენ , თუ უნდა ისევ ვენაში გაირჭონ და ვილები იშენონ, მაშინ ციხეში !

keti
17

kopil prezidents romelsac mteli msoplio aqiarebs da kveknis camkvani martveloba aset mdqomareobasi akenebs es ukve surisdziebaa tuki ase umtkiceben danasauls kveknis mosaxleoba saxalxod moitxovs masin qasamartldes da ara marto idzaxos martvelobam da umtkicos danasauli qiad caataros sasamartlo masin es aris ukve martveli xelisuplebis dacema kamnonit sji idzaxi da ar nisnav sasamartlos da ar asamartleb mitumetes rodesac exeba kopil prezidents es ukve sircxvilze uaresia rasac martveloba scadis sisxltan dakavsirebuli koveli daavadeba msieri ikneba tu madzqari vinc ar unda ikves marto rasac uketeben ar nisnaven sasamartlos ukve psikoloqiur zecolis kves kavt kopili prezidenti da mis sisxlis daavadebas saprtxes ukmnis radqan nerviuloba da zecola orqanizmze c kmara daavadebas es u iodes kvelam ivanisvili ikneba tu qaribasvili qamodis aseti kcevebit inarcuneben darenil dros martvelobisas radqan pirdapir vitkvi kartuli ocnebac cava da daisleba semdeq matac es moucevt rasac kopil prezidents uketeben kveknis sircxvili da tavi sad unda qamovkot es azianebs kveknis omjs rac ar esmit diplomatia da politika pirdapiri qaqebit scored saakasvilia politikuri patimari da unda caerios aci msoplios didi da umaqlesi ranqis pirebi amerikam unda tkvas tavis satkmeli radqan demokratia irqveva sakartvelos saxelmciposi es marto kopil prezidents ar exba es ukve kveknis mosaxleobis sakmec aris radqan kveknis demokratia tu seirka da ar ikneba daculi titeul mokalakis sakitxic arademokratiulad ikneba sepasebuli rac droze mova ckuaze martveloba mit uketesi ikneba mattvis 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მხარდამჭერები და "ნაცმოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მხარდამჭერები და "ნაცმოძრაობის" წევრები შეიკრიბნენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, მხარდამჭერები და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები შეიკრიბნენ.

ადგილზე იმყოფება პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა 14 ოქტომბრის აქციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გაიმართება და აღნიშნა, რომ ეს „იქნება ფართომასშტაბიანი, ძალიან მძლავრი აქცია“ .

„პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიგოს ახლა ბიძინა ივანიშვილმა და დარწმუნებული ვარ, მეც, თქვენც და ყველა, რომ უყურებს, აუცილებლად გადასცემენ, მთელი პასუხისმგებლობა კონკნრეტულად მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთლობაზე, სიცოცხლეზე არც მეტი და არც ნაკლები ეკისრება ბიძინა ივანიშვილს. დიახაც, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა გეკისრება ბიძინა ივანიშვილო მთლიანად შენ! ვფიქრობ, უნდა დავფიქრდეთ და დაფიქრდეთ თქვენ, თუ რამდენად საშიშ ცეცხლს ეთამაშებით და გაითვალისწინეთ ხალხო, არ მინდა ეს მუქარად ჩათვალოს ბიძინა ივანიშვილმაც კი, მაგრამ 14 ოქტომბერს ფართომასშტაბიანი , ძალიან მძლავრი აქცია იქნება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. ყველაფერი უნდა იღონეთ ახლა, რომ ამ ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, რომელიც თქვენ ხელშია, თქვენს მიერვე უკანონოდ დატუსაღებული მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაუფრთხილდეთ. თუკი გაქვთ წარმოდგენილი, რა პროცესები შეიძლება განვითარდეს ქვეყანაში, განსაკუთრებით თქვენ თავს თუ თქვენ შეიწირავთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს. ამ გზაზე დგახართ და ყველაფერს აკეთებთ, რომ ეს მოხდეს, მაგრამ თუკი გიფიქრიათ და მე ვფიქრობ, გიფიქრიათ, რა შეიძლება ამ ყველაფერს მოჰყვეს და რა შეიძლება დატრიალდეს თქვენ თავს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ფაქტის კონსტანტირება მიწევს, მაგრამ იმდენად მდაბიო ხალხი აღმოჩნდა, კაცი, პატიმარი ციხეში ჰყავთ გამომწყვდეული, შიმშილობს და ბოლო სიტყვებით ლანძღავენ - ბოლო სიტყვებით, უკანასკნელი სიტყვებით ტალახში აგორავებთ, კობახიძით დაწყებული, ღარიბაშვილით გაგრძელებული, რაღაცა ხომ არსებობს. ფსკერი მორალური დაცემის ეტყობა არ არსებობს, როდესაც საკითხი „ქართულ ოცნებას“ ეხება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.